მისიის მოწოდებები
თავი 8: შეასრულე სამუშაო მიზნებითა და გეგმებით


„თავი 8: შეასრულე სამუშაო მიზნებითა და გეგმებით“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 8“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
ახლა, წადით (ახლა, წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი), ავტორი: ჰარი ანდერსონი

თავი 8

შეასრულე სამუშაო მიზნებითა და გეგმ3ბით

განიხილე შემდეგი

  • რატომ უნდა დავისახო მიზნები?

  • როგორ დამეხმარება მოქცევის ძირითადი მაჩვენებლები ინდივიდების სულიერ წინსვლაზე ფოკუსირებაში?

  • როგორ დავისახო მიზნები, შევადგინო გეგმები მათ მისაღწევად და განვახორციელო ჩემი გეგმები?

  • როგორ ჩავატარო ყოველკვირეული და ყოველდღიური დაგეგმვის სესიები?

  • როგორ გამოვიყენო „იქადაგე ჩემი სახარების“ აპლიკაცია საქმის შესასრულებლად?

  • რა არის პასუხისმგებლობის პრინციპი? როგორ დალოცავს ეს ჩემს ძალისხმევას?

შენ დაგნიშნეს უფლის საქმეში დასახმარებლად კონკრეტულ რეგიონში. მას სურს, დალოცო ადამიანები მისი სიყვარულითა და ჭეშმარიტებით. მას სურს, მოიწვიო ადამიანები და დაეხმარო მათ მასთან მიახლოებაში.

უფალს სურს, რომ „მგზნებარედ ჩაერთო[თ] [ამ] მართალ საქმეში“. იგი გთხოვს, „მგზნებარედ ჩაერთ[ო] მართალ საქმეში და აკეთ[ო] მრავალი რამ [შენი] თავისუფალი ნებით და აღასრულ[ო] დიდი სამართალი“ (მოძღვრება და აღთქმები 58:27; იხ. მუხლები 26–29). გააკეთე ყველაფერი, რათა ყოველი მეურვეობა და მრევლი, რომელშიც მსახურობ, დატოვო იმაზე ძლიერი, ვიდრე შენს მისვლამდე იყო.

წინამდებარე თავი დაგეხმარება დაისახო მიზნები, შეადგინო გეგმები ამ მიზნების მისაღწევად და ბეჯითად იშრომო შენი გეგმების შესასრულებლად. აქ აღწერილია მოქცევის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც წარმართავს შენს ძალისხმევას დაეხმარო ღვთის შვილებს სულიერ წინსვლაში. შემდეგ კი, წარმოდგენილია მიზნების დასახვის მარტივი პროცესი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო მისიონერული საქმის ყველა ასპექტში, მათ შორის შენი პირადი და ჯგუფური მიზნებისთვის. აქ ასევე მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ჩაატარო მეწყვილესთან ერთად ყოველკვირეული და ყოველდღიური დაგეგმვის სესიები.

მიზნების დასახვისა და გეგმების შედგენის სწავლა დაგლოცავს მთელი ცხოვრების მანძილზე. ის დაგეხმარება დადო და დაიცვა აღთქმები ღმერთთან, იმსახურო ეკლესიაში, განაგრძო განათლება, განვითარდე სამუშაო სივრცეში და შექმნა ძლიერი ოჯახი.

წმინდა წერილის შესწავლა

რისი სწავლა შეგიძლია შემდეგი წმინდა წერილებიდან დაგეგმვის შესახებ, რაც ღვთის საქმის განხორციელებაში დაგეხმარება?

გამოსახულება
მან განკურნა უამრავი სხვადასხვა დაავადება, ავტორი: ჯ. კირკ რიჩარდსი

დაეხმარე სხვებს მხსნელისკენ მოქცევაში

მოახდინე ფოკუსირება შენს მისიონერულ დანიშნულებაზე

ალბათ დაფიქრებულხარ, შენი მრავალი მისიონერული მოვალეობიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს კარგი კითხვაა, რომელიც გასათვალისწინებელია ყოველკვირეული და ყოველდღიური მიზნების დასახვისას და დაგეგმვისას. ამ კითხვაზე საპასუხოდ დაფიქრდი შენი, როგორც მისიონერის, დანიშნულებაზე:

„მოიწვიე სხვები ქრისტესთან, დაეხმარე მათ აღდგენილი სახარების მიღებაში იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის რწმენის, მონანიების, ნათლობის, სულიწმინდის ძღვენის მიღებისა და ბოლომდე გაძლების გზით“.

მიზნები და გეგმები შენმა მისიონერულმა დანიშნულებამ უნდა გიკარნახოს. ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ როგორ შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს გამოიყენონ თავიანთი არჩევნის თავისუფლება, რათა მოიქცნენ მხსნელისაკენ და მიიღონ მისი სახარება.

მიზნებისა და გეგმების დასახვისას, ეძიე სულიწმინდის მითითება და ითათბირე მეწყვილესთან. შემდეგ კი, მიჰყევი ამ გეგმებს და დრო ეფექტურად გამოიყენე.

გამოსახულება
პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი

„ჩვენ არ ვქადაგებთ და არ ვასწავლით იმისათვის, რომ „მოვიყვანოთ ხალხი ეკლესიაში“ ან გავზარდოთ ეკლესიის წევრთა რაოდენობა. ჩვენ არ ვქადაგებთ და არ ვასწავლით მხოლოდ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ადამიანები, იცხოვრონ უკეთესად. … ჩვენ ყველას ვიწვევთ, მივიდნენ ქრისტესთან მონანიებით, ნათლობითა და წევრად დამტკიცებით, რათა გაიღოს ცელესტიალური სასუფევლის კარი ღვთის ძეებისა და ასულებისთვის. სხვა ვერავინ გააკეთებს ამას“ (დალინ ჰ. ოუქსი, „მისიონერული საქმის დანიშნულება“, მისიონერული სატელიტური გადაცემა, აპრ., 1995 წ).

წმინდა წერილის შესწავლა

როგორ შეასრულეს ამ მისიონერებმა და წინასწარმეტყველებმა თავიანთი გეგმები უფლის დახმარებით?

მოქცევის ძირითადი მაჩვენებლების მორგება

ეკლესიის ხელმძღვანელებმა დაადგინეს მოქცევის ექვსი მაჩვენებელი. ეს ძირითადი მაჩვენებლები გეხმარება, ყურადღება გაამახვილო ღვთის შვილების სულიერ პროგრესზე. ისინი მიზნად ისახავს, დაგეხმაროს შენი ყოველდღიური ძალისხმევის მისიონერულ მიზნებთან მორგებაში.

მოქცევის ძირითადი მაჩვენებლები ქვემოთ არის მოცემული.

