მისიის მოწოდებები
თავი 4: ეძიე სულიწმინდა და დაეყრდენი მას


„თავი 4: ეძიე სულიწმინდა და დაეყრდენით მას“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„ეძიე სულიწმინდა და დაეყრდენი მას“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
ლიახონა, ავტორი: არნოლდ ფრიბერგი

თავი 4

ეძიე სულიწმინდა და დაეყრდენი მას

განიხილე შემდეგი

  • რა უნდა გავაკეთო, რომ ცხოვრებაში და მისიონერულ მსახურებაში სულიწმინდის ძალა ვიგრძნო?

  • რა როლი აქვს მოქცევაში სულიწმინდას?

  • როგორ დავეხმარო ჩემს მოწაფეებს, იგრძნონ სულიწმინდის გავლენა?

  • როგორ გავხადო ჩემი ლოცვები უფრო მრავლისმეტყველი?

  • როგორ ვისწავლო სულიწმინდის კარნახის ამოცნობა?

ეძიე სულიწმინდის მითითება

სულიწმინდის ძღვენი ღმერთის მიერ თავისი შვილებისთვის ბოძებულ ძღვენთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. ის მისიონერულ საქმეში უმნიშვნელოვანესია. შენ გჭირდება სულიწმინდის ძალა, რომელიც წინ გაგიძღვება და გიბოძებს გამოცხადებას, როცა ეხმარები ადამიანებს მოინათლონ, წევრად დამტკიცდნენ და რწმენაზე მოიქცნენ.

სულიწმინდის გაძღოლის მიღებისთვის საჭიროა სულიერი მუშაობა. ეს მუშაობა მოიცავს მხურვალე ლოცვასა და წმინდა წერილების თანმიმდევრულ შესწავლას. ის ასევე მოიცავს აღთქმებისა და უფლის მცნებების დაცვას (იხ. მოსია 18:8–10, 13). იგი მოიცავს ყოველ კვირას ზიარების ღირსეულად მიღებას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79).

შენ ყოველდღე სხვადასხვა საჭიროებებსა და გარემოებებს აწყდები. სულიწმინდის კარნახი დაგეხმარება გაიგო, როგორ მოიქცე და რა თქვა. როდესაც ეძიებ და მოქმედებ ამ მითითებების შესაბამისად, სულიწმინდა განადიდებს შენს შესაძლებლობებსა და მსახურებას და ის იქნება ბევრად აღმატებული იმაზე, რისი გაკეთებაც დამოუკიდებლად შეგიძლია. ის შენი მისიონერული მსახურების და პირადი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში დაგეხმარება. (იხ. 2 ნეფი 32:2–5; ალმა 17:3; ჰელამანი 5:17–19; მოძღვრება და აღთქმები 43:15–16; 84:85.)

გამოსახულება
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი

„მომავალში შეუძლებელი იქნება სულიერი გადარჩენა სულიწმინდის გაძღოლის, მითითების, ნუგეშისა და მუდმივი გავლენის გარეშე“ (რასელ მ. ნელსონი, „გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის”, ლიახონა, მაისი, 2018 წ, 96).

გამოსახულება
სინათლე და ჭეშმარიტება, ავტორი: სიმონ დიუი

ქრისტეს სინათლე

ქრისტეს სინათლე „ნაბოძებია ყოველი ადამიანისთვის, რათა განასხვაოს მან კეთილი ბოროტისგან“ (მორონი 7:16; იხ. მუხლები 14–19; იხ. ასევე იოანე 1:9). ქრისტეს სინათლე არის განმანათლებლობა, ცოდნა და გავლენა, რომელიც მოგვეცა იესო ქრისტეს მეშვეობით. ეს გავლენა სულიწმინდის ძღვენის მიღების წინა პირობაა. ის გაუძღვება მათ, ვინც მზად არის ისწავლოს და იცხოვროს იესო ქრისტეს აღდგენილი სახარებით.

სულიწმინდა

სულიწმინდის განსახიერება

სულიწმინდა სამების მესამე წევრია. იგი სულს განასახირებს და არ აქვს ხორციელი სხეული (იხ. მოძღვრება და აღთქმები 130:22). ის არის ნუგეშისმცემელი რომელიც, მხსნელის დაპირებით, ასწავლიდა თავის მიმდევრებს ყველაფერს და გაახსენებდა მათ იმას, რაც იესომ ასწავლა (იხ. იოანე 14:26).

სულიწმინდის ძალა

მოწმობა, რომელიც მოდის ჭეშმარიტების გულწრფელ მაძიებლებთან ნათლობამდე, სულიწმინდის ძალით მოდის. ყველა ადამიანს შეუძლია, სულიწმინდის ძალით, მიიღოს მოწმობა იესო ქრისტესა და მისი აღდგენილი სახარების შესახებ. „და სულიწმინდის ძალით თქვენ ჩაწვდებით ჭეშმარიტებას ყოველივეს შესახებ“ (მორონი 10:5).

სულიწმინდის ძღვენი

სულიწმინდის ძღვენი არის სულიწმინდის მუდმივი თანხლების უფლება, თუკი ღირსნი ვართ. სულიწმინდის ძღვენს წყალში მონათვლის შემდეგ ვიღებთ. მას წევრად დამტკიცების წეს-ჩვეულების დროს გადმოგვცემენ.

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის სიტყვების მიხედვით, „განსხვავება არსებობს სულიწმინდასა და სულიწმინდის ძღვენს შორის. კორნელიუსმა მონათვლამდე მიიღო სულიწმინდა, რაც იყო ღვთის დამაჯერებელი ძალა სახარების ჭეშმარიტებისა, თუმცა სულიწმინდის ძღვენის მიღება მას მხოლოდ მონათვლის შემდეგ შეეძლო” (ეკლესიის პრეზიდენტთა სწავლებები: ჯოზეფ სმითი [2007 წ], 97).

