წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 53


ნაწილი 53

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ალგერნონ სიდნეი გილბერტისთვის, ქ. კირტლანდი, ოჰაიო, 1831 წ. სიდნეი გილბერტის თხოვნით, წინასწარმეტყველმა მიმართა უფალს ძმა გილბერტის ეკლესიაში სამსახურისა და დანიშვნის შესახებ.

1–3, სიდნეი გილბერტის ეკლესიაში მოწოდება და არჩევა უხუცესად ხელდასხმისთვის; 4–7, მან ასევე უნდა იმსახუროს, როგორც ეპისკოპოსის ნდობით აღჭურვილმა პირმა.

1 აჰა, გეუბნები, ჩემო მსახურო, სიდნეი გილბერტ, რომ მოვისმინე შენი ლოცვები; მთხოვდი, რომ მემცნო შენი უფალი ღმერთისგან ეკლესიაში შენი მოწოდებისა და არჩევის შესახებ, ეკლესიისა, რომელიც მე, უფალმა, აღვმართე ამ უკანასკნელ დღეებში.

2 აჰა, მე, უფალი, რომელიც ამაქვეყნის ცოდვებისთვის ჯვარს მაცვეს, გიბრძანებ, უარი თქვა ამქვეყნიურზე.

3 მიიღე ჩემგან უხუცესად ხელდასხმა, რათა იქადაგო რწმენა, მონანიება და ცოდვების მიტევება ჩემი სიტყვის შესაბამისად და ხელდასხმით სულიწმინდის მიღება.

4 და ასევე, ნდობით აღჭურვილი პირი იყო ამ ეკლესიაში, ეპისკოპოსის მიერ დანიშნული, შესაბამისად ბრძანებებისა, რომლებიც ამის შემდგომ იქნება მოცემული.

5 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნები: შენ გაემგზავრები ჩემს მსახურებთან, ჯოზეფ სმით უმცროსსა და სიდნეი რიგდონთან ერთად.

6 აჰა, ეს არის ჩემი პირველი წეს-ჩვეულებანი, რომლებსაც შენ მიიღებ; დანარჩენი გაგენდობა მომავალში, შესაბამისად იმისა, როგორ იშრომებ ჩემს ვენახში.

7 და კიდევ: მსურს შეიგნო, რომ გადარჩება მხოლოდ ის, რომელიც ბოლომდე გაძლებს. სწორედ ასე. ამინ.