მისიის მოწოდებები
თავი 3: გაკვეთილი 1— იესო ქრისტეს სახარების აღდგენის გზავნილი


„თავი 3: გაკვეთილი 1 — იესო ქრისტეს სახარების აღდგენის გზავნილი”, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 3: გაკვეთილი 1“ იქადაგე ჩემი სახარება

თავი 3: გაკვეთილი 1

იესო ქრისტეს სახარების აღდგენის გზავნილი

გამოსახულება
პირველი ხილვა

შეიძლება ადამიანმა იკითხოს

  • ღმერთი არსებობს?

  • როგორ ვიგრძნო თავი უფრო ახლოს ღმერთთან?

  • როგორ გავიგო, რა არის ჭეშმარიტება ამ დამაბნეველ სამყაროში?

  • როგორ დამეხმარება რელიგია?

  • რატომ არსებობს ამდენი ეკლესია?

  • რატომ მაქვს ამდენი გამოწვევა ცხოვრებაში?

  • როგორ ვიპოვო სიმშვიდე შფოთვის დროს?

  • როგორ ვიყო უფრო ბედნიერი?

  • როგორ დაეხმარება დღევანდელ სამყაროს წინასწარმეტყველი?

სამყაროს დასაბამიდან მოყოლებული, ღმერთმა, წინასწარმეტყველთა დახმარებით, სახარება თავის შვილებს გაუმხილა. მან ეს თავისი ძის, იესო ქრისტეს, დახმარებით შეძლო. ძველად, იესო ქრისტემ სახარება წინასწარმეტყველებს გაუმხილა — ადამს, ნოეს, აბრაამსა და მოსეს. მაგრამ მრავალმა ადამიანმა უარყო იგი.

ორი ათასი წლის წინ, იესო ქრისტე თავად ასწავლიდა სახარებას და მან თავისი ეკლესია დააარსა. ადამიანებმა ქრისტეც კი უარყვეს. მისი გარდაცვალებიდან მალევე ადამიანები დაშორდნენ უფლის ჭეშმარიტებასა და ეკლესიას. დედამიწაზე აღარ არსებობდა სახარების სისრულე და მღვდლობის უფლებამოსილება.

საუკუნეების შემდეგ, ღმერთმა მოიხმო კიდევ ერთი წინასწარმეტყველი — ჯოზეფ სმითი. ღმერთმა მისი მეშვეობით აღადგინა სახარების სისრულე და მისცა მას უფლებამოსილება, თავიდან დაეარსებინა იესო ქრისტეს ეკლესია.

დედამიწაზე იესო ქრისტეს სახარების სისრულის არსებობა ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი დალოცვაა. სახარება მთავარ კითხვებზე პასუხების პოვნაში გვეხმარება. ცოცხალი წინასწარმეტყველები ამ რთულ დროში წინ მიგვიძღვიან. ღვთის მღვდლობის უფლებამოსილება კიდევ ერთხელ აღდგა დედამიწაზე ღვთის შვილების დასალოცად.

გამოსახულება
მისიონერები ასწავლიან ოჯახს

შეთავაზებები სწავლების პროცესისთვის

წინამდებარე ნაწილი მოიცავს გეგმის ნიმუშს, რომელიც სწავლებაში დაგეხმარება. აქ ასევე მოცემულია შეკითხვებისა და მოწვევების მაგალითები, რომლებიც შეიძლება გამოიყენო.

სწავლებისთვის მომზადებისას, ლოცვის თანხლებით იფიქრე თითოეული პიროვნების მდგომარეობასა და სულიერ საჭიროებებზე. გადაწყვიტე, რისი სწავლება დაეხმარება მათ ყველაზე მეტად. შენ უნდა მზად იყო, განუმარტო ადამიანებს ის, რაც მათთვის გაუგებარი იქნება. დაგეგმე არსებული დროის მიხედვით და ნუ დაგავიწყდება, რომ გაკვეთილი უნდა იყოს მოკლე.

შეარჩიე სწავლებისას გამოსაყენებელი წმინდა წერილები. გაკვეთილის ნაწილი — „მოძღვრების საფუძველი” — უამრავ წმინდა წერილს შეიცავს, რაც სწავლებაში დაგეხმარება.

მოამზადე სწავლების დროს დასასმელი შეკითხვები. დაგეგმე ისეთი მოწვევები, რომლებიც თითოეულ პიროვნებას ქმედებისკენ წაახალისებს.

ხაზგასმით აღნიშნე ღვთის დაპირებული დალოცვები და გაუზიარე მოწმობა იმის შესახებ, რასაც ასწავლი.

რისი სწავლება შეიძლება 15-25 წუთში

აირჩიე ქვემოთ მოყვანილი პრინციპებიდან ერთი ან რამდენიმე. ამ ნიმუშის შემდეგ მოცემულია მოძღვრების საფუძველი თითოეული პრინციპისათვის.

ღმერთი არის ჩვენი მოსიყვარულე ზეციური მამა

  • ღმერთი არის ჩვენი ზეციური მამა, ხოლო ჩვენ — მისი შვილები ვართ. მან საკუთარ ხატად შეგვქმნა.

  • ღმერთი თითოეულს გვიცნობს და ვუყვარვართ.

  • ღმერთს აქვს განდიდებული, სრულყოფილი სხეული, ხორცითა და ძვლებით.

  • ღმერთს სურს ჩვენი მარადიული დალოცვა მშვიდობითა და სიხარულის სისრულით.

  • ღმერთს ვუყვარვართ და სწორედ ამიტომ, მან მოავლინა საკუთარი ძე — იესო ქრისტე, რათა გამოვესყიდეთ ცოდვებისა და სიკვდილისგან.

ნებისმიერი წყობის დროს ღმერთი გვიზიარებს სახარებას წინასწარმეტყველთა მეშვეობით,

  • ღმერთი მოიხმობს წინასწარმეტყველებს, იყვნენ მისი წარმომადგენლები დედამიწაზე.

  • ძველად, ღმერთმა მოიხმო წინასწარმეტყველები: ნოე, აბრაამი და მოსე.

  • ცოცხალი წინასწარმეტყველი იღებს გამოცხადებას ღმერთისგან, რათა გვასწავლოს და წინ გაგვიძღვეს.

იესო ქრისტეს მიწიერი მსახურება და გამოსყიდვა

  • იესო ქრისტე ღვთის ძეა.

  • დედამიწაზე მსახურებისას, იესო ასწავლიდა სახარებას და მან დააარსა თავისი ეკლესია.

  • მან მოიხმო თორმეტი მოციქული და გადასცა მათ ეკლესიის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება.

  • სიცოცხლის ბოლოს, იესომ ტანჯვით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე გაკვრის დროს. იესო, სიკვდილის შემდეგ, მკვდრეთით აღდგა.

  • იესოს გამომსყიდველი მსხვერპლის გამო ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მონანიება და ცოდვებისგან განწმენდა, თუკი მოვინანიებთ. ამგვარად, ჩვენს გულებში მშვიდობა დაისადგურებს და შევძლებთ ღვთის გარემოცვაში დაბრუნებას და სიხარულის სისრულის მიღებას.

  • იესოს აღდგომა შესაძლებელს ხდის ყოველი ჩვენგანისთვის სიკვდილის შემდეგ აღდგომას. ეს ნიშნავს, რომ ყოველი პიროვნების სული და სხეული გაერთიანდება და უკუნისამდე ერთად იქნება.

განდგომა

  • იესოს მოციქულების გარდაცვალების შემდეგ, ფართოდ გავრცელდა განდგომა იესო ქრისტეს სახარებისა და ეკლესიისგან.

  • ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანებმა სახარების მრავალი სწავლება გადააკეთეს. მათ აგრეთვე შეცვალეს მღვდლობის ისეთი წეს-ჩვეულებები, როგორიცაა ნათლობა. ქრისტეს მიერ დედამიწაზე დაფუძნებული მღვდლობის უფლებამოსილება და ეკლესია აღარ არსებობდა.

იესო ქრისტეს სახარების აღდგენა ჯოზეფ სმითის მიერ.

  • ჯოზეფ სმითი ცდილობდა გაეგო, რომელი ეკლესია იყო ღმერთის ჭეშმარიტი ეკლესია, რათა მას შეერთებოდა. ზეციური მამა და იესო ქრისტე მას 1820 წელს გამოეცხადნენ. ამ მოვლენას „პირველი ხილვა“ ეწოდება.

  • ღმერთმა, ძველი დროის მსგავსად, მოუწოდა ჯოზეფ სმითს, ყოფილიყო წინასწარმეტყველი.

  • იესო ქრისტეს სახარება ჯოზეფ სმითის მეშვეობით აღდგა.

  • სხვა ზეციურმა მაცნეებმა აღადგინეს მღვდლობა და ჯოზეფს მიეცა უფლებამოსილება, დაეარსებინა იესო ქრისტეს ეკლესია.

  • იესო ქრისტე საკუთარი ეკლესიის ხელმძღვანელობას დღესაც აგრძელებს, ცოცხალი წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მეშვეობით.

მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ

  • მორმონის წიგნი არის წმინდა წერილის ტომი, რომელიც დაიწერა ძველ დროში ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები წინასწარმეტყველების მიერ. ჯოზეფ სმითმა ღვთის ძალითა და ძღვენით მოახერხა მისი გადათარგმნა.

  • ბიბლიასთან ერთად, მორმონის წიგნი არის იესო ქრისტეს, როგორც ჩვენი მხსნელის, მსახურების, სწავლებებისა და მისიის დასტური.

  • ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ ღმერთს მორმონის წიგნის წაკითხვითა და მისი მცნებების დაცვით.

  • მხოლოდ წაკითხვით, ლოცვითა და ფიქრით შეგვიძლია გავიგოთ, რომ მორმონის წიგნი ღვთის სიტყვაა. ეს პროცესი ასევე დაგვეხმარება გავიგოთ, რომ ჯოზეფ სმითი წინასწარმეტყველი იყო.

ილოცე, რათა შეიცნო ჭეშმარიტება სულიწმინდის მეშვეობით

  • ლოცვა ორმხრივი კომუნიკაციაა ღმერთსა და მის შვილებს შორის.

  • გულმხურვალე ლოცვით შეგვიძლია გავიგოთ, რომ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების გზავნილი ჭეშმარიტია.

  • ლოცვისას სულიწმინდა გვასწავლის და გვიდასტურებს ჭეშმარიტებას.

გამოსახულება
მისიონერები ასწავლიან ახალგაზრდა მამაკაცებს

კითხვები, რომლებიც შეგიძლია დაუსვა ადამიანებს

წინამდებარედ მოცემულია ამ შეკითხვების მაგალითები. ეს შეკითხვები დაგეხმარება შინაარსიანი საუბრის წარმართვასა და პიროვნების საჭიროებებისა და პერსპექტივის გაგებაში.

  • ღმერთთან დაკავშირებით რისი გჯერათ?

  • როგორ დაგეხმარებოდათ ღმერთთან მეტი სიახლოვის შეგრძნება?