ჩვენი განწმენდა სულიწმინდის ძალით ხდება. ის გვეხმარება გავხდეთ უფრო წმინდა, სრული და უფრო მეტად დავემსგავსოთ ღმერთს. ქრისტეს გამოსყიდვისა და სულიწმინდის განწმენდის ძალის მეშვეობით შეგვიძლია სულიერად ხელახლა დავიბადოთ, თუ დავიცავთ ღმერთთან დადებულ აღთქმებს (იხ. მოსია 27:25–26).

დაპირების წმინდა სული

სულიწმინდა ასევე მოხსენიებულია, როგორც დაპირების წმინდა სული (იხ. მოძღვრება და აღთქმები 88:3). სულიწმინდა ადასტურებს, რომ მღვდლობის წეს-ჩვეულებები, რომლებსაც ვიღებთ და აღთქმები, რომლებსაც ვდებთ, მისაღებია ღვთისთვის. ისინი, ვინც ჩაბეჭდილნი არიან დაპირების წმინდა სულით, მიიღებენ ყველაფერს, რაც აქვს ზეციურ მამას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 76:51–60; ეფესელთა 1:13–14; წმინდა წერილის სახელმძღვანელო, „დაპირების წმინდა სული”).

ყველა წეს-ჩვეულება და აღთქმა უნდა იყოს ჩაბეჭდილი დაპირების წმიდა სულით, რათა მოქმედი იყოს დედამიწაზე ამ ცხოვრების შემდეგ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 132:7, 18–19, 26). ჩაბეჭდვა დამოკიდებულია ჩვენს მუდმივ ერთგულებაზე.

სულიწმინდის ძღვენნი

უფალი სულიწმინდის ძღვენს გვაძლევს, რათა გვაკურთხოს, ხოლო ჩვენ — სხვები ვაკურთხოთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 46:8–9, 26). მაგალითად, მისიონერებმა, რომლებიც ახალ ენას სწავლობენ, შესაძლოა მიიღონ ენების ძღვენი, როგორც ღვთიური დახმარება, რათა ადამიანებს მათ მშობლიურ ენაზე ასწავლონ.

სულიწმინდის რამდენიმე ძღვენი აღწერილია აქ: მორონი 10:8–18, მოძღვრება და აღთქმები 46:11–33 და 1 კორინთელთა 12:1–12. ეს სულიწმინდის მრავალ ძღვენთაგან მხოლოდ რამდენიმე ძღვენია. შესაძლოა, უფალმა სხვა ძღვენითაც დაგვლოცოს, რაც დამოკიდებული იქნება ჩვენს ერთგულებაზე, საჭიროებებსა და სხვების საჭიროებებზე.

მხსნელი გვიწვევს, გულმოდგინედ ვეძიოთ სულიერი ძღვენნი (იხ. მოძღვრება და აღთქმები 46:8; 1 კორინთელთა 14:1, 12). აღნიშნული ძღვენნი მოგვეცემა ღმერთის ნებით, ლოცვით, რწმენითა და ძალისხმევით.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

ბიბლიის ლექსიკონში წაიკითხე „სულიწმინდა”, „ქრისტეს სინათლე” და „სული, წმინდა.” წერილობით აღწერე სულიწმინდის ბუნება და როლი.

წაიკითხე საქმეები 4:1–33.

  • როგორ ეძიებდნენ პეტრე და იოანე სულიერ ძღვენს?

  • როგორ უპასუხა ღმერთმა მათ ლოცვას?

  • რას სწავლობთ ამ გამოცდილებიდან?

გამოსახულება
ჯგუფური ლოცვა

სულიწმინდის ძალა მოქცევისას

მოქცევა სრულდება სულიწმინდის ძალით. შენი როლია, დაეხმარო სულიწმინდის ძალის შემოსვლას პიროვნების ცხოვრებაში. ქვემოთ მოცემულია აღნიშნულის შესრულების რამდენიმე გზა.

  • ეძიე სულიწმინდას ლოცვით, წმინდა წერილის კვლევითა და აღთქმების დაცვით.

  • ასწავლე სულიწმინდის თანხლებით მხსნელისა და აღდგენის გზავნილის შესახებ. მიჰყევი სულიწმინდის გაძღოლას, რათა გზავნილი თითოეული ადამიანის საჭიროებას მოარგო.

  • დაამოწმე, რომ სულიწმინდის ძალით იცი: რასაც ასწავლი - ჭეშმარიტებაა. შენს დაამოწმებისას, სულიწმინდა ამას სხვებს დაუმოწმებს.

  • მოიწვიე ადამიანები ქმედებისკენ და მხარი დაუჭირე მათ აღთქმების დაცვაში. როდესაც ადამიანები აღთქმებს იცავენ, ისინი უფრო ძლიერად გრძნობენ სულიწმინდის ძალას. იხ. თავი 11.

  • მას შემდეგ, რაც სთხოვ ადამიანებს, იმოქმედებენ მოწვევის შესაბამისად, მოახდინე შემდგომი კონტროლი და ჰკითხე მიღებული გამოცდილების შესახებ. მათი რწმენა გაიზრდება, როცა მოინანიებენ, დაემორჩილებიან მცნებებს და დაიცავენ აღთქმებს. დაეხმარე ამოიცნონ სულიწმინდის მოქმედება მათზე.

