მისიის მოწოდებები
თავი 7: ისწავლე შენი მისიის ენა


„თავი 7: ისწავლე შენი მისიის ენა“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 7“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
გლობუსი და დროშები

თავი 7

ისწავლე შენი მისიის ენა

განიხილე შემდეგი

  • როგორ შემიძლია გავაძლიერო რწმენა უფლისადმი, რათა დამეხმაროს ახალი ენის შესწავლაში?

  • რატომ უნდა გავაუმჯობესო მუდმივად ჩემი ენობრივი შესაძლებლობები?

  • როგორ შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი მისიის ენაზე საუბრისა და სწავლების უნარი?

  • როგორ მივიღო ენების ძღვენი?

მოემზადე სულიერად

უფალმა ბრძანა: „ყოველი ადამიანი მოისმენს სახარების სისრულეს თავის ენასა და მეტყველებაზე, მათი მეშვეობით, რომლებიც ხელდასხმულნი არიან ამ ძალით“ (მოძღვრება და აღთქმები 90:11).

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ხერხი, რომლითაც შეგიძლია გააძლიერო რწმენა, რომ უფალი დაგეხმარება ასწავლო და დაამოწმო შენი მისიის ენაზე:

  • ირწმუნე, რომ უფალმა წინასწარმეტყველის მეშვეობით მოგიხმო.

  • გულწრფელი ლოცვის მეშვეობით სთხოვე ღმერთს დახმარება.

  • ბეჯითად იმუშავე - ყოველდღე ისწავლე, ივარჯიშე და გამოიყენე მისიის ენა.

  • დაიცავით მცნებები და იცხოვრე მისიონერული სტანდარტებით, რათა იყო ღირსი სულიწმინდის თანხლებისა.

  • განწმინდე შენი მამოძრავებელი ძალა ღვთის სიყვარულით, მისი შვილების სიყვარულით და მათი დალოცვის სურვილით.

იყავი თავდადებული და ბეჯითი

შენი მისიის ენაზე ეფექტური სწავლების განხორციელება მოითხოვს გულმოდგინე ძალისხმევას და სულიწმინდის ძღვენს. არ გაგიკვირდეს, თუ ეს დავალება რთული აღმოჩნდება. ამას დრო სჭირდება. იყავი მომთმენი საკუთარი თავის მიმართ. როდესაც თავდადებით დაიწყებ ენის შესწავლას, შენ შეიძენ უნარებს, რომლებიც აუცილებელია შენი, როგორც მისიონერის, მიზნის შესასრულებლად.

მარტო შენ არ სწავლობ მისიის ენას. ზეციური მამა და იესო ქრისტე დაგეხმარებიან, თუ მათ დახმარებას ეძიებ. ეძიე და იყავი გახსნილი, რათა დაეხმარო შენს მეწყვილეს, წევრებს, მოსწავლეებს, სხვა მისიონერებსა და ადამიანებს.

ყურადღებით უსმინე და ისაუბრე ახალ ენაზე, როცა ამის შესაძლებლობა გექნება. არ შეგეშინდეს შეცდომების დაშვების. ახალი ენის სწავლის პროცესში შეცდომებს ყველა უშვებს. ადამიანები გაგიგებენ და დააფასებენ შენს ძალისხმევას მათი ენის შესასწავლად.

მისიის დასრულებამდე, მუდმივად გააუმჯობესე ენის შესწავლა. როდესაც ამ ენაზე ლაპარაკის უნარი განგივითარდება, ხალხი უფრო მეტად მოუსმენს შენს ნათქვამს, ვიდრე იმას, თუ როგორ ამბობ ამას. ნაკლებად ინერვიულებ იმაზე, თუ როგორ ესაუბრო ადამიანს და უკეთ შეძლებ სხვების საჭიროებების დაკმაყოფილებას.

გამოსახულება
უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი

„ჩვენ … ვიმედოვნებთ, რომ ყველა მისიონერი, რომელიც ახალ … ენას სწავლობს, ყველა ღონეს იხმარს მის შესასწავლად. … და როცა ასე მოიქცევით, თქვენი [სწავლების] და დამოწმების უნარიც გაუმჯობესდება. უკეთ მიგიღებენ და მეტ სულიერ გავლენას მოახდენ [იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასწავლი]. …

„ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ ე.წ. მისიონერის ლექსიკონის გამოყენებით. ძალიან მოინდომეთ ენის შესწავლა და უკეთ შეაღწევთ ადამიანთა გულებში“ (ჯეფრი რ. ჰოლანდი, missionary satellite broadcast, Aug. 1998).

მისიონერული ენის გამოყენება სახლში დაბრუნების შემდეგაც გააგრძელე. უფალმა დიდად დაგაჯილდოვა და შეიძლება მან მოგვიანებით გამოიყენოს შენს ცხოვრებაში შენი ენობრივი შესაძლებლობები.

ინგლისურის სწავლა

თუ ინგლისურად არ საუბრობ, როგორც მისიონერმა, ეს ენა უნდა ისწავლო. ეს დაგლოცავს მთელი მისიისა და საერთოდ ცხოვრების განმავლობაში. ინგლისურის სწავლა შენს ოჯახსაც დალოცავს.

ინგლისურის სწავლაში დახმარებისთვის იხ. EnglishConnect for Missionaries.

გამოსახულება
ქალი იწერს რვეულში

ენის სწავლის პრინციპები

პასუხისმგებლობის აღება

რეგულარულად დაისახე მიზნები ენობრივი უნარის გასაუმჯობესებლად. შეადგინე ენის სწავლის გეგმა. ისაუბრე ამ ენაზე ნებისმიერი შესაძლებლობისას.

სწავლისთვის მნიშვნელოვნების შეძენა

გამოიყენე ნასწავლი ყოველდღიურ სიტუაციებსა და ღონისძიებებში. ყურადღება გაამახვილე ენაზე, რომელიც დაგეხმარება იმის თქმაში, რისი გადმოცემაც გჭირდება.

კომუნიკაციის ძიება

რაც შეიძლება მეტი ესაუბრე შენს მეწყვილეს ამ ენაზე. გამოიყენე სწავლისა და პრაქტიკის ნებისმიერი შესაძლებლობა. მაგალითად, შეგიძლია სთხოვო ძველ წევრს ან მოსწავლეს, დაგეხმაროს ენის შესწავლაში. სწავლის დროს, ამ ენის მშობლიურ მოსაუბრეებთან საუბარზე უკეთესი არაფერი არ არის.

არ შეადარო

ნუ შეადარებ შენს ენობრივ უნარებს შენს მეწყვილეს ან სხვა მისიონერის ენობრივ უნარებთან. შედარებას მივყავართ ამპარტავნობამდე ან ხალისის დაკარგვამდე.

საფუძვლიანად ისწავლე ახალი კონცეფციები

რეგულარულად გადახედე ნასწავლს და გამოსცადე საკუთარი თავი ახალ სიტუაციებში. ეს დაგეხმარება, გაიხსენო და გამოიყენო ნასწავლი.

გამოსახულება
კაცი წიგნით

ენის სწავლის გეგმის შედგენა

ენის შესწავლის განრიგი ეხმარება როგორც ახალ, ისე გამოცდილ მისიონერებს ფოკუსირება მოახდინონ იმაზე, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ყოველდღე, რათა გააუმჯობესონ თავიანთი მისიის ენაზე საუბრის უნარ-ჩვევები. შენი გეგმა უნდა მოიცავდეს იმას, თუ რას გააკეთებ ენის შესწავლის დროს და მთელი დღის განმავლობაში.

შემდეგი საფეხურები გვიჩვენებს, თუ როგორ შეგიძლია შექმნა ენის შესწავლის გეგმა მე-8 თავში მოცემული მიზნების დასახვის პროცესის გამოყენებით. საჭიროებისას შეცვალე ეს პროცესი.

  1. ლოცვით განსაზღვრე მიზნები და შეადგინე გეგმა. დასახე ყოველკვირეული და ყოველდღიური მიზნები, რათა გააუმჯობესო სახარების სწავლების და ზოგადად გადმოცემის უნარი. ჩართე ის სიტყვები, ფრაზები, წმინდა წერილები და ამონარიდები,რომლების დამახსოვრება გსურს.

  2. ჩაწერა და განრიგის შექმნა. გადაწყვიტე, ენის შესწავლის რომელი ხერხი დაგეხმარება მიზნების მიღწევაში. ენის შესწავლის ხერხი შეიძლება მოიცავდეს წმინდა წერილებს, ლექსიკონებს, გრამატიკის სახელმძღვანელოებს, „TALL Embark” აპლიკაციას და სხვ. დაგეგმე დრო, როცა ოფიციალურად ისწავლი და გამოიყენებ ენას. მაგალითად, შეგიძლია დაგეგმო მორმონის წიგნიდან, სამხარის დროს, ყოველდღიური 15 წუთიანი ხმამაღალი კითხვის სესია.

  3. იმოქმედე გეგმის მიხედვით. უფალს უყვარს ძალისხმევა, ამიტომ ბეჯითად იშრომე მიზნების მისაღწევად. შეასრულე ენის დაგეგმილი გაკვეთილი და თუ წინააღმდეგობაში მოვა სხვა გეგმებთან, შეცვალე დრო.

  4. გადახედვა და შემდგომი კონტროლი. ხშირად გადახედე შენს სწავლის გეგმას და შეაფასე, რამდენად ეფექტურია იგი. მოიწვიე შენი მეწყვილე, მისიის ხელმძღვანელები, წევრები და სხვები შენს რეგიონში, რათა შემოგთავაზონ სწავლის გაუმჯობესების გზა. მიიღე მონაწილეობა რეგულარულად დაგეგმილ ენობრივ შეფასებებში შენი წინსვლის გამოსახვისა და გაუმჯობესების გზების დასადგენად.

დააბალანსე ენის შესწავლა ენის საფუძვლის შესაქმნელად გრძელვადიან მიზნებსა და მოკლევადიან მიზნებს შორის კონკრეტული ღონისძიებებისა და მოსწავლეებისთვის.

ენის ოფიციალური შესწავლის დროს, დააბალანსე შენი მიზნები და გეგმები ქვემოთ ნაჩვენები ენის ძირითადი არეალის მიხედვით. გადაწყვიტე, რას ისწავლი დღის მანძილზე.

მოსმენის უნარები

კითხვის უნარები

გრამატიკა

საუბრის უნარები

წერის უნარები

ლექსიკონი

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

ყოველ კვირას დაუთმე დრო ენის შესწავლის შეფასებას შემდეგი კითხვების დასმით:

  • ამ კვირის მანძილზე ყოველდღე ვსწავლობდი ჩემი მისიის ენას? რისი გაკეთება შემიძლია, რათა მუდმივად გავაუმჯობესო ჩემი მისიის ენა?

  • მეხმარება თუ არა ჩემი განრიგი წევრების უკეთ პოვნაში, სწავლებასა და მუშაობაში? რა ცვლილებები უნდა შევიტანო ჩემს განრიგში?

  • რა მომწონს ყველაზე მეტად ენის სწავლისას? რა შეიძლება გავაკეთო, რომ უფრო მეტად მომწონდეს?

  • რა დროს უნდა ვუთმობდე მოსმენას, კითხვას, წერასა და საუბრის პრაქტიკულ სამუშაოს? როგორ ვისწავლო უკეთ სიტყვები, გრამატიკა და გამოთქმა?

  • რა ღონისძიებებსა და რესურსებს ვიყენებ ენის სწავლისას? რომელი მეხმარება ყველაზე მეტად? სხვა რომელი ღონისძიება და რესურსი დამეხმარება?

  • რას მივაქციო მეტი ყურადღება?

ამ კითხვებზე პასუხის საფუძველზე შეცვალე შენი განრიგი და დააკვირდი, დაგეხმარება თუ არა ეს შედეგების გაუმჯობესებაში. სულიწმინდა დაგეხმარება, როცა მუდმივად ეცდები ენის შესწავლის გაუმჯობესებას.

მეწყვილესთან ერთად სწავლა

დაეხმარე მეწყვილეს მისიის ენის ან ინგლისური ენის სწავლაში წარმატების მიღწევასა და თავდაჯერების მოპოვებაში. წინსვლის შემთხვევაში გულწრფელად და ხშირად შეაქე შენი მეწყვილე და სხვა მისიონერები.

სიკეთით მიაწოდე მარტივი და პრაქტიკული შეფასება. მიეცი უამრავი შესაძლებლობა, რათა წარმატებით ისწავლონ და დაამოწმონ. გაითვალისწინე, როგორ დაეხმარა უფრო გამოცდილი მისიონერი თავის მეწყვილეს ქვემოთ მოყვანილ ნამდვილ ამბავში.

ეს--ესაა ჩავედი ჩემს მეორე რეგიონში, როცა მეწყვილემ მითხრა, რომ ჩემი ჯერი იყო სულიერი გზავნილი გამეზიარებინა ვახშმის დროს. ჩემი პირველი მეწყვილე ყოველთვის სიამოვნებით ასწავლიდა, მე კი, მიჩვეული ვიყავი გაკვეთილის მცირე ნაწილის წარმართვასა და შემდეგ მოსმენას.

ვეცადე ჩემი მეწყვილე დამერწმუნებინა, მას გაეზიარებინა სულიერი გზავნილი, მაგრამ მან წამახალისა აღნიშნული დავალების შესასრულებლად. გავარჯიშებაში ის დამეხმარა.

ხოლო როცა დრო მოვიდა, წმინდა წერილები გადავშალე და წავიკითხე 3 ნეფი 5 და 7. დავიბენი, მაგრამ მოვახერხე ამეხსნა, თუ რატომ იყო ჩემი არჩეული ნაწყვეტები მნიშვნელოვანი და რომ დავამთავრე — მშვიდად ამოვისუნთქე. როდესაც კითხვა დაისვა, ჩემს მეწყვილეს შევხედე, თუმცა ის არ აპირებდა პასუხის გაცემას. სწორედ მაშინ, ჩემდა გასაოცრად მოვიფიქრე პასუხი გასაგები ფრანგულით. კიდევ უფრო გავოცდი, რომ წევრი ვერ მიხვდა ჩემს კომუნიკაციის უნარებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამან თავდაჯერება შემმატა და გავიაზრე, რომ ჩემი ფრანგული იმაზე კარგი იყო, ვიდრე მეგონა.

კვირები გადიოდა, ჩემი მეწყვილე ჩემთვის სწავლების ნების დართვას აგრძელებდა— მაშინაც კი, როცა მეგონა, რომ ვერ შევძლებდი და ალბათ, ისიც არ იყო დარწმუნებული. ვიგრძენი, როგორ გავხდი ჩვენი ზეციური მამის იარაღი და აღარ ვიყავი უბრალოდ ჩუმი მეწყვილე.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

იმუშავე სხვა მისიონერებთან ერთად, რათა დაგეხმარონ შენი მისიის ენის სწავლაში.

  • თუ ახალბედა მისიონერთან ერთად მუშაობ, როგორ შეგიძლია დაეხმარო მას ახალი ენის ან ინგლისური ენის სწავლაში?

  • თუ ახალბედა მისიონერი ხარ, რა სახის დახმარებას სთხოვ მეწყვილეს?

გამოსახულება
მისიონერები ასწავლიან ქალს

კულტურისა და ენის შესწავლა

კულტურა და ენა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ხალხების კულტურის გაგება დაგეხმარება უკეთ გაერკვიო მის გამოყენებაში. ხოლო ამის გააზრება ასევე დაგეხმარება აღდგენის გზავნილის უნიკალური ასპექტების გადმოცემაში ისე, რომ ხალხისთვის გასაგები იყოს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია ხალხის ნდობისა და სიყვარულის მოსაპოვებლად არის მათი კულტურის პატივისცემა და შესაბამისი გზებით მიღება. მრავალმა დიადმა მისიონერმა მოახერხა ეს (იხ. 1 კორინთელთა 9:20–23).

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

გამოიყენე ქვემოთ მოცემული იდეა, რათა ასწავლო განსხვავებული კულტურის ან წარმოშობის ადამიანებს.

  • დაფიქრდი შენი მოწაფეების კულტურულ და რელიგიურ წარმოშობაზე. განსაზღვრე მათი წარმოშობის ის ასპექტი, რომელმაც შესაძლოა გაართულოს მათ მიერ სახარების პრინციპის გაგება. ჩამოაყალიბე გზები, რათა ნათლად ასწავლო ეს პრინციპები.