  • რა იცით იესო ქრისტეს შესახებ? რა გავლენა იქონია მისმა ცხოვრებამ და სწავლებამ თქვენზე?

  • როგორ პოულობთ სანდო პასუხებს ამ დამაბნეველ სამყაროში?

  • როგორ დაგეხმარებოდათ იმის ცოდნა, რომ ჩვენს დროში არსებობს ცოცხალი წინასწარმეტყველი?

  • მორმონის წიგნის შესახებ გაგიგონიათ? შეიძლება გაგიზიაროთ, რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

  • რას ფიქრობთ ლოცვაზე? მოისმენთ ჩვენს წარმოდგენას ლოცვაზე?

მოპატიჟების ვარიანტები

  • ილოცებთ და სთხოვთ ღმერთს, დაგეხმაროთ გაიგოთ, ჭეშმარიტია თუ არა რაც გასწავლეთ? (იხ. „სწავლების შთაგონება: ლოცვა” წინამდებარე გაკვეთილის ბოლო ნაწილში.)

  • მოხვალთ ამ კვირას ეკლესიაში, რათა მეტი გაიგოთ იმაზე, რაც გასწავლეთ?

  • მორმონის წიგნს წაიკითხავთ და ილოცებთ, რათა გაიგოთ ღვთის სიტყვაა იგი თუ არა? (შეიძლება შესთავაზო კონკრეტული თავები ან მუხლები.)

  • მიბაძავთ იესოს მაგალითს და მოინათლებით? (იხ. „ნათლობისა და წევრად დამტკიცების მოწვევა”, რომელიც წინამდებარე გაკვეთილს წინ უძღვის.)

  • შემდეგი შეხვედრის დრო დავგეგმოთ?

მოძღვრების საფუძვლები

ეს ნაწილი მოიცავს მოძღვრებასა და წმინდა წერილებს, რომლითაც შეგიძლია გაიღრმავო სახარების ცოდნა და მოწმობა, რაც სწავლებაში დაგეხმარება.

გამოსახულება
ოჯახი

ღმერთი არის სიყვარულით აღსავსე ჩვენი ზეციური მამა

ღმერთი არის ჩვენი ზეციური მამა, ხოლო ჩვენ — მისი შვილები ვართ. მან საკუთარ ხატად შეგვქმნა. მას აქვს „ხელშესახები სხეული, ხორცითა და ძვლებით, როგორც ადამიანს“ (მოძღვრება და აღთქმები 130:22).

ღმერთი ყველას პირადად გვიცნობს და მისი სიყვარული იმდენად დიდია, რომ ჩვენ ვერასოდეს ჩავწვდებით. მას ესმის ჩვენი განსაცდელი, მწუხარება და სისუსტეები და ის მხარდაჭერას გვთავაზობს. მას უხარია ჩვენი წინსვლა და მზადაა, დაგვეხმაროს სწორი არჩევნის გაკეთებაში. ღმერთს ჩვენთან საუბარი სურს — მასთან საუბარი ლოცვით შეგვიძლია.

მან ეს გამოცდილება გვიბოძა დედამიწაზე, რათა ვისწავლოთ, გავიზარდოთ და უფრო მეტად დავემსგავსოთ მას. ღმერთს სრულყოფილად ვუყვარვართ და ამიტომ სურს, რომ სიკვდილის შემდეგ დავუბრუნდეთ. თუმცა, ამას დამოუკიდებლად ვერ განვახორციელებთ. ღმერთის სიყვარულს ისიც ადასტურებს, რომ მან საკუთარი ძე — იესო ქრისტე მოავლინა ჩვენი გამოსყიდვისათვის. „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა … გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ“ (იოანე 3:16–17).

ღმერთს სურს ჩვენი მარადიული დალოცვა მშვიდობითა და სიხარულის სისრულით. მას აქვს გეგმა, რომელიც ამ დალოცვების მიღების საშუალებას გვაძლევს. ამ გეგმას ხსნის გეგმა ეწოდება (იხ. გაკვეთილი 2).

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვეთ მეტი ამ პრინციპის შესახებ

გამოსახულება
მოსე და დაფები, ავტორი: ჯერი ჰარსტონი

ყოველ წყობაში ღმერთი გვიზიარებს სახარებას წინასწარმეტყველების მეშვეობით

წინასწარმეტყველები არიან ღმერთის წარმომადგენლები დედამიწაზე

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც ღმერთი თავის სიყვარულს გვიჩვენებს, არის წინასწარმეტყველთა მოხმობა, მათთვის მღვდლობის უფლებამოსილების მინიჭება და მათი შთაგონება - ისაუბრონ მის ნაცვლად. წინასწარმეტყველები ღმერთის წარმოადგენლები არიან დედამიწაზე. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველმა, ამოსმა, თქვა: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3:7). ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი დალოცვა, რომელსაც ცოცხალი წინასწარმეტყველებისგან ვიღებთ.

იესო ქრისტეს მოწმენი. წინასწარმეტყველები იესო ქრისტეს — ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის მოწმენი არიან.

სწავლებები. წინასწარმეტყველები ღმერთისგან იღებენ მითითებებს, რათა დაგვეხმარონ ჭეშმარიტების ამოცნობაში. ისინი გვასწავლიან, დავემორჩილოთ ღვთის მცნებებს და მოვინანიოთ, როდესაც შევცოდავთ. წინასწარმეტყველები ცოდვას გმობენ და მის შედეგებზე გვაფრთხილებენ.

წინასწარმეტყველთა სწავლება ღმერთთან გვაახლოვებს და გვეხმარება მისი დალოცვების მიღებაში. თუ წინასწარმეტყველთა მიერ გადმოცემულ ღვთის სიტყვას მივყვებით, ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით.

მღვდლობის უფლებამოსილება. ამჟამინდელი წინასწარმეტყველი არის დედამიწაზე მღვდლობის მფლობელი თავმჯდომარე. მღვდლობა არის ღვთის უფლებამოსილება და ძალა. წინასწარმეტყველს გააჩნია უფლებამოსილება, ისაუბროს და იმოქმედოს ღვთის სახელით მისი შვილების გადასარჩენად.

ეკლესიის მმართველობა. იესო ქრისტეს ეკლესია აშენებულია წინასწარმეტყველთა და მოციქულთა საძირკველზე (იხ. ეფესელთა 2:19–20; 4:11–14).

ძველი დროის წინასწარმეტყველები

პირველი წინასწარმეტყველი დედამიწაზე ადამი იყო. ღმერთმა იესო ქრისტეს სახარება მას გაუმხილა და მღვდლობის უფლებამოსილება უბოძა. ადამმა და ევამ შვილებს ეს ჭეშმარიტებანი ასწავლეს და დაეხმარნენ მათ რწმენის გაღრმავებაში და სახარების მიხედვით ცხოვრებაში.

საბოლოოდ, ადამისა და ევას შთამომავლობა აჯანყდა და სახარებას ზურგი შეაქცია. ამან გამოიწვია მდგომარეობა, რომელიც „განდგომის“ ან გზიდან გადახვევის სახელითაა ცნობილი. როდესაც განდგომა ფართოდ ვრცელდება, ღმერთი აუქმებს მღვდლობის უფლებამოსილებას, რომელიც აუცილებელია სახარების წეს-ჩვეულებების სწავლებისა და ჩატარებისთვის.

ძველ აღთქმაში განდგომის გავრცელების მრავალი შემთხვევაა აღნუსხული. ამ პერიოდების დასასრულებლად, ღმერთმა კიდევ ერთი წინასწარმეტყველი მოიხმო, რომელსაც მისი შვილებისთვის უნდა მიეწვდინა ხმა. მან ხელახლა გამოუცხადა ამ წინასწარმეტყველებს სახარების ჭეშმარიტება და მღვდლობის უფლებამოსილება უბოძა მათ. ამ წინასწარმეტყველთა შორის იყვნენ ნოე, აბრაამი და მოსე. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ადამიანებმა ისევ, როგორც წარსულში, უარყვეს წინასწარმეტყველები და განუდგნენ მათ.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „წინასწარმეტყველი

  • სახარების საკითხები: „წინასწარმეტყველები,” “ეკლესიის აღდგენა

გამოსახულება
ო, მამავ, სიმონ დიუი

იესო ქრისტეს მიწიერი მსახურება და გამოსყიდვა

იესო ქრისტე ღვთის ძეა. ღმერთის გეგმის ცენტრალური ნაწილია იესო და მისი გამოსყიდვა. მისი გამოსყიდვა მოიცავდა ტანჯვას გეთსიმანიის ბაღში, მის გარდაცვალებას ჯვარზე და აღდგომას.

ადამისა და ევას დროიდან მოყოლებული, ადამიანები მოუთმენლად ელოდნენ იესო ქრისტეს — მათი მხსნელისა და გამომსყიდველის გამოჩენას. ზეციურმა მამამ იესო დედამიწაზე 2000 წელზე მეტი ხნის წინ გამოგზავნა.

იესომ სრულყოფილი, უცოდველი ცხოვრებით იცხოვრა. ის თავის სახარებას ქადაგებდა და თავისი ეკლესია დააარსა. მან თორმეტი მოციქული მოიხმო და მათ მღვდლობის უფლებამოსილება უბოძა, რათა ესწავლებინათ და შეესრულებინათ ისეთი წმინდა წეს-ჩვეულებები, როგორიცაა ნათლობა. იესომ მათ ეკლესიის ხელმძღვანელობის უფლებამოსილებაც უბოძა.

სიცოცხლის ბოლოს, იესომ გეთსიმანიის ბაღში ჯვარცმის დროს ტანჯვით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები. იესოს გამომსყიდველი მსხვერპლის გამო ჩვენ შეგვიძლია განვიწმინდოთ ცოდვებისგან, თუკი მოვინანიებთ. ეს კი, საშუალებას მოგვცემს, ღმერთის გარემოცვაში დავბრუნდეთ და სიხარულის სისრულე მივიღოთ.

მას შემდეგ, რაც იესო ჯვარს აცვეს, ის აღდგა და ზეციური მამის ძალით სიკვდილზე გამარჯვება მოიპოვა. იესოს აღდგომის გამო, სიკვდილის შემდეგ ჩვენ ყველანი აღვდგებით. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის სული და სხეული კვლავ გაერთიანდება და თითოეული ჩვენგანი უკუნისამდე იცხოვრებს სრულყოფილ, აღმდგარ სხეულში. (იხ. „იესო ქრისტეს გამოსყიდვა”, გაკვეთილი 2.)

გამოსახულება
წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი

წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა გვასწავლა, რომ „ჩვენი რელიგიის ფუნდამენტური პრინციპები არის მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მოწმობა იესო ქრისტეზე, რომ ის გარდაიცვალა, დაიკრძალა და სამი დღის შემდეგ მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა; და ყველა სხვა რამ, რაც ეხება ჩვენს რელიგიას, მხოლოდ მისი დანართებია” (Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [ეკლესიის პრეზიდენტთა სწავლებანი: ჯოზეფ სმითი] [2007 წ], 49).

