წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 125


ნაწილი 125

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ნავუ, ილინოისი, მარტი, 1841 წ. აიოვას ტერიტორიაზე მყოფი წმინდანების შესახებ.

1–4, წმინდანებმა უნდა ააშენონ ქალაქები და შეიკრიბონ სიონის პალოებში.

1 როგორია უფლის ნება აიოვას ტერიტორიაზე მყოფ წმინდანებთან დაკავშირებით?

2 ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: გეუბნებით, თუ ისინი, რომლებიც უწოდებენ საკუთარ თავს ჩემს სახელს და ცდილობენ, იყვნენ ჩემი წმინდანები, თუ სურთ, შეასრულონ ჩემი ნება და დაიცვან ჩემი ბრძანებები მათ შესახებ, დაე, შეიკრიბონ ერთად ადგილებში, რომლებსაც მათ მივუთითებ ჩემი მსახურის, ჯოზეფის მეშვეობით და ააშენონ ქალაქები ჩემს სახელზე, რათა მზად იყვნენ იმისთვის, რაც მათთვის არის მომავალში მომზადებული.

3 დაე, ააგონ ქალაქი ჩემს სახელზე მიწაზე, ნავუს ქალაქის მოპირდაპირე მხარეს და სახელად უწოდონ ზარაჰემლა.

4 დაე, ყოველმა მათგანმა, რომლებიც მოდიან აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, რომლებსაც სურთ იქ ცხოვრება, აიღონ იქ თავიანთი მემკვიდრეობა, ასევე ქალაქ ნეშვილში ან ქალაქ ნავუში და ყოველ პალოში, რომელიც დავნიშნე, – ამბობს უფალი.