მისიის მოწოდებები
თავი 13: გაერთიანდი ხელმძღვანელებთან და წევრებთან ეკლესიის დაარსებისთვის


„თავი 13: გაერთიანდი ხელმძღვანელებთან და წევრებთან ეკლესიის დაარსებისთვის“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 13“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
უსმინეთ მას, ავტორი: სიმონ დეუი

თავი 13

გაერთიანდი ხელმძღვანელებთან და წევრებთან ეკლესიის დაარსებისთვის

განიხილე შემდეგი

  • როგორ შემიძლია ვიმუშაო მეურვეობის ხელმძღვანელებთან და წევრებთან ეკლესიის დაარსებისთვის?

  • რა პასუხისმგებლობები აკისრიათ პალოსა და მეურვეობის ხელმძღვანელებს მისიონერულ საქმეში?

  • რა უნდა ხდებოდეს მეურვეობის ხელმძღვანელებთან ერთად ჩატარებულ ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრებზე?

  • როგორ დავეხმარო ხელმძღვანელებს სახარების გაზიარებასა და ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერებაში?

მისიონერები მუშაობენ ადგილობრივ ხელმძღვანელებთან და წევრებთან ერთად, რათა იპოვონ მოსწავლეები და მხსნელთან მიიყვანონ ისინი. თქვენ გაერთიანებთ ღმერთისა და მისი შვილებისადმი სიყვარული. ის შენს ძალისხმევას ისე განადიდებს, რომ შეგეძლოს ადგილობრივ ხელმძღვანელებთან და წევრებთან ერთიანი მუშაობა. აქციე მათთან მუშაობა შენი მიზნებისა და გეგმების მნიშვნელოვან ნაწილად.

როცა გაიცნობ და შეიყვარებ ადგილობრივ ხელმძღვანელებსა და წევრებს, დაინახავ გზებს, რომლითაც შეძლებ მხარი დაუჭირო მათ მოწოდებებსა და მისიონერულ ძალისხმევაში. შესთავაზე შენი ნიჭი და უნარები ისეთი გზით, რაც მათ აამაღლებს და გააძლიერებს.

ეს თავი განმარტავს, თუ როგორ შეგიძლია იმუშაო წევრებთან ერთად სახარების გაზიარებისა და ახალი და დაბრუნებული წევრების განმტკიცებისთვის. მეტი ინფორმაციისთვის იხ. თავი 23 ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო-დან.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

გადახედე ალმა 18–19-ში მოცემულ მეფე ლამონის, მისი მეუღლისა და მისი ხალხის მოქცევის ისტორიას.

  • რა როლი ჰქონდა აბიშს მოქცევაში? რისი გაკეთება შეეძლო, რასაც ამონი ვერ მოიმოქმედებდა?

  • რა ისწავლე მისი მაგალითიდან წევრებისა და მისიონერების ერთად მუშაობის შესახებ?

გაითვალისწინე ქვემოთ მოცემული სხვა მაგალითები, მისიონერულ საქმეში წევრების დახმარების შესახებ:

როგორ წაახალისებ ხელმძღვანელებსა და წევრებს, რათა მათ მაგალითს მიჰბაძონ?

დაამყარე ურთიერთობა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან და წევრებთან

ეკლესიის ადგილობრივი ხელმძღვანელები და წევრები ღვთის საქმეში შენი პარტნიორები არიან. დაამყარე ურთიერთობები, რომლებიც დაგეხმარება ერთად იმუშაოთ, რათა აღდგენილი სახარება ზეციური მამის შვილებამდე მიიტანოთ. ეს ურთიერთობები მთელი ცხოვრების მანძილზე გაკურთხებს.

ჩამოაყალიბე ნდობა და გულწრფელი მეგობრობა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან და წევრებთან. მოინახულე ისინი, დაინტერესდი მათი ოჯახით, ისტორიით, ინტერესებით, ეკლესიაში ყოფნის გამოცდილებით. გულწრფელად დაინტერესდი მათი ცხოვრებით.

