წმინდა წერილი
ალმა 6


თავი 6

ეკლესია ზარაჰემლაში განიწმინდა და მოწესრიგდა. ალმა მიდის გიდეონში საქადაგებლად. დაახლოებით 83 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ალმამ დაასრულა ქალაქ ზარაჰემლაში დაარსებული ეკლესიის ხალხისთვის სიტყვით მიმართვა, მან თავად მოახდინა მღვდლად და უხუცესებად კურთხევა, ღვთის წესის შესაბამისად, ეკლესიაზე თავკაცობისა და მეთვალყურეობისთვის.

2 და იყო ასე, რომ ვინც არ მიეკუთვნებოდა ეკლესიას და ინანიებდა საკუთარ ცოდვებს, ინათლებოდა მოსანანიებლად და ეკლესიაში იღებდნენ მას.

3 და ასევე იყო, რომ ვინც მიეკუთვნებოდა ეკლესიას, მაგრამ არ ინანიებდა საკუთარ სიბოროტეს და არ იმდაბლებდა თავს ღმერთის წინაშე, მე ვგულისხმობ მათ, რომლებიც აღზევებულნი იყვნენ საკუთარი გულის ამპარტავნობით, ასეთები უარყოფილნი იქნენ და მათი სახელები ამოშლილ იქნა, რათა მათი სახელები არ ჩაეთვალათ მართალთა შორის.

4 და ამგვარად, მათ დაიწყეს ქალაქ ზარაჰემლაში ეკლესიაში წესრიგის დამყარება.

5 ახლა, მე მინდა, თქვენ გესმოდეთ, რომ ღვთის სიტყვა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო, ისე რომ არავის ჰქონდა ჩამორთმეული ღვთის სიტყვის მოსასმენად, ერთად შეკრების უპირატესობა.

6 ამისდა მიუხედავად, ღმერთის შვილებს ნაბრძანები ჰქონდათ, რომ ხშირად შეკრებილიყვნენ ერთად და გაერთიანებულიყვნენ მარხვითა და მხურვალე ლოცვით იმ სულების კეთილდღეობისათვის, რომლებიც არ იცნობდნენ ღმერთს.

7 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ალმამ დააწესა ეს წესები, ის წავიდა მათგან, დიახ, ეკლესიიდან, რომელიც იყო ქალაქ ზარაჰემლაში და გაემართა სიდონის მდინარიდან აღმოსავლეთით, გიდეონის ველზე, სადაც ქალაქი იყო აშენებული, რომელსაც გიდეონის ქალაქი ერქვა, რომელიც იყო ველზე, რომელსაც ერქვა გიდეონი, იმ კაცის სახელით წოდებული, რომელიც მახვილით, ნეჰორის ხელით, იქნა მოკლული.

8 და ალმა მივიდა და დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება ეკლესიაში, რომელიც დაარსებული იყო გიდეონის ველზე, იმ სიტყვების ჭეშმარიტების გამოცხადების შესაბამისად, რომელიც ნათქვამი იყო მისი მამების მიერ, და წინასწარმეტყველების სულის შესაბამისად, რომელიც მასში იყო, შესაბამისად იესო ქრისტეს დამოწმებისა, ღმერთის ძისა, რომელიც უნდა მოვიდეს თავისი ხალხის ცოდვებისაგან გამოსასყიდად და წმინდა წესისა, რომლითაც ის იყო მოწოდებული. და ასეა ეს დაწერილი. ამინ.