ენების ძღვენი

სულიწმინდის ძღვენი რეალურია. ენების ძღვენს და ენებიდან თარგმნის ძღვენს მრავალი გამოვლინება აქვს. ზოგიერთი მოიცავს ენებზე საუბარს, გაგებას და თარგმნას. დღეს ენების ძღვენი ყველაზე ხშირად ვლინდება სულიწმინდის ძალით გაძლიერებულ სწავლებასა და სწავლაში, რათა დაეხმაროს მისიონერებს, ისწავლონ თავიანთი მისიის ენა.

სულიწმიდას შეუძლია გამოავლინოს შენი მოწმობის ჭეშმარიტება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდეს ენის ბარიერი შენსა და შენს მოსწავლეებს შორის. ანალოგიურად, სულიწმინდას შეუძლია სიტყვები და ფრაზები გაგახსენოს და დაგეხმაროს ადამიანთა გულიდან წამოსული სიტყვების გაგებაში.

უმეტესად, ამ ძღვენის მისაღებად დიდი შრომაა საჭირო. ეს აქტიურად უნდა ეძიო სხვების დალოცვისთვის (იხ. მოძღვრება და აღთქმები 46:8–9, 26). ენების ძღვენის ძიების ნაწილია შრომა და ენის შესასწავლად ყველაფრის გაკეთება. ლოცვის თანხლებით ისწავლე და გამოიყენე ახალი ენა და იყავი მომთმენი. გწამდეს, რომ სულიწმინდა აუცილებლად დაგეხმარება, თუ სიბეჯითეს გამოიჩენ. გქონდეს რწმენა, რომ ენების ძღვენი დაგეხმარება შენ და შენს მოსწავლეებს.

როდესაც სიტყვებით ისე ნათლად ვერ გამოხტავ საკუთარ აზრებს, როგორც გსურს, გახსოვდეს, რომ სულიწმინდას შეუძლია ღვთის შვილების გულებთან საუბარი. პრეზიდენტი თომას ს. მონსონი გვასწავლიდა:

„არსებობს ერთი ენა … რომელიც ყველა მისიონერისთვის საერთოა — სულიწმინდის ენა. ის არ ისწავლება მწერლების მიერ დაწერილი სახელმძღვანელოებიდან, არც კითხვისა და დამახსოვრების გზით. სულიწმინდის ენა ეძლევა მას, ვინც მთელი გულით ცდილობს შეიცნოს ღმერთი და დაიცვას მისი ღვთიური მცნებები. ამ ენის ცოდნა საშუალებას აძლევს ადამიანს დაარღვიოს ბარიერები, გადალახოს დაბრკოლებები და შეეხოს ადამიანის გულს“ (,,The Spirit Giveth Life”, Ensign, ივნისი, 1997 წ, 2).

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

გამოიყენე შემდეგი განცხადებები, რათა შეაფასო შენი ძალისხმევა ენების ძღვენის ძიებისთვის. ენის სწავლის გაუმჯობესებისთვის ჩაიწერე შთაბეჭდილებები და მიზნები.


იდეები სწავლისა და გამოყენებისთვის

პირადი სწავლა

  • გადახედე ენის რესურსებს მისიონერულ პორტალზე. აღმოაჩინე ისეთი რამ, რაც ადრე არ გიცდია და დაგეგმე მისი გამოყენება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.

  • ოლქის საბჭოს მომავალ შეხვედრაზე ჰკითხე გამოცდილ მისიონერს, რომელსაც კარგად იცის ენა, რა გააკეთა მან ენის შესასწავლად.

მეწყვილესთან ერთად სწავლა და მეწყვილის შეცვლა

  • ივარჯიშეთ - ასწავლეთ ერთმანეთს მისიონერული გაკვეთილები მისიის ენაზე. თავდაპირველად, ახალბედა მისიონერებმა შეიძლება ძალიან მარტივად ასწავლონ, გააცნონ მარტივი მოწმობები და თქვან დაზეპირებული ნაწყვეტები წმინდა წერილებიდან. როდესაც მათი თავდაჯერება და უნარები გაიზრდება, ისინი უფრო სრულად შეძლებენ სწავლებაში ჩართვას.

