წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 90


ნაწილი 90

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 8 მარტი, 1833 წ. ეს გამოცხადება არის პირველი პრეზიდენტობის ჩამოყალიბების შემდგომი ნაბიჯი (იხ. 81-ე ნაწილის შესავალი); ამის შედეგად მოხდა ნახსენები მრჩევლების ხელდასხმა 1833 წ. 18 მარტს.

1–5, სასუფევლის გასაღებები გადაეცა ჯოზეფ სმითს და მის მეშვეობით ეკლესიას; 6–7, სიდნეი რიგდონმა და ფრედერიკ გ. უილიამსმა უნდა იმსახურონ პირველ პრეზიდენტობაში; 8–11, სახარება უნდა ექადაგოს ისრაელის ყოველ ერს, წარმართებს და იუდეველებს, ყოველმა ადამიანმა უნდა მოისმინოს იგი საკუთარ ენაზე; 12–18, ჯოზეფ სმითმა და მისმა მრჩევლებმა ეკლესია უნდა მოაწესრიგონ; 19–37, სხვადასხვა პიროვნება უფლისგან იღებს რჩევას, რათა უბიწოდ იაროს ღმერთის წინაშე და ეძიოს მისი სასუფეველი.

1 ამას ამბობს უფალი: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები, ჩემო შვილო: ცოდვები შეგენდო თხოვნისამებრ, ვინაიდან შენმა ლოცვებმა და შენი ძმების ლოცვებმა მოაღწია ჩემს ყურამდე.

2 ასე რომ, ამიერიდან კურთხეული ხარ, რადგან ფლობ სასუფევლის ნაბოძებ გასაღებებს; სასუფევლისა, რომელიც მოდის უკანასკნელად.

3 ჭეშმარიტად გეუბნები: ამ სასუფევლის გასაღებები არასდროს წაგერთმევა, არც ამ ქვეყნად ყოფნისას და არც იმ ქვეყნად;

4 მიუხედავად ამისა, შენი მეშვეობით გამოცხადებები მიეცემა სხვას, დიახ, ეკლესიასაც კი.

5 და ყველანი, ვინც იღებენ გამოცხადებებს ღმერთისგან, უნდა გაუფრთხილდნენ მათ, რათა არ მოექცნენ, როგორც უმნიშვნელო რამეს და არ იქნენ ამისითვის განკიცხულნი, არ წაბორძიკდნენ და არ წაიქცნენ, როდესაც დაატყდებათ ქარიშხალი და დაუბერავენ ქარები, წამოვა წვიმები და დაატყდება მათ სახლს.

6 და კვლავ, ჭეშმარიტად ვეუბნები შენს ძმებს, სიდნეი რიგდონსა და ფრედერიკ გ. უილიამს, რომ მათაც ასევე შეენდოთ ცოდვები და ითვლებიან შენ თანასწორად უკანასკნელი სასუფევლის გასაღებების ფლობაში;

7 ასევე შენი მმართველობით, ჩემი ნებართვიბრძანებით ჩამოყალიბებული წინასწარმეტყველთა სკოლის გასაღებების;

8 რათა ამგვარად სრულყოფილნი გახდნენ თავიანთ მსახურებაში სიონის ხსნისთვის, ისრაელის ერებისა და წარმართებისთვის, ყოველისა, ვინც იწამებს;

9 რათა შენი ხელმძღვანელობით მათ მიიღონ სიტყვა და მათი მსახურებით სიტყვა გავრცელდეს დედამიწის კიდეებამდე, პირველად წარმართებთან და შემდეგ, აჰა, ჭეშმარიტად, ისინი მივლენ იუდეველებთან.

10 და შემდეგ დადგება დღე, როდესაც უფლის ხელი გამოვლინდება ძალაში ერების დასარწმუნებლად, კერპთაყვანისმცემელი ერებისა, იოსების სახლის, მათი ხსნის სახარებაში.

11 ვინაიდან, იმ დღეს იქნება ასე, რომ ყოველი ადამიანი მოისმენს სახარების სისრულეს თავის ენასა და მეტყველებაზე, მათი მეშვეობით, რომლებიც ხელდასხმულნი არიან ამ ძალით ნუგეშისმცემლის მსახურების მეშვეობოთ, მათზე გადმოღვრილი იესო ქრისტეს გამოცხადებისთვის.

12 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით: გაძლევთ ბრძანებას, გააგრძელოთ მსახურება და პრეზიდენტობა.

13 როდესაც დაასრულებთ წინასწარმეტყველთა თარგმნას, ეკლესიისა და სკოლის საქმიანობას უხელმძღვანელებთ;

14 და ხანდახან, როგორც ნაბოძები იქნება ნუგეშისმცემლისგან, მიიღებთ გამოცხადებებს, რათა გაამხილოთ სასუფევლის საიდუმლოებანი;

15 და ეკლესიებს მოაწესრიგებთ, შეისწავლით და ისწავლით და გაეცნობით ყოველ კარგ წიგნს, ენას, მეტყველებასა და ხალხს.

