გენერალური კონფერენცია
სამყაროს განკურნება
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


სამყაროს განკურნება

როცა პატივს ვცემთ ღმერთს, ყოველი ჩვენგანის მამასა და მის ძეს, იესო ქრისტეს, უთანხმოების მოგვარება და ჭრილობების მოშუშებაც კი შესაძლებელი ხდება.

დებო და ძმებო, რაოდენ დალოცვილნი ვართ, აღდგომის ამ დიდებულ სეზონზე შევიკრიბოთ და ღვთის მსახურებისგან რჩევა-დარიგებები მივიღოთ.

მამაზეციერის წმინდა მითითებანი და სწავლებანი გვეხმარება ამ სახიფათო დროში. როგორც იყო ნაწინასწარმეტველები - „ცეცხლისა და ქარიშხლების ხმა“, „ხმა ომებზე, ამბებზე ომების შესახებ და მიწისძვრებზე სხვადასხვა ადგილებში“. და ყოველგვარი სისაძაგლე“,1 „ჭირი“,2 „შიმშილობა და სნეულებანი“3 ანადგურებს ოჯახებს, თემებსა და ერებს.

არის კიდევ სხვა უბედურება მთელ მსოფლიოში: თავდასხმები თქვენსა და ჩემს რელიგიურ თავისუფლებაზე. ეს განწყობა ძლიერდება და ცდილობს, ამოშალოს რელიგია და ღმერთის რწმენა საზოგადოებიდან, სკოლებიდან, თემში მიღებული სტანდარტებიდან და სამოქალაქო მსჯელობიდან. რელიგიური თავისუფლების ოპონენტები ეძიებენ, დააწესონ შეზღუდვები გულწრფელი რწმენის გამოხატვაზე. ისინი აკრიტიკებენ და დასცინიან კიდეც რწმენასთან დაკავშირებულ ტრადიციებს.

ასეთი დამოკიდებულება აკნინებს ადამიანებს, ამცირებს პიროვნულ პრინციპებს, სამართლიანობას, პატივისცემას, სულიერებას და სინდისის სიმშვიდეს.

რა არის რელიგიური თავისუფლება?

ეს არის ღვთისთაყვანისცემის თავისუფლება ყველა მიმართულებით: შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, პირადი მრწამსის მიხედვით მოქმედების თავისუფლება და სხვებისთვისაც ამის უფლების მიცემა. რელიგიის თავისუფლება აძლევს ყოველ ჩვენგანს საშუალებას, თავად გადავწყვიტოთ რა გვწამს, როგორ ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ რწმენის შესაბამისად და რას ელის ჩვენგან ღმერთი.

რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის ასეთი მცდელობები ახალი როდია. ისტორიულად მორწმუნეები დიდად იტანჯებოდნენ სხვების ხელით. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები გამონაკლისი არ არის.

თავიდანვე ამ ეკლესიამ მრავალი ღვთის მაძიებელი მოიზიდა, რადგან ღვთიურ დოქტრინას ასწავლიდა, მათ შორის იესო ქრისტეში რწმენისა და მისი გამოსყიდვის, მონანიების, ბედნიერების გეგმისა და უფლის მეორე მოსვლის შესახებ.

წინააღმდეგობა, დევნა და ძალადობა ჩვენს პირველ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა წინასწარმეტყველს და მის მიმდევრებსაც შეეხო.

1842 წ. არეულობის ფონზე ