მისიის მოწოდებები
თავი 1: შეასრულე შენი მისიონერული დანიშნულება


„თავი 1: შეასრულე შენი მისიონერული დანიშნულება“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 1“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
დენ ჯონსი ქადაგებს

დენ ჯონსი, ამ წყობის ერთ-ერთი უდიდესი მისიონერი, უელსში სახარებას ქადაგებს.

© 1993 წ., Clark Kelley Price. ასლის გაკეთება დაუშვებელია.

თავი 1

შეასრულე შენი მისიონერული დანიშნულება

შენი დანიშნულებაა: მოიწვიო სხვები, მოვიდნენ ქრისტესთან და დაეხმარო მათ, მიიღონ აღდგენილი სახარება იესო ქრისტესი და მისი გამოსყიდვის რწმენის, მონანიების, ნათლობის, სულიწმინდის ძღვენის მიღებისა და ბოლომდე გაძლების გზით.

განიხილე შემდეგი

  • რა არის ჩემი, როგორც მისიონერის, დანიშნულება?

  • რა უფლებამოსილება და ძალა აქვს ჩემს მოწოდებას?

  • როგორ დავეყრდნო სულიწმინდას, ამოვიცნო ის და ვასწავლო მისი კარნახით?

  • რა არის იესო ქრისტეს სახარება?

  • რა არის აღდგენის გზავნილი? რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი?

  • რა არის ჩემი მოვალეობა იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსებასა და შენებაში?

  • როგორ მივხვდე, წარმატებული მისიონერი ვარ თუ არა?

შენი დავალება, ასწავლო იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება

შენ გარშემო უამრავი ადამიანია. შენ მათ ქუჩაში ხედავ ან მათთან ერთად მგზავრობ. შენ მათ სახლში სტუმრობ და ინტერნეტში ესაუბრები. ისინი ყველანი ღვთის შვილები — შენი დები და ძმები არიან. ღმერთს ისინიც შენც მსგავსად უყვარს.

ამ ადამიანთა უმეტესობა ცხოვრების მიზანს ეძებს. მათ საკუთარი და მათი ოჯახების მომავალი აწუხებთ. მათ კუთვნილების გრძნობა სჭირდებათ, რომელიც მოდის იმის ცოდნით, რომ ისინი ღვთის შვილები და მისი მარადიული ოჯახის წევრები არიან. მათ სურთ, დაცულად იგრძნონ თავი სამყაროში, სადაც ღირებულებები იცვლება. მათ სურთ „მშვიდობ[ა] ამასოფელში და მარადიული სიცოცხლე იმქვეყნად”. (მოძღვრება და აღთქმები 59:23).

მათი უმეტესობა „ჭეშმარიტებას მხოლოდ იმიტომ ჩამოაცილეს, რომ არ იციან, სად უნდა იპოვონ იგი“. (მოძღვრება და აღთქმები 123:12). წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ აღდგენილი იესო ქრისტეს სახარება მარადიულ ჭეშმარიტებას უზრუნველყოფს. ეს ჭეშმარიტება მიმართულია ადამიანთა სულიერ საჭიროებებზე და ეხმარება მათ სანუკვარი სურვილების ასრულებაში.

შენ, როგორც იესო ქრისტეს უფლებამოსილი წარმომადგენელი, ასწავლი, რომ „გამოსყიდვა მოდის წმინდა მესიაში და მისი მეშვეობით“ (2 ნეფი 2:6). შენ იწვევ ადამიანებს, მოვიდნენ ქრისტესთან და მოიქცნენ მის და მისი აღდგენილი სახარების რწმენაზე. შენი მოწვევის მიღებით მათ გაუჩნდებათ უფრო მეტი ბედნიერება, იმედი, მშვიდობა და დანიშნულების განცდა.

მხსნელთან მოსასვლელად ადამიანებს მისი რწმენა უნდა ჰქონდეთ. შენ შეგიძლია შემდეგნაირად დაეხმარო მათ ამ რწმენის განვითარებაში:

  • ასწავლე მათ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება და დაამოწმე მისი ჭეშმარიტება.

  • მოიწვიე ისინი, აიღონ ვალდებულება, რომ იცხოვრებენ სახარების სწავლების მიხედვით.

  • შემდეგ თვალი მიადევნე და დაეხმარე მათ აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

  • დაეხმარე მათ, მიიღონ გამოცდილება, რომელშიც ისინი სულიწმინდის გავლენას იგრძნობენ (იხ. 1 ნეფი 10:17—19).

იესო ქრისტეს რწმენა ადამიანებს მონანიებისკენ წაიყვანს. იესომ გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და ამით მონანიება გახადა შესაძლებელი. მონანიებით ადამიანები განიწმინდებიან ცოდვისგან და უახლოვდებიან ზეციურ მამასა და იესო ქრისტეს. ისინი მიტევების მიღების სიხარულსა და მშვიდობას განიცდიან.

მონანიება ადამიანებს ნათლობის აღთქმისა და სულიწმინდის ძღვენისთვის ამზადებს. „მოდით“ - თქვა მხსნელმა „და ჩემი სახელით მოინათლეთ, რათა სულიწმინდის მიღებით განიწმინდოთ, რომ უკანასკნელ დღეს ჩემ წინაშე უმწიკვლოდ წარსდგეთ“ (3 ნეფი 27:20).

რაც უფრო იზრდება შენი გააზრება და მოწმობა მხსნელისა და მისი გამოსყიდვის შესახებ, მით უფრო იზრდება შენი სურვილი, სხვებს გაუზიაროთ სახარება. და ლეხის მსგავსად იგრძნობ, „რა დიდია ამ ცოდნის გაზიარების მნიშვნელობა დედამიწის მაცხოვრებლებისათვის“ (2 ნეფი 2:8).

გამოსახულება
სიცოცხლის ხის ხილვა

სიცოცხლის ხე, ავტორი: დამირ კრივენკო.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

1 ნეფი 8 -ში და11-ში სიცოცხლის ხის ხილვის შესწავლისას ყურადღებით დაათვალიერე თანდართული სურათი.

  • რისი სიმბოლოა სიცოცხლის ხე ამ ხილვაში? (იხ. 1 ნეფი 11:21–23.)

  • რისი სურვილი გაუჩნდა ლეხის, ნაყოფის ჭამის შემდეგ? (იხ. 1 ნეფი 8:10–18.)

  • ამ ხილვაში, რა უნდა მოიმოქმედონ ადამიანებმა, რათა დააგემოვნონ ნაყოფი? რა უნდა გავაკეთოთ, რომ მივიღოთ მხსნელის გამოსყიდვის ყველა დალოცვა? რა გზებით გვეხმარება ვალდებულებები და მცნებები ამ დალოცვების მიღებაში?

