წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 89


ნაწილი 89

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვებით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი, ოჰაიო, 27 თებერვალი, 1833 წ. ეკლესიის ადრეულ შეკრებებზე ძმების მიერ თამბაქოს მოხმარების გამო, წინასწარმეტყველმა დაიწყო მსჯელობა ამ საკითხზე და შესაბამისად მიმართა უფალს ამის შესახებ. ამის შედეგად მიღებულ იქნა ეს გამოცხადება, რომელიც ცნობილია როგორც სიბრძნის სიტყვა.

1–9, იკრძალება ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოსი და ცხელი სასმელების მოხმარება; 10–17, მცენარე, ხილი, ხორცი და მარცვლეული დანიშნულია ადამიანისა და ცხოველებისთვის საკვებად; 18–21, სახარების კანონისადმი მორჩილება მოიცავს სიბრძნის სიტყვას, მოაქვს რა მიწიერი და სულიერი კურთხევები.

1 სიბრძნის სიტყვა, კირტლანდში შეკრებილი მღვდელმთავართა საბჭოს სასარგებლოდ, ეკლესიისთვის და ასევე სიონის წმინდანთათვის –

2 მოლოცვის სახით გამოგზავნილი; არა ბრძანებით ან იძულებით, არამედ გამოცხადებით და სიბრძნის სიტყვით, ყოველი წმინდანის მიწიერი ხსნისთვის, უცხადებს ღვთის წესრიგსა და ნებას უკანასკნელ დღეებში –

3 მოცემულია, როგორც წესი დაპირებით, სუსტთა შესაძლებლობაზე მორგებული და ყველაზე სუსტი წმინდანებისთვის, რომლებიც არიან ან იქნებიან წოდებულნი წმინდანებად.

4 აჰა, ჭეშმარიტად, ამას გეუბნებათ უფალი: სიბოროტისა და ზრახვების შედეგად, რომელნიც არის და იქნება შეთქმულების მომწყობ ადამიანთა გულში უკანასკნელ დღეებში, გაგაფრთხილეთ და წინასწარ გაფრთხილებთ, გიბოძებთ რა გამოცხადებით ამ სიბრძნის სიტყვას –

5 და რამდენადაც თქვენ შორის ადამიანი სვამს ღვინოს ან ალკოჰოლურ სასმელებს, აჰა, ეს არ არის კარგი, შეუფერებელია თქვენი მამის თვალში, გარდა იმისა, როდესაც იკრიბებით ზიარების ჩასატერებლად მის წინაშე.

6 და აჰა, ეს უნდა იყოს ღვინო, დიახ, ყურძნის სუფთა ღვინო, თქვენ მიერ დაწურული.

7 და კვლავ: ალკოჰოლური სასმელები არა კუჭისთვის არამედ სხეულის დასაბანად.

8 და კვლავ: თამბაქო არც სხეულისთვის არის და არც კუჭისთვის, არც ადამიანისთვის არის კარგი, მაგრამ როგორც მცენარე სასარგებლოა დაჟეჟილობისთვის და საქონლის სამკურნალოდ, გამოყენებულ უნდა იქნეს გონივრულად და ცოდნით.

9 და კვლავ: ცხელი სასმელები არც სხეულისთვის არის და არც კუჭისთვის.

10 და კვლავ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ყოველი სასარგებლო მცენარე ღმერთმა დანიშნა ორგანიზმისთვის, ბუნებისთვის და ადამიანის გამოსაყენებლად –

11 ყოველი მცენარე და ყოველი ხილი წელიწადის თავის დროს; ყოველივე ეს უნდა გამოყენებული იყოს გონივრულად და მადლიერებით.

12 დიახ, ასევე ხორცი ცხოველებისა და ზეცის ფრინველების, მე, უფალმა, დავუწესე ადამიანსს მადლიერებით გამოსაყენებლად: ამისდა მიუხედავად, ის უნდა გამოყენებულ იქნეს ყაირათიანად.

13 და საამო იქნება ჩემთვის, თუ არ იქნება გამოყენებული, გარდა ზამთრისა და სიცივისას ან შიმშილობისას.

14 ყველანაირი მარცვლეული შექმნილია ადამიანისა და ცხოველისთვის გამოსაყენებლად, რათა სიცოცხლის საყრდენი იქნეს შენარჩუნებული არა მარტო ადამიანისთვის, ასევე მინდვრის მხეცებისთვის და ცის ფრინველებისთვის და ყოველი გარეული ცხოველისთვის, რაც დედამიწაზე დარბის ან დახოხავს;

15 და ესენი ღმერთმა შექმნა ადამიანისთვის გამოსაყენებლად მხოლოდ შიმშილობის ჟამსა და მწვავე შიმშილობისას.

16 ყოველნაირი მარცვლეული კარგია ადამიანის საკვებად, ასევე ნაყოფი ვაზისა; ის, რაც ისხამს ნაყოფს მიწაში თუ მიწის ზევით –

17 ამისდა მიუხედავად, ხორბალი ადამიანსთვის და სიმინდი ხარისთვის, შვრია ცხენისთვის და ჭვავი ფრინველთათვის და ღორებისთვის და ყველა მინდვრის ცხოველისთვის და ქერი ყველა სასარგებლო ცხოველისთვის და მსუბუქი სასმელებისთვის, ისევე როგორც სხვა მარცვლეული.

18 და ყოველი წმინდანი, რომელსაც ახსოვს ამ ნათქვამის დაცვა და შესრულება, იცავს რა მორჩილად მცნებებს, მიიღებს სხეულში ჯანმრთელობასა და ტვინს ძვლებში.

19 და იპოვიან სიბრძნესა და ცოდნის დიდ საგანძურს, დაფარულ საგანძურსაც კი;

20 და ირბენენ და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დასუსტდებიან.

21 და მე, უფალი, ვაძლევ მათ დაპირებას, რომ გამანადგურებელი ანგელოზი მათ გვერდს აუვლის, როგორც ისრაელის შვილებს და მათ არ დახოცავს. ამინ.