წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 129


ნაწილი 129

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მიცემული მითითებები, ნავუ, ილინოისი, 9 თებერვალი, 1843 წ. აუწყებს რა სამი მთავარი გასაღების შესახებ, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია მსახურ ანგელოზებისა და სულების ნამდვილი ბუნების განსხვავება.

1–3, ზეცაში არსებობენ როგორც მკვდრეთით აღმდგარი, ისე სულიერი სხეულები; 4–9, მოცემულია გასაღებები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია საბურველს მიღმა მაცნეთა ამოცნობა.

1 ზეცაში არიან ორი სახის არსებები, სახელდობრ: ანგელოზები, რომლებიც არიან აღმდგარი პიროვნებები, აქვთ რა სხეულები ხორცითა და ძვლებით –

2 მაგალითად, იესომ თქვა: შემეხეთ და ნახეთ, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს.

3 მეორე: მართალ ადამიანთა სულები, რომლებმაც სრულყოფილებას მიაღწიეს, ვინც არ აღდგნენ, მაგრამ იგივე ბრწყინვალებას მიიღებენ მემკვიდრეობით.

4 როდესაც მოვა მაცნე და გეტყვით, რომ აქვს ღვთისგან გზავნილი, გაუწოდეთ ხელი და სთხოვეთ, ხელი ჩამოგართვათ.

5 თუ ის ანგელოზია, ის ასე მოიქცევა და თქვენ იგრძნობთ მის ხელს.

6 თუ ის მართალი ადამიანის სულია, სრულყოფილად ქცეული, იგი მოგევლინებათ მთელი თავისი ბრწყინვალებით, ვინაიდან მას მხოლოდ ასე შეუძლია გამოცხადება –

7 სთხოვეთ მას, ხელი ჩამოგართვათ, მაგრამ იგი არ გაინძრევა, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ზეციურ წესს, რომ მართალმა კაცმა იცრუოს; მაგრამ იგი გზავნილს მაინც გადმოგცემთ.

8 თუ ეს იქნება სინათლის ანგელოზად მოვლენილი ეშმაკი, როდესაც სთხოვთ მას ხელის ჩამორთმევას, იგი ხელს გამოგიწვდით, მაგრამ ვერაფერს იგრძნობთ; ამგვარად, შეგიძლიათ მისი მხილება.

9 ეს არის სამი მთავარი გასაღები, რომლითაც გაიგებთ, არის თუ არა მაცნე ღმერთისგან.