  • გადახედე წინამდებარე თავში მოცემულ იდეებსა და მისიონერულ პორტალზე მოცემული ენის რესურსებს. იმსჯელეთ, რომელი შეთავაზებების გამოყენება შეგიძლიათ მეწყვილესთან ერთად სწავლაში მომდევნო კვირის განმავლობაში.

  • სთხოვე მეწყვილეს, მოგისმინოს და დაგეხმაროს გამოთქმის გაუმჯობესებაში. სთხოვე, ჩაინიშნოს ისეთი სიტუაციები, სადაც შენს ნათქვამს ვერ გაიგებენ. ჩამოწერე სიტყვები, ფრაზები, გრამატიკის წესები — რაც დაგეხმარება. განმარტე და ივარჯიშე, როგორ გამოიყენო სიაში მოცემული მომავალ ღონისძიებაში.

  • ივარჯიშე აქტიურად მოსმენაში. დღის განმავლობაში დაგეგმე დრო, როცა აქტიურად მოუსმენ და ამოიცნობ ნასწავლ სიტყვებსა და ფრაზებს. როდესაც გაიგებ განსხვავებულად გამოთქმულ ფრაზას, ჩაიწერე და ივარჯიშე.

  • ჩამოწერე სია, რა შეიძლება თქვან ადამიანებმა იმ დღეს. დაგეგმე და ივარჯიშე, როგორ უპასუხებ.

ოლქის საბჭო, ზონალური კონფერენცია და მისიის ხელმძღვანელთა საბჭო

  • მოიწვიეთ ამ შეხვედრებზე დასასწრებად ისინი, ვისთვისაც ეს მშობლიური ენაა. მოაწყეთ ისე, რომ მისიონერებმა მცირე ჯგუფებში ასწავლონ მათ. სთხოვეთ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკეებს, გააკეთონ შენიშვნები და გამოგეხმაურონ მისიონერების ენობრივი უნარის შესახებ.

  • დაწყებამდე დაავალე ერთ ან ორ მისიონერს, რომ მოყვნენ იმ წარმატებების შესახებ, რასაც მათ მიაღწიეს ენის შესწავლაში.

  • დაავალე გამოცდილ მისიონერს მოკლედ წარმოადგინოს ენის ზოგიერთი ნაწილი, რომლის სწავლაც ჩვეულებრივ რთულია მისიონერებისთვის. სთხოვე, წარმოადგინოს ენის კარგად გამოყენების მაგალითები და ავარჯიშე მისიონერები ამაზე.

  • მოსაზრებების გაზიარება სთხოვე იმ მისიონერებს, რომლებიც ამ კულტურის ნაწილი არიან.

მისიის ხელმძღვანელები და მისიის მრჩევლები

  • ხაზი გაუსვი ენის ყოველდღიური სწავლის საჭიროებას.

  • წაახალისე მისიონერები, რაც შეიძლება ხშირად გამოიყენონ მისიის ენა.

  • მიაწოდე მისიის ენის შესწავლის გეგმის ელემენტები სისტემატურ სასწავლო განრიგში. განიხილე ეს ოლქის საბჭოს შეხვედრებზე.

  • მოძებნე შესაძლებლობა, ისაუბრო მისიონერებთან იმ ენაზე, რომელსაც ისინი სწავლობენ. დროდადრო გაესაუბრე მათ ამ ახალ ენაზე.

  • სთხოვე ადგილობრივ ხელმძღვანელებსა და წევრებს, მოგაწოდონ იდეები, თუ როგორ შეუძლიათ მისიონერებს ენის შესწავლის უნარების გაუმჯობესება.

  • ზონალურ კონფერენციაზე ან მისიის ხელმძღვანელთა საბჭოზე გაეცი მითითებები მისიონერების (რომლებიც მისიის ენას სწავლობენ) მიერ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე.

  • ასწავლე მისიონერებს სულიერი ძღვენის შესახებ.

  • დააკვირდი მისიონერებს, როდესაც მისიის ენაზე ასწავლიან.