მისიის მოწოდებები
თავი 3: ისწავლე და ასწავლე იესო ქრისტეს სახარება


„თავი 3: ისწავლე და ასწავლე იესო ქრისტეს სახარება“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„ისწავლე და ასწავლე იესო ქრისტეს სახარება“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
ქრისტეს მონათვლა, ავტორი: ჯოზეფ ბრიკი

თავი 3

ისწავლე და ასწავლე იესო ქრისტეს სახარება

წინამდებარე თავში მოცემული გაკვეთილები შედგება იესო ქრისტეს სახარების უმნიშვნელოვანესი მოძღვრების, პრინციპებისა და მცნებებისგან. ეს გაკვეთილები არის ის, რაც ცოცხალმა წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა დაგავალეს, რომ ისწავლო და ასწავლო. ისინი მოცემულია აქ, რათა დაეხმარო სხვებს, ნათლად გაიაზრონ ქრისტეს მოძღვრება.

ამ თავის პირველი ნაწილი არის ნათლობის მოწვევა. დანარჩენი თავი შეიცავს შემდეგ ოთხ გაკვეთილს:

შეისწავლე წმინდა წერილი და დაიუნჯე თითოეული გაკვეთილის მოძღვრება. ამგვარად, სულიწმინდა დაგიდასტურებს იმის ჭეშმარიტებას, რასაც სწავლობ. იგი დაგეხმარება სათქმელის მოძებნასა და სხვების დახმარებაში, რათა მათაც მიიღონ ჭეშმარიტების დასტური. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:85.)

ადამიანები უკეთ გაიცნობენ ჩვენს მხსნელს მაშინ, როცა იმას მოიმოქმედებენ, რაც უფალს სწადია. თითოეულ გაკვეთილზე მოიწვიე ისინი და დაეხმარე მათ თავიანთი ვალდებულებების შესრულებაში. როდესაც ადამიანები ასრულებენ მცნებებს, ისინი იესო ქრისტეს სახარებით იწყებენ ცხოვრებას და ღმერთთან აღთქმების დასადებად ემზადებიან.

ასწავლე ყველა გაკვეთილი — ნათლობამდე და ნათლობის შემდეგ. ორივე შემთხვევაში გაკვეთილებს ასწავლიან სრული დროის მისიონერები. მეურვეობის მისიონერები ან სხვა წევრები შეძლებისდაგვარად იღებენ მონაწილეობას. იხ. თავი 10 და 13 და გაიგე სწავლების პროცესში წევრთა დამატების დეტალები.

მოემზადე სწავლებისათვის

სწავლებისათვის მოსამზადებლად, გადახედთ „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაციაში მოცემული თითოეული პიროვნების დეტალებს. შეადგინე გაკვეთილის გეგმა თითოეული პიროვნების საჭიროების მიხედვით. გაითვალისწინე, რა უნდა იცოდეს და იგრძნოს თითოეულმა მოსწავლემ შენს გაკვეთილზე. სულიწმინდა განადიდებს შენს შესაძლებლობებს, როცა გაკვეთილის მოსამზადებლად და დასაგეგმად დროს გამოყოფ.

ქვემოთ მოცემულია კითხვები, რომლებზეც შენ და შენმა მეწყვილემ უნდა ილოცოთ და გაითვალისწინოთ გაკვეთილის მომზადებისას.

  • როგორ მოვიწვიოთ ადამიანი, რომ დავეხმაროთ ქრისტეს რწმენის გაძლიერებასა და წინსვლაში? მოწვევა არის ადამიანის დახმარების გზა, რათა მოინანიოს და გამოსცადოს „გამომსყიდველის ძალ[ა]“ (ჰელამანი 5:11). გაითვალისწინე თითოეული პიროვნების წინსვლა, სიტუაცია და საჭიროებები. შემდეგ კი, გაკვეთილის გეგმაში ერთი ან მეტი მოწვევა შეიტანე.

  • რომელი მოძღვრება და პრინციპები დაეხმარება ჩვენ მიერ მოწვეულ ადამიანს, დაიცვას საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები? ლოცვით განსაზღვრე, რომელი მოძღვრება და პრინციპები დაეხმარება ადამიანებს გაიაზრონ, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი დადებული აღთქმების დაცვა მათთვისაც და უფლისთვისაც?

  • როგორ დავეხმაროთ ადამიანებს მოძღვრების სწავლაში? მოძღვრების სწავლებისთვის მოსამზადებლად, გაკვეთილები 1–4-ს გამოიყენებით შეაჯამე და დაგეგმე, რა უნდა ასწავლო. დაადგინე შეკითხვები, წმინდა წერილები, მაგალითები და სათანადო მედია, რაც დაეხმარება ადამიანს გაიგოს, რას ასწავლი. დამატებითი ინფორმაცია სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად იხ. თავი10 -ში.

  • რა დალოცვას გვპირდება ღმერთი აღთქმების მიღებისა და დაცვის შემთხვევაში? მოძღვრების შესწავლის პროცესში განსაზღვრეთ ღმერთის მიერ დაპირებული დალოცვები. სწავლებისას, დაჰპირდი დალოცვები და დაამოწმე მათ შესახებ.