16 და ეს იქნება მთელი თქვენი ცხოვრების მისია და საქმე, რათა უხელმძღვანელოთ საბჭოს რჩევით და მოაწესრიგოთ სასუფეველი და ამ ეკლესიის ყოველი საქმე.

17 ნუ შეგრცხვებათ და ნუ შეცბებით; არამედ მიიღეთ დარიგება მთელი თქვენი ქედმაღლობისა და ამპარტავნობის შესახებ, ვინაიდან ამას თქვენი სულებისთვის მახე მოაქვს.

18 მოაწესრიგეთ სახლები, სიზარმაცისა და უწმინდურებისგან შორს დაიკავეთ თავი.

19 ახლა, ჭეშმარიტად გეუბნები, დაე, მზად იყოს ადგილი, რაც შეიძლება მალე, შენი მრჩევლის ოჯახისთვის და მწერლისთვის, ფრედერიკ გ. უილიამსის, ოჯახისთვის.

20 დაე, ჩემმა ხანში შესულმა მსახურმა, ჯოზეფ სმით უფროსმა, გააგრძელოს ცხოვრება იმ ადგილზე, სადაც ამჟამად ცხოვრობს; დაე, არ გაიყიდოს ის, სანამ არ იქნება უფლის ბაგეთაგან წარმოთქმული.

21 დაე, ჩემი მრჩეველი, სიდნეი რიგდონი, დარჩეს იქ, სადაც ცხოვრობს, სანამ არ იქნება უფლის ბაგეთაგან ნათქვამი.

22 დაე, ეპისკოპოსმა ეძიოს ბეჯითად, რათა მოძებნოს ნდობით აღჭურვილი პირი, დაე, ეს იყოს ადამიანი დიდი მარაგით, ღმერთის ადამიანი და ძლიერი რწმენის მქონე –

23 რათა ამის საშუალებით მან შეძლოს ყოველი ვალის გადახდა; რათა უფლის საცავი არ იქნეს ხალხის თვალში შერცხვენილი.

24 ეძიეთ ბეჯითად და ყოველთვის ილოცეთ და იყავით მორწმუნენი და ყოველივე ერთად თქვენ სასარგებლოდ იმოქმედებს, თუ ივლით უბიწოდ და გეხსომებათ აღთქმა, რომელიც ერთმანეთს აღუთქვით.

25 დაე, თქვენი ოჯახები იყოს მცირერიცხოვანი, განსაკუთრებით ჩემი ხანში შესული ჯოზეფ სმით უფროსის, მათთან მიმართებაში, ვინც არ მიეკუთვნება თქვენს ოჯახს;

26 რათა ის, რაც თქვენთვის გამოყოფილია ჩემი საქმის შესასრულებლად, არ წაგართვან და არ გადასცენ მათ, რომლებიც არ არიან ამის ღირსნი –

27 და ამგვარად, ხელი შეგეშლებოდათ იმის შესრულებაში, რაც გიბრძანეთ.

28 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: ასეთია ჩემი ნება, რომ ჩემმა მხევალმა, ვიენა ჟაკსმა, მიიღოს ფული თავისი ხარჯებისთვის და გაემგზავროს სიონის მიწაზე;

29 და დანარჩენი თანხა შეგიძლიათ შემომწიროთ და ვიენა ჟაქსი დაჯილდოვდება ჩემთვის შესაფერის დროს.

30 ჭეშმარიტად გეუბნებით, ეს დასაშვებია ჩემს თვალში, რათა იგი წავიდეს სიონის მიწაზე და ეპისკოპოსის ხელიდან მიიღოს მემკვიდრეობა;

31 რათა იგი დასახლდეს მშვიდობით, რამდენადაც არის ერთგული და არ იქნება უქმაედ თავისი დღეშიებისას ამიერიდან.

32 და აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით: ჩაიწერეთ ეს ბრძანება და უთხარით თქვენს ძმებს სიონში სიყვარულის სალამით, რომ ასევე მოგიწოდეთ სიონის მმართველებად, ჩემთვის შესაფერის დროს.

33 ამიტომ, დაე, შეწყვიტონ ჩემი შეწუხება ამ საკითხთან დაკავშირებით.

34 აჰა, გეუბნებით, რომ თქვენმა ძმებმა სიონში მონანიება დაიწყეს და ანგელოზები ხარობენ მათზე.

35 ამისდა მიუხედავად, მრავალი რამით ვარ უკმაყოფილო და არ ვარ კმაყოფილი ჩემი მსახურით, უილიამ ე. მაკლელინით, არც ჩემი მსახურით, სიდნეი გილბერტით, და ასევე ეპისკოპოსით და დანარჩენებსაც აქვთ ბევრი რამ მოსანანიებელი.

36 მაგრამ ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ მე, უფალი, დავუპირისპირდები სიონს და ძლევამოსილებს შევეკამათები და განვკიცხავ მას მანამდე, სანამ არ გაიმარჯვებს და არ განიწმინდება ჩემ წინაშე.

37 ვინაიდან, იგი არ იქნება მოცილებულითავისი ადგილიდან. ეს ვთქვი მე, უფალმა. ამინ.