  • როგორ შეგიძლია დაეხმარო სხვებს, დააგემოვნონ სახარების ნაყოფი?

შენი მოწოდების უფლებამოსილება და ძალა

შენ მოგიხმეს და ხელდასხმით დაგნიშნეს, რათა „[იქადაგო] სიხარულის ამბები დიდი ბედნიერებისა, თვით მარადიული სახარება“ (მოძღვრება და აღთქმები 79:1). მოსიას ვაჟების მსგავსად, შენც შეგიძლია ასწავლო ღმერთის უფლებამოსილებითა და ძალით (იხ. ალმა 17:2—3).

ქრისტეს ხელმძღვანელობით, სახარების ქადაგების უფლებამოსილება აღდგენილ იქნა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით. როდესაც ხელდასხმით მისიონერად დაგნიშნეს, შენ აღნიშნული უფლებამოსილება შეიძინე. ამასთან ერთად მოდის უფლება, პრივილეგია და პასუხისმგებლობა, წარადგინო უფალი და ასწავლო მისი სახარება.

ეს უფლებამოსილება ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობას იცხოვრო ისე, რომ იყო ღირსი შენი მოწოდებისა. პირდაპირი გაგებით მიიღე ხელდასხმით მოწოდებაზე დანიშვნა. განერიდე ცოდვას და ნებისმიერ უხეშობასა და ვულგარულობას. განერიდე ამ სამყაროს გზებსა და აზროვნებას. მიჰყევი სტანდარტებს, რომლებიც მოცემულია იესო ქრისტეს მოწაფეთა მისიონერულ სტანდარტებში. როგორც უფლის წარმომადგენელი, „მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი“ (1 ტიმოთე 4:12). პატივი ეცი იესო ქრისტეს შენი ქმედებებითა და სიტყვებით.

უფლებამოსილებასთან ერთად, მოწოდების შესასრულებლად სულიერი ძალაც გჭირდება. ღმერთი გაძლევს სულიერ ძალას, როდესაც მუდმივად მუშაობ, რათა განამტკიცო მოწმობა მასზე, იესო ქრისტეზე, და სახარების ჭეშმარიტებაზე, რომელსაც ასწავლი. უფალი სულიერ ძალას გიბოძებს ლოცვისას, წმინდა წერილის შესწავლისა და მისიონერული დანიშნულების შესრულების დროს. იგი სულიერი ძალით დაგასაჩუქრებს, როცა ეცდები შეასრულო მისი მცნებები და აღთქმები, რომელნიც ხსნის წეს-ჩვეულებებთან ერთად მიიღე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 35:24).

სულიერი ძალა გამოგეცხადება, როცა შენ:

წმინდა წერილების შესწავლა

როგორ მიიღებ და გააძლიერებ მოწმობას?

როგორ იღებ სულიერ ძალას?

პირადი სწავლა

გადახედე ღმერთთან დადებულ აღთქმებს და იმსჯელე მათ შესახებ. გაეცანი ღმერთის დაპირებულ დალოცვებს მათთვის, ვინც მის აღთქმებს იცავს. დაფიქრდი იმ დალოცვებზე, რომლებიც აღთქმების დაცვით მიიღეთ. სასწავლო რვეულში ჩაიწერე შთაბეჭდილებები.

ნათლობა და წევრად დამტკიცება

მღვდლობაზე ხელდასხმა (უხუცესთათვის)

სატაძრო შემოსვა

  • იცხოვრე მორჩილების კანონით.

  • დაემორჩილე მსხვერპლის კანონს.

  • დაემორჩილე იესო ქრისტეს სახარების კანონს.

  • დაიცავი უბიწოების კანონი.

  • დაიცავი მიძღვნის კანონი.

  • (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 27.2.)

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

წაიკითხე იოანე 15:1–16. როგორ გამოსახავს ვაზი ქრისტეს? შენ რანაირად ხარ ამ ვაზის ტოტი? როგორ უკავშირდება ამ ურთიერთობას შენი მოწოდებაზე ხელდასხმით დანიშვნა?

წაიკითხე შენი მსახურების მოწმობა. ჩაინიშნე შეგრძნებები და აზრები წაკითხულის შესახებ. ყოველ ჯერზე, როცა ამ თავს სწავლობ, იფიქრე ამ პროცესის გამეორებაზე. შენიშნე, როგორ შეიცვლება შენი შეგრძნებები დროთა განმავლობაში.

პირადი სწავლა

შეისწავლე მოძღვრება და აღთქმები 109:13–15, 21–30, 38–39, 55–57. ეს არის ამონარიდები წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის შთაგონებული მიძღვნითი ლოცვიდან კირტლანდის ტაძრისთვის.

ჩამოწერე სია იმ დალოცვებისა, რომლებიც ჯოზეფ სმითმა მოითხოვა იმ ერთგულთათვის, რომლებიც შეიმოსნენ უფლის წმინდა სახლში. რას გრძნობ ამ დალოცვების შესახებ?

ეძიე სულიწმინდის თანხლება

როდესაც ეკლესიის წევრად დამტკიცდი, შენ სულიწმინდის ძღვენი მიიღე. როგორც მისიონერს და მთელი ცხოვრების მანძილზე, შენი ერთ-ერთი უდიდესი საჭიროება იქნება სულიწმინდის თანხლება (იხ. 1 ნეფი 10:17; 3 ნეფი 19:9). სულიწმინდა სამების მესამე წევრია.

სულიწმინდა წინ მიგიძღვის, გასწავლის და განუგეშებს. ის გეხმარება განწმენდაში. იგი მოწმობს ჭეშმარიტებაზე, მამასა და ძეზე. სულიწმინდა გეხმარება შენსა და მათ მოქცევაში, ვისაც ასწავლი. (იხ. 3 ნეფი 27:20; 28:11; ეფერი 12:41; მორონი 8:26; 10:5; იოანე 15:26.)

სულიწმინდა „დაგანახებთ ყველაფერს, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ“ (2 ნეფი 32:5). ის განადიდებს შენს შესაძლებლობებსა და მსახურებას იმაზე მეტად, ვიდრე ამას დამოუკიდებლად შეძლებდი.

სულიწმინდის თანხლების ძიება შენი უდიდესი სურვილი უნდა იყოს. შენ მის თანხლებას იგრძნობ:

გამოსახულება
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი

„მე გევედრებით, გაზარდოთ გამოცხადების მიღების სულიერი შესაძლებლობა. … გააკეთე არჩევანი, შეასრულო სულიერი სამუშაო იმისთვის, რომ დატკბე სულიწმინდის ძღვენით და გაიგო სულიწმინდის ხმა უფრო და უფრო ხშირად და უფრო და უფრი მკაფიოდ“. (რასელ მ. ნელსონი, „გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის“, ლიახონა, მაისი, 2018 წ, 96).