  • რომელ წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა? ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეკრებებზე დაადგინე, რომელ წევრებს შეუძლიათ დაგეხმარონ სწავლების დროს და გაამხნეონ პიროვნება. გაკვეთილის დაწყებამდე განიხილე მათი მონაწილეობა. იხ. თავი 10.

  • როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, მუდამ დაიცვან საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები? შემდგომი კონტროლისთვის შეგიძლიათ ყოველდღიურად დაუკავშირდეთ მოსწავლეებს, რათა დაეხმაროთ მათ ვალდებულებების შესრულებაში. მოძებნეთ წევრების პროცესში ჩართვის გზები, რათა დაეხმაროთ მოსწავლეებს ვალდებულებების დაცვაში. აღნიშნული დაკავშირება შეიძლება მოიცავდეს მორმონის წიგნიდან ან წმინდა წერილებიდან ამონარიდის წაკითხვას. თუ თქვენს მოსწავლეს წინა ვალდებულების დაცვასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, სჯობს ახალი ვალდებულების შეთავაზებამდე ჯერ ძველი ვალდებულების დაცვაში დაეხმაროთ. იხ. თავი 11.

  • მომავალში როგორ დავეხმაროთ უკეთ? ყოველი სწავლების შემდეგ შეაფასეთ მოსწავლეთა გამოცდილება. მათი რწენა ქრისტეში იზრდება? გრძნობენ სულიწმინდას? ინანიებენ? იღებენ და ასრულებენ ვალდებულებებს? ლოცულობენ? სწავლობენ მორმონის წიგნს? დადიან ეკლესიაში? შეადგინეთ მათი დახმარების გეგმა.

ასწავლეთ გულით, სულიწმინდის კარნახით

პირველმა პრეზიდენტობამ და თორმეტ მოციქულთა ქვორუმმა, თავიანთ მიმართვაში ყველა უხუცესსა და დას, განაცხადეს:

„ჩვენი მიზანია ვასწავლოთ აღდგენილი სახარების გზავნილი ისე, რომ მივცეთ საშუალება სულიწმინდას, უჩვენოს გზა როგორც მისიონერებს, ისე მათ მოსწავლეებს. აუცილებელია [გაკვეთილების] კონცეფციის შესწავლა, მაგრამ მათი წარდგენა არ უნდა ხდებოდეს მექანიკური დაზეპირებით. მისიონერს უნდა შეეძლოს, სულიწმინდის კარნახით, საკუთარი სიტყვების გამოყენება. მან ტექსტი ზეპირად კი არ უნდა გადმოსცეს, არამედ საკუთარი გულიდან ნაკარნახევი უნდა გააზიაროს. მას შეუძლია დაარღვიოს გაკვეთილების თანმიმდევრობა და იმოქმედოს შთაგონებით, [პიროვნების] ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად. საკუთარი რწმენით და სიტყვებით საუბრისას მან უნდა დაამოწმოს თავისი სწავლების ჭეშმარიტება“.

გამოსახულება
მისიონერები ესალმებიან მამაკაცს

ასწავლე და მოიწვიე ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით

შეგიძლია ასწავლო გაკვეთილები ნებისმიერი გზით, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, სრულად მოემზადონ ნათლობისა და წევრად დამტკიცებისთვის. რომელ გაკვეთილს ასწავლი, როდის ასწავლი და რამდენ დროს უთმობ მას, საუკეთესოდ განისაზღვრება მოსწავლეთა საჭიროებებით და სულიწმინდის ხელმძღვანელობით. მაგალითად, როდესაც ასწავლი ადამიანებს, რომლებსაც ქრისტიანობასთან შეხება არ ჰქონიათ, შეგიძლია დაეხმარო მათ უფრო მეტი კავშირის ჩამოყალიბებაში ზეციურ მამასთან და მისი გეგმის გაგებაში (იხ. „მათი სწავლება, ვისაც არ აქვთ ქრისტიანული გამოცდილება“ თავი 10).

მოუსმინე სულიწმინდის კარნახს და ის გეტყვის, როდის და როგორ მოიწვიო. საჭირო დროს განხორციელებულმა სწორმა მოწვევამ, შესაძლოა, უბიძგოს ისეთი რამის კეთებისკენ, რაც ადამიანს რწმენას გაუღრმავებს. აღნიშნულმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის ძლიერი ცვლილება (იხ. მოსია 5:2; ალმა 5:12–14).

ასწავლე მარტივად, ნათლად და მოკლედ. როგორც წესი, გაკვეთილი 30 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. ადამიანს შეიძლება 5 წუთშიც გადასცე ცოდნა.

სავარაუდოდ, დაგჭირდება რამდენიმე შეხვედრა, რათა ერთ გაკვეთილზე ასწავლო პრინციპები. ზოგიერთმა მოსწავლემ შეიძლება თქვენი გზავნილი უკეთ გაიგოს, თუ გაკვეთილები იქნება მოკლე, ჩატარდება ხშირად და ნაკლები მასალით.

წმინდა წერილების შესწავლა

რა უნდა ასწავლოთ?

რატომ არის მნიშვნელოვანი გაკვეთილში მოცემული მოძღვრების სწავლა?