წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 35


ნაწილი 35

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისა და სიდნეი რიგდონის მიერ მიღებული გამოცხადება ქ. ფაიეტთან ახლოს, ნიუ-იორკის ოლქი, 7 დეკემბერი, 1830 წ. ამ დროს წინასწარმეტყველი, თითქმის ყოველ დღე, დაკავებული იყო ბიბლიის თარგმნით. თარგმნა დაიწყო 1830 წლის ივნისის დასაწყისში; ოლივერ ქაუდერი და ჯონ ვიტმერი მსახურობდნენ მწერლებად. რადგან ახლა ისინი მოწოდებულ იქნენ სხვა მოვალეობებზე, სიდნეი რიგდონი, ღვთიური დანიშნულებით, მოწოდებულ იქნა, ემსახურა წინასწარმეტყველის მწერლად ამ საქმეში (იხ. მუხლი 20). ამ გამოცხადების წინასიტყვაობაში წინასწარმეტყველმა დაწერა: „დეკემბერში მოვიდა სიდნეი რიგდონი (ოჰაიოდან) რათა ღმერთისთვის ეკითხა და მასთან ერთად მოვიდა ედვარდ პარტრიჯი. … ამ ორი ძმის მოსვლის შემდეგ უფალმა ეს თქვა.“

1–2, როგორ შეუძლიათ, ადამიანებს, გახდნენ ღვთის შვილები; 3–7, სიდნეი რიგდონი მოწოდებულია, მონათლოს და უბოძოს სულიწმინდა; 8–12, რწმენა ავლენს საოცრებებსა და ნიშნებს; 13–16, უფლის მსახურნი დაამსხვრევენ ერებს სულის ძალით; 17–19, ჯოზეფ სმითი ფლობს საიდუმლოებათა გასაღებებს; 20–21, რჩეულნი გადაიტანენ უფლის მოსვლის დღეს; 22–27, ისრაელი გადარჩება.

1 მოუსმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ხმას, რომელიც არის ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული, რომლის გეზი არის ერთი მარადიული წრე, უცვლელი გუშინ, დღეს და უკუნისამდე.

2 მე ვარ იესო ქრისტე, ძე ღვთისა, რომელიც ჯვარს აცვეს ამა ქვეყნის ცოდვებისთვის, დიახ, ყოველი მათგანისთვის, ვინც იწამებს ჩემს სახელს, რათა გახდნენ ღვთის ძენი, ერთიანნი ჩემში, როგორი ერთიანიც ვარ მე მამაში, როგორც მამა ერთიანია ჩემში, რათა ჩვენ ვიყოთ ერთნი.

3 აჰა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად ვეუბნები ჩემს მსახურს, სიდნეის: შემოგხედე შენ და შენს საქმეებს, მესმოდა შენი ლოცვები და უფრო დიდი საქმისთვის მოგამზადე.

4 კურთხეული ხარ, ვინაიდან დიად საქმეებს მოიმოქმედებ. აჰა, შენ მოგავლინეს ისე, როგორც იოანე, რათა მოგვიმზადოს გზა მე და ელიას, რომელიც უნდა მოვიდეს და შენ ეს არ იცოდი.

5 შენ მონათლე წყლით მონანიებისთვის, მაგრამ მათ არ მიუღიათ სულიწმინდა;

6 მაგრამ ახლა გაძლევ ბრძანებას, მონათლო წყლით და ისინი ხელდასხმით მიიღებენ სულიწმინდას, როგორც ძველად მოციქულები.

7 და იქნება ასე: იმ მიწაზე გაკეთდება დიდი საქმე, თვით წარმართებს შორის, ვინაიდან მათი სისულელე და სისაძაგლე გამოაშკარავდება ადამიანთა თვალწინ.

8 ვინაიდან, მე ვარ ღემრთი და არ დამოკლებულა ჩემი ხელი; ყოველს, ვისაც ჩემი სახელი სწამს, დავანახებ საოცრებებს, ნიშნებსა და სასწაულებს.

9 და რომლებიც ამას რწმენით ითხოვენ ჩემი სახელით, შეძლებენ ეშმაკების განდევნას, ავადმყოფების განკურნებას, ბრმებს უბოძებენ ხილვას, ყრუთ – სმენას, მუნჯებს – ლაპარაკის უნარსა და ხეიბართ – სიარულის შესაძლებლობას.