ისწავლე სულიწმინდის ამოცნობა

თუ სულიწმინდის მითითებების ამოცნობას ისწავლი და მის მითითებებს მიჰყვები, შენ მისიონერულ დანიშნულებას უკეთ შეასრულებ. სულიწმინდა, როგორც წესი, უხმოდ გესაუბრება, შეგრძნებებისა და აზრების მეშვეობით. მიუძღვენი თავი ამ ნაზი კარნახის ძიებას, ამოცნობასა და მიყოლას. მათი მოსვლა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი (იხ. თავი 4; აგრეთვე იხ. მოძღვრება და აღთქმები 8:2–3; 11:12–14; გალატელთა 5:22–23).

ასწავლე სულიწმინდის მეშვეობით

იესო ქრისტეს სახარება „ღვთის ძალაა ყოველი მორწმუნის სახსნელად“ (რომაელთა 1:16). ამის გამო, სახარების აღდგენის გზავნილი უნდა ისწავლებოდეს ღვთიური ძალით — სულიწმინდის ძალით.

უფალმა ბრძანა: „და სული გებოძებათ რწმენის ლოცვით; და თუ არ მიიღეთ სული — არ უნდა ასწავლოთ“. (მოძღვრება და აღთქმები 42:14; აგრეთვე იხ. 50:13–14, 17–22). როდესაც სულიწმინდის ძალით ასწავლი, სულიწმინდა:

  • ყველაფერს გასწავლის და ყველაფერს გაგახსენებს (იხ. იოანე 14:26).

  • გიბოძებს სიტყვებს, როცა ისინი დაგჭირდება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:85).

  • მიიტანს ნათქვამს იმ ადამიანთა გულებამდე, რომლებსაც ასწავლი (იხ. 2 ნეფი 33:1).

  • დაგეხმარება შენ და მათ, ვინც იღებს სულიწმინდის მეშვეობით, გაუგოთ ერთმანეთს, ორივე განათლდეთ და ერთად გაიხაროთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 50:17–22).

  • დაამოწმებს გზავნილის ჭეშმარიტებას და დაუდასტურებს შენს სიტყვებს მათ, ვინც მიგიღებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 100:5–8).

უფალი უხვად დაგლოცავს, თუ სულიწმინდას ეძიებ, ეყრდნობი და მისი ძალით ასწავლი (იხ. თავი 4 და 10).

გამოსახულება
თითო-თითო, ავტორი უოლტერ რეინი

ქრისტეს სახარება და ქრისტეს მოძღვრება

იესო ქრისტეს სახარება განსაზღვრავს შენს გზავნილსაც და დანიშნულებასაც. ის შენი მისიონერული მსახურების „რა?“ და „რატომ?“ კითხვებზე პასუხს უზრუნველყოფს. უფლის სახარება მოიცავს ხსნისა და ამაღლებისთვის საჭირო ყველა მოძღვრებას, პრინციპს, კანონს, მცნებას, წეს-ჩვეულებასა და აღთქმას.

სახარების გზავნილი შემდეგია: ჩვენ შეგვიძლია იესო ქრისტეს მხსნელი, გამომსყიდველი ძალის მიღება მის მიმართ რწმენის გამოვლენით, მონანიებით, ნათლობით, სულიწმინდის ძღვენის მიღებითა და ბოლომდე გაძლებით (იხ. 3 ნეფი 27:13–22).

ეს ასევე ცნობილია, როგორც ქრისტეს მოძღვრება. ამ მოძღვრებით ცხოვრებით ჩვენ მივუახლოვდებით ქრისტეს და გადავრჩებით (იხ. 1 ნეფი 15:14). ამას ძლიერად ასწავლის მორმონის წიგნი (იხ. 2 ნეფი 31; 32:1–6; 3 ნეფი 11:31–40). შენი დანიშნულებაა, დაეხმარო ადამიანებს იცხოვრონ ქრისტეს მოძღვრებით და ამით შენ მათ ქრისტესთან მისვლაში დაეხმარები.

გამოსახულება
ჰაირამ სმითი

„იქადაგეთ სახარების პირველი პრინციპები, იქადაგეთ ისინი კვლავ და კვლავ; აღმოაჩენთ, რომ დღითიდღე, ახალი იდეები და მათთან დაკავშირებული ახალი სინათლე მოგევლინებათ. შეგიძლიათ ჩაუღრმავდეთ მათ, რათა უკეთ ჩასწვდეთ. ამგვარად, თქვენი მოსწავლეები უკეთ გაიგებენ ყველაფერს“ (ჰაირამ სმითი, „ისტორია“, 1838–1856 წწ, ტომი E-1 [1-ელი ივლისი, 1843 წ — 30 აპრილი, 1844 წ], 1994 წ, josephsmithpapers.org).

წმინდა წერილების შესწავლა

რას გვასწავლის ჩამოთვლილი წმინდა წერილები და გამოცხადება იესო ქრისტეს სახარებასა და ქრისტეს მოძღვრებაზე? სასწავლო რვეულში ჩაინიშნე, რათა უკეთ გაიაზრო და დაიმახსოვრო.

გამოსახულება
მორმონის წიგნის მოქცევის ძალა, ბენ სოვარდსი

იესო ქრისტეში რწმენა

რწმენა არის სახარების ყველა სხვა პრინციპის საფუძველი. ეს არის ქმედებისა და ძალის პრინციპი.

ჩვენი რწმენის შუაგული იესო ქრისტე უნდა იყოს, რათა მან ხსნისკენ წაგვიყვანოს. მხსნელი გვასწავლიდა: „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).

იესო ქრისტესადმი რწმენა მოიცავს იმის რწმენას, რომ ის არის ღმერთის მხოლოდშობილი ძე. ეს არის რწმენა იმისა, რომ ის არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი (იხ. მოსია 3:17; 4:6–10; ალმა 5:7–15). როცა სრულად გვწამს მისი და მისი სიტყვები, სწავლება და დაპირებები. ქრისტეს რწმენა ჩვენში იზრდება, როცა გულის მთელი მოწადინებით მივყვებით მის სწავლებასა და მაგალითს (იხ. 2 ნეფი 31:6–13; 3 ნეფი 27:21–22).

შენ, როგორც მისიონერი, ეხმარები ადამიანებს ვალდებულებების აღებასა და შესრულებაში, რაც ამყარებს მათ რწმენას იესო ქრისტეში. ეს ვალდებულებები ამზადებს მათ წეს-ჩვეულებების მიღებისთვის და ღმერთთან წმინდა აღთქმების დადებისა და დაცვისთვის.

მონანიება

„და თუ იწამებთ მის სახელს, მაშინ მოინანიებთ ყველა ცოდვას, რათა ამგვარად მიგეტევოთ, მისი მადლით“ (იხ. ჰელამანი 14:13). მონანიება არის ცოდვისგან გათავისუფლებისა და ღმერთთან მიახლოების პროცესი. მონანიებისას ჩვენი ქმედებები, სურვილები და აზრები იცვლება და ღმერთის ნებასთან ჰარმონიაში მოდის.

მხსნელმა, თავისი გამომსყიდველი მსხვერპლით, გამოისყიდა ჩვენი ცოდვები (იხ. მოსია 15:9; ალმა 34:15–17). თუ მოვინანიებთ, მოგვეტევება იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის გამო, რადგან იგი მომნანიებლებთან წყალობის უფლებას იყენებს (იხ. მორონი 7:27–28). წინასწარმეტყველი ლეხის სიტყვებით, ჩვენი „გამოსყიდვა მოდის წმინდა მესიაში და მისი მეშვეობით, რადგან ის აღსავსეა მადლითა და ჭეშმარიტებით“ (2 ნეფი 2:6, 8).

მონანიება ბევრად მეტია, ვიდრე ნებისყოფის გამოვლენა ქცევის შესაცვლელად ან სისუსტის დასაძლევად. მონანიება ნიშნავს გულწრფელად ქრისტესკენ მობრუნებას, რომელიც გვაძლევს ძალას, გულში „ძლიერი ცვლილება“ განვიცადოთ (იხ. ალმა 5:12–14). იგი მოიცავს სულიწმინდასადმი თავის დამდაბლებას და ღვთის ნებისადმი დამორჩილებას. მონანიებით იზრდება ჩვენი ვალდებულება ვემსახუროთ ღმერთს და დავემორჩილოთ მის მცნებებს. ჩვენ ხელახლა ვიბადებით ქრისტეში.

მონანიება არის დადებითი პრინციპი, რომელსაც ჩვენთვის სიხარული და მშვიდობა მოაქვს. ის გაგვიძღვება „გამომსყიდველის ძალისკენ, [ჩვენი] სულების გადასარჩენად“ (ჰელამანი 5:11).

იყავით გაბედული და სიყვარულით დაეხმარეთ ადამიანებს იმის გაგებაში, თუ რატომ უნდა მოინანიონ. თქვენი მოსწავლეების ვალდებულებების აღების მოწვევით თქვენ მათ მონანიებისკენ მოიწვევთ და იმედს ჩაუსახავთ.

წმინდა წერილის შესწავლა

რა შეგიძლიათ ისწავლოთ შემდეგი ამონარიდებიდან წმინდა წერილიდან მონანიების გამოცხადების შესახებ?

ნათლობა

იესო ქრისტეს რწმენა და მონანიება ნათლობის წეს-ჩვეულებისთვის გვამზადებს. „და მონანიების პირველი ნაყოფი არის ნათლობა“ (მორონი 8:25). ჩვენ შევაღებთ მარადიული სიცოცხლის კარიბჭეს, როდესაც წყალში სრული ჩაძირვით მოვინათლებით იმ ადამიანის მიერ, ვისაც ღვთისგან აქვს უფლებამოსილება.

ნათლობისას ჩვენ ღმერთთან აღთქმას ვდებთ. ამ აღთქმის დაცვით, ღმერთი გვპირდება სულიწმინდის თანხლებას, ცოდვების მიტევებასა და იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79; მორონი 6:4). ამ სასიხარულო და იმედის მომცემი წეს-ჩვეულების მეშვეობით ჩვენ შევიკრიბებით უფალთან და ხელახლა დავიბადებით სულიერად.

მოსწავლეების ნათლობა და წევრად დამტკიცება თქვენი დანიშნულების მთავარი მიზანია. თქვენ ეხმარებით მათ გაიაზრონ, რომ ნათლობის მისაღებად უნდა შეასრულონ მოძღვრება და აღთქმები 20:37-ში მოცემული პირობები.

მეწყვილესთან ერთად სწავლა

შეისწავლე შემდეგი წმინდა წერილები:

ზემოთ მოცემულ წმინდა წერილების შესწავლაზე დაყრდნობით, შეადგინე ორი სია:

  1. ნათლობისთვის საჭირო პირობები

  2. ნათლობისას დადებული აღთქმები

მეწყვილესთან ერთად განიხილე, როგორ ასწავლოთ ეს სხვებს.

წევრად დამტკიცება და სულიწმინდის ძღვენი

ნათლობა ორი ნაწილისგან შედგება: ნათლობა წყალში და სულიწმინდის მიერ მონათვლა. წყალში ნათლობის შემდეგ, ღმერთის უფლებამოსილი პირი ხელდასხმით ასრულებს ჩვენს წევრად დამტკიცებას. წევრად დამტკიცების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სულიწმინდის ძღვენი და ცოდვების მიტევება.

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი გვასწავლიდა: „მხოლოდ წყალში მონათვლა არაფერია მეორე ნაწილის — სულიწმინდის მონათვლის გარეშე“ (Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [ეკლესიის პრეზიდენტთა სწავლებანი: ჯოზეფ სმითი] [2007], 95).

ალმა გვასწავლიდა: „მთელი კაცობრიობა … უნდა ხელახლა იშვას; დიახ, იშვას ღვთისგან, შეცვალონ თავიანთი ხორციელი და დაცემული მდგომარეობა სამართლიანით, გამოსყიდულნი რა, ღმერთის მიერ, იქცევიან მის ვაჟებად და ასულებად; და ამგვარად, ისინი იქცევიან ახალ ქმნილებებად“ (მოსია 27:25–26).

მომნანიებლისთვის, წყალში მონათვლა და სულიწმინდისგან მონათვლა სულიერი დაბადების ტოლფასია.

წმინდა წერილის შესწავლა

რა არის სულიწმინდის ძღვენის კურთხევა?

რატომ უნდა გვსურდეს სულიწმინდის ძღვენის მიღება?

ბოლომდე გაძლება

იესო ქრისტეს კვალზე სიარული მთელი ცხოვრების ვალდებულებაა. თუ მთელი ცხოვრება ვაგრძელებთ ქრისტესადმი რწმენის გამოვლენას, ყოველდღიურ მონანიებას, ვიღებთ სახარების ყველა წეს-ჩვეულებასა და აღთქმას, ვიცავთ ამ აღთქმებს და სულიწმინდა თან გვახლავს, ჩვენ ბოლომდე გავძლებთ. ეს მოიცავს ზიარების მიღებისას დადებული აღთქმების განახლებას.

გამოსახულება
უფალი ჩემი მწყემსია, ავტორი: იონსუნ კიმი

უფალი ჩემი მწყემსია, ავტორი: იონსუნ კიმი. სურათი გამოყენებულია Havenlight-ის ნებართვით.

სახარება — ზეციურ მამასთან დასაბრუნებელი გზა

იესო ქრისტეს სახარებას შეუძლია შეცვალოს ჩვენი ცხოვრება და ჩვენი არსი. სახარების პრინციპები არ არის უბრალოდ ნაბიჯები, რომლებსაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გადავდგამთ. როცა მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ვიმეორებთ, ისინი ღმერთთან გვაახლოვებს და ჩვენი ცხოვრების სტილი უფრო და უფრო დამაჯილდოებელი ხდება. ამ ნაბიჯებს მოაქვს სიმშვიდე, კურნება და მიტევება. ისინი ასევე განსაზღვრავს გზას, რომელიც ჩვენმა ზეციურმა მამამ გვიბოძა, რათა მარადიულად მასთან ერთად ვიცხოვროთ.

იესო ქრისტეს სახარება მიგითითებს, როგორ იმოქმედო, როგორც მისიონერმა. ის ასევე ახდენს შენი ძალისხმევის ფოკუსირებას. დაეხმარე ადამიანებს, მოიპოვონ მონანიებისთვის საჭირო იესო ქრისტესადმი რწმენა (იხ. ალმა 34:15–17). ასწავლე და დაამოწმე, რომ იესო ქრისტეს სახარების სისრულე და მღვდლობის უფლებამოსილება აღდგენილია. მოიწვიე ადამიანები, მოინათლონ და იცხოვრონ მხსნელის სწავლებების მიხედვით.

იესო ქრისტეს სახარება ღვთის ყველა შვილს დალოცავს

იესო ქრისტეს სახარება ღვთის ყველა შვილისთვისაა. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ღმერთისთვის „ყველა ერთია“. „და ის მოუხმობს ყველას, მივიდნენ მასთან და იგემონ მისი სიკეთე და არავის არ ეუბნება უარს, ვინც მასთან მიდის“ (2 ნეფი 26:33).

სახარება გვლოცავს მიწიერი და მარადიული ცხოვრების მანძილზე. როცა იესო ქრისტეს სწავლებების მიხედვით ვცხოვრობთ, ჩვენ მოვიპოვებთ ბედნიერებას — როგორც ინდივიდები და როგორც ოჯახი (იხ. მოსია 2:41; “ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს,” ChurchofJesusChrist.org). სახარების მიხედვით ცხოვრება აღრმავებს ჩვენს სიხარულს, შთაგვაგონებს და ამდიდრებს ჩვენს ურთიერთობებს.

აღდგენილი სახარების ერთ-ერთი უდიდესი გზავნილია შემდეგი: ყველანი ღვთის ოჯახის წევრები ვართ. ჩვენ მისი საყვარელი ძენი და ასულნი ვართ. რა მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს მიწიერ ოჯახში, ყოველი ჩვენგანი ღმერთის ოჯახის წევრია.

ჩვენი გზავნილის კიდევ ერთი უდიდესი ნაწილია ის, რომ შესაძლებელია ოჯახების სამარადისოდ გაერთიანება. ოჯახი ღმერთის მიერ არის კურთხეული. უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველები გვასწავლიდნენ:

„[ზეციერი მამის] ბედნიერების ღვთიური გეგმა საშუალებას აძლევს ოჯახურ ურთიერთობებს იმისათვის, რომ ისინი სიკვდილის შემდეგაც კი გაგრძელდეს. ტაძრებში შესაძლებელია წმინდა წეს-ჩვეულებების და აღთქმების მიღება, რომლებიც პიროვნებას აძლევს უფლის სასუფეველში დაბრუნების საშუალებას და მარადიულად აერთიანებს ოჯახებს“ („ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს”).

ზოგიერთ ადამიანს ქორწინებისთვის ან ოჯახური ურთიერთობებისთვის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. უამრავმა გამოსცადა განქორწინება და სხვა ოჯახური სირთულეები. თუმცა, სახარება ყველას ინდივიდუალურად გვლოცავს, მიუხედავად ჩვენი ოჯახური გარემოებებისა. თუ ერთგულნი ვიქნებით, ღმერთი უზრუნველყოფს ჩვენთვის მოსიყვარულე ოჯახის კურთხევას ამ ცხოვრებაში თუ საბურველის მიღმა (იხ. მოსია 2:41).

აღდგენის გზავნილი: რწმენის საფუძველი

სადაც არ უნდა მსახურობდეთ და ვისაც არ უნდა ასწავლიდეთ, თქვენი სწავლების შუაგული უნდა იყოს იესო ქრისტე და მისი სახარების აღდგენა. მისიონერული გაკვეთილების მიმდინარეობისას მოძღვრების შესწავლისას თქვენ აღმოაჩენთ ჩვენს ერთადერთ გზავნილს: იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. თანამედროვე წინასწარმეტყველის საშუალებით, ზეციურმა მამამ აღადგინა ცოდნა ხსნის გეგმის შესახებ. ამ გეგმის ცენტრი იესო ქრისტეა. მხსნელი, თავისი გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით, შესაძლებელს ხდის ჩვენთვის, გავთავისუფლდეთ ცოდვისა და სიკვდილისაგან და დავბრუნდეთ ჩვენს ზეციურ მამასთან.

დაეხმარეთ თქვენს მოსწავლეებს, გაიაზრონ შემდეგი:

  • ღმერთი, პირდაპირი გაგებით, ჩვენი ზეციერი მამაა. მას სრულყოფილად ვუყვარვართ. დედამიწის ყველა მცხოვრები ღმერთის შვილი და მისი ოჯახის წევრია.

  • ზეციურმა მამამ უზრუნველყო ჩვენთვის გეგმა, რათა მივიღოთ უკვდავება და მარადიული სიცოცხლე, რაც მისი უდიდესი დალოცვაა (იხ. მოსე 1:39). ჩვენ მოვედით დედამიწაზე, რათა ვისწავლოთ, განვვითარდეთ და მოვემზადოთ მისი დალოცვების სისრულისათვის.

  • ზეციური მამის გეგმის ნაწილია ისიც, რომ მან ჩვენთვის შექმნა მცნებები, რათა ამ ცხოვრებაში გზა გავიკვალოთ და მასთან დავბრუნდეთ (იხ., მაგალითად, გამოსვლა 20:3–17).