გამოსახულება
პრეზიდენტი მ. რასელ ბალარდი

პრეზიდენტ მ. რასელ ბალარდის სწავლებით, „ჭეშმარიტი მოქცევა სულიწმინდის ძალით ხდება. როდესაც სულიწმინდა ადამიანთა გულებს ეხება, მათი გულები იცვლება. როდესაც პიროვნება … გრძნობს სულიწმინდის მოქმედებას მასზე ან როცა ცხოვრებაში უფლის სიყვარულსა და წყალობას გამოცდის, ის განისწავლება და სულიერად გაძლიერდება, ხოლო მისი რწმენა გაიზრდება. თუ ადამიანი სიტყვების გამოსაცდელად რწმენას გამოავლენს, სულიწმინდის ეს გამოცდილება ბუნებრივად მოვა [იხ. ალმა 32:27]. სწორედ ასე ვგრძნობთ, რომ სახარება ჭეშმარიტია” („ახლა არის დრო”, Ensign, ნოემ., 2000 წ, 75).

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

  • ისწავლე შემდეგი ნაწყვეტებიდან ერთი ან რამდენიმე. კითხვის დროს ეძიე გაიგო, რას გრძნობს პიროვნება მოქცევის პროცესში. სამუშაო რვეულში ჩაიწერე შთაბეჭდილებები. განიხილე შენი მოსაზრებები სხვა მისიონერებთან და წევრებთან ერთად.

    2 ნეფი 4:16–35; ენოსი 1; მოსია 4–5; 18:7–14; 27–28; ალმა 5; 17–22; 32; 3638

  • ისწავლე შემდეგი ნაწყვეტებიდან ერთი ან რამდენიმე. კითხვის დროს იფიქრე იმაზე, თუ როგორ შეგიძლია უკეთესად ასწავლო სულიწმინდის მოქცევის ძალით. სამუშაო რვეულში ჩაიწერე შეგრძნებები და შთაბეჭდილებები. განიხილე იდეები სხვა მისიონერებთან და წევრებთან ერთად.

    1 ნეფი 8:11–12; მოსია 28:1–4; ალმა 26; 29; 31:26–38; 32; მორონი 7:43–48; მოძღვრება და აღთქმები 4; 18:10–16; 50:21–22.

წმინდა წერილის შესწავლა

რას გასწავლის შემდეგი წმინდა წერილები შენს საქმიანობაში სულიწმინდის ძალის შესახებ?

რისი გაკეთება შეგიძლია შენს საქმიანობაში სულიწმინდის ძალის მისაღებად?

გამოსახულება
მისიონერები ლოცულობენ

ილოცე იესო ქრისტეში რწმენით

იმისათვის, რომ დაეხმარო სხვებს მოქცევაში, სულიწმინდის ძალით უნდა ასწავლო (იხ. მოძღვრება და აღთქმები 50:13–14, 17–22). უფალმა ბრძანა: „და სული გებოძებათ რწმენის ლოცვით; და თუ არ მიიღეთ სული — არ უნდა ასწავლოთ“ (მოძღვრება და აღთქმები 42:14).

როცა ლოცულობთ დახმარებისთვის სწავლებაში, სულიწმინდის ძალა შენს სწავლებებს „ადამიანთა შვილების გულებამდე“ მიიტანს. (2 ნეფი 33:1). ამიტომ, როცა ასწავლი სულიწმინდის მეშვეობით, სხვები კი იღებენ სულიწმინდის მეშვეობით, თქვენ „ერთმანეთის [გ]ესმით და ორივე ნათლდები[თ] და ერთად ხარობ[თ] (მოძღვრება და აღთქმები 50:22).

როგორ ვილოცოთ

იესომ გვასწავლა, თუ როგორ ვილოცოთ (იხ. მათე 6:9–13; 3 ნეფი 18:19). ილოცე გულწრფელად და ნამდვილი განზრახვით, რათა იმოქმედო იმ კარნახის შესაბამისად, რომელსაც მიიღებ სულიწმინდისგან. ეფექტური ლოცვისთვის საჭიროა თავის დამდაბლება და მუდმივი ძალისხმევა (იხ. მორონი 10:3–4; მოძღვრება და აღთქმები 8:10).

ისეთი ენით ისაუბრე, რომელიც გამოხატავს ღმერთთან სიყვარულით და თაყვანისმცემლობით გამსჭვალულ ურთიერთობას. ქართულში, გამოიყენე წმინდა წერილის ენა, როგორიცაა შენსა, თქვენსა, შენითა და თქვენითა და არა თქვენი, თქვენი და თქვენს.

ყოველთვის გამოხატე მადლიერება. მადლიერების გააზრებული გამოხატვა დაგეხმარება გაიაზრო, როგორი მოწყალე იყო ღმერთი შენს ცხოვრებაში. ის შთაგონებისთვის გაგიხსნის გულსა და გონებას.

ილოცე „მთელი გულის ძალით“, რათა აღივსო გულმოწყალებით (მორონი 7:48). ილოცე სხვებისთვის მათი სახელების მოხსენიებით. ილოცე შენი მოსწავლეებისთვის. ეძიე შთაგონება, თუ როგორ მოიწვიო და დაეხმარო სხვებს ქრისტესთან მისვლაში.

პირადი სწავლა

შეისწავლე უფლის ლოცვა მათე 6:9–13. დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები და ჩაიწერე შთაბეჭდილებები სამუშაო რვეულში.

  • რა გავლენა აქვს მიმდინარე მისიონერულ პასუხისმგებლობას შენს ლოცვაზე?

  • რა გზებით ცდილობს შენი ლოცვები სხვების ცხოვრების კურთხევას?