მათი მონახულებისას, ყოველთვის იქონიე მიზანი. აჩვენე, რომ ბეჯითად ხარ ჩართული მოსწავლეების პოვნისა და სწავლების საქმეში. პატივი ეცი მათ დროსა და განრიგს.

როდესაც შეხვდები ან ასწავლი სახარებას მათ სახლებში, ეცადე დაეხმარო მათ რწმენის განმტკიცებაში. ლოცვით ეძიე სულიწმინდის თანხლება. გააზიარე შენი მისიონერული საქმიანობის გამოცდილება შენს რაიონში.

გამოსახულება
ჯგუფური შეხვედრა

მხარი დაუჭირე ადგილობრივი ხელმძღვანელების საქმიანობას

ხელმძღვანელობის ზოგიერთ მოწოდებას ევალება პასუხისმგებლობა მისიონერულ საქმიანობაზე. ამ პასუხისმგებლობაში გარკვევა დაგეხმარება აღნიშნული ხელმძღვანელების მხარდაჭერაში. წინამდებარე განმარტებები მოცემულია თავი 23 ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო-ში.

პალოს პრეზიდენტი: უკავია სამღვდელოების გასაღებები პალოში სახარების გაზიარებისა და ახალი და დაბრუნებული წევრების გასაძლიერებლად. ის და მისი მრჩევლები აძლევენ ზოგად დირექტივას ამ ძალისხმევისთვის.

ეპისკოპოსობა: კოორდინაციას უწევს უხუცესთა ქვორუმსა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობებს, როდესაც ისინი ხელმძღვანელობენ მეურვეობის ძალისხმევას სახარების გაზიარებისა და ახალი და დაბრუნებული წევრების გასაძლიერებლად.

უხუცესთა ქვორუმი და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა: წარმართავენ მეურვეობის ყოველდღიურ ძალისხმევას სახარების გაზიარებისა და ახალი და დაბრუნებული წევრების გასაძლიერებლად. ისინი ერთად მუშაობენ ამ ძალისხმევის წარმართვაზე მეურვეობის საბჭოსთან, ეპისკოპოსის კოორდინაციით. იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 8.2.3 და 9.2.3.

მეურვეობის მისიის ხელმძღვანელი (თუ ასეთი არსებობს): კოორდინაციას უწევს მეურვეობის წევრებისა და ხელმძღვანელების, მეურვეობის მისიონერებისა და სრული დროის მისიონერების საქმიანობას. თუ მეურვეობის მისიის ხელმძღვანელი მოხმობილი არ არის, მის როლს უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის წევრი ასრულებს. იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 23.5.3.

რეგულარულად ჰკითხე საკუთარ თავს: „კურთხევა ვარ ადგილობრივი ხელმძღვანელებისთვის?“ ჩამოაყალიბე დამოკიდებულება: „როგორ შემიძლია დახმარება?“

მეწყვილესთან ერთად სწავლა

დაგეგმე მეურვეობის ხელმძღვანელთან მოკლე შეხვედრის დრო. ჰკითხე, როგორ დაეხმარო უკეთ. შეადგინე გაუმჯობესების გეგმები.

გამოსახულება
საბჭოს შეხვედრა

ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრები

შეთანხმება ადგილობრივ ხელმძღვანელებთან, მათ შორის — ახალგაზრდების ხელმძღვანელებთან, აუცილებელია შენი მისიონერული ძალისხმევის ერთიანობისთვის. თუ მეურვეობის მისიის ხელმძღვანელი მოხმობილია, ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრებს ის ჩაატარებს. სხვა შემთხვევაში, შეხვედრას ჩაატარებს უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის წევრი.