  • დედამიწაზე ყველანი ცოდვილები ვართ და ყველანი დავიხოცებით. ზეციურმა მამამ იმდენად შეგვიყვარა, რომ გამოაგზავნა თავისი ძე, იესო ქრისტე, ჩვენი ცოდვებისა და სიკვდილისგან გამოსასყიდად.

  • ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის გამო ჩვენ შეგვიძლია განვიწმინდოთ ცოდვებისაგან, თუ მოვინანიებთ, მოვინათლებით და წევრად დავმტკიცდებით. ეს მოგვიტანს სიმშვიდეს და შესაძლებელს გახდის, დავბრუნდეთ ღმერთის გარემოცვაში და სიხარულის სისავსე მივიღოთ.

  • იესოს აღდგომის გამო ჩვენ ყველანი აღვდგებით სიკვდილის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანის სული და სხეული გაერთიანდება და უკუნისამდე ერთად ვიცხოვრებთ.

  • ბიბლიური ისტორიის მანძილზე, უფალმა გაგვიმხილა სახარება და წინასწარმეტყველთა დახმარებით დააარსა ეკლესია. ადამიანთა უმეტესობამ ის არაერთხელ უარყო. სახარებიდან დაშორების გზა და მისი აღდგენის აუცილებლობა დაიწყო ძველი აღთქმის დროიდან.

  • მხსნელის გარდაცვალებისა და აღდგომის შემდეგ, ეკლესიას გარკვეული დროის პერიოდში უფლის მოციქულები უძღვებოდნენ. საბოლოოდ, ისინი დაიღუპნენ, მღვდლობის უფლებამოსილება დაიკარგა და იყო კიდევ ერთი დაშორება მხსნელის სწავლებებისგან. ადამიანებმა შეცვალეს მოძღვრება და წეს-ჩვეულებები.

  • იესო ქრისტეს სახარება ზეციურმა მამამ აღადგინა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით. ზეციური მამა და იესო ქრისტე ჯოზეფს 1820 წლის გაზაფხულზე გამოეცხადნენ. მოგვიანებით ჯოზეფ სმითმა მღვდლობის უფლებამოსილება მიიღო და ღვთიური ხელმძღვანელობით დედამიწაზე იესო ქრისტეს ეკლესიის ხელახლად დაარსება დაიწყო.

ასწავლეთ, რომ იესო ქრისტეს ეკლესია არ არის კიდევ ერთი ახალი რელიგია, და არც ამერიკული ეკლესიაა. ის არის იესო ქრისტეს „სახარების სისრულის“ აღდგენა (მოძღვრება და აღთქმები 1:23). ის აღარასდროს არ გაქრება დედამიწაზე.

მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ მოწმობს იესო ქრისტეზე და მის ღვთაებრივ მისიაზე, როგორც მსოფლიოს მხსნელის. ის ასევე არის მნიშვნელოვანი დასტური იმისა, რომ იესო ქრისტემ აღადგინა თავისი სახარება და ეკლესია წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ. მოიწვიეთ ადამიანები და დაეხმარეთ მათ, წაიკითხონ მორმონის წიგნი და ილოცონ მისი გზავნილის შესახებ.

ენდეთ შესანიშნავ დაპირებას, რომელიც მოცემულია მორონი 10:3–5-ში. წაახალისეთ ადამიანები, გულწრფელად, ჭეშმარიტი მოწადინებით ჰკითხონ ღმერთს, არის თუ არა მორმონის წიგნი ღვთის სიტყვა. ჭეშმარიტი მოწადინებით ლოცვა ნიშნავს, იმოქმედო სულიწმინდისგან მიღებულ პასუხზე. ეს მიღებული დასტური გახდება საფუძველი ადამიანის რწმენისა, რომ ქრისტემ თავისი ეკლესია აღადგინა. დაეხმარეთ თქვენს მოწაფეებს, ეძიონ ეს სულიერი დასტური.

წმინდა წერილის შესწავლა

როგორ უნდა გამოიყენოთ მორმონის წიგნი მისიონერულ საქმეში?

პირადი სწავლა

წარმოიდგინე, რომ სოციალურ მედიაში ან ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებისთვის აპირებ ტექსტის დაწერას აღდგენის გზავნილის შესახებ. სასწავლო რვეულში დაწერე სათაური, რომელიც აღწერს მთავარ გზავნილს. შემდეგ კი, ჩაიწერე ამ გზავნილთან დაკავშირებული შენი აზრები და შეგრძნებები. მათ შორის, თუ როგორ შეცვალა აღნიშნულის უკეთ გაგებამ შენი ცხოვრების წესი და შენ ირგვლივ სამყაროს აღქმა.

ეკლესიის ჩამოყალიბება და შენება

როდესაც იესო ქრისტემ აღადგინა თავისი ეკლესია, მან დამოძღვრა წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი და სხვები, რომ „დაეარსებინათ“ და „აეშენებინათ“ იგი“ (მოძღვრება და აღთქმები 31:7; 39:13). ეკლესია დაარსდება და შეიქმნება, როდესაც მოწმობების მქონე ადამიანები მოინათლებიან და წევრად დამტკიცდებიან, დაიცავენ თავიანთ აღთქმებს, მოემზადებიან ტაძარში წასასვლელად და დაეხმარებიან თავიანთი მეურვეობისა თუ მრევლის განმტკიცებაში.

გამოსახულება
მამაკაცი ლოცულობს

შენ, როგორც მისიონერი, ეხმარები მხსნელის ეკლესიის დაარსებასა და შენებაში. აღნიშნულის გაკეთების უამრავი გზა არსებობს. შეგიძლია მხარი დაუჭირო წევრებს, როდესაც ისინი აზიარებენ სახარებას სიყვარულის, გაზიარებისა და მოწვევის პრინციპების მეშვეობით (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 23.1). ასევე, შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს მონათვლასა და რწმენის განმტკიცებაში. შეგიძლია დაეხმარო ახალ წევრებს, შეეგუონ ახალ ცხოვრებას და გააგრძელონ სულიერი ზრდა. დაბრუნებული წევრების დახმარებაც შეგიძლიათ, იესო ქრისტესადმი მათი რწმენის გაძლიერებაში.

ახალი და დაბრუნებული წევრების მოწმობა და რწმენა იზრდება, როცა ისინი ხედავენ სახარების მოქმედებას თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ მათ:

  • ჰყავდეთ ეკლესიის წევრი მეგობრები.

  • ჰქონდეთ გარკვეული ვალდებულება ეკლესიაში.

  • ისაზრდოონ ღმერთის სიტყვებით.

(იხ. გორდონ ბ. ჰინკლი, „Converts and Young Men [მოქცეულები და ახალგაზრდა მამაკაცები],” „Ensign”, მაისი, 1997 წ, 47.)

