წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 70


ნაწილი 70

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. ჰაირამი, ოჰაიო, 12 ნოემბერი, 1831 წ. წინასწარმეტყველის ისტორია მიუთითებს, რომ 1 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა ოთხი საგანგებო კონფერენცია. ბოლო შეკრებაზე იმსჯელეს გამოცხადების დიდ მნიშვნელობაზე, რომელიც მოგვიანებით დაიბეჭდებოდა Book of Commandments (მცნებათა წიგნად), შემდეგ კი მოძღვრება და აღთქმები განიხილა. ეს გამოცხადება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც კონფერენციაზე ხმა მიეცა იმას, რომ ეს გამოცხადებები „ეკლესიისთვის მთელი მსოფლიოს საგანძურის ტოლფასი“ იყო. ჯოზეფ სმითის ისტორია განიხილავს ამ გამოცხადებებს როგორც „მსოფლიოს საკეთილდღეოდ ეკლესიის დაარსებას ამ უკანასკნელ დღეებში, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ ჩვენი მხსნელის სასუფევლის საიდუმლოებათა გასაღებები კვლავ გაენდო ადამიანს.“

1–5, ზედამხედველები დანიშნულნი არიან, რათა გამოაქვეყნონ გამოცხადებები; 6–13, რომლებიც შრომობენ სულიერ საქმეებში, ღირსეულად იმსახურებენ საზღაურს; 14–18, წმინდანები უნდა იყვნენ თანაბარნი ამაქვეყნიურ საქმეებში.

1 იხილეთ და ყური დამიგდეთ, თქვენ, სიონის მცხოვრებნო, და თქვენ, ჩემი ეკლესიის ხალხო, რომლებიც იმყოფებით შორს და მოისმინეთ უფლის სიტყვა, რომელსაც ვაძლევ ბრძანების სახით ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს, ასევე ჩემს მსახურს, მარტინ ჰარისს, და ასევე ჩემს მსახურს, ოლივერ ქაუდერის, ასევე ჩემს მსახურს, ჯონ ვიტმერს, და ასევე ჩემს მსახურს, სიდნეი რიგდონს, ასევე ჩემს მსახურს, უილიამ ვ. ფელფს.

2 ვაძლევ მათ ბრძანებას; ამიტომ, ყური დამიგდეთ და მოისმინეთ, რადგან ასე ეუბნება მათ უფალი:

3 მე, უფალმა, დავნიშნე ისინი და დავასხი ხელი, რათა იყვნენ მმართველნი გამოცხადებებისა და ბრძანებების, რომელნიც მათ ვუბოძე და რომელთაც მათ ამის შემდგომ ვუბოძებ;

4 და ანგარიშს მოვთხოვ მათ ამ მმართველობაზე განკითხვის დღეს.

5 ამიტომ, დავნიშნე ისინი და ეს მათი ვალდებულებაა ღმერთის ეკლესიაში, რომ მართონ ისინი და ის, რაც მათ ეხება, დიახ, რაც სასარგებლოა.

6 ამიტომ, მათ ვუბრძანებ, არ გადასცენ ყოველივე ეს ეკლესიას, არც ამასოფელს.

7 მიუხედავად ამისა, როდესაც მიიღებენ იმაზე მეტს, რაც თავიანთი საჭიროებებისთვის და მოთხოვნილებებისთვის სჭირდებათ, დანარჩენი უნდა შეინახონ ჩემს საცავში;

8 და ეს შემოსავალი უნდა მიეძღვნას სიონის მცხოვრებთ და მათ თაობებს, იმისდა მიხედვით, როგორ გახდებიან ისინი მემკვიდრენი, სამეფოს კანონების შესაბამისად.

9 აჰა, ეს არის, რასაც უფალი მოითხოვს ყოველი ადამიანისგან თავის მმართველობაში, რომელზეც თავად მე, უფალმა, დავნიშნე ან ამის შემდეგ დავნიშნავ ადამიანს.

10 და აჰა, არავინ არის თავისუფალი ამ კანონისგან, ვინც მიეკუთვნება ცოცხალი ღმერთის ეკლესიას;

11 დიახ, არც ეპისკოპოსი და არც მოხელე, რომელიც განაგებს უფლის საცავს და არც იგი, რომელიც ამაქვეყნიური საქმეების მმართველად არის დანიშნული.

12 ვინც დანიშნულია სულიერი საქმეების მმართველად არის ღირსი, მიიღოს საზღაური თავისი შრომისთვის ასევე ისინიც, რომლებიც დანიშნულნი არიან ამაქვეყნიური საქმეების მმართველებად;

13 დიახ, უფრო უხვადაც, რომელი სიუხვეც მრავლდება მათთვის სულის გამოვლინებით.

14 ამისდა მიუხედავად, ამაქვეყნიურ საქმეებში უნდა იყოთ თანაბარნი და უხალისოდ არ უნდა იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიზღუდება სიუხვე სულის გამოვლინებებისა.

15 ახლა, ამ ბრძანებას ვაძლევ ჩემს მსახურებს მათ სასარგებლოდ, სანამ იმყოფებიან ამქვეყნად, ჩემი კურთხევების მოსავლენად მათ თავზე და ჯილდოდ მათი სიბეჯითისთვის და მათივე უსაფრთხოებისთვის;

16 საკვებისა და ტანსაცმლისთვის; მემკვიდრეებისთვის; სახლებისთვის და მიწებისთვის, რა ვითარებაშიც მე, უფალი, არ ჩავაყენებ მათ და სადაც კი მე, უფალი, არ გავაგზავნი.

17 ვინაიდან, ერთგულნი იყვნენ მრავალ რამეში და კარგად იქცეოდნენ, თუ არ სცოდავდნენ.

18 აჰა, მე, უფალი, ვარ მოწყალე, ვაკურთხებ მათ და ყოველივე ამაში გაიხარებენ. სწორედ ასე. ამინ.