  • როგორ ლოცულობ ცდუნების დასაძლევად?

  • როგორ ლოცულობ სულიერი და მიწიერი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად?

  • როგორ ადიდებ ღმერთს ლოცვისას?

როდის ილოცოთ

როდის უნდა ილოცოთ? უფალმა ბრძანა: „ეძიეთ ბეჯითად და ყოველთვის ილოცეთ და იყავით მორწმუნენი და ყოველივე ერთად თქვენ სასარგებლოდ იმოქმედებს“ (მოძღვრება და აღთქმები 90:24).

ალმამ თქვა: „განიხილე უფალთან ყოველი შენი საქმე და ის გაგიძღვება კეთილისკენ; დიახ, როდესაც ღამე დაწვები, დაწექი უფალში, რათა ძილში დაგიცვას; და როდესაც დილით ადგები, დაე, გული შენი აღსავსე იყოს ღმერთისადმი მადლიერებით“ (ალმა 37:37; იხ. ასევე 34:17–27).

უფალი გვიხმობს, ვილოცოთ განმარტოებულად, სიმშვიდეში: „შედით თქვენს ოთახში, ჩაიკეტეთ კარი და ილოცეთ თქვენი მამისადმი, დაფარულში მყოფი“ (3 ნეფი 13:6; იხ. ასევე მუხლები 7–13).

პრეზიდენტ გორდონ ბ. ჰინკლის სწავლების მიხედვით: „ყოველ დილით … მისიონერებმა უნდა დაიჩოქონ და ევედრონ უფალს, გაუხსნას მათ ენა, რათა დალოცონ ისინი, ვისაც ასწავლიან. თუ ამას გააკეთებენ, მათ ცხოვრებაში ახალი სინათლე შემოვა. საქმისადმი მეტი ენთუზიაზმი ექნებათ. ისინი გაიაზრებენ, რომ მართლაც უფლის მსახურები არიან, რომლებიც მისი სახელით საუბრობენ“ („მისიონერული მსახურება“, ხელმძღვანელთა პირველი მსოფლიო ტრენინგის შეხვედრა, იანვ., 11, 2003 წ, გვ. 20).

ღმერთის მინდობა ლოცვისას

ღმერთისადმი რწმენა ნიშნავს მასზე მინდობას. აღნიშნულში ასევე მოიაზრება, მისი ნებისა და დროის ნდობა ლოცვებზე პასუხების გასაცემად (იხ. ესაია 55:8–9). პრეზიეტნი დალინ ჰ. ოუქსი გვასწავლიდა:

„არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერია ჩვენი რწმენა, ის მაინც ვერ შექმნის ღმერთის ნების საწინააღმდეგოს. გაიხსენე აღნიშნული, როცა იფიქრებ, რომ შენს ლოცვებზე პასუხი მოვიდა არა იმ დროს და არა ისეთნაირად, როგორც შენ გსურდა. უფალი იესო ქრისტესადმი რწმენის გამოვლენა ყოველთვის ექვემდებარება ზეცის წესრიგს, უფლის სიკეთეს, ნებას, სიბრძნესა და დროს. როდესაც გვაქვს ასეთი რწმენა და ნდობა უფლის მიმართ, ჩვენ გვაქვს ნამდვილი უსაფრთხოება და სიმშვიდე ჩვენს ცხოვრებაში” („გამოსყიდვა და რწმენა”, „Ensign”, აპრ., 2010 წ, 30).

იმ ლოცვებთან დაკავშირებით, რომლებიც თითქოს უპასუხო რჩება, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა:

„ვიცი ეს შეგრძნება! ვიცი ასეთი მომენტებისთვის დამახასიათებელი შიში და ცრემლები. მაგრამ, ისიც ვიცი, რომ ჩვენი ლოცვები უყურადღებოდ არასდროს რჩება. ჩვენი რწმენა ყოველთვის დაფასებულია. ვიცი, რომ ყოვლისმცოდნე ზეციური მამის ხედვა უფრო ფართოა, ვიდრე ჩვენი. ჩვენ ვიცით ჩვენი მოკვდავი პრობლემებისა და ტკივილის შესახებ, ხოლო მან — ჩვენი უკვდავი პროგრესისა და პოტენციალის შესახებ. თუ ვლოცულობთ, რათა გავიგოთ მისი ნება და მოთმინებითა და გამბედაობით დავემორჩილოთ მას, ზეციური განკურნება მოხდება მისი გზით და მის მიერ შერჩეულ დროს” („იესო ქრისტე — ოსტატი მკურნალი”, ლიახონა, ნოემ., 2005 წ, 86).

გამოსახულება
გზა ემაუსისკენ, ავტორი: გრეგ ოლსენი

ისწავლე სულიწმინდის კარნახის ამოცნობა

შენთვის და შენი მოწაფეებისთვის მნიშვნელოვანია, შეგეძლოთ სულიწმინდასთან საუბრის ამოცნობა. სულიწმინდა, როგორც წესი, ჩუმად გვესაუბრება — შეგრძნებების, გონებისა და გულის მეშვეობით. წინასწარმეტყველმა ელიამ აღმოაჩინა, რომ უფლის ხმა არ იყო ქარში, მიწისძვრაში ან ცეცხლში, არამედ იყო „ოდნავი ჩქამი“ (3 მეფეთა 19:12). „ეს არ იყო ჭექა-ქუხილის ხმა, არც ხმა დიდი მღელვარებისა, არამედ, აჰა, ეს იყო წყნარი ხმა, სრულყოფილი სიმშვიდის, ვითარცა ჩურჩული და იყო თვით სულში ჩამწვდომი“ (ჰელამანი 5:30).

სულიწმინდასთან ურთიერთობა ყველასთვის სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. რა სახისაც არ უნდა იყოს ასეთი საუბარი, წმინდა წერილები მათ ამოცნობას გვასწავლის. მაგალითად, სულიწმინდა დაგარიგებს და წინ გაგიძღვება სიკეთის კეთებაში. ის გაგინათებს გონებას. ის წინ გაგიძღვება, რათა ცხოვრების გზაზე თავმდაბლად იარო და სწორად განსაჯო მოვლენები. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 11:12–14 და „პირადი სწავლის“ ჩანართი ამ ნაწილში, ქვემოთ.)

პასუხად კითხვაზე „როგორ ამოვიცნოთ სულიწმინდის კარნახი“? პრეზიდენმა გორდონ ბ. ჰინკლიმ წაიკითხა მორონი 7:13, 16–17 და შემდეგ განაცხადა:

„როდესაც ყველაფერი ითქვა და გაკეთდა, გამოცდის დრო დგება. გვიბიძგებს ეს კარნახი სიკეთის კეთებისკენ, ამაღლებისკენ, სწორად მოქცევას მიგვითითებს, გვასწავლის, ვიყოთ კეთილი და დიდსულოვანი? მაშინ ეს არის ღმერთის სული. …

„. …თუ სიკეთის კეთებისკენ მოგვიხმობს, ის ღმერთისგან მოდის. თუ ბოროტის კეთებისაკენ — მაშინ ეს ეშმაკისგან არის. … და თუ სწორად იქცევით და სწორად ცხოვრობთ, გულში გეცოდინებათ, რას გეუბნებათ სულიწმინდა.

„სულიწმინდის კარნახის ამოცნობა შესაძლებელია სულიწმინდის ნაყოფით — ღვთის სულია რაც ნათელს გვფენს, რაც გვზრდის, რაც დადებითია და აგვამაღლებს, გვძენს უკეთეს ფიქრებსა და სიტყვებს, გვაკეთებინებს უკეთეს საქმეებს“ (გორდობ ბ. ჰინკლის სწავლებანი [1997 წ], 260–61).

როცა სულიწმინდის გაძღოლას ეძიებ და მიჰყვები, დროთა განმავლობაში განვითარდება მისი ამოცნობისა და გაგების უნარი (იხ. 2 ნეფი 28:30). სულიწმინდის ხმის ამოცნობის სწავლა გარკვეულ წილად ახალი ენის სწავლას ჰგავს . ეს არის ეტაპობრივი პროცესი, რომელიც მოითხოვს სიბეჯითესა და მოთმინებას.

გულის მთელი მოწადინებით ეძიე სულიწმინდის გაძღოლა. თუ სხვა საქმეებით ხართ დაკავებული, შეიძლება ვერც იგრძნო სულიწმინდის ნაზი ჩურჩული. ან შეიძლება ის ელის, სანამ დაიწყებ თავმდაბალი მზადყოფნით მისი მოქმედების ძიებასა და მისი მითითებების შესაბამისად მოქმედებას.

სამყაროში უამრავი ხმა ცდილობს ჩვენი ყურადღების მიპყრობას. ამას სულიერი შთაბეჭდილებების გადატვირთვა ადვილად შეუძლია, თუ სულიწმინდას არ დავუთმობთ ჩვენს გულებში ადგილს. გახსოვდეთ უფლის ეს დარიგება: „შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი“ (ფსალმუნი 45:10; იხ. ასევე მოძღვრება და აღთქმები 101:16).

გამოსახულება
უხუცესი დევიდ ა. ბედნარი

„ღმერთი იყენებს მრავალფეროვან ნიმუშებს, რათა გადასცეს გამოცხადებები თავის ძეებსა და ასულებს, როგორიცაა აზრები გონებაში, შეგრძნებები გულში, ოცნებები … და შთაგონება. ზოგიერთი გამოცხადება მიიღება დაუყოვნებლივ და ძლიერად; ზოგიერთის ამოცნობა ხდება თანდათანობით და ნაკლებ შეუმჩნევლად. ღვთისგან გამოცხადებების მიღება, ამოცნობა და მათზე რეაგირება სულიერი საჩუქრებია, რომლებისკენაც ჩვენ ყველა უნდა მივილტვოდეთ და სათანადოდ ვეძიებდეთ“ (დევიდ ა. ბედნარი, „გამოცხადების სული მოქმედებაში“, 2018 წ., მისიის ხელმძღვანელობის სემინარი).

პირადი სწავლა

შეისწავლე წმინდა წერილი წინამდებარე ცხრილის მიხედვით. გაიხსენე მომენტები, როდესაც განიცადე ამ მუხლებში აღწერილი რომელიმე შეგრძნება, მოსაზრება ან შთაბეჭდილება. შესწავლისა და გამოცდილების მიღებისას, ამ სიას სხვა წმინდა წერილების ნაწყვეტებიც დაამატე. იფიქრე იმაზე, თუ როგორ გამოიყენო ეს პრინციპები, რათა დაეხმარო სხვებს, იგრძნონ და ამოიცნონ სულიწმინდა.

მოძღვრება და აღთქმები 6:23; 11:12–14; 88:3; იოანე 14:26–27; რომაელთა 15:13; გალატელთა 5:22–23

გვაძლევს სიყვარულის, სიხარულის, სიმშვიდის, ნუგეშის, მოთმინების, თვინიერების, სირბილის, რწმენისა და იმედის შეგრძნებებს.

ალმა 32:28; მოძღვრება და აღთქმები 6:14–15; 8:2–3; 1 კორინთელთა 2:9–11

გვავსებს სინათლით, გვაწვდის იდეებს გონებაში და შეგრძნებებს - გულში.

ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:11–12

ძლიერ ეფექტს სძენს წმინდა წერილებს.

ალმა 19:6

ანაცვლებს ბნელეთს სინათლით.

მოსია 5:2–5

გვიძლიერებს ბოროტის არიდების და მცნებების დამორჩილების სურვილს.

მორონი 10:5; მოძღვრება და აღთქმები 21:9; 100:8; იოანე 14:26; 15:26; 16:13

გვასწავლის ჭეშმარიტებას და გვახსენებს მას.

მოძღვრება და აღთქმები 45:57

გვხელმძღვანელობს და გვიცავს შეცდომაში შეყვანისგან.

2 ნეფი 31:18; მოძღვრება და აღთქმები 20:27; იოანე 16:13–14

ადიდებს ზეციურ მამასა და იესო ქრისტეს და მოწმობს მათზე.

მოძღვრება და აღთქმები 42:16; 84:85; 100:5–8; ლუკა 12:11–12

თავმდაბალ მასწავლებლებს სიტყვებს კარნახობს.

მორონი 10:8–17; მოძღვრება და აღთქმები 46:8–26; 1 კორინთელთა 12

გვაძლევს სულიწმინდის ძღვენს.

მოძღვრება და აღთქმები 46:30; 50:29–30

გვასწავლის, რისთვის ვილოცოთ.

2 ნეფი 32:1–5; მოძღვრება და აღთქმები 28:15

გვასწავლის, რა გავაკეთოთ.

1 ნეფი 10:22; ალმა 18:35

გვეხმარება სამართლიან საუბარში, უფლებამოსილებითა და ძალით.

2 ნეფი 31:17; ალმა 13:12; 3 ნეფი 27:20

განგვწმენდს და მოგვიტევებს ცოდვებს.

1 ნეფი 2:16–17; 2 ნეფი 33:1; ალმა 24:8

მსმენელის გულამდე ჭეშმარიტებია მიაქვს.

1 ნეფი 18:1–3; გამოსვლა 31:3–5

აუმჯობესებს უნარ-ჩვევებსა და შესაძლებლობებს.

1 ნეფი 7:15; 2 ნეფი 28:1; 32:7; ალმა 14:11; მორმონი 3:16; ეფერი 12:2

წინ გვწევს ან უკან გვაკავებს.

მოძღვრება და აღთქმები 50:13–22

ჭკუას არიგებს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.

დაყრდენი სულიწმინდას

როგორც უფლის მსახურმა, უნდა შეასრულო მისი საქმე მისი გზითა და მისი ძალით. წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის სწავლების მიხედვით, „ვერავინ იქადაგებს სახარებას სულიწმინდის გარეშე“ (სწავლებანი: ჯოზეფ სმითი 332).

მიენდე სულიწმინდას, რათა გაგიძღვეს საქმის ყველა ასპექტში. ის აგავსებს სინათლით და შთაგაგონებს. იგი გაპოვნინებს მოსწავლეებს და გააძლიერებს შენს სწავლებას. ის გვერდში გეყოლება, როცა დაეხმარები წევრებს, დაბრუნებულ წევრებს და ახალმოქცეულებს რწმენის განმტკიცებაში.

ზოგიერთი მისიონერი თავდაჯერებულია, ზოგს კი თავდაჯერებულობა აკლია. მორჩილებით ენდე იესო ქრისტეს და გწამდეთ მისი და არა საკუთარი თავის. დაეყრდენი სულიწმინდას და არა საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს. სულიწმინდა შენს ძალისხმევას ისე განადიდებს, როგორც დამოუკიდებლად ვერასდროს შეძლებდი ამას.

წმინდა წერილის შესწავლა

შეისწავლე შემდეგი წმინდა წერილები და დაფიქრდი, როგორ პასუხობს ისინი იმ მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც ყოველდღე უნდა დასვა. როგორ შეგიძლია წინამდებარე ნაწყვეტებში მოცემული სწავლებების გამოყენება შენს პოვნის მცდელობებში, სესიების დაგეგმვაში, პირადი და მეწყვილესთან ერთად სწავლაში? როგორ შეგიძლია გამოიყენო ეს ნაწყვეტები შენს სწავლების ძალისხმევაში, ადამიანების მიერ ვალდებულებების აღების მოწვევაში და ამ ვალდებულებების შესრულების დახმარებაში?

სად წავიდე?

რა უნდა ვქნა?

რა უნდა ვთქვა?

როგორ უნდა გამოვიყენო წმინდა წერილები ჩემს სწავლებაში?

გაფრთხილების სიტყვა

დაადასტურე შთაბეჭდილებები სანდო წყაროებთან

როდესაც შთაგონებისთვის ლოცულობ, შეადარე შენი სულიერი შთაბეჭდილებები წმინდა წერილებსა და ცოცხალი წინასწარმეტყველების სწავლებებს. სულიწმინდისგან შთაგონებული შთაბეჭდილებები ამ წყაროებთან შესაბამისობაში იქნება.

ეძიე გამოცხადება დავალების ფარგლებში

დარწმუნდი, რომ მიღებული შეგრძნებები შენს დავალებას შეესაბამება. თუ მოხმობილი არ ხარ სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ, სულიწმინდისგან მიღებული შთაბეჭდილებები არ გეძლევა სხვების დარიგების ან მათთვის სწორი მიმართულების მისაცემად. მაგალითად, შენ ვერ მიიღებ გამოცხადებას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ეპისკოპოსმა თავის მოწოდებაში.

გამოსახულება
სინათლის ძღვენი

სულიწმინდის ჭეშმარიტი გავლენის ამოცნობა

პრეზიდენტმა ჰოვარდ ვ. ჰანტერმა დაგვარიგა: „სიფრთხილის შესახებ გეტყვით. … ვფიქრობ, თუ ფრთხილად არ ვიქნებით, … შეიძლება დავიწყოთ უფლის სულის ჭეშმარიტი გავლენის გაყალბების მცდელობა უღირსი და მანიპულაციური საშუალებებით. მაშფოთებს, როცა ძლიერი ემოცია ან ცრემლები სულიწმინდის არსებობას უტოლდება. რა თქმა უნდა, უფლის სულს შეუძლია ძლიერი ემოციური განცდების, მათ შორის ცრემლების მოტანა, მაგრამ ეს გარეგანი გამოვლინება არ უნდა აგვერიოს თვით სულიწმინდის არსებობაში“ (ჰოვარდ ვ. ჰანტერის სწავლებანი [1997 წ.], 184).

ნუ ეცდები სულიერი მოვლენების ძალით გაჩენას

სულიერი მოვლენები ძალით ვერ მოვა. შეგიძლია განავითარო დამოკიდებულება და გარემო, რომელიც მოიწვევს სულიწმინდას და შეგიძლია მოემზადო ამისთის, მაგრამ ვერ უკარნახებ, თუ როგორ და როდის უნდა მოვიდეს შთაგონება. იყავი მომთმენი და გქონდეს რწმენა, რომ თავის დროზე მიიღებ იმას, რაც გჭირდება.

შეინარჩუნე სულიერი გამოცდილებების სიწმინდე

როგორც მისიონერმა, შეიძლება ახლა უფრო მეტად ამოიცნო სულიერი გამოცდილებები, ვიდრე ადრე. ეს გამოცდილებები წმინდაა და, როგორც წესი, ისინი პირადად შენი განსწავლის, მითითებებისა და გამოსწორებისთვის არის განკუთვნილი.

უმჯობესია, ამ გამოცდილებათა უმეტესობა შენთვის შეინახო. მხოლოდ მაშინ გააზიარე ისინი, როცა სულიწმინდა გამცნობს, რომ ამით სხვა ადამიანებს დალოცავ (იხ. ალმა 12:9; მოძღვრება და აღთქმები 63:64; 84:73).

ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი განსჯა გამოიყენე

ზოგჯერ გვსურს, სულიწმინდა ყველაფერში დაგვეხმაროს. მაგრამ ხშირად ხდება, რომ უფალს სურს, გადაწყვეტილება თავად მივიღო (იხ. მოძღვრება და აღთქმები 60:5; 61:22; 62:5). პრეზიეტნი დალინ ჰ. ოუქსი გვასწავლიდა:

„უფლის გაძღოლის წადილი დიდი სიძლიერეა, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ზეციური მამა ბევრი გადაწყვეტილების მიღების უფლებას გვიტოვებს. პირადი გადაწყვეტილების მიღებით ჩვენ ვიზრდებით, რის გამოსაცდელადაც გავდივართ მიწიერ ცხოვრებას. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გადაწყვეტილების მიღება უფალს გადააბარონ და ყველა არჩევანში გამოცხადებას სთხოვენ, მალე აღმოჩნდებიან ისეთ გარემოებაში, როცა ილოცებენ გაძღოლისთვის და არ მიიღებენ მას. მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს იმ მრავალ გარემოებაში, როდესაც არჩევანი ტრივიალურია ან ორივე არჩევანია მისაღები.

„ჩვენ უნდა შევისწავლოთ საკითხი ჩვენს გონებაში, მსჯელობის უნარის გამოყენებით, რომელიც ჩვენმა შემოქმედმა გვიბოძა. შემდეგ, უნდა ვილოცოთ გაძღოლისათვის და მიღებულ პასუხზე დაყრდნობით ვიმოქმედოთ. თუ გაძღოლას ვერ მივიღებთ, თავად უნდა მივიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება. ადამიანები, რომლებიც დაჟინებით ეძიებენ გამოცხადებულ გაძღოლას იმ საკითხებზე, რომლებზეც უფალმა არჩია არ მოგვცეს მითითება, შეიძლება გამოიგონონ პასუხი საკუთარი ფანტაზიით ან მიკერძოებით, ან შესაძლოა მიიღონ პასუხი ცრუ გამოცხადების საშუალებით“ („Our Strengths Can Become Our Downfall [ჩვენი სიძლიერე შესაძლოა ჩვენი დაცემის მიზეზი გახდეს],” „Ensign”, ოქტ., 1994 წ, 13–14).

წმინდა წერილის შესწავლა

სულიწმინდაზე დაყრდნობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უფალი გვაფრთხილებს, არ უარვყოთ და არ ჩავახშოთ იგი. რა ისწავლე წმინდა წერილის ამ ნაწყვეტებიდან?


იდეები სწავლისა და გამოყენებისთვის

პირადი სწავლა

  • გაყავი გვერდი ორ სვეტად. დაასათაურე პირველი სვეტი — „რა გააკეთა უფალმა“, ხოლო მეორე სვეტი — „რა გააკეთა ლეხიმ ან ნეფიმ“. წაიკითხე ლიახონასა და გატეხილი მშვილდის ისტორია (1 ნეფი 16:9–31) ან ნეფის მიერ გემის აგების ისტორია (1 ნეფი 17:7–16; 18:1–6). ისტორიიდან ამოწერე მოვლენები შესაბამის სვეტში. დაფიქრდი, რას გასწავლის ისტორია შთაგონების ბუნებაზე.

  • გადახედეთ შენს სამუშაო რვეულს და მოძებნე შემთხვევები, როცა სულიწმინდა გაგიძღვა ან სულიწმინდის ძღვენის გამოცდილება მიიღე. იფიქრე, როდის, სად და რატომ მიიღე ეს გამოცდილებები. როგორ გამოვლინდა უფლის ხელი? რა იგრძენი? ამ გამოცდილებების გახსენება დაგეხმარება სულიწმინდის ამოცნობაში.

  • შეისწავლე ალმა 33:1–12 და ალმა 34:17–31. რომელ კითხვებზე პასუხობდნენ ალმა და ამულეკი? (გადაიკითხე ალმა 33:1–2.) როგორ უპასუხეს მათ ამ კითხვებს? რა გარანტიები მისცეს?

  • უფალი დაგვპირდა, რომ სულიწმინდა მრავალ მნიშვნელოვან გზაზე გაგვიძღვებოდა. როდესაც წაიკითხავ შემდეგ ნაწყვეტებს, განსაზღვრე შენი საქმის ასპექტები, რომლებსაც სულიწმინდის გაძღოლა სჭირდება. რას ნიშნავს წინამდებარე წმინდა წერილის პრინციპები შენი პირადი და მეწყვილესთან სწავლისთვის? რაიონის საბჭოს შეხვედრებისთვის, ზონალური კონფერენციისთვის, ნათლობის მსახურებებისთვის და სხვა შეხვედრებისთვის?

    ლოცვა

    შეხვედრების ჩატარება

მეწყვილესთან ერთად სწავლა და მეწყვილის შეცვლა

  • ისაუბრეთ ლოცვებზე, რომლებსაც მეწყვილესთან ერთად აღავლენთ. უძღვება მათ სულიწმინდა? როგორ მიიღეთ პასუხები ლოცვებზე, როგორც მეწყვილეებმა? როდესაც ლოცულობთ, როგორც მეწყვილეები, თქვენ:

    • გწამთ, რომ ღმერთი მოგცემთ იმას, რასაც ითხოვთ სამართლიანად და მისი ნების შესაბამისად?

    • აღიარებთ და მადლობას უხდით ლოცვებზე მიღებული პასუხებისთვის?

    • ლოცულობთ ადამიანებისთვის მათი სახელის მოხსენიებით და ითვალისწინებთ მათ საჭიროებებს?

    • ლოცულობთ ერთმანეთისთვის და სულიწმინდისთვის, რათა გაგიძღვეთ?

    • შეგიძლიათ ამოიცნოთ თქვენს ლოცვებე პასუხები?

    • მეწყვილესთან ერთად ლოცულობთ იმ ვალდებულებით, რომ იმოქმედოთ მიღებული კარნახის მიხედვით?

  • განიხილეთ, როგორ ეძიოთ სულიწმინდის დახმარება უფრო გულმოდგინედ.

  • იმსჯელეთ იმ განსხვავებულ გზებზე, რომლებსაც აღწერენ ადამიანები, როგორც სულიწმინდის გავლენას. სამუშაო რვეულში ჩაიწერეთ თქვენი მოსწავლეების კომენტარები, რომლებიც მათ გაგიზიარეს სულიწმინდასთან მიღებული გამოცდილების შესახებ. როგორ შეგიძლია დაეხმარო სხვებს ამ წმინდა გავლენის ამოცნობაში?

ოლქის საბჭო, ზონალური კონფერენცია და მისიის ხელმძღვანელთა საბჭო

  • სთხოვე მისიონერებს, გააზიარონ ისტორია ან გამოცდილება, რომელიც მოისმინეს დამოწმების ბოლო შეხვედრაზე, სწავლებისას თუ სხვა გარემოში. სხვა ადამიანების მიერ მოთხრობილი სულიერი ისტორიები და გამოცდილება დაგეხმარება რწმენის განვითარებაში და იმის აღიარებაში, რომ სულიწმინდის გავლენა ფართოდ და ხშირად ვლინდება.

  • სთხოვე მისიონერებს, ისაუბრონ მისიასა და სულიწმინდის ძალაზე.

  • იმსჯელე, როგორ გეხმარება მადლიერების გამოხატვა დაინახო ის მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზები, რომლითაც უფალი გაკურთხებთ (იხ. ეფერი 3:5; მოძღვრება და აღთქმები 59:21). ისაუბრე მადლიერების გამოხატვის საშუალებებზე.

  • სთხოვე ახალ წევრს ისაუბროს იმაზე, თუ როგორ მოახდინა სულიწმინდამ გავლენა მასზე, როდესაც ეკლესიას ეცნობოდა. სთხოვე პიროვნებას, მხოლოდ ის გამოცდილება გააზიაროს, რომელიც სათანადოდ მიაჩნია.

მისიის ხელმძღვანელები და მისიის მრჩევლები

  • შეგიძლია სთხოვო მისიონერებს, რომ თავიანთ ყოველკვირეულ წერილში შენთვის შესაბამისი სულიერი გამოცდილება შეიტანონ.

  • გასაუბრებისას ან საუბარში, დროდადრო ჰკითხე მისიონერებს დილისა და საღამოს ლოცვების შესახებ. თუ საჭიროება მოითხოვს, ითათბირეთ, როგორ გახადონ ლოცვები უფრო მრავლისმეტყველი.

  • ჰკითხე მისიონერებს, როგორ ეხმარებიან მოსწავლეებს სულიწმინდის არსებობის შეგრძნებასა და ამოცნობაში.