მისიის მოწოდებები
იქადაგე ჩემი სახარება: შესავალი


„იქადაგე ჩემი სახარება - შესავალი“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„შესავალი“, იქადაგე ჩემი სახარება

იქადაგე ჩემი სახარება: შესავალი

უფალი მოძღვრავს თავის მსახურებს: „იქადაგ[ეთ] ჩემი სახარება სულიწმინდის კარნახით, თავად ნუგეშისმცემლით, რომელიც მოვლენილ იქნა ჭეშმარიტების სასწავლებლად“ (მოძღვრება და აღთქმები 50:14).

იქადაგე ჩემი სახარება შეიქმნა, რათა დაგეხმაროთ მისიონერის დანიშნულების შესრულებაში. იგი ფოკუსირებულია მისიონერული საქმის უმნიშვნელოვანეს ნაწილზე. აქ ვერ იპოვი პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გაგიჩნდეს. თუმცა, ეს არის უმნიშვნელოვანესი რესურსი, რომელიც დაგეხმარება სულიერი ძალისა და შესაძლებლობის ზრდაში. შეისწავლე და გამოიყენე წმინდა წერილსა და ამ წიგნში მოცემული სახარების მოძღვრება და პრინციპები.

გამოსახულება
იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს ნათლავს

იქადაგე ჩემი სახარება შედგენილია, რათა დაგეხმაროს შემდეგი გზებით:

უწყვეტად შეისწავლე ეს თავები მისიის განმავლობაში. შეაფასე შენი მუშაობა. დაისახე მიზნები და შეადგინე გეგმა მათ მისაღწევად. მისიონერები, რომლებიც ყოველდღიურად ემზადებიან და განვითარებაზე მუშაობენ, დალოცავენ იმ ადამიანების ცხოვრებას, ვისაც ემსახურებიან და ასწავლიან. ისინი თავადაც მიიღებენ დალოცვებს საკუთარ ცხოვრებაში.

კვლევისა და სწავლის შესაძლებლობები

თქვენს მისიაში ნაყოფიერი სწავლა დაგეხმარებათ გააძლიეროთ სახარების მოწმობა და გახდეთ იესო ქრისტეს ერთგული მოწაფე.

წმინდა წერილისა და იქადაგე ჩემი სახარების შესწავლა დაგეხმარება ასწავლო სულიერი ძალით. აგრეთვე, ეს დაგეხმარება მოარგო შენი სწავლება ინდივიდის საჭიროებებს.

სწავლისა და სწავლების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მოიცავს შემდეგს:

  • პირადი სწავლა.

  • მეწყვილესთან ერთად სწავლა.

  • მეწყვილის შეცვლა.

  • ოლქის საბჭოს შეხვედრები.

  • ზონალური კონფერენციები.

  • მისიის ხელმძღვანელთა საბჭო (ახალგაზრდა მისიონერთა ხელმძღვანელებისთვის).

შენი მისიონერული განრიგი მეტწილად მოიცავს დროს პირადი და მეწყვილესთან ერთად სწავლისთვის. ინფორმაცია დღის განრიგის შესახებ იხ. იესო ქრისტეს მოწაფეთა მისიონერული სტანდარტები, 2.4.

პირადი სწავლისას შეძენილი ცოდნა დაგეხმარება მეწყვილესთან ერთად სწავლისა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი სწავლის შესაძლებლობებში. ამგვარად შეძლებთ „ასწავლოთ ერთმანეთს სასუფევლის მოძღვრება“ (მოძღვრება და აღთქმები 88:77).

გამოსახულება
იესო ქრისტე მოძღვრავს შეკრებილ ადამიანებს

იდეები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ შეისწავლოთ იქადაგე ჩემი სახარება

იქადაგე ჩემი სახარება აერთიანებს წმინდა წერილებსა და სახარების პრინციპებს, რათა დაგეხმაროს მხსნელისა და მისი სახარების შეცნობაში. ის მიზნად ისახავს, დაგეხმაროს ჩაღრმავდე წმინდა წერილებში და გაიმდიდრო ცოდნა. მისიის განმავლობაში შეისწავლე წმინდა წერილის მითითებები თითოეულ თავში.

იქადაგე ჩემი სახარება -ს თითოეული თავი მოიცავს იდეებსა და ღონისძიებებს, რათა დაგეხმაროს სწავლაში და ნასწავლის გამოყენებაში. გამოიყენე ეს პირად და მეწყვილესთან ერთად სწავლის დროს (იხ. მისიონერის სტანდარტები, 2.4). ასევე, შეგიძლია გამოიყენო ეს ოლქის სააბჭოს შეხვედრებსა და ზონალურ კონფერენციებზე. შენისწავლა უფრო ეფექტური იქნება, თუ ნასწავლის გამოყენებას მოახერხებ.

პირადი კვლევის განრიგის შედგენა სწავლაში დაგეხმარება. შეგიძლია საკუთარი გეგმა შეადგინო, სადაც პრიორიტეტული იქნება, მეტი დრო დაუთმო სახარების იმ პრინციპებს, რომლების უკეთ შესწავლა გსურს. ასევე, შესაძლებელია იქადაგე ჩემი სახარება-ს თავებზე ააწყო შენი სწავლა. მაგალითად, შეგიძლია გამოიყენო თავი 3 -ში მოცემული გაკვეთილები, რაც დაგეხმარება იმ მოძღვრებისა და პრინციპების კვლევაში, რომელნიც უნდა ასწავლო. ეს გაკვეთილები კარგად უნდა იცოდე, რათა საკუთარი სიტყვებით, სულიწმინდის მეშვეობით შეძლო სწავლება.

სწავლის დროს გააკეთე ჩანაწერები. გამოიყენე რვეული ან ელექტრონული ჟურნალი (მაგალითად, სახარების ბიბლიოთეკა), რათა უკეთ გაიგო, გაიაზრო და დაიმახსოვრო ნასწავლი.

სწავლის დაწყებისას ილოცე სულიწმინდისთვის, რათა დაგეხმაროს სწავლაში. ის მოგიტანს ცოდნას, გააზრებასა და დარწმუნებულობას, რაც დალოცავს შენს ცხოვრებას და მოგცემს სხვების დალოცვის საშუალებას. გაუღე გული და გონება მისგან შთაგონებულ შეგრძნებებსა და აზრებს. ჩაინიშნე ეს აზრები.

ყოველთვის გადახედე შენს სასწავლო რვეულს, რათა გაიხსენო სულიერი გამოცდილებები, განსაზღვრო ახალი აზრები და იხილო საკუთარი ზრდა.

იქადაგე ჩემი სახარება — აპლიკაცია

გამოიყენე „იქადაგე ჩემი სახარება“ -ს აპლიკაცია, რაც დაგეხმარება გამოიყენო პრინციპები, რომლებსაც სწავლობ. აპლიკაცია ხელმისაწვდომია შენს მობილურ ტელეფონში. აპლიკაციის ფუნქციები დაგეხმარება, უკეთ შეასრულო მისიონერული დანიშნულება. აღნიშნული ფუნქციები მოიცავს შემდეგს:

  • ინფორმაციას შენი მოსწავლეების საჭიროებებისა და წინსვლის შესახებ.

  • ადგილს, სადაც ჩაიწერ შენს წინსვლას მთავარი მაჩვენებელი მიზნის შესასრულებლად.

  • კალენდარს, სადაც მონიშნავ გეგმებს და შეადგენ ღონისძიებების განრიგს.

  • შენი რეგიონის რუკას და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც მიზნების შესრულებაში დაგეხმარება.

იქადაგე ჩემი სახარება შეიცავს აპლიკაციის გამოყენების უამრავ იდეას, რაც გეხმარება ადამიანთა პოვნაში, სწავლებასა და მათ მონათვლაში.

გამოსახულება
ოჯახი სწავლობს წმინდა წერილებს

იქადაგე ჩემი სახარება -ს გამოყენება ეკლესიის წევრების მიერ

იქადაგე ჩემი სახარება სასარგებლო რესურსია არა მარტო მისიონერებისთვის, არამედ ეკლესიის ყველა წევრისთვის. მაგალითად, მისი შესწავლა წევრებს დაეხმარება:

  • ისწავლონ და ასწავლონ იესო ქრისტეს სახარება (შეისწავლე თავი 1, თავი 2, თავი 3, და თავი 10).

  • უპასუხონ სახარებასთან დაკავშირებულ კითხვებს (შეისწავლე თავი 3 და თავი 5).

  • სიღრმისეულად გაიაზრონ, რას ნიშნავს ეძიონ სულიწმინდა და დაეყრდნონ მას (შეისწავლე თავი 4).

  • გაიაზრონ მორმონის წიგნის ძალა (შეისწავლე თავი 5).

  • ეძიონ ქრისტეს მსგავსი თვისებები (შეისწავლე თავი 6).

  • შეასრულონ თავიანთი აღთქმის პასუხისმგებლობა სახარების გაზიარებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს შეყვარების, გაზიარებისა და მოწვევის პრინციპებით ცხოვრებას (შეისწავლე თავი 9 და 13).

  • დაამყარონ კავშირი სრული დროის მისიონერებთან (შეისწავლე თავი 13).

იქადაგე ჩემი სახარების— განსაკუთრებით კი, მე-3 თავის შესწავლა, უდიდესი დახმარების გამწევია ყველა იმ ადამიანისთვის (განურჩევლად ასაკისა), რომელიც მისიონერული მსახურებისთვის ემზადება.