გენერალური კონფერენცია
ახლა არის დრო
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ახლა არის დრო

ახლა არის სწავლის დრო. ახლა არის მონანიების დრო. ახლა არის დრო, როცა შეგვიძლია სხვების დალოცვა.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ეს კონფერენცია ისტორიულია მრავალი მიზეზის გამო . ჩვენ მივიღეთ დალოცვა ლოცვების, გზავნილებისა და მუსიკის სახით. უფლის მსახურებმა შთაგვაგონეს.

ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი მითითება მომავლისთვის. მე ვლოცულობ, რათა სულიწმინდამ პირადად მიგითითოთ, რა სურს უფალს თქვენგან .

მომავალი ყოველთვის ბუნდოვანია. ამინდი იცვლება. ეკონომიკა არაპროგნოზირებადია. უბედურებები, ომი, კატასტროფები და ავადმყოფობა - ყოველივე ამას შეუძლია, უცებ შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. ეს მოვლენები ჩვენს პირად კონტროლს არ ექვემდებარება. თუმცა არის ის, რისი კონტროლიც შეგვიძლია მაგალითად, რაზე დავხარჯოთ ყოველდღიურად დრო.

მიყვარს ჰენრი ვან დაიკის ეს ლექსი, რომელსაც ნიუ-იორკში, უელსის კოლეჯის მზის საათზე იხილავთ. სიტყვები ასეთია:

ჩემი თითის აჩრდილი

მომავალს წარსულისგან გამიჯნავს:

წინ არის ჟამი, რომელიც ჯერ არ დამდგარა,

სიბნელეში და შენი ძალაუფლების გარეშე.

მის უკან დაუბრუნებლობის ხაზია,

ჟამი გამქრალი, რომელიც აღარ გეკუთვნის.

მხოლოდ ერთ ჟამს განაგებ:

აწმყოს, რომელსაც გიჩვენებს ჩრდილი.1

დიახ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულისგან და დიახ, ჩვენ შეგვიძლია და უნდა მოვემზადოთ კიდევაც მომავლისთვის. მაგრამ მხოლოდ ახლა შეიძლება, ვიმოქმედოთ. ახლა არის სწავლის დრო. ახლა არის მონანიების დრო. ახლა არის დრო, როცა შეგვიძლია, დავლოცოთ სხვები და „გა[ვ]მართ[ოთ] დაშვებული ხელები“.2 როგორც მორმონმა ურჩია თავის შვილს, მორონის: „მოდი, ბეჯითად ვიშრომოთ; … ვინაიდან გვაქვს სამუშაო, რომელიც უნდა შევასრულოთ, სანამ ვიმყოფებით ამ თიხის სამლოცველოში, რათა გავიმარჯვოთ მთელი სიმართლის მტერზე და დავიმშვიდოთ სული ღვთის სასუფეველში“.3

მოწინააღმდეგეს არ სძინავს. ჭეშმარიტებას ყოველთვის ექნება წინაღობა. მე გავიმეორებ დილანდელ მოწოდებას: გააკეთეთ ის, რაც გაზრდის თქვენს პოზიტიურ სულიერ იმპულსს, იმ აწევის ძალას, რომელზეც უხუცესი უხტდორფი საუბრობდა, რათა ნებისმიერი გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიუხედავად წინ იაროთ.

პოზიტიური სულიერი იმპულსი იზრდება ტაძარში ღვთისთაყვანისცემის დროს და მაშინ, როცა უკეთ აღვიქვამთ ჩვენი იქ მიღებული დიდებული დალოცვების სიღრმესა და სისავსეს. გევედრებით, შეეწინააღმდეგეთ ამქვეყნიურობას ტაძრის მარადიულ კურთხევებზე ფოკუსირებით. თქვენი იქ გატარებული დრო სამარადისო კურთხევად იქცევა.

ეკლესიის ზრდასთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ დროს და მეტი ტაძარი ავაშენოთ. ორმოცდაოთხი ახალი ტაძარი ამჟამად მშენებლობის ფაზაშია. იმაზე მეტი განახლების სტადიაშია. მე ვლოცულობ იმ კვალიფიციურ ადამიანებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ ამ პროექტებზე.

მადლიერების სულით სიამოვნებით ვაცხადებ ახალი ტაძრების აშენების გეგმების შესახებ შემდეგ ადგილებში: ველინგტონი (ახალი ზელანდია), ბრაზავილე (კონგოს რესპუბლიკა), ბარსელონა (ესპანეთი), ბირმინგემი (დიდი ბრიტანეთი), კუსკო (პერუ), მაცეიო (ბრაზილია), სანტოსი (ბრაზილია), სან ლუის პოტოსი (მექსიკა), მეხიკო სითი ბენემერიტო (მექსიკა), ტამპა (ფლორიდა), ნოქსვილი (ტენესი), კლევლენდი (ოჰაიო), ვიჩიტა (კანზასი), ოსტინი (ტეხასი), მისულა (მონტანა), მონპელიერი (აიდახო) და მოდესტო (კალიფორნია)

ეს 17 ტაძარი დალოცავს მრავალი ადამიანის ცხოვრებას საბურველის ორივე მხარეს. მიყვარხართ, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო. და რაც მთავარია, უფალს უყვარხართ. იგი თქვენი მხსნელი და გამომსყიდველია. იგი მართავს და ხელმძღვანელობს თავის ეკლესიას. დაე, ვიყოთ უფლის ღირსი ხალხი, რომელმაც თქვა: „და თქვენ იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი“.4

მე ამაზე ვლოცულობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.