წმინდა წერილების შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

გზიდან გადახვევა

იესო ქრისტეს სიკვდილის შემდეგ მისი მოციქულები ცდილობდნენ, წმინდად შეენარჩუნებინათ ქრისტეს მოძღვრება და წესრიგი ეკლესიაში. თუმცა, ეკლესიის უამრავი წევრი განუდგა მოციქულებსა და ქრისტეს მოძღვრებას.

მოციქულების მკვლელობის შემდეგ, იესო ქრისტეს სახარებისა და ეკლესიის გზიდან გადახვევა დიდად გავრცელდა. აღნიშნულს ასევე „დიდ განდგომას“ უწოდებენ. ამის შედეგად, ღმერთმა დედამიწაზე გააუქმა მღვდლობის უფლებამოსილება. ეს ასევე გულისხმობდა ეკლესიის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების გაუქმებასაც. ამის შედეგად, ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია დედამიწაზე აღარ არსებობდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანებმა სახარების მრავალი სწავლება გადააკეთეს. ზეციური მამის, იესო ქრისტესა და სულიწმინდის ნამდვილი ბუნების შესახებ ჩვენი ცოდნის დიდი ნაწილი დაიკარგა ან დამახინჯდა. აგრეთვე, შეიცვალა მღვდლობის ისეთი წეს-ჩვეულებები, როგორიცაა ნათლობა.

საუკუნეების შემდეგ, ჭეშმარიტების მაძიებელი მამაკაცები და ქალები ცდილობდნენ დამახინჯებული სწავლებებისა და პრაქტიკის შეცვლას. ისინი ეძებდნენ უფრო დიდ სულიერ სინათლეს და ზოგიერთი მათგანი საუბრობდა ჭეშმარიტების აღდგენის აუცილებლობაზე. მათი ძალისხმევით უამრავი ეკლესია შეიქმნა.

ამ პერიოდის შედეგად გაიზარდა აქცენტი რელიგიურ თავისუფლებაზე, რამაც გზა გახსნა ღვთისგან ჭეშმარიტებისა და უფლებამოსილების აღდგენისთვის.

წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა იწინასწარმეტყველეს გზიდან გადახვევა (იხ. 2 თესალონიელთა 2:1–3). ასევე, მათი წინასწარმეტყველების მიხედვით, იესო ქრისტეს სახარება და ეკლესია დედამიწაზე აღდგებოდა (იხ. საქმეები 3:20–21). რომ არა გზიდან გადახვევა, აღდგენაც არ იქნებოდა საჭირო.

წმინდა წერილების შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

იესო ქრისტეს სახარების აღდგენა ჯოზეფ სმითის მეშვეობით.

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის პირველი ხილვა და მისი, როგორც წინასწარმეტყველის, მოხმობა

საუკუნეების მანძილზე, როდესაც იესო ქრისტეს სახარების სისრულე დედამიწაზე აღარ არსებობდა, ზეციური მამა მაინც ეხმიანებოდა თავის შვილებს. დროთა განმავლობაში მან მოამზადა გზა, რომლითაც ადამიანებს კვლავ სახარების სისრულით დალოცავდა. როდესაც შესაფერისი გარემოებები შეიქმნა, მან მოიხმო ჯოზეფ სმითი როგორც წინასწარმეტყველი, რომლის მეშვეობითაც იესო ქრისტეს სახარება და ეკლესია აღდგებოდა.

ჯოზეფ სმითი შეერთებული შტატების აღმოსავლეთით, დიდი რელიგიური მღელვარების დროს ცხოვრობდა. მისი ოჯახის წევრები ღმერთის ერთგულები და ჭეშმარიტების მაძიებლები იყვნენ. ბევრი ეკლესია იბრალებდა ჭეშმარიტებას, ჯოზეფს კი სურდა გაეგო, რომელი იყო ნამდვილად ჭეშმარიტი (იხ. ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:18). ბიბლია გვასწავლის, რომ „ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება“ (ეფესელთა 4:5). ჯოზეფი სხვადასხვა ეკლესიებში დადიოდა, ის დაბნეული იყო და არ იცოდა, რომელს შეერთებოდა. მან მოგვიანებით თქვა:

„იმდენად დიდი იყო დაბნეულობა და დაპირისპირება სხვადასხვა კონფესიებს შორის, რომ შეუძლებელი იყო ჩემსავით ახალგაზრდა ადამიანს… რამე დასკვნა გაეკეთებინა, თუ ვინ იყო მართალი და ვინ ცდებოდა. …

„სიტყვათა და აზრთა აურზაურის შუაგულში ხშირად ვეუბნებოდი საკუთარ თავს: რა უნდა გაკეთდეს? ამდენი დაჯგუფებებიდან რომელია მართალი; თუ ისინი ყველანი ცდებიან? თუ რომელიმე მათგანი ჭეშმარიტია, რომელი? როგორ გავიგო?“ (ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:8, 10).

უამრავი ადამიანის მსგავსად, ჯოზეფ სმითსაც ჰქონდა კითხვები სულის ხსნაზე. მას ცოდვების მიტევება სურდა, რათა ღმერთის წინაშე სუფთა ყოფილიყო. სხვადასხვა ეკლესიებში ჭეშმარიტების ძიებისას, ჯოზეფმა ბიბლიაში ამოიკითხა: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა“ (იაკობი 1:5).

ამ ნაწყვეტის გამო ჯოზეფმა გადაწყიტა, ეკითხა ღმერთისთვის, როგორ მოქცეულიყო. 1820 წლის გაზაფხულზე ჯოზეფმა სახლთან ახლოს პატარა ტყეში მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო. არსებობს ჯოზეფ სმითის ან მისი ხელმძღვანელობით მწერლების მიერ შესრულებული, ხილვის ოთხი ჩანაწერი (იხ. Gospel Topics Essays, “First Vision Accounts”). წმინდა წერილად შერაცხულ ჩანაწერში იგი მომხდარს შემდეგნაირად აღწერს:

გამოსახულება
პირველი ხილვა, ავტორები: ლინდა ქრისტენსენი და მაიკლ მალმი

„დავინახე მზეზე უფრო კაშკაშა სინათლის სვეტი ჩემს თავზე, რომელიც თანდათანობით ეშვებოდა, სანამ ჩემზედ არ დაეშვა. … როდესაც სინათლე მომეფინა, ვიხილე ორი პიროვნება, რომლებიც იდგნენ ჰაერში ჩემს ზემოთ, რომელთა სიკაშკაშისა და ბრწყინვალების აღწერა შეუძლებელია. ერთ-ერთმა მათგანმა სახელით მომმართა, მიუთითა მეორეზე და თქვა:ეს არის ჩემი საყვარელი ძე. მოუსმინე მას!” (ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:16–17).

ამ ხილვაში, ჯოზეფ სმითს გამოეცხადა მამა ღმერთი და მისი ძე — იესო ქრისტე. მხსნელმა უთხრა, არ შეერთებოდა არცერთ ეკლესიას.

ამ ხილვის სხვა გადმოცემაში, ჯოზეფმა გააზიარა, რომ მხსნელმა მას უთხრა: „ცოდვები მოგეტევა. … აჰა, მე ვარ დიდების უფალი. მე ჯვარს მაცვეს სამყაროსთვის, რათა ყველას, ვისაც სწამს ჩემი სახელი, მარადიული სიცოცხლე ჰქონოდა“.

ხილვის შემდეგ ჯოზეფმა თქვა: „სული სიყვარულით ამევსო, ეს სიხარული მრავალი დღის განმავლობაში გამყვა და უფალიც ჩემთან იყო“ (ჯოზეფ სმითის ისტორია, გამოიცა დაახ. 1832 წ, 3, josephsmithpapers.org; დაწერილობა და პუნქტუაცია შეცვლილია).

ამ ხილვის მეშვეობით ჯოზეფ სმითი გახდა იესო ქრისტეს მოწმე და ჭეშმარიტება შეიცნო სამების შესახებ. მაგალითად, მან გაიგო, რომ ზეციური მამა და იესო ქრისტე ცალ-ცალკე არსებობენ. როდესაც სახელით მიმართეს მიხვდა, რომ ისინი მას პირადად იცნობდნენ. ხოლო როცა ჯოზეფს უთხრეს, რომ ცოდვები მიეტევა, გაიგო, რომ ღმერთი მოწყალეა. ამ გამოცდილებამ სიხარულით აავსო.

როგორც ღმერთმა უამრავი წინასწარმეტყველი ძველად მოიხმო, მან ახლა ჯოზეფ სმითი მოიხმო წინასწარმეტყველად, რომლის მეშვეობითაც დედამიწაზე სახარების სისრულე აღდგებოდა. აღდგენა დაეხმარებოდა ღმერთის შვილებს ამ ქვეყნად სიხარულის პოვნაში, იმ ქვეყნად კი მარადიული ცხოვრების პოვნაში და ყოველივე ეს — იესო ქრისტეს მეშვეობით.

მღვდლობის აღდგენა და მღვდლობის გასაღებები

გამოსახულება
თქვენ, ჩემო თანამოაზრე მსახურებო. ავტორი: ლინდა ქარლი ქრისტენსენი და მაიკლ მალმი

მამა ღმერთისა და ძის გამოცხადების შემდეგ, ჯოზეფ სმითსა და მის თანამოაზრე ოლივერ ქაუდერის სხვა ზეციური მაცნეებიც გაუგზავნეს. იოანე ნათლისმცემელი გამოჩნდა, როგორც აღმდგარი არსება და მიანიჭა მათ აარონის მღვდლობა და მისი გასაღებები. აარონის მღვდლობა გულისხმობს ნათლობის უფლებამოსილებას.

გამოსახულება
პეტრე მოციქულის, იაკობისა და იოანეს ხმა. ავტორი: ველდენ ს. ანდერსენი

ამის შემდეგ მალევე, ქრისტეს პირველი სამი მოციქული — პეტრე, იაკობი და იოანე, გამოჩნდნენ როგორც მკვდრეთით აღმდგარი არსებები და მიანიჭეს მელქიცედეკის მღვდლობა და მისი გასაღებები ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის. მღვდლობა იგივე უფლებამოსილებაა, რაც ქრისტემ ძველად თავის მოციქულებს მიანიჭა.

გამოსახულება
Image of Moses Elias and Elijah descending into the Kirtland temple and appearing to Joseph Smith.

კირტლანდის ტაძარში მოსე, ელია და ელიასი გამოეცხადნენ ჯოზეფ სმითს და ოლივერ ქაუდერის და გადასცეს მათ შემდგომი უფლებამოსილება და მღვდლობის გასაღებები, რომლებიც აუცილებელი იყო ღვთის საქმის შესასრულებლად უკანასკნელ დღეებში. მოსემ გადასცა ისრაელის შეკრების გასაღები. ელიამ გადასცა აბრაამის სახარების წყობა. ხოლო ელიასმა ჩაბეჭდვის ძალის გასაღებები გადასცა. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 110:11–16; იხ. ასევე ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 3.1.)

ეკლესიის დაარსება

ჯოზეფ სმითმა მიიღო მითითება, დედამიწაზე იესო ქრისტეს ეკლესიის ხელახლა დაარსების შესახებ. მისი მეშვეობით, იესო ქრისტემ თორმეტი მოციქული მოიხმო.

ბიბლიური დროის წინასწარმეტყველები ჩვენს დროს მოიხსენიებენ, როგორც უკანასკნელ დღეებს. ეს არის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. სწორედ ამიტომ ეწოდა ეკლესიას „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია“ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 115:3–4; იხ. ასევე 3 ნეფი 27:3–8).

ცოცხალი წინასწარმეტყველები და მოციქულები დღეს

იესომ დღესაც, ისევე როგორც თავისი მოკვდავი მსახურების დროს, მოიხმო მოციქულები, რათა მისი ეკლესიისთვის ეხელმძღვანელათ. პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი არიან წინასწარმეტყველები, წინასწარმჭვრეტები და განმცხადებლები.

მხოლოდ უფროს მოციქულს ეწოდება წინასწარმეტყველი რადგან ის მთელ ეკლესიას ხელმძღვანელობს და მხოლოდ მას გააჩნია უფლებამოსილება, უფლის სახელით ისაუბროს. იგი არის ჯოზეფ სმითის უფლებამოსილი მემკვიდრე. ის და ამჟამინდელი მოციქულები თავიანთ უფლებამოსილებას იესო ქრისტემდე ავლენენ ხელდასხმების განუწყვეტელ ჯაჭვში, რომელიც დაიწყო მაშინ, როცა ჯოზეფ სმითი ხელდასხმულ იქნა ზეციური მაცნეების მიერ.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვეთ მეტი ამ პრინციპის შესახებ

მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ

მორმონის წიგნი, ბიბლიის მსგავსად, წმინდა წერილის უძველესი წიგნია. ბიბლია არის იესო ქრისტეს ერთი დასტური, ხოლო მორმონის წიგნი არის მეორე დასტური მისი მსახურების, სწავლებებისა და მისი, როგორც ჩვენი მხსნელის მისიის შესახებ.

ჯოზეფ სმითი ზეციურმა მაცნემ, სახელად მორონიმ, მიიყვანა გორაკზე, სადაც საუკუნეების განმავლობაში უძველესი ჩანაწერი იყო დამარხული. ოქროს ფირფიტებზე (ლითონის თხელ ფურცლებზე) დაწერილი ეს ჩანაწერი შეიცავს წინასწარმეტყველთა ნაწერებს ღმერთისა და ამერიკის კონტინენტის უძველეს მკვიდრებთან ურთიერთობის შესახებ . ჯოზეფ სმითმა ეს ჩანაწერები ღმერთის ძღვენითა და ძალით გადათარგმნა.

მორმონის წიგნის წინასწარმეტყველებმა იცოდნენ იესო ქრისტეს მისიის შესახებ და ასწავლიდნენ მის სახარებას. იესო, აღდგომის შემდეგ, ამ ხალხს გამოეცხადა და პირადად ემსახურა მათ. იესომ ასწავლა მათ და თავისი ეკლესია დააარსა.

მორმონის წიგნის შესწავლა, გააზრება და მისი სწავლებების გამოყენება ღმერთთან მიახლოებაში გვეხმარება. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა ბრძანა, რომ „კაცი [ან ქალი] [ამ წიგნის] მცნებების დაცვით უფრო მიუახლოვდება ღმერთს, ვიდრე ნებისმიერი სხვა წიგნით“ (სწავლებანი: ჯოზეფ სმითი64).

გამოსახულება
მამაკაცი კითხვის პროცესში

იმისათვის, რომ გავიგოთ, მორმონის წიგნი ღვთის სიტყვა არის თუ არა, უნდა წავიკითხოთ ის, ჩავუღრმავდეთ და ვილოცოთ ამის შესახებ. მორმონის წიგნის წინასწარმეტყველი გვპირდება, რომ თუ გულწრფელად, ნამდვილი განზრახვითა და ქრისტეს რწმენით ვილოცებთ, ღმერთი წიგნის შესახებ ჭეშმარიტებას გაგვიზიარებს (იხ. მორონი 10:3–5). მორმონის წიგნის შესწავლა აუცილებელია მტკიცე მოქცევისათვის.

როცა მორმონის წიგნს ვკითხულობთ და მასზე ვლოცულობთ, ჩვენ შევისწავლით ჭეშმარიტებას იესო ქრისტეს შესახებ, რომელიც აკურთხებს ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ ასევე გავიგებთ, რომ ჯოზეფ სმითი იყო ღმერთის წინასწარმეტყველი და რომ იესო ქრისტეს სახარება და ეკლესია აღდგა მისი მეშვეობით.

გამოსახულება
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი

„გპირდებით, თუ მორმონის წიგნს ლოცვის თანხლებით ყოველდღეშეისწავლით, თქვენყოველდღეუკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ. მე გპირდებით, რომ როცა ღრმად იფიქრებთ იმაზე, რასაც სწავლობთ, ცის საქანელნი გაიხსნება და თქვენ მიიღებთ კითხვებზე პასუხებს და მითითებებს საკუთარი ცხოვრებისთვის. გპირდებით, თუ ყოველდღიურად ჩაუღრმავდებით მორმონის წიგნს, ბოროტი ვერაფერს დაგაკლებთ“ (რასელ მ. ნელსონი, „მორმონის წიგნი: რა იქნებოდა თქვენი ცხოვრება მის გარეშე?ლიახონა, ნოემ. 2017 წ, 62–63).