ამ მოკლე, არაფორმალურ შეხვედრებზე, ადგილობრივი ხელმძღვანელები და შენ თანხმდებით სახარების გაზიარებისა და ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევაზე (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 23.5.7). შეხვედრები შეიძლება პირადად ან დისტანციურად ჩატარდეს. შეთანხმება კვირის განმავლობაში სხვა გზებითაც უნდა მოხდეს, მათ შორის სატელეფონო ზარებით, sms-ებითა და ელექტრონული წერილებით.

გამოსახულება
უხუცესი ქუენტინ ლ. ქუქი

„ერთიანი ძალისხმევა და ფოკუსირება, სადაც მისიონერული დაგეგმვა და მიზნების დასახვა შეესაბამება მეურვეობის ან მრევლის დაგეგმვასა და მიზნების დასახვას, შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ისრაელის შეკრების საქმეების შესასრულებლად“ (ქუენტინ ლ. ქუქი, „მიზანი და დაგეგმვა“, მისიის ხელმძღვანელობის სემინარი, 25 ივნისი, 2019 წ).

ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრისთვის მზადება

მხარი დაუჭირე მეურვეობის ხელმძღვანელებს, ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაზე დასწრებითა და მონაწილეობის მიღებით. შეხვედრამდე, ჯგუფური სწავლის დროს, განიხილე, როგორ შეძლებ ეფექტურად მონაწილეობის მიღებას.

ჩანაწერები განახლებული გქონდეს „იქადაგე ჩემი სახარება“ -ს აპლიკაციაში, რათა ხელმძღვანელებს უახლესი ინფორმაცია ჰქონდეთ შენს მოსწავლეებზე. მოემზადე წინა შეხვედრების დავალებების შესახებ მოხსენებისთვის.

ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა

ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრები ორიენტირებული უნდა იყოს ინდივიდების საჭიროებებზე. შეხვედრის დროს იკითხე, როგორ შეგიძლია მხარი დაუჭირო მეურვეობის წევრებს, მათ შორის ახალგაზრდებს, ინდივიდების საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრები, როგორც წესი, შემდეგი ოთხი საკითხის გარშემო ტარდება:

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს? შესაძლო განხილვის საგნები:

  • მომდევნო კვირაში, რომელი წევრები შეძლებენ გაკვეთილებზე მონაწილეობის მიღებას? ვინ მოიწვევს მათ მონაწილეობის მისაღებად?

  • რა გამოწვევების წინაშე დგანან მოსწავლეები? როგორ შეუძლიათ წევრებს დახმარება?

  • რა საჭიროებები აქვთ მათ, ვისაც ნათლობის დაგეგმილი თარიღი აქვთ? ნათლობა დაიგეგმა? (იხ. „ნათლობის მსახურება”, თავი 12.)

როგორ დავეხმაროთ ახლახან მონათლულ ადამიანებს? შესაძლო განხილვის საგნები:

  • რომელი ახალი წევრები ესწრებიან ზიარების შეკრებას თავიანთი წევრობის პირველ წელს? როგორ დავეხმაროთ მათ, ვინც არ ესწრება?

  • რომელ ახალ წევრებს ჰყავთ მეგობრები მეურვეობაში? როგორ შეუძლიათ მზრუნველ ძმებსა და დებს დახმარება? როგორ შეუძლია ახალგაზრდების ქვორუმსა და კლასებს დახმარება?

  • რომელმა ახალმა წევრმა მიიღო დავალება ან მოწოდება?

  • როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ახალ წევრებს, დაიწყონ თავიანთი გარდაცვლილი წინაპრების მოძიება, რათა მათთვის სატაძრო წეს-ჩვეულებები შესრულდეს? აქვთ ახალ წევრებს სატაძრო რეკომენდაცია? თუ ტაძარი ახლოს არის, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, მივიდნენ ტაძარში წინაპრებისთვის ნათლობის აღსასრულებლად?

  • თავი 3 -ს რომელი გაკვეთილის სწავლებაა ისევ საჭირო? როგორ შეიძლება წევრებმა მონაწილეობა მიიღონ?

  • გადახედე ჩემი აღთქმის გზა -ს პროგრესს თითოეული ახალი წევრისთვის.

როგორ დავეხმაროთ დაბრუნებულ წევრებს? შესაძლო განხილვის საგნები:

  • რომელ ნაწილობრივ მონათლულ ოჯახებთან შეუძლიათ მისიონერებს მისვლა და სწავლება?

  • რომელ დაბრუნებულ წევრებთან შეუძლიათ მისიონერებს მისვლა და სწავლება?

  • რომელ დაბრუნებულ წევრს ჰყავს მეგობრები მეურვეობაში და აქვს მსახურებისთვის შესაფერისი შესაძლებლობა?

  • როგორ დავეხმაროთ ამ წევრებს?

როგორ ვიპოვოთ მეტი მოსწავლე? შესაძლო განხილვის საგნები:

  • როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებსა და ოჯახებს, გამოიყენონ „შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე“-ს პრინციპები? (იხ. „გაერთიანდი წევრებთნ”, თავი 9.)

  • როგორ დავეხმაროთ წევრებს, მათ შორის, დაწყებითი საზოგადოების ხელმძღვანელებს, მეურვეობის ღონისძიებებზე მეგობრების მოწვევაში?

მეწყვილესთან ერთად სწავლა

უყურე ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრის ვიდეოს: ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 23.5.7. ნასწავლიდან რისი გამოყენება შეგეძლება მომდევნო ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაზე? როგორ შეგიძლია უკეთ მოემზადო, რათა მეურვეობის ხელმძღვანელებთან განიხილო საჭიროებები და გეგმები? გეგმების შედგენის შემდეგ სესიაზე დაისახე გაუმჯობესების მიზნები.

მხარი დაუჭირე მეურვეობის გეგმას სახარების გაზიარებისთვის

მეურვეობის საბჭო სახარების გაზიარების მარტივ გეგმას ადგენს (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 23.5.6). გაეცანი ამ გეგმას. ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრებზე ეძიე გზები, რათა დაეხმარო ხელმძღვანელებს მიზნების შესრულებაში. ხელმძღვანელებს გაუზიარე, თუ რას აკეთებ სახარების გაზიარებისთვის წევრების მხარდასაჭერად.

თუ მიწვეული ხარ მეურვეობის საბჭოს შეხვედრაზე დასასწრებად, მოემზადე მოკლედ მიაწოდო ინფორმაცია შენი მოსწავლეების და ნებისმიერი მიღებული დავალების პროგრესის შესახებ (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 29.2.5). დაინახე ეს შესაძლებლობა, როგორც მეურვეობის ხელმძღვანელების სიმტკიცისა და ნდობის განვითარების დრო.

გამოსახულება
ადამიანები ხელის ჩამორთმევის პროცესში

მოერგე ადგილობრივი რეგიონის საჭიროებებს

თითოეულ მეურვეობას ან მრევლს უნიკალური საჭიროებები გააჩნია, რომლებსაც უნდა მოერგო. შეიძლება შენ მსახურობ მცირე მრევლში ან ახალგაზრდა ზრდასრულთა მეურვეობაში, ან სულაც, რამდენიმე მეურვეობაში ერთად. ზოგიერთ ხელმძღვანელს სხვა ხელმძღვანელებზე მეტი გამოცდილება აქვს. ზოგ ხელმძღვანელს უფრო მეტი დროის დათმობა შეუძლია.

ეძიე ადგილობრივი ხელმძღვანელების დახმარების გზები. მათ შეიძლება გთხოვონ, წევრებს მზრუნველობის დავალებებში დაეხმარო. მათ შეიძლება გთხოვონ, წაახალისო ახალი წევრები, მოიწვიონ თავიანთი მეგობრები ეკლესიაში. შეგიძლია მიაწოდო ღირებული აზრები მისიონერული სამუშაოს შესახებ, როდესაც ხელმძღვანელები და წევრები სწავლობენ სახარების გაზიარების გზებს.