მისიონერები, ადგილობრივი ხელმძღვანლები და ეკლესიის სხვა წევრები სიხარულით უნდა იღებდნენ შესაძლებლობას, დაეხმარონ და გააძლიერონ ახალი და დაბრუნებული წევრები. ეს მსახურება ეხმარება მათ, „სწორ გზაზე დარჩ[ნენ]“ (მორონი 6:4).

აკეთეთ სიკეთე

დედამიწაზე მსახურების პერიოდში მხსნელი სხვებს ემსახურებოდა. იგი „დადიოდა, ქველმოქმედებდა“ და „ქადაგებდა სასუფევლის სახარებას“ (საქმეები 10:38; მათე 4:23). მისი მაგალითის მიხედვით ცხოვრებით აღმოაჩენთ ადამიანებს, რომელთაც შეგიძლიათ ემსახუროთ და რომლებიც მიგიღებენ.

მსახურების საშუალებით თქვენ შეასრულებთ ორ უდიდეს მცნებას — გიყვარდეთ ღმერთი და გიყვარდეთ მოყვასი (იხ. მათე 22:36–40; 25:40; მოსია 2:17). მსახურების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ძლიერი, შთამაგონებელი კავშირი დაამყაროთ სხვებთან.

შენ, როგორც მისიონერმა, ყოველკვირეულად უნდა მოახდინო დაგეგმილი მსახურება (იხ. მისიონერის სტანდარტები, 2.7 და 7.2, დამატებითი ინფორმაციისა და მითითებებისთვის). შენი მისიის პრეზიდენტის მითითებებით, შეგიძლია იპოვო საზოგადოებაში მსახურების შესაძლებლობა „JustServe”-ის (სადაც ის დამტკიცებულია) და ეკლესიის ჰუმანიტარული და კატასტროფებზე რეაგირების ძალისხმევის მეშვეობით.

ყოველდღე ილოცე და მოიძიე სიკეთის კეთების დაუგეგმავი შესაძლებლობები. მოუსმინე სულიწმინდას, რათა ამოიცნო მცირე სიკეთის კეთების შესაძლებლობები.

გამოსახულება
პრეზიდენტი გორდონ ბ. ჰინკლი

„გსურს იყო ბედნიერი? დაივიწყე საკუთარი თავი და ჩაიძირე ამ დიად საქმეში. დაეხმარე ადამიანებს. … დადექი უფრო მაღლა, განუმტკიცე სუსტი მუხლი, ძირს დაშვებული ხელები ზეაღმართე. იცხოვრე იესო ქრისტეს სახარების მიხედვით“ (გორდონ ბ. ჰინკლი, Teachings of Presidents of the Church: Gordon B. Hinckley [ეკლესიის პრეზიდენტთა სწავლებანი: გორდონ ბ. ჰინკლი] [2016], 209).

წმინდა წერილის შესწავლა

რა ადგილი ეჭირა მსახურებას ჩვენი მხსნელის ცხოვრებაში?

რა ადგილი ეჭირა მსახურებას ამონისა და აარონის მისიებში?

რის გაკეთებას გთხოვთ უფალი?

წარმატებული მისიონერი

შენი, როგორც მისიონერის წარმატება, უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება შენი სურვილითა და ვალდებულებით იპოვო, ასწავლო, მონათლო და წევრად დაამტკიცო ახლადმოქცეულები და დაეხმარო მათ, გახდნენ ქრისტეს ერთგული მოწაფეები და მისი ეკლესიის წევრები. (იხ. ალმა 41:3).

წარმატება არ განისაზღვრება მოსწავლეების რაოდენობით, რომლებსაც ასწავლე და მონათვლაში დაეხმარე. არც ხელმძღვანელად ყოფნით არ განისაზღვრება.

შენი წარმატება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ სხვები შენზე, შენს მოწვევაზე ან გულითად, კეთილ საქმეებზე. ადამიანს გააჩნია არჩევნის თავისუფლება - მიიღოს თუ არა სახარების გზავნილი. შენი მოვალეობაა, ასწავლო ნათლად და ძლიერად, რათა მათ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ.

გაიხსენე მხსნელის იგავი ტალანტებზე მათე 25:14–28. ბატონმა, რომელიც უფალს წარმოადგენს, შეაქო ორივე ერთგული მსახური, მიუხედავად იმისა, რომ მათი შეთავაზების რაოდენობა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან (იხ. მათე 25:21, 23). მან ასევე ორივეს ერთი და იგივე ჯილდო მისცა და მოუწოდა, შესულიყვნენ „თავისი ბატონის სიხარულში“, რადგან განამდიდრეს ის, რაც მიეცათ.

ღმერთმა ტალანტი და ჯილდო მის მსახურებაში გამოსაყენებლად გვიბოძა. შენი ტალანტი და ჯილდო სხვებისგან განსხვავდება. გაიაზრე, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მათ შორის ისიც, რაც ნაკლებად ჩანს. როცა შენს ტალანტსა და ჯილდოს უფალს მიუძღვნი, იგი განადიდებს მათ და სასწაულებს მოახდენს.

ნუ შეადარებ საკუთარ თავსა და მიღწეულ შედეგებს სხვა მისიონერებს და მათ ნამოქმედარს. შედარება ხშირად ისეთ უარყოფით შედეგს იძლევა, როგორიცაა დაბრკოლება და ამპარტავნობა. სხვასთან შედარება ხშირად შეცდომაში შემყვანიცაა. უფალს მხოლოდ ერთი რამ სურს: „ემსახურეთ მთელი თქვენი გულით, ძალით, გონებითა და სიძლიერით“ (მოძღვრება და აღთქმები 4:2).

შესაძლოა, სევდა დაგეუფლოს იმის გამო, რომ ადამიანებმა სახარება ჯერ ვერ მიიღეს. ზოგჯერ, შეიძლება იმედგაცრუებაც იგრძნო. წმინდა წერილში უდიდეს მისიონერებსა და წინასწარმეტყველებსაც კი უგრძვნიათ იმედგაცრუება (იხ. 2 ნეფი 4:17–19; ალმა 26:27). ასეთ დროს მიბაძე ნეფის მაგალითს უფლისკენ მიბრუნებით, მასზე მინდობით, ილოცე ძალის მოცემისთვის და გაიხსენე ის სიკეთეები, რაც მან გააკეთა შენთვის (იხ. 2 ნეფი 4:16–35).