წმინდა წერილების შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „მორმონის წიგნი

  • სახარების საკითხები: „მორმონის წიგნი

გამოსახულება
ქალი ლოცულობს

ილოცე, რათა შეიცნო ჭეშმარიტება სულიწმინდის მეშვეობით

რადგან ღმერთი ჩვენი მამაა, ის დაგვეხმარება ჭეშმარიტების ამოცნობაში. მორმონის წიგნის წაკითხვითა და ლოცვით შეგვიძლია გავიგოთ, რომ იესო ქრისტეს სახარების აღდგენის გზავნილი ჭეშმარიტია. როცა რწმენითა და ნამდვილი განზრახვით ვილოცებთ, ის გვიპასუხებს კითხვებზე და გვიჩვენებს გზას.

ღმერთი, როგორც წესი, ლოცვაზე სულიწმინდის მეშვეობით გვპასუხობს. ლოცვისას, სულიწმინდა გვასწავლის და გვიდასტურებს ჭეშმარიტებას. სულიწმინდის კარნახი ძლიერია. ის, როგორც წესი, მდუმარედ გვევლინება და გვარწმუნებს ჩვენი შეგრძნებების, ფიქრებისა და შთაბეჭდილებების გზით (იხ. 3 მეფეთა 19:11–12; ჰელამანი 5:30; მოძღვრება და აღთქმები 8:2).

წმინდა წერილების (განსაკუთრებით მორმონის წიგნის) თანმიმდევრული შესწავლა, ყოველკვირეული ზიარების შეკრებაზე დასწრება და გულწრფელი ლოცვა გვეხმარება ვიგრძნოთ სულიწმინდის ძალა და აღმოვაჩინოთ ჭეშმარიტება.

წმინდა წერილების შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „ლოცვა

  • ბიბლიის ლექსიკონი: „ლოცვა

  • სახარების საკითხები: „ლოცვა

მოკლე და საშუალო გაკვეთილის მონახაზი

ქვემოთ მოცემული მონახაზი არის მაგალითი იმისა, თუ რა შეგიძლია ასწავლო ადამიანს მცირე დროში. ამ მოკლე შეჯამების გამოყენებისას აირჩიე სწავლისთვის განკუთვნილი ერთი ან მეტი პრინციპი. თითოეული პრინციპის მოძღვრების საფუძველი გაკვეთილის დასაწყისშია მოცემული.

სწავლებისას დასვი შეკითხვები და მოუსმინე. განახორციელე ისეთი მოწვევა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს ღმერთთან მიახლოებაში. ერთი მნიშვნელოვანი მოწვევაა ის, რომ ეს ადამიანი კვლავ შეგხვდეს. გაკვეთილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შენ მიერ დასმულ შეკითხვებსა და მოსმენაზე.

გამოსახულება
მისიონერები ესაუბრებიან მამაკაცს

რა შეიძლება ასწავლო ადამიანს 3-10 წუთში

  • ღმერთი არის ჩვენი მამაზეციერი და მან შეგვქმნა თავის ხატად და მსგავსად. იგი პირადად გვიცნობს და ვუყვარვართ. ღმერთს სურს ჩვენი მარადიული დალოცვა მშვიდობითა და სიხარულის სისრულით.

  • იესო ქრისტე ღვთის ძეა. მისი მისია იყო, გაეხადა ჩვენთვის შესაძლებელი ცოდვებისგან განწმენდა, სიკვდილის დამარცხება და მარადიული სიცოცხლის მიღება.

  • ღმერთი მოიხმობს წინასწარმეტყველებს, რათა იყვნენ მისი წარმომადგენლები დედამიწაზე. ძველად, მან მოიხმო ისეთი წინასწარმეტყველები, როგორებიც იყვნენ ადამი, ნოე, აბრაამი და მოსე. ცოცხალი წინასწარმეტყველი იღებს გამოცხადებას ღმერთისგან, რათა გვასწავლოს და წინ გაგვიძღვეს.

  • იესომ თავისი მიწიერი მსახურების დროს დააარსა თავისი ეკლესია. იესოს მოციქულების გარდაცვალების შემდეგ, ფართოდ გავრცელდა იესო ქრისტეს სახარებისა და ეკლესის გზიდან გადახვევა. ადამიანებმა შეცვალეს სახარების უამრავი სწავლება და მღვდლობის ისეთი წეს-ჩვეულებები, როგორიცაა ნათლობა.

  • ღმერთმა, ძველი დროის მსგავსად, მოიხმო ჯოზეფ სმითი, ყოფილიყო წინასწარმეტყველი. მას ზეციური მამა და იესო ქრისტე გამოეცხადა. იესო ქრისტეს სახარება ჯოზეფ სმითის მეშვეობით აღდგა.

  • მორმონის წიგნი წმინდა წერილის წიგნია. ბიბლიის მსგავსად, ის არის იესო ქრისტეს დამოწმება და გვეხმარება ღმერთთან დაახლოებაში, როდესაც ვკითხულობთ და ვიყენებთ მის დარიგებებს. ჯოზეფ სმითმა ღვთის ძალით თარგმნა იგი.

  • გულწრფელი ლოცვით ჩვენ ღმერთთან საუბარი შეგვიძლია. ამგვარად, შევძლებთ გავიგოთ, რომ იესო ქრისტეს სახარების აღდგენის გზავნილი ჭეშმარიტია.