იქ, სადაც ეკლესია შედარებით ახალი დაარსებულია, მრევლის ხელმძღვანელებმა შეიძლება გთხოვონ, დაეხმარო ახალ წევრებს იმის გაგებაში, თუ როგორ მოაწყო უფალმა თავისი ეკლესია.

შენი მუშაობა ხელმძღვანელებთან შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ ყველა ეს ღონისძიება აუცილებელია ინდივიდების დალოცვისა და უფლის ეკლესიის დაარსებისთვის.

დაეხმარე წევრებსა და ხელმძღვანელებს სიყვარულის, გაზიარებისა და მოწვევის პრინციპებში

წაახალისე წევრები, გააზიარონ სახარება ჩვეულებრივი, ბუნებრივი ხერხით. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო გვთავაზობს მითითებებსა და ვიდეოებს, რათა დაეხმაროს წევრებსა და ხელმძღვანელებს ამის გაკეთებაში „შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე“-ს პრინციპებით (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 23.1.1, 23.1.2, და 23.1.3). გახსოვდეს ეს პრინციპები ხელმძღვანელებთან მუშაობისას.

შენ იქნები დალოცვა ხელმძღვანელებისთვის, როდესაც მხარს დაუჭერ მათ ძალისხმევას ამ საქმეში. თავის მხრივ, მათი მაგალითი დაეხმარება წევრებს, უფრო მეტად ჩაერთონ სახარების გაზიარებაში და გააძლიერონ ახალი და დაბრუნებული წევრები.

იხ. „გაერთიანდი წევრებთან”, თავი 9, წევრების მხარდაჭერის იდეები სახარების გაზიარების მცდელობებში.

წმინდა წერილის შესწავლა

შეისწავლე შემდეგი მუხლები. როგორ დაიცვეს „შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე“-ს პრინციპები მხსნელმა და მოციქულებმა? რა ქმედებებს შთაგაგონებს ეს მაგალითები სწავლებაში? როგორ დაეხმარები წევრებს სახარების ჩვეულებრივი, ბუნებრივი ხერხით გაზიარებაში?

შეიყვარე

გაზიარება

მოწვევა

შესწავლისას, ყოველთვის ჩაინიშნე ნასწავლი.

გამოსახულება
მამაკაცები საუბრობენ

მხარი დაუჭირე ადგილობრივ ხელმძღვანელებს ახალი წევრების გაძლიერებაში

ადამიანები მონათვლისა და წევრად დამტკიცების შემდეგ ხდებიან „წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი“ (ეფესელთა 2:19; იხ. ასევე 1 კორინთელთა 12:12–27). იმუშავე ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, რათა დაეხმარო ახალ წევრებს, „ღმერთის კეთილი სიტყვით [გამოიკვებონ], რათა სწორ გზაზე [დარჩნენ], … [დაეყრდნონ] მხოლოდ ქრისტეს მადლს (მორონი 6:4).

გამოსახულება
უხუცესი ულისეს სოარესი

„ახალი მოქცეულნი მოდიან ეკლესიაში ენთუზიაზმით იმის გამო, რაც იპოვეს. ჩვენ კი, ეს ენთუზიაზმი მაშინვე უნდა გავაღვივოთ. … მისიონერებს შეუძლიათ გააცნონ და დააკავშირონ მოსწავლეები და ახალმოქცეულნი ერთგულ წევრებთან, რომლებიც მოუსმენენ მათ, გაუძღვებიან და მიიღებენ ეკლესიაში მონათვლამდეც კი. … როდესაც [ვემსახურებით] მათ, ვინც ნათლობის წყლებში შედიან, ვხედავთ, რომ კიდევ ბევრი ღვთის შვილი გაძლებს ბოლომდე და მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს“ (ულისეს ს. სოარესი, „მოქცეულთა შენარჩუნება“, მისიის ხელმძღვანელთა სემინარი, 25 ივნისი, 2018 წ).

დაეხმარეთ ახალ წევრებს ზიარების შეკრებაზე დასწრებაში

შენ მნიშვნელოვანი როლი გაქვს დაეხმარო ახალ წევრებს, იარონ ეკლესიაში. იმუშავე ხელმძღვანელებთან ერთად რათა დარწმუნდე, რომ შენ ან მეურვეობის წევრები დაეხმარებით მათ დასწრებაში. ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც ასახავს ახალი წევრის ზიარების შეკრებაზე დასწრებას, შეიძლება დაგეხმაროთ შენ და მეურვეობის ხელმძღვანელებს დაინახოთ, როდის შეიძლება დასჭირდეს მას დამატებითი გამხნევება.

უფრო დიდი ალბათობაა, რომ ახალი წევრები განაგრძობენ ზიარების შეკრებაზე დასწრებას და ზიარების მიღებას, როდესაც მათ მეურვეობაში მეგობრები ეყოლებათ. დაეხმარე მათ იგრძნონ, რომ რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი არიან, განსაკუთრებით სახარების მიხედვით ცხოვრების პირველი წლის განმავლობაში. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:106, 108.)

თავი 3-ს გაკვეთილების ხელახლა სწავლება

დაეხმარე ახალ წევრებს, განაგრძონ რწმენის განმტკიცება მხსნელი იესო ქრისტესა და მისი სახარების მიმართ. სახარების ჭეშმარიტებები და პრინციპები უფრო ღრმად იდგამს ფესვებს, როდესაც ახალი წევრები აგრძელებენ სულიწმინდის ძალით სწავლას.

წევრად დამტკიცების შემდეგ, კვლავ ასწავლე მისიონერული გაკვეთილები. სწავლებისას ხელმძღვანელობა შენ ითავე. თუმცა, შეათანხმე მეურვეობის ხელმძღვანელებთან, რათა მეურვეობის მისიონერებმა ან სხვა წევრებმა მიიღონ მონაწილეობა. თავი 3 -ში მოცემული გაკვეთილების ხელახლა სწავლება არის მნიშვნელოვანი გზა, რათა დაეხმარო ახალ წევრებს „იკვებონ ღმერთის კეთილი სიტყვით“ (მორონი 6:4). სწავლებისას, წაახალისე ახალი წევრები, შეასრულონ ყველა ვალდებულება გაკვეთილებზე.

წაიკითხე წმინდა წერილები ახალ წევრებთან ერთად, განსაკუთრებით კი, მორმონის წიგნი და ასწავლე სახარების პრინციპები. დაეხმარე მათ, გაუზიარონ სახარება მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. თითოეულ ახალ წევრს აქვს კონკრეტული საჭიროებები და შენ შეგიძლია დაეხმარო მას, იგრძნოს სიყვარული და გულთბილი მიღება.

აღთქმის გზის წინსვლის ანგარიში და ჩემი აღთქმის გზა

ადგილობრივ ხელმძღვანელებს აქვთ რესურსები მათი მისიონერული ძალისხმევისთვის, ისევე როგორც შენ. ერთ-ერთი მათგანია აღთქმის გზის წინსვლის ანგარიში, რომელიც გვხვდება წევრების იარაღების აპლიკაციაში ან ხელმძღვანელისა და კლერკის რესურსებში. ეს ანგარიში საშუალებას აძლევს ადგილობრივ ხელმძღვანელებს, დაინახონ მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც ადამიანს სჭირდება, რათა განაგრძოს წინსვლა აღთქმის გზაზე ნათლობამდე და ნათლობის შემდეგ.

ჩემი აღთქმის გზა არის რესურსი, რომელიც ეხმარება ახალ წევრებს „შეინარჩუნონ [თავიანთი] რწმენა იესო ქრისტესადმი და ეკლესიაში თავი ისე იგრძნონ, როგორც სახლში” (ჩემი აღთქმის გზაiv). ის ახალ წევრებს აცნობს ისეთ ღონისძიებებსა და შესაძლებლობებს, როგორიცაა ოჯახური ისტორია და გარდაცვლილი წინაპრების დახმარება სატაძარო წმინდა წეს-ჩვეულებების მიღებაში. წაახალისე ადგილობრივი წევრები, უხელმძღვანელონ ახალ წევრებს ამ გამოცდილებების მიღებისას. საჭიროებისამებრ გაუწიე მხარდაჭერა.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

შეისწავლე ჩემი აღთქმის გზა. რა გაიგე შენი როლის შესახებ წევრების დახმარებაში ახალმოქცეულთა გაძლიერებისთვის? როგორ შეგიძლია მხარი დაუჭირო მეურვეობის საბჭოს ძალისხმევას? ყოველ ჯერზე, როცა ამ თავს სწავლობ, ჩაიწერე ნასწავლი.

მხარი დაუჭირე ადგილობრივ ხელმძღვანელებს დაბრუნებული წევრების გაძლიერებაში

ზოგიერთი წევრი ირჩევს, შეწყვიტოს ეკლესიის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ადგილობრივი ხელმძღვანელები და სხვა წევრები ცდილობენ, დაამყარონ ძლიერი ურთიერთობები მათთან. მხსნელმა თქვა:

„ასეთებისთვის უნდა გააგრძელოთ მსახურება, რამეთუ არ იცით, შეიძლება დაბრუნდნენ და მოინანიონ და ჩემთან მოვიდნენ გულის მთელი მოწადინებით და განვკურნავ მათ და თქვენ იქნებით ის წყარო, რომლითაც მათთან ხსნა მივა“ (3 ნეფი 18:32).

ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა შეიძლება გთხოვონ, დაეხმარო დაბრუნებულ წევრებს რწმენის განმტკიცებაში. როგორც წესი, ეს დავალებები შეეხება ნაწილობრივ მონათლულ ოჯახებს. ლოცვის თანხლებით დაფიქრდი, როგორ შეგიძლია მოიწვიო სულიწმინდა დაბრუნებული წევრების სახლებში, როცა შეასწავლი მათ სახარების პრინციპებს და მოქმედებისკენ მოიწვევ. დაანახე ემპათია და თანაგრძნობა.

როგორც გარემოებები მოგცემს საშუალებას, ასწავლე სახარება ოჯახში მყოფებს, რომლებიც ჯერ არ არიან მონათლულნი. შენი სიყვარული და მხარდაჭერა დაეხმარება მათ, გაიღრმაონ რწმენა ქრისტესადმი და გაზარდონ აღთქმების დადებისა და დაცვის სურვილი.

დაბრუნებულ წევრებთან მუშაობისას საქმიანობა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან შეათანხმე. ამ ძალისხმევებს შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი გავლენა ინდივიდებზე და ადგილობრივ მრევლზე.

წმინდა წერილების შესწავლა

რა გვასწავლა იესო ქრისტემ მათ დახმარებაზე, ვისაც შესაძლოა უჭირდეს?

ალმამ და ამულეკმა ეკლესიისგან განდგომილ მრავალ ადამიანს ასწავლეს. რა შეიძლება გამოიყენო მათი გამოცდილებიდან, დაბრუნებული წევრების გაძლიერებასთან დაკავშირებით?


იდეები სწავლისა და გამოყენებისთვის

პირადი სწავლა

  • გამოიყენე „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაცია, რათა დაგეგმო საუბარი ახალ და ცოტა ხნის წინ დაბრუნებულ წევრებთან, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას ცვლიან და ეკლესიაში დადიან. რა დაეხმარა მათ ყველაზე მეტად? სამუშაო რვეულში ჩაიწერე, რას ფიქრობ მათ გამოცდილებაზე. რა ისწავლე, რაც დაგეხმარება იმუშაო მათთან, ვისაც ამჟამად ასწავლი?

  • შეისწავლე 2 ნეფი 31:18–20, ალმა 26:1–7, ალმა 32:32–43 და მორონი 6. დაწერე, რას ისწავლი ამ მუხლებიდან ახალი წევრების გაძლიერების შესახებ.

მეწყვილესთან ერთად სწავლა და მეწყვილის შეცვლა

  • წაიკითხეთ და განიხილეთ: თავი 23 ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო. როგორ შეგიძლია მხარი დაუჭირო ადგილობრივ ხელმძღვანელებს მოვალეობების შესრულებაში?

  • ყოველკვირეული საკოორდინაციო შეკრებების დროს, ჰკითხე მეურვეობის ხელმძღვანელებს, არიან თუ არა შენს რაიონში დაბრუნებული წევრები, რომლებსაც სურთ, რომ ამ კვირაში მოინახულო. მათთან შეხვედრისას, ეცადე განამტკიცო მათი რწმენა იესო ქრისტეში.

  • განსაზღვრე ყველა ადამიანი, ვინც მოინათლა და წევრად დამტკიცდა ბოლო წელს. გადახედე ერთ-ერთი მათგანის ჩანაწერს და განიხილე, თუ როგორ შეგიძლია იმუშაო ხელმძღვანელებთან მომდევნო ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაზე, ამ ადამიანის დასახმარებლად. ჩაიწერე იდეები და შეთავაზებები „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაციაში. გაიმეორე ეს პროცესი შენს რაიონში ახალ მოქცეულ ყველა პირთან.

ოლქის საბჭო, ზონალური კონფერენცია და მისიის ხელმძღვანელთა საბჭო

  • მოიწვიე ეპისკოპოსი ან მეურვეობის სხვა ხელმძღვანელი, რათა ისაუბრონ ახალი და დაბრუნებული წევრების გაძლიერებაზე. სთხოვე ამ ადამიანს, ხაზი გაუსვას, როგორ შეუძლიათ მისიონერებს დახმარება.

  • იმსჯელეთ დაკარგული ცხვრის, დაკარგული დრაქმის და უძღები შვილის იგავზე (იხ. ლუკა 15). მოიწვიე მისიონერები, გააზიარონ რას სწავლობენ და როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ეს თავიანთ მისიონერულ საქმიანობაში.

მისიის ხელმძღვანელები და მისიის მრჩევლები

  • იმუშავე ადგილობრივ ხელმძღვანელებთან, რათა წაახალისო ისინი, დაეხმარონ ახალ წევრებს:

    • მიიღონ მღვდლობის წოდებაზე ხელდასხმით კურთხევა (შესაბამისი ასაკის მამაკაცებისთვის).

    • დაინიშნონ მზრუნველ ძმებად (და მზრუნველ დებად).

    • მიიღონ სატაძრო რეკომენდაცია გარდაცვლილი წინაპრებისთვის ტაძარში მონათვლისთვის.

    • მოამზადონ გარდაცვლილი წინაპრების სახელი და გვარი ტაძარში მისატანად.

    • მიიღონ დავალება ან მოწოდება, რათა ემსახურონ საკუთარ მეუვეობას ან მრევლს.

  • პალოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ასწავლე ადგილობრივ ხელმძღვანელებს, როგორ ჩაატარონ ეფექტური ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრები.

  • დროდადრო თვალყური ადევნე ახალ წევრებს რათა გაიგო, როგორ არიან და როგორ შეუძლიათ მისიონერებსა და წევრებს მათი დახმარება.

  • მოიწვიე ახალი წევრები, ისაუბრონ მისიონერებთან და მოყვნენ თავიანთ გამოცდილებაზე ეკლესიაში.