10 და მალე დადგება დრო, როდესაც დიადი საქმენი იქნება ნაჩვენები ადამიანთა შვილებისთვის;

11 მაგრამ რწმენის გარეშე არაფერი არ იქნება ნაჩვენები, ბაბილონის გაპარტახების გარდა, რომელმაც დაათვრო ერები თავისი სიძვის მრისხანების ღვინით.

12 და არავინ არ აკეთებს სიკეთეს გარდა მათი, რომლებიც მზად არიან, მიიღონ ჩემი სახარების სისრულე, რომელიც ამ თაობას გამოვუგზავნე.

13 ამიტომ, მოვუწოდე ამა ქვეყნის უძლურებს, გაუნათლებლებსა და აბუჩად აგდებულთ, რათა ჩემი სულის ძალით დაამსხვრიონ ერები;

14 და ხელი მათი იქნება ჩემი ხელი და ვიქნები დიდი და მცირე ფარი მათი; აბჯარს ჩამოვკიდებ წელზე და მამაცად იბრძოლებენ ჩემთვის; მტერი იქნება მათ ფეხ ქვეშ; და დავუშვებ, რომ მათი მახვილით დაეცეთ და მათ გადავარჩენ ჩემი გულისწყრომის ცეცხლით.

15 და ღარიბთა და თვინიერთათვის იქნება სახარება ნაქადაგები და ისინი ჩემს მეორე მოსვლას დაელოდებიან, ვინაიდან ის ახლოსაა –

16 და ისინი გაიგებენ ლეღვის ხის იგავს, ვინაიდან უკვე მოახლოვდა ზაფხული.

17 და ჩემი სახარების სისრულე მოვავლინე ჩემი მსახურის, ჯოზეფის, ხელით; და იგი სისუსტეში ვაკურთხე;

18 და ვუბოძე მას საიდუმლოებათა გასაღებები იმისა, რაც იყო ჩაბეჭდილი, ის, რაც იყო ამა ქვეყნის დასაბამიდან და ის, რაც იქნება ამჟამიდან ჩემს მოსვლამდე, თუ იგი ჩემში დარჩება და თუ არა – მის მაგივრად სხვას დავნიშნავ.

19 ამიტომ, მიხედე მას, რომ არ შესუსტდეს მისი რწმენა და ეს ებოძება ნუგეშისმცემლის, სულიწმინდის, მიერ, რომელმაც იცის ყველაფერი.

20 და გაძლევ ბრძანებას, დაწერო მისთვის; და ნაბოძები იქნება წმინდა წერილი, როგორც არის იგი ჩემს მკერდში, ჩემს რჩეულთა ხსნისთვის;

21 ვინაიდან, გაიგებენ ჩემს ხმას, დამინახავენ და არ იქნებიან ძილში და ჩემი მოსვლის დღეს გადაიტანენ; ვინაიდან, იქნებიან განწმენდილნი, ისეთივე წმინდა, როგორიც მე ვარ.

22 და ახლა, გეუბნები: დარჩი მასთან და იგი შენთან ერთად იმოგზაურებს; არ მიატოვო და ყოველივე ეს აუცილებლად აღსრულდება.

23 და როცა არ წერთ, აჰა, მას ებოძება, იწინასწარმეტყველოს; და შენ უნდა იქადაგო ჩემი სახარება და მიმართო წმინდა წინასწარმეტყველებს, რათა დაამტკიცო მისი სიტყვები, როგორც მას ებოძება.

24 დაიცავით ყველა მცნება და აღთქმა, რომლითაც ხართ დავალებულნი; და ზეცას ვაიძულებ, შეზანზარდეს თქვენს სასიკეთოდ და სატანა აკანკალდება და სიონი გაიხარებს გორაკებზე და აყვავდება.

25 და ისრაელი გადარჩება ჩემთვის შესაფერის დროს; და გაუძღვებიან მათ გასაღებებით, რომლებიც ვუბოძე და აღარ იქნებიან შერცხვენილნი.

26 აიმაღლეთ გული და გაიხარეთ, თქვენი გამოსყიდვა ახლოვდება.

27 ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, სასუფეველი თქვენია ჩემ მოსვლამდე. აჰა, მე მოვალ მალე. სწორედ ასე. ამინ.