გამოსახულება
მისიონერები ხელის ჩამორთმევის პროცესში

ახალი ადამიანებისთვის სწავლება. თითოეული ადამიანი (მოუნათლავი), რომელმაც მიიღო გაკვეთილი მოცემულ კვირაში (მაგრამ მისთის არ უსწავლებიათ ბოლო სამი თვის განმავლობაში) და დაეთანხმა კონკრეტულ დაბრუნების შეხვედრას. გაკვეთილი, როგორც წესი, მოიცავს ლოცვას (როდესაც საჭიროა), სახარების სულ მცირე ერთი პრინციპის სწავლებას და მოწვევას.

გამოსახულება
მისიონერები სწავლებისას

გაკვეთილები მონაწილე წევრებთან. გაკვეთილების რაოდენობა მოცემულ კვირაში, რომელშიც პიროვნებას (მოუნათლავი) ასწავლეს და წევრიც იღებდა ამაში მონაწილეობას.

გამოსახულება
ოჯახი ეკლესიაში

იმ ადამიანების სწავლა, რომლებიც ესწრებიან ზიარების შეკრებას. თითოეული შენი მოსწავლე (მოუნათლავი), რომელიც მოცემულ კვირაში ზიარების შეკრებას დაესწრო.

გამოსახულება
ოჯახური ლოცვა

ადამიანები მონათვლის თარიღით. თითოეული ადამიანი, რომელიც კონკრეტულ თარიღზე მონათვლასა და წევრად დამტკიცებას დათანახმდა.

გამოსახულება
ნათლობა

ადამიანები, რომლებიც მოინათლნენ და წევრად დამტკიცდნენ. ყოველი ახალი წევრი, რომელმაც მიიღო ნათლობისა და წევრად დამტკიცების წეს-ჩვეულება და ვისაც მოცემულ კვირაში ელექტრონული ფორმა გაეგზავნა. (იხ. თავი 12 მოქცეულის ნათლობის განმარტებისთვის და ჩანაწერების შექმნის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.)

გამოსახულება
ქალები ეკლესიაში

ახალი წევრები ზიარების შეკრებას ესწრებიან. ყოველი ახალი წევრი, რომლისთვისაც ნათლობისა და წევრად დამტკიცების ფორმა იყო წარდგენილი ბოლო 12 თვის განმავლობაში, რომელიც დაესწრო ზიარების შეკრებას მოცემულ კვირაში.

მოკლედ რომ ვთქვათ, უპირატესობა მიანიჭე ადამიანების დახმარებას, რათა დათანხმდნენ ამ გამოცდილებაში მონაწილეობის მიღებას. დაუთმე ძალისხმევა შემდეგ ღონისძიებებს:

  • ისეთს, რომელიც დაგეხმარება ახალი მოსწავლეების მოძებნაში

  • ისეთს, რომელიც დაეხმარება ადამიანებს აღთქმების დადებასა და დაცვაში

  • ისეთს, რომელიც დაეხმარება მათ, ვინც ბოლო წელს მოინათლა და წევრად დამტკიცდა

თუ ვერ ხედავ, შენი ძალისხმევით როგორ დაეხმარები ადამიანს ისეთ წინსვლაში, როგორიც ასახულია შენს ძირითად მაჩვენებლებში, შეაფასე, ნამდვილად უნდა უთმობდე თუ არა დროს კონკრეტულ ღონისძიებას.

იმ ადამიანთათვის, ვისთანაც ნაკლებ დროს ატარებ, გააგრძელე სახარების მიმართ მათი ინტერესის გაღვივება . მათთან დასაკავშირებლად წევრების მოწვევა შეგიძლია. ასევე, შეგიძლია გამოიყენო ტექნიკური საშუალებები, რათა წაახალისო ისინი და გააგრძელო მათთვის მსახურება. დამატებითი იდეები იხ. „ტექნიკური საშუალებების გამოყენება“ მე-9 თავში.

გამოსახულება
უხუცესი ქუენტინ ლ. ქუქი

„დაგეგმვისა და მიზნების დასახვის საბოლოო მიზანი მოსწავლეების შეძენაა ანუ ისეთი მოქცეულების მოძებნა, რომლებიც დებენ და იცავენ წმინდა აღთქმებს, დაწყებული ნათლობის აღთქმით, გაგრძელებული სატაძრო აღთქმებამდე“ (ქუენტინ ლ. ქუქი, „დანიშნულება და დაგეგმვა“, მისიის ხელმძღვანელობის სემინარი, 25 ივნისი, 2019 წ).

დასახე მიზნები ძირითადი მაჩვენებლებით და შედგინე გეგმები

ყოველკვირეული დაგეგმვის დროს, შენ და შენმა მეწყვილემ უნდა დასახოთ მიზნები ყველა ძირითადი მაჩვენებლით. ძირითადი მაჩვენებლების მქონე მიზნებმა უნდა ასახოს შენი სურვილი, დაეხმარო მეტ ადამიანს მოქცევის დალოცვების მიღებაში.

განსაზღვრე მიზნები და დაგეგმე, რა შეგიძლია გააკეთო ისეთი, რაც შენი კონტროლის ქვეშ არის და გავლენას მოახდენს ძირითადი მაჩვენებლების შედეგებზე. მაგალითად:

  • ძირითადი მაჩვენებლების მქონე მიზნად შეგიძლია განსაზღვრო ახალი ადამიანების კონკრეტული რაოდენობა, რომლებსაც კვირის განმავლობაში უნდა ასწავლო. ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია სხვა ადამიანების არჩევნის თავისუფლებაზე. თუმცა ამ მიზნის მისაღწევად შენ ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც შენს კონტროლს ექვემდებარება. ამის გაკეთების ერთ-ერთი გზაა, ყოველ დღე გაესაუბრო კონკრეტული რაოდენობის ახალ ადამიანებს. შემდეგ კი, დაგეგმო, როგორ მოახერხებ ამას. ახალი იდეები იხ. წინამდებარე თავის დანართი 2 და თავი 9-ში.

  • ძირითადი მაჩვენებლების მქონე მიზნად შეგიძლია განსაზღვრო კონკრეტული რაოდენობა იმ ახალი წევრებისა და შენი მოსწავლეებისა, რომლებიც ზიარების შეკრებას დაესწრებიან. მოვლენ თუ არა, დამოკიდებულია მათ არჩევნის თავისუფლებაზე. თუმცა, ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც შენს კონტროლს ექვემდებარება, რომ ამ ძირითადი მაჩვენებლების შედეგზე მოახდინო გავლენა. დაგეგმე, როდის მოიწვიო ისინი და როგორ მიადევნო თვალი შედეგებს.