გამოსახულება
ორი მისიონერი ლოცვის დროს

როცა გასაჭირის დროს უფალს მიუბრუნდები, იგი დაგვპირდა: „გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით“ (ესაია 41:10). .’ ქრისტესადმი რწმენის გამოვლენით შენ ჰპოვებ სიმშვიდეს და დარწმუნდები შენს ძალისხმევაში. რწმენა დაგეხმარება, მიისწრაფო წინ და სამართლიანი სურვილები იქონიო.

იყავი ორიენტირებული ქრისტესადმი ერთგულებაზე და შენს მისიონერულ დანიშნულებაზე — არა მის შედეგებზე. ხშირად, ეს შედეგები მაშინვე არ გვეძლევა. ამავდროულად, გამოწვევების მიუხედავად შეინარჩუნე მაღალი მოლოდინები. მაღალი მოლოდინების არსებობა გაზრდის შენს ეფექტურობას, სურვილებს და სულიწმინდის მიყოლის ნებას.

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი გზა, რომლითაც შეგიძლია შეაფასო შენი ერთგულება უფლისადმი და ძალისხმევა, იყო წარმატებული მისიონერი:

შესაძლოა უკმაყოფილება იგრძნო მაშინაც კი, როცა ყველაფერი იღონე, თუმცა, საკუთარი თავით უკმაყოფილო არ იქნები. როცა იგრძნობ, რომ სულიწმინდა შენზე მოქმედებს, ზუსტად გეცოდინება, რომ უფალი შენით კმაყოფილია.

წმინდა წერილის შესწავლა

რას ფიქრობენ უფლის მსახურები ამ საქმიანობის შესახებ? როგორ ახდენენ გავლენას უფლის მსახურები მათზე, ვისაც ემსახურებიან? შენ რას ფიქრობ ამ საქმიანობაზე?

პირადი სწავლა

  • წაიკითხე ჰელამანი 10:1–5 და 3 ნეფი 7:17–18. რას ფიქრობდა უფალი ამ მისიონერებზე და მათ მსახურებაზე?

  • დაფიქრდი აბინადისა და ამონის მისიონერულ ძალისხმევაზე (იხ. მოსია 11–18; ალმა 17–20; 23–24). რატომ მიიღო უფალმა ორივე მისიონერი მიუხედავად იმისა, რომ მათი ძალისხმევის უშუალო შედეგი განსხვავდებოდა?

  • ჩაიწერე ნასწავლი შენს სასწავლო რვეულში.


იდეები სწავლისა და გამოყენებისთვის

პირადი სწავლა

  • დაფიქრდი, რას ნიშნავს ხმის ამაღლება სხვების გასაფრთხილებლად (იხ. იაკობი 3:12; მოძღვრება და აღთქმები 1:4; 38:41; 63:57–58; 88:81; 112:5; ეზეკიელი 3:17–21; 33:1–12). დაწერე შენი სიტყვებით, რას ნიშნავს ეს და როგორ შეგიძლია ამის გაკეთება.

  • დაფიქრდი შენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე, რომლებმაც გააძლიერა შენი მოწმობა ჯოზეფ სმითისა და აღდგენის შესახებ. ჩაინიშნე შთაბეჭდილებები.

მეწყვილესთან ერთად სწავლა და მეწყვილის შეცვლა

  • ჩამოთვლილთაგან აირჩიე ერთ-ერთი დიდი მისიონერი და წაიკითხე აღნიშნული ამონარიდები წმინდა წერილებიდან. შემდეგ იმსჯელე, როგორ შეძლო ამ მისიონერმა (1) საკუთარი მოწოდების გააზრება და ვალდებულების აღება ამ მოწოდების შესასრულებლად, (2) გამოავლინა ამ საქმისადმი განწყობა და სურვილი და (3) დაეხმარა სხვებს სახარების მიღებაში.

  • აირჩიე ორი ჰიმნი სახარების აღდგენაზე. წაიკითხე ან იმღერე ეს ჰიმნები. იმსჯელე მათში შემავალი სიტყვების მნიშვნელობაზე.

რაიონის საბჭო, ზონალური კონფერენცია და მისიის ხელმძღვანელთა საბჭო

  • მოიწვიე ბოლოს მოქცეული ორი ან სამი ადამიანი, რათა გააზიარონ საკუთარი მოქცევის ისტორია. რას ფიქრობდნენ ისინი მისიონერებზე? რას ფიქრობდნენ მისიონერების მიერ ნასწავლის შესახებ? რა დაეხმარა მათ აღთქმების დაცვაში? რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა მათ მოქცევაზე?

  • შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, დაავალე რამდენიმე მისიონერს, იმსჯელონ შერჩეულ კითხვებზე სექციიდან „განიხილე შემდეგი“ ამ თავის დასაწყისში. სთხოვე თითოეულ მისიონერს, მოამზადოს ორ-სამ წუთიანი მოხსენება შერჩეულ კითხვაზე. ოლქის საბჭოს ან ზონალური კონფერენციის დროს მოიწვიე მისიონერები, გამოვიდნენ სიტყვით. სიტყვით გამოსვლების შემდეგ, იმსჯელე ნასწავლის შესახებ და მისიონერულ საქმეში მის გამოყენებაზე.

  • დაყავი მისიონერები ოთხ ჯგუფად. სთხოვე თითოეულ ჯგუფს, ჩამოთვალოს რაც შეიძლება მეტი ჭეშმარიტება, აღთქმა და წეს-ჩვეულება, რომლებიც აღდგენილი და გამოცხადებული იქნა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით. ჯგუფებმა ჩამონათვალი ერთმანეთს გაუზიარონ. სთხოვე მისიონერებს, გააზიარონ, თუ როგორ იმოქმედა აღდგენის გზით გამოვლენილმა ჭეშმარიტებამ მათ ცხოვრებაზე.

  • იმსჯელე, რას ნიშნავს იყო წარმატებული მისიონერი. შესთავაზე მისიონერებს, ჩამოთვალონ კონკრეტული მაგალითები.

მისიის ხელმძღვანელები და მისიის მრჩევლები

  • გასაუბრების დროს ან მისიონერებთან საუბრისას, პერიოდულად სთხოვე მათ, გაგიზიარონ:

    • საკუთარი მოწმობა იესო ქრისტეს შესახებ.

    • საკუთარი მოწმობა აღდგენილი სახარებისა და ჯოზეფ სმითის მისიის შესახებ.

    • საკუთარი მოწმობა მორმონის წიგნის შესახებ.

    • რას ფიქრობენ საკუთარ დანიშნულებაზე მისიონერის როლში?

  • სთხოვე მისიონერებს, ჩამოწერონ რვეულში თავიანთი მისიის რამდენიმე დანიშნულება. გასაუბრების ან საუბრის დროს, ჰკითხე, რა დაწერეს.

  • გაუგზავნეთ ახალ წევრს მილოცვის წერილი.