  • ძირითადი მაჩვენებლების მქონე მიზნად შეგიძლია განსაზღვრო კონკრეტული რაოდენობა იმ გაკვეთილებისა, რომლებსაც კვირის განმავლობაში ჩაატარებ. მიაღწევ თუ არა ამ მიზანს, დამოკიდებულია წევრებსა და შენს მოსწავლეებზე. თუმცა, ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც შენს კონტროლს ექვემდებარება, რომ ამ ძირითადი მაჩვენებლების შედეგზე მოახდინო გავლენა. დაისახე მიზანი, იმუშაო მეურვეობის ხელმძღვანელებთან, რათა შეხვედრაზე წევრებიც იმყოფებოდნენ. შემდეგ დაგეგმე, როგორ გაუწევ კოორდინირებას მათ მონაწილეობას.

თქვენ, როგორც მეწყვილეები, ადგენთ ძირითადი მაჩვენებლების მქონე მიზნებს თქვენს რეგიონში. ისინი დამყარებული უნდა იყოს (1) თქვენი მოსწავლეების პროგრესზე და (2) ახალი მოსწავლეების პოვნის საჭიროებაზე. ახალი მოსწავლეების მოძებნა მუდმივი საჭიროებაა.

მისიის მასშტაბით ძირითადი მაჩვენებლის მქონე მიზნები ეფუძნება თითოეული წყვილი მისიონერის მიერ დასახულ მიზნებს.

„იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაცია დაგეხმარება, ძირითადი მაჩვენებლების მქონე მიზნების განსაზღვრისას დარჩე ფოკუსირებული ადამიანებზე. ეს აპლიკაცია ასევე დაგეხმარება, ისწავლო წინა მიზნებიდან და გაჩვენებს შენს წინსვლას მიმდინარე მიზნებისკენ.

ძირითადი მაჩვენებლების მქონე მიზნები და შედეგები ავტომატურად ეცნობება შენი მისიის ხელმძღვანელებსა და ახალგაზრდა მისიონერ ხელმძღვანელებს, „იქადგე ჩემი სახარების“ აპლიკაციის მეშვეობით.

გაითვალისწინე: სხვებზე მეტად არ გაამახვილო ყურადღება რომელიმე ერთ ძირითადი მაჩვენებლის მქონე მიზანზე. მუდმივი ფოკუსირება ყველა ძირითად მაჩვენებელზე დაგეხმარება, უწყვეტად მოიწვიო ადამიანები, მივიდნენ ქრისტესთან და დადონ აღთქმები.

გამოსახულება
პრეზიდენტი თომას ს. მონსონი

„როდესაც აღსრულება იზომება, ის ყოველთვის უმჯობესდება. როდესაც აღსრულება იზომება და მოხსენიებულია, გაუმჯობესების ტემპის დაჩქარება ხდება“ (თომას ს. მონსონის ციტატა, hou Art a Teacher Come from God [„რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული”], ,,Improvement Era”, დეკ., 1970 წ, 101).

ბეჯითად შრომა

უფალს სურს, რომ შენი მისიონერული მსახურებისას „იმოქმედ[ო] … მთელი სიბეჯითით (მოძღვრება და აღთქმები 107:99). სიბეჯითე არის მუდმივი, თანმიმდევრული შრომა.

იშრომე ბეჯითად შენი ძირითადი მაჩვენებლების მქონე მიზნებზე. მოიხმე ადამიანები ისეთ ვალდებულებების აღებაზე, რაც მათ მოქცევაში დაეხმარება. შენი ბეჯითი ძალისხმევა შთააგონებს მათ, მოინდომონ ქრისტესთან მისვლა (იხ. 2 ნეფი 2:14–16).

ასწავლე სახარება ადამიანების საჭიროების მიხედვით. სულიწმინდის ძალით გაგებული მოძღვრება ყველაზე მეტად შთააგონებს მათ მოქმედებაზე.

ამავდროულად, გაიაზრე, რომ ძირითადი მაჩვენებლის მიზნები დამოკიდებულია სხვა ადამიანთა არჩევნის თავისუფლებაზე. ყოველთვის ეცი პატივი ადამიანთა არჩევნის თავისუფლებას.

გაითვალისწინე, რომ ძირითადი მაჩვენებლები საბოლოო მიზანი არ არის. არამედ, ისინი წარმოადგენს პიროვნების პოტენციურ სულიერ პროგრესს მონათვლის, დამტკიცებისა და საბოლოო მოქცევისკენ. პიროვნების რეალური პროგრესი მის არჩევანზეა დამოკიდებული. შენ მხარს უჭერ მათ წინსვლას მათი სახელით ქრისტესადმი რწმენის გამოვლენით, როდესაც დასახავ მიზნებს, დაგეგმავ, იმოქმედებ გულმოდგინედ და ემსახურები მათ შთაგონებული გზით.

როგორ დავისახოთ მიზნები და შევქმნათ გეგმები მათ მისაღწევად

მიზნების დასახვა და დაგეგმვა რწმენასთან დაკავშირებული ქმედებებია. მიზნებში ასახულია შენი გულის წადილი და ხედვა, რათა დაეხმარო საკუთარ თავს და სხვებს, მხსნელთან მიახლოებაში.

ყურადღებით გააზრებული მიზნები და გეგმები მოგცემს მკაფიო მიმართულებას. ისინი დაგეხმარება მეტი მოსწავლის პოვნაში. ეს გეგმები გაგიძღვება, რათა დაეხმარო შენს მოწაფეებს რწმენის განმტკიცებასა და მოქცევაში.

მიზნების დასახვა და დაგეგმვა შთამაგონებელ პროცესად აქციე. ილოცე გულმხურვალედ, გამოავლინე რწმენა, იმსჯელე მეწყვილესთან ერთად და მიჰყევი სულიწმინდის კარნახს. როდესაც ამგვარად დაგეგმავ, იგრძნობ, როგორ აკურთხებს უფალი შენი საშუალებით სხვებს.

გამოსახულება
პრეზიდენტი მ. რასელ ბალარდი

„მიზანი არის მიმართულება ან დასასრული, ხოლო გეგმა — იქ მისასვლელი გზაა. … მიზნის დასახვა არსებითად იწყება დასასრულის გათვალისწინებით. და დაგეგმვა არის ამ მიზნის მისაღწევად გზის გამოგონება“ (მ. რასელ ბალარდი, „Return and Receive [დაბრუნდი და მიიღე]”, ლიახონა, მაისი, 2017 წ, 62–63).

მიზნების დასახვისა და მიღწევის პრინციპები

ქვემოთ მოცემული პროცესი დაგეხმარება დაისახო მიზნები და მიაღწიო მათ.

გამოსახულება
მიზნის დასახვის დიაგრამა
  1. ლოცვის თანხლებით განსაზღვრე მიზნები და შეადგინე გეგმა. დაისახე რეალისტური მიზნები, თუმცა ისეთი, რომელიც ძალების სრულ მობილიზებასა და რწმენას მოითხოვს. ნუ დაისახავ ძალიან დიდ ან ძალიან პატარა მიზანს. დაგეგმე, როგორ მიაღწიო მათ.

  2. ჩაიწერე და შექმენი განრიგი. დეტალური განრიგის სახით ჩაიწერე მიზნები და გეგმები.

  3. იმოქმედე გეგმის მიხედვით. მიზნების მისაღწევად ბეჯითად იშრომე. გამოავლინე უფლისადმი რწმენა, რათა დაგეხმაროს.

  4. გადახედე და მიადევნე თვალი. რეგულარულად შეაფასე პროგრესი და ჩაინიშნე გაწეული ძალისხმევა. განიხილე, რას გააკეთებ განსხვავებულად და როგორ გააუმჯობესებ. საჭიროებისამებრ, შეიტანე ცვლილება გეგმებში.

თუ ამ მიზნის დასახვის პროცესს მიჰყვები, უფალი შენს ძალისხმევას განადიდებს. შენი უნარი გაიზრდება, როგორც საშუალება მის ხელში. შენ ბევრ სიკეთეს მოიტან ზეციური მამის შვილების კურთხევით.

დაისახე მიზნები და შეადგინე გეგმები შენი საქმიანობის ყველა ასპექტში.

ლოცვის თანხლებით ეძიე სულიწმინდის გაძღოლას, როდესაც გამოიყენებ მიზნების დასახვის პროცესს მისიონერული საქმიანობის ყველა ასპექტში. ზოგიერთი მოიცავს შემდეგს:

  • ადამიანებისთვის წინსვლაში დახმარების გაწევა (იხ. დანართი 1 წინამდებარე თავში).

  • ახალი მოსწავლეების პოვნა (იხ. დანართი 2 წინამდებარე თავში).

  • წევრებთან მუშაობა, თემში და მეურვეობაში მსახურება (იხ. თავი 9 და თავი 13).

  • მეწყვილესთან ერთად შეთანხმებულად მუშაობა (იხ. პუნქტი 6 „ყოველკვირეულ დაგეგმვის სესიაში“).

  • იესო ქრისტესადმი შენი რწმენის გაძლიერება.

  • შენი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება, მათ შორის, ენის სწავლის უნარის (იხ. თავი 7).

დასახე სათანადო მიზნები

ნუ დაუსახავ ძირითადი მაჩვენებლების მქონე მიზნებს სხვა მისიონერებს. თუმცა, შეგიძლია უხელმძღვანელო და წაახალისო ისინი, რათა საკუთარი მიზნების დასახვისას გამოიყენონ მიზნების დასახვის პრინციპები.

ფრთხილად იყავი: არ გამოიყენო სხვებთან შედარება.

არ გამოიყენოთ მიზნის მიღწევა, როგორც ნორმა, საჯარო აღიარებისთვის, საჯაროდ შესწორებისთვის ან ვინმეს შერცხვენისთვის.

გამოსახულება
პრეზიდენტი სპენსერ ვ. კიმბალი

„ჩვენ გვჯერა მიზნების დასახვის. ჩვენ მიზნებით ვცხოვრობთ. … [ერთ-ერთი] მნიშვნელოვანი მიზანია, სახარების გაცნობა ყველასთვის. … ჩვენი მიზანია მარადიული სიცოცხლის მოპოვება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“ (სპენსერ ვ. კიმბალი, რეგიონალური წარმომადგენლობების სემინარი, 3 აპრ., 1975 წ, 6).

ყოველკვირეული და ყოველდღიური დაგეგმვის სესიების განხორციელება

ყოველკვირეული დაგეგმვა გეხმარება საერთო სურათის დანახვასა და ადამიანებზე ფოკუსირებაში. ის ასევე გეხმარება, ყურადღება გაამახვილო უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. ყოველდღიური დაგეგმვა გეხმარება მიეჩვიო და მოემზადო ყოველდღე კონკრეტული ქმედებების განხორციელებისთვის. უნდა იყო პროდუქტიული და არა უბრალოდ დაკავებული.

დაგეგმვის სესიებისას, საკუთარ თავს დაუსვი ძირითადი კითხვები — შენი აზრით, რის გაკეთება სურს უფალს შენგან? ეძიე შთაგონება ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად თითოეული სიტუაციისა და ადამიანისათვის შესაბამისი გზებით. და შემდეგ, ეს პასუხები შექმნის შენს გეგმებს.

ყოველკვირეული დაგეგმვის სესია

ჩაატარე ყოველკვირეული დაგეგმვის სესია შენს მეწყვილესთან ერთად, მისიის პრეზიდენტის მიერ დადგენილ დღესა და დროს. მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს.

  1. ილოცე და ეძიე შთაგონება. ზეციურ მამას სთხოვე, გაგიძღვეს ისეთი გეგმის შედგენაში, რომლითაც მის მიზნებს შეასრულებ. სთხოვე მას, აკურთხოს შენი ძალისხმევა და დაეხმაროს ადამიანებს წინსვლაში და ქრისტესთან მისვლაში.

  2. გამოიყენე „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაცია — დაისახე მიზნები და შეადგინე გეგმები ყველა ძირითადი მაჩვენებლისთვის. გამოიყენე ზემოთ აღწერილი მიზნების დასახვის პროცესი. დაიწყე:

    • წინა წელს მონათლული და წევრად დამტკიცებული ადამიანებით.

    • მონათვლის თარიღის მქონე ადამიანებით.

    • შენი მოსწავლეებით, რომლებიც ზიარების შეკრებას ესწრებიან.

    • ახალი მოსწავლეებით.

    • დაბრუნებული წევრებით, ნაწილობრივ მონათლური ოჯახებით და პოტენციური უხუცესებით.

    • ძველი მოსწავლეებით.

    მოსწავლეებთან მიზნების დასახვის პროცესის გამოყენების იდეები იხ. წინამდებარე თავის დანართი 1 -ში.

  3. გამოიყენე მიზნების დასახვის პროცესი, რათა იპოვო ახალი მოსწავლეები (პოვნაში დახმარებისთვის იხ. წინამდებარე თავის დანართი 2 და თავი 9 ).

  4. მეურვეობის ხელმძღვანელებსა და წევრებთან დაახლოებისთვის გამოიყენე მიზნების დასახვის პროცესი. დაისახე მიზნები და შეადგინე გეგმები, თუ როგორ დაუჭერ მათ მხარს სახარების გაზიარების მცდელობებში (იდეები იხ. თავი 9 და თავი 13). მოემზადე მეურვეობის ყოველკვირეული შეხვედრისათვის (იხ. თავი 13).

  5. გადახედე შენს გეგმებსა და მიზნებს „იქადაგე ჩემი სახარება“ -ს აპლიკაციაში. დაამტკიცე შენი გაკვეთილები და შეხვედრები.

  6. ჩაატარე თათბირი მეწყვილესთან. როგორც წესი, ეს შემდეგი ელემენტებისგან შედგება:

    • სურვილის შემთხვევაში, გაუზიარე შესაფერისი პირადი მიზნები და სთხოვე მეწყვილეს, დაგეხმაროს ამ მიზნების მიღწევაში.

    • იმსჯელეთ თქვენი ურთიერთობის სიძლიერეზე. იმსჯელეთ, რა გამოწვევები ახლავს თან მორჩილებას ან ერთად მუშაობას. მოაგვარეთ ნებისმიერი კონფლიქტი იმით, რომ (1) თითოეულ ადამიანს მიეცით საშუალება სრულად გამოხატოს თავისი შეხედულებები, (2) გაიგოთ და მიიღოთ თითოეული ადამიანის საზრუნავი და (3) ერთად შეიმუშაოთ გამოსავალი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს გადაჭრის.

    • გაუზიარე შენს მეწყვილეს, რას თვლი მის სიძლიერედ. სთხოვე გაგიზიაროs გაუმჯობესების გზები.

    • დაისახე მიზნები ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

    მეწყვილესთან თათბირი დაგეხმარება მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაში, რომლებსაც პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, ეკლესიის მსახურებაში, სამსახურში და სხვა საქმიანობაში გამოიყენებ.

  7. დაასრულეთ ლოცვით.

ყოველდღიური დაგეგმვის სესია

ყოველ დილას გამოყავი 30 წუთი და დაისახე მიზნები და შეადგინე გეგმები შენს მეწყვილესთან ერთად. მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს.

  1. ილოცე და ეძიე შთაგონება.

  2. გადახედე შენი ყოველკვირეული ძირითადი მაჩვენებლის მქონე გეგმების წინსვლას.

  3. გადახედე შენს გეგმებს, რათა დაეხმარო მოსწავლეებს. პრიორიტეტი მიანიჭე შენს ძალისხმევას, რათა დაეხმარო მათ, ვინც ყველაზე მეტ პროგრესს აღწევს. საჭიროებისამებრ, შეცვალე დღიური მიზნები და გეგმები.

  4. აიღე ვალდებულება ქმედებებზე, რომლებითაც ყოველდღე ახალი მოსწავლე გეყოლება და დაეხმარები მათ, ვისაც უკვე ასწავლი.

  5. დაგეგმე, როგორ იმუშავებ ადგილობრივ ხელმძღვანელებთან და წევრებთან.

  6. დაასრულე ლოცვით.

მეწყვილესთან ერთად სწავლა

გადახედე ამ თავის ბოლოში მოცემულ დანართი 1 და დანართი 2 იდეებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენო მიზნების დასახვის პროცესი სწავლებასა და მოსწავლეების პოვნაში. განსაზღვრე, როგორ გამოიყენებ ამ იდეებს.

გამოიყენე „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაცია

რაც შეეხება მათ, ვინც მორონის დროს მოინათლნენ, მან თქვა: „მათ სახელებს იწერდნენ, რომ დაემახსოვრებინათ და ღმერთის კეთილი სიტყვით გამოეკვებათ, რათა სწორ გზაზე დარჩენილიყვნენ “(მორონი 6:4). ამ პრინციპის გამოყენების ერთ-ერთი გზა სათანადო ჩანაწერების გაკეთებაა.

ჩაიწერე შენი ძალისხმევა

ჩანაწერების გაკეთება არის სიყვარულითა და ზრუნვით შენი რეგიონის გულმოდგინე პატრონობის ნაწილი. დაიცავი სიზუსტე და ჩანაწერები მუდმივად განაახლე. ეს დაგეხმარება გახსოვდეს, რა უნდა გააკეთო ადამიანების დასახმარებლად.

„იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაცია საშუალებას გაძლევს, კოორდინაცია გაუწიო და გაუზიარო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადგილობრივ ხელმძღვანელებსა და წევრებს ადამიანების პროგრესისა და სამუშაოს შესახებ.

მიჰყევი მონაცემთა და პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის მითითებებს

მიჰყევი მონაცემთა შენახვისა და კონფიდენციალურობის მითითებებს მიზნებისა და გეგმების ჩაწერისას „იქადაგე ჩემი სახარებას“-ს აპლიკაციასა და ბეჭდურ ვერსიაში. ინფორმაციისთვის იხ. იესო ქრისტეს მოწაფეთა მისიონერული სტანდარტები, 7.5.

დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები, სანამ ჩაიწერ ან გააზიარებ ინფორმაციას „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაციაში, ელფოსტაში, სოცქსელებში, ჩანაწერებში ან სხვა კომუნიკაციებში:

  • როგორ მოეწონებოდა ამ ადამიანს ის, რასაც ვიწერ?

  • როგორ მომეწონებოდა მე, სხვას რომ გაეზიარებინა მსგავსი ინფორმაცია ჩემზე?

  • ამ ინფორმაციის ჩაწერა ან გაზიარება ჯდება ჩემი რეგიონის ეკლესიის პოლიტიკისა და მონაცემთა კონფიდენციალურობის წესებში?

გამოსახულება
მისიონერები ლოცულობენ

პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობის პრინციპი ღვთის მარადიული გეგმის ფუნდამენტური ნაწილია (იხ. ალმა 5:15–19; მოძღვრება და აღთქმები 104:13; 137:9). ეს პრინციპი გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ფიქრობ და გრძნობ იმ წმინდა პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც უფალმა მოგცა. პასუხისმგებლობა აგრეთვე ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ უდგები საქმეს.

თავისი მიწიერი მსახურების დროს, მხსნელმა მოწაფეებს დავალებები მისცა, რათა დახმარებოდა მათ ზრდაში, განვითარებასა და მისი საქმის შესრულებაში. მან ასევე მისცა მათ შესაძლებლობა, პასუხი ეგოთ გაწეული სამუშაოს შესახებ (იხ. ლუკა 9:10; 3 ნეფი 23:6–13). როგორც მისიონერი, შენც პასუხს აგებ უფლის მიერ მოცემულ საქმეზე.

მიუდექი შენი მიზნის დასახვას და დაგეგმვას იმ იდეით, რომ ყოველდღე ლოცვაში პასუხს აგებ უფლის წინაშე. ასევე, იყავი პასუხისმგებელი საკუთარი თავისა და მისიის ხელმძღვანელების წინაშე.

ანგარიშგება უნდა იყოს სიყვარულით სავსე, პოზიტიური გამოცდილება, რომელშიც აღიარებულია შენი ძალისხმევა და განსაზღვრულია გაუმჯობესების გზები.

წმინდა წერილის შესწავლა

რას ნიშნავს იყო პასუხისმგებელი?

რატომ არის არჩევნის თავისუფლება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღების დროს?

როგორ უნდა მუშაობდნენ მისიონერი და მისიის ხელმძღვანელი ერთად?

რას ჰპირდება უფალი მათ, ვინც საკუთარი ვალდებულებების ერთგულია?


იდეები სწავლისა და გამოყენებისთვის

პირადი სწავლა

  • გაითვალისწინე შემდეგი წინადადება შენი მოხმობის წერილიდან: „როდესაც შენს დროს და ყურადღებას უთმობ უფლის მსახურებას, მიატოვებ რა ყველა სხვა პირად საქმეს, უფალი დაგლოცავს გაზრდილი ცოდნითა და მოწმობით იესო ქრისტესა და მისი აღდგენილი სახარების შესახებ“. დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები და ჩაიწერე შთაბეჭდილებები.

    • საკმარისად ვუთმობ დროსა და ყურადღებას უფლის მსახურებას?

    • რა კურთხევები გამოვცადე?

    • როგორ განმტკიცდა ჩემი მოწმობა?

    • როგორ გავუმჯობესდე?

  • რამდენიმე წუთით დაფიქრდი შენი მისიის ბოლო დღეზე. როდესაც ეს დღე დადგება:

    • როგორი გინდა იყოს შენი ურთიერთობა ზეციურ მამასა და იესო ქრისტესთან?

    • როგორი გინდა გახდე?

    შენს სამუშაო რვეულში უპასუხე თითოეულ ამ შეკითხვას. გამოიყენე მიზნის დასახვის პროცესი რათა დაგეგმო, რისი გაკეთება დაგჭირდება ამ მიზნების მიღწევისთვის. ჩაიწერე შენი გეგმები.

მეწყვილესთან ერთად სწავლა და მეწყვილის შეცვლა

  • „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაციის გამოყენებისას, უპასუხე შემდეგ შეკითხვებს:

    • ყველა ჩანაწერი განახლებული და ზუსტია?

    • ისარგებლებს თუ არა ახალბედა მისიონერი შენი ძალისხმევის ჩანაწერებით, რათა იპოვოს ახალი მოსწავლეები?

    • ახლა რომ გადაგეხედა აპლიკაციისთვის, დაგეხმარებოდა თუ არა იმის გაგებაში, თუ სად არიან მოსწავლეები? დაგეხმარებოდათ ის მათი წინსვლის შესახებ ცოდნაში?

ოლქის საბჭო, ზონალური კონფერენცია და მისიის ხელმძღვანელთა საბჭო

  • მოიწვიე მისიონერები, გააზიარონ გამოცდილება მათ მიერ დასახული მიზნებისა და გეგმების შესახებ, რომლებიც მათ მოსწავლეებს წინსვლაში დაეხმარება. მაგალითები შეიძლება მოიცავდეს მიზნებსა და გეგმებს, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს:

    • განავითარონ უფრო დიდი რწმენა მხსნელისადმი.

    • მოინანიონ და მოახდინონ ცვლილებები, რათა უფრო ახლოს მივიდნენ ღმერთთან.

    • მოინათლონ და წევრად დამტკიცდნენ.

    • დაბრუნდნენ ეკლესიაში და განაახლონ ნათლობის აღთქმები.

  • წაუკითხე მისიონერებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სიტუაცია. დაყავი მისიონერები მცირე ჯგუფებად. თითოეულმა ჯგუფმა უნდა გამოიყენოს ნაბიჯი 1 და ნაბიჯი 2 მიზნების დასახვის პროცესში, რათა დაეხმარონ ამ მაგალითებში მოცემულ ადამიანებს ნათლობასა და წევრად დამტკიცების გზაზე წინსვლაში. სთხოვე თითოეულ ჯგუფს, გააზიარონ იდეები.

    • შენმა მოსწავლემ მიიღო ამ კვირას ეკლესიაში მოსვლის მოწვევა.

    • პიროვნებამ მიიღო მონათვლის მოწვევა და შენთან ერთად მონათვლის მიზანი დასახა.

    • პიროვნებამ მიიღო შენი მოწვევა წაიკითხოს მორმონის წიგნი და აიღო ვალდებულება, წაიკითხოს 1 ნეფი 1.

  • მოიწვიე მისიონერები, გამოიყენონ „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაცია, რათა დაისახონ მიზნები, რომლებიც იქნება რეალისტური და ამავდროულად, მოითხოვს მათი ძალების მაქსიმალურ გამოცდას შემდეგით:

    • წინა ძირითადი მაჩვენებლების ისტორიისა და წინსვლის გადახედვა.

    • ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური მიზნების დასახვა.

    • ძირითადი მაჩვენებლების მქონე მიზნებისთვის ადამიანების დამატება.

    განიხილეთ, თუ როგორ შეუძლია ამ ნაბიჯებს დაეხმაროს მისიონერებს უფრო ეფექტურად დაგეგმონ, რათა ადამიანებს წინსვლაში დაეხმარონ. სთხოვეთ მისიონერებს, გაითვალისწინონ შემდეგი:

    • როგორ გამოიყენებ „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაციას მომავალი დაგეგმვისას?

    • რა ახალი გზები აღმოაჩინე აპლიკაციის უფრო შედეგიანად გამოყენებისათვის?

მისიის ხელმძღვანელები და მისიის მრჩევლები

  • ხშირად გადახედე მისიონერთა „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაციას. სთხოვე, გააზიარონ, როგორ იყენებენ აპლიკაციას მიზნების დასახვისა და გეგმების შედგენისათვის, რათა მოსწავლეებს წინსვლაში დაეხმარონ.

  • დროდადრო დააკვირდი მისიონერთა ყოველკვირეულ და ყოველდღიურ დაგეგმვის სესიებს.

დანართი 1

მოსწავლეებთან მუშაობის დროს გამოიყენე მიზნის დასახვის პროცესი

წინამდებარე ნაწილში მოცემულია მაგალითები იმისა, თუ როგორ შეგიძლია გამოიყენო მიზნის დასახვის პროცესი მოსწავლეების დასახმარებლად.

1. დაისახე მიზნები და შეადგინე გეგმები

ლოცვის თანხლებით გაითვალისწინე შენი მოსწავლეების სულიერი საჭიროებები. დაისახე მიზნები და შეადგინე გეგმები, რათა დაეხმარო მათ ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაში. გამოიყენე „იქადაგე ჩემი სახარებას“-ს აპლიკაცია, რათა თვალი მიადევნო თითოეული მოწაფის წინსვლას. გამოიყენე მოქცევის ძირითადი მაჩვენებლები, რათა განსაზღვრო ის ქმედებები, რომელიც თითოეულ მოსწავლეს ქრისტესთან მიახლოებაში შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარება.

მიზნების დასახვისა და გეგმების შედგენისას, საკუთარ თავს ეს შეკითხვები დაუსვი:

  • რა არჩევანს აკეთებს კონკრეტული პიროვნება, რაც აჩვენებს იესო ქრისტესადმი მისი რწმენის ზრდას?

  • რა გამოცდილება აქვს კონკრეტულ პიროვნებას სულიწმინდასთან დაკავშირებით?

  • რა გამოწვევებს შეიძლება აწყდებოდეს კონკრეტული პიროვნება?

  • კიდევ რა შეგვიძლია კონკრეტული პიროვნებისგან ვისწავლოთ, რათა დავეხმაროთ მას?

  • რა უნდა მოხდეს, რაც დაეხმარება ამ ადამიანს, განავითაროს იესო ქრისტესადმი რწმენა, იგრძნოს და აღიაროს სულიწმინდა, მოინანიოს და მოინათლოს?

  • როგორ მოვემზადოთ მეურვეობის ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრისთვის, რათა ჩავრთოთ მეურვეობის ხელმძღვანელები და წევრები ამ ადამიანის დასახმარებლად? (იხ. თავი 13.)

  • რა ძირითადი მაჩვენებლის მქონე მიზნები შეგვიძლია დავსახოთ, რომლებიც აჩვენებს ჩვენს რწმენას უფლისადმი?

2. ჩაიწერე გეგმები და შეადგინე განრიგი

გამოიყენე „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაცია და დეტალურად ჩაიწერე და შეადგინე შენი მიზნებისა და გეგმების განრიგი. ეს დაგეხმარება შენი საქმის ორგანიზებაში და განსაზღვრავს ყოველდღე გასაკეთებელ ქმედებებს . მიჰყევი შენი რეგიონის მონაცემთა კონფიდენციალურობის წესებს.

გეგმების ჩაწერისა და განრიგის შედგენისას, საკუთარ თავს ეს შეკითხვები დაუსვი:

  • რა კონკრეტული ქმედებების გაკეთება შეგვიძლია ამ კვირაში, რათა ამ პიროვნების წინსვლას ხელი შევუწყოთ?

  • რომელი მოძღვრება (ან გაკვეთილი) დაეხმარება ამ პიროვნებას ქრისტესადმი რწმენის განმტკიცებასა და სახარების მიხედვით ცხოვრებაში? როგორ შეგვიძლია ვასწავლოთ პიროვნებას ეს მოძღვრება, რათა მან გაიგოს იგი და მიიღოს სულიწმინდის კარნახი?

  • როგორ და როდის დავამტკიცოთ შეხვედრები?

  • რა სახის მოწვევები უნდა განვახორციელოთ და შემდგომში თვალი მივადევნოთ? როგორ და როდის უნდა მივადევნოთ თვალი?

  • როგორ და როდის დავეხმაროთ ადამიანს ეკლესიაში მისვლაში, წმინდა წერილების წაკითხვაში, ლოცვასა და იმ ვალდებულებების შესრულებაში, რაც ღმერთთან აღთქმის დადებამდე მიიყვანს?

  • როგორ შეუძლიათ წევრებს მონაწილეობის მიიღება?

  • რა ინტერნეტრესურსები გავუზიაროთ ამ პიროვნებას?

  • როგორ შევადგინოთ დამატებითი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ძირითადი გეგმა ვერ სრულდება?

3. იმოქმედე გეგმების მიხედვით

გეგმების მიხედვით მოქმედებისას, გულში, მთელი დღის განმავლობაში, ატარე ლოცვა. სულიწმინდა გიჩვენებს გზას, ქმედებებს, გამცნობს სიტყვებს და საჭირო ცვლილებების შესახებ.

დღის მანძილზე, საკუთარ თავს მსგავსი შეკითხვები დაუსვი:

  • როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ რწმენით, გვჯეროდეს, რომ უფალი დაგვეხმარება და განადიდებს ჩვენს ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ მის შვილებს?

  • ჩვენი გეგმების მიხედვით მოქმედებისას, როგორ ვიყოთ უფრო შემოქმედებითები და გულადები?

  • როგორ მოვარგოთ ჩვენი გეგმები კონკრეტული ადამიანების საჭიროებებსა და ვითარებას?

გეგმები ყოველთვის არ ხორციელდება ისე, როგორ ჩვენ გვსურს. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენე დამატებითი გეგმა.

4. გადახედე წინსვლას და მიადევნე თვალი

მეწყვილესთან ერთად, გადახედე დასახული მიზნების პროგრესს, რათა ასწავლო ადამიანებს და დაეხმარო მათ წინსვლაში. დაგეგმე თვალყურის დევნის გზები. ამ მიზნების მიღწევისას, საჭიროებისამებრ, შეცვალე გეგმები.

საკუთარ თავს ასეთი შეკითხვები დაუსვი:

  • განიცდიან თუ არა ჩვენი მოსწავლეები წინსვლას, ღმერთთან აღთქმის დადების გზაზე?

  • რა გამოწვევები ხვდებათ? რა აწუხებთ?

  • რისი გაკეთება შეგვიძლია დღეს, რათა დავეხმაროთ და წავახალისოთ მათი ქმედება — პირადად თუ ტექნიკური საშულაებების გამოყენებით?

  • ჰქონიათ სულიწმინდის შეგრძნებასთან დაკავშირებული გამოცდილება?

  • დაუკავშირდნენ ეკლესიის ხელმძღვანელებსა და წევრებს და დაუმეგობრდნენ მათ? ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ჩვენს შემდეგ გაკვეთილზე?

  • რა შეგვიძლია ვისწავლოთ სირთულეებიდან?

  • რამდენად კარგად ვიშრომეთ ჩვენი მიზნების მისაღწევად? საჭიროა რამე ცვლილება?

  • დროა, უფრო ნაკლები კონტაქტი დავამყაროთ?

იხ. თავი 11 მეტი პრინციპებისა და იდეებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ ვადევნოთ თვალი და დავეხმაროთ ადამიანებს წინსვლაში.

დანართი 2

გამოიყენე მიზნის დასახვის პროცესი მოსწავლეების ძიების დროს

წინამდებარე ნაწილში მოცემულია მაგალითები, თუ როგორ შეგიძლია გამოიყენო მიზნის დასახვის პროცესი, რათა იპოვო ახალი მოსწავლეები. გამოიყენე ეს პროცესი შენს ყოველკვირეულ და ყოველდღიურ დაგეგმვაში.

1. დაისახე მიზნები და შეადგინე გეგმები

მეწყვილესთან ერთად, ლოცვის თანხლებით დაფიქრდი, რისი გაკეთება ენდომება ზეციურ მამას შენგან, რათა ახალი მოსწავლეები იპოვო. ყოველ კვირას და ყოველდღე გააკეთე ეს. გწამდეს, რომ ის ამზადებს შენთვის მოსწავლეებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 100:3–8).

ყოველდღე დაისახე მოსწავლეების პოვნის მიზნები. შეადგინე ქმედებების გეგმა იმაზე, რაც შენი კონტროლის ქვეშაა და რაც გავლენას მოახდენს ძირითადი მაჩვენებლის შედეგებზე. მაგალითები მოიცავს:

  • ყოველდღე რამდენ ახალ ადამიანს დაელაპარაკები სახარების შესახებ.

  • რამდენჯერ ჰკითხავ წევრებს, შენს მოსწავლეებს და მათ, ვისაც დაეკონტაქტები, იცნობენ თუ არა ვინმეს, ვინც შეიძლება დაინტერესდეს შენი გზავნილით.

  • რამდენად სწრაფად მოახდენ რეაგირებას რეკომენდაციით წარდგენილ პირებზე ან სოციალური მედიის პოსტებზე კომენტარებზე.

გადახედე „იქადაგე ჩემი სახარება“ -ს აპლიკაციას და საკუთარ თავს ჰკითხე:

  • რის გაკეთებას გვირჩევს ზეციური მამა დღეს და ამ კვირაში, რათა ვიპოვოთ მოსწავლეები?

  • რა ყოველდღიური და ყოველკვირეული ძირითადი მაჩვენებლის მიზნები შეგვიძლია დავისახოთ ახალი მოსწავლეების საპოვნელად?

  • ძიების რომელი ღონისძიებაა საუკეთესო, დღის ამ ნაწილში და ამ ადგილას?

  • როგორ შეგვიძლია შთავაგონოთ და მხარი დავუჭიროთ მეურვეობის წევრებს სიყვარულის, გაზიარებისა და მოწვევის პრინციპების მეშვეობით სახარების გაზიარების მცდელობაში?

  • რომელ ახალ წევრს დავუკავშირდეთ, რათა ისინი ზიარების შეკრებას დაესწრონ? მეგობრების მოწვევა შეუძლიათ?

  • როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ მეურვეობის საბჭოსთან ან მეურვეობის ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრის მონაწილეებთან, რათა დავადგინოთ ნაწილობრივად მონათლული ოჯახები, დაბრუნებული წევრები და პოტენციური უხუცესები დასაკავშირებლად?

  • არსებული მოსწავლეებიდან, ძველი მოსწავლეებიდან და რეკომენდაციით წარდგენილი ადამიანებიდან ვის შეგვიძლია დავუკავშირდეთ? როგორ დავუკავშირდებით? (პირადად, ტექნიკური საშუალებით, ტელეფონით ან სხვა გზებით)

  • რა არის მოსწავლეების პოვნის ახალი გზა?

  • რა პირადი ნიჭი და სიძლიერე შეგვიძლია გამოვიყენოთ?

  • როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეების ძიების უნარი?

  • როგორ დავეხმაროთ სულიწმინდის გავლენის შეგრძნებაში მათ, ვისაც ვუკავშირდებით?

მოსწავლის ძიების ღონისძიებების მაგალითები იხ. თავი 9, თავი 10და თავი 13.

გამოიყენე „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაცია და განსაზღვრე მოსწავლის ძიების წარმატებული ღონისძიებები წარსულიდან. მაგალითად, შეგიძლია ნახო, როგორ მოხდა ახლად მოქცეულების პოვნა ბოლო დროს.

ეძიე შთაგონება და მიიღე ახალი შთაბეჭდილებები და იდეები. ნუ დარჩები რუტინაში და არ გაჩერდე ერთ ადგილზე. მისიონერები, რომლებიც მუდმივად პოულობენ ახალ მოსწავლეებს, ხშირად, ყოველკვირას სხვადასხვა ხერხს იყენებენ. ისინი მუდმივად მუშაობენ ამაზე.

2. ჩაიწერე გეგმები და შეადგინე განრიგი

მეწყვილესთან ერთად, გამოიყენე „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაცია და დეტალურად ჩაიწერე და განსაზღვრე შენი მიზნები და გეგმები. გეგმების ჩაწერა და განრიგის შედგენა დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რა ქმედებები განახორციელოთ და როდის განახორციელოთ ისინი.

საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები დაუსვი:

  • როდის და როგორ დავუკავშირდეთ ადამიანებს? რა არის საუკეთესო მიდგომა? სად არის საუკეთესო ადგილი? რომელია დღის საუკეთესო მონაკვეთი მოსწავლეების პოვნის სხვადასხვა გზებისთვის?

  • როგორ გავმართოთ აზრიანი საუბარი ადამიანებთან, რომლებსაც ვხვდებით?

  • როგორ და როდის მოვძებნოთ ინტერნეტში, სოციალური მედიისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით?

  • როდის დავუკავშირდეთ რეკომედაციით წარდგენილ პიროვნებებს?

  • რა დამატებითი გეგმები შევადგინოთ?

3. იმოქმედე გეგმების მიხედვით

ბეჯითად ეცადე მიზნების მიღწევასა და მოსწავლეების მოძებნას. გულში ილოცე მთელი დღის მანძილზე. გულითადად მიესალმე და ესაუბრე ადამიანებს. სულიწმინდა გიჩვენებს გზას, ქმედებებს, გამცნობს სიტყვებს და საჭირო ცვლილებების შესახებ.

დღის მანძილზე, საკუთარ თავს ასეთი შეკითხვები დაუსვი:

  • როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ რწმენით, გვწამდეს, რომ უფალი დაგვეხმარება და განადიდებს ჩვენს ძალისხმევას, რათა ვემსახუროთ მის შვილებს?

  • ჩვენი გეგმების მიხედვით მოქმედებისას, როგორ ვიყოთ უფრო შემოქმედებითები და გულადები?

  • როგორ მოვარგოთ ჩვენი გეგმები კონკრეტული ადამიანების საჭიროებებს?

  • როგორ დავეხმაროთ ადამიანებს სულიწმინდის გავლენის შეგრძნებაში?

გეგმები ყოველთვის არ მოქმედებს ისე, როგორ ჩვენ გვსურს. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენე დამატებითი გეგმა.

4. გადახედე პროგრესს და მიადევნე თვალი

დღის და კვირის განმავლობაში, ლოცვის თანხლებით გადახედე შენი მიზნებისა და მოსწავლეების ძიების პროგრესს. საკუთარ თავს მსგავსი შეკითხვები დაუსვი:

  • რამდენად კარგად ვიშრომეთ ჩვენი მიზნების მიღწევისათვის და მივყევით თუ არა გეგმებს?

  • რა შევცვალოთ მოსწავლეების პოვნისთვის?

  • როგორ გამოვიდეთ იმ რუტინიდან, რომელიც არ გვეხმარება მოსწავლეების ძიებაში?

  • დღის ამ მონაკვეთში რა ახალი ქმედება შეგვიძლია ვცადოთ?

  • მეურვეობის ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაზე რა ახალ იდეებზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რაც დაგვეხმარება მოსწავლეების პოვნაში? (იხ. თავი 13.)

მეწყვილესთან ერთად გამოიყენე მე-9 თავში დიაგრამა „ძიების ძალისხმევა“, რათა შეაფასო შენი ყოველკვირეული და ყოველდღიური ძიების ძალისხმევა. შეაფასე შენი სწორი ქმედებები და იფიქრე, როგორ გააუმჯობესო ისინი.

დღის განმავლობაში, რამდენიმე წუთით შეჩერდი და იგრძენი ღვთის ხელი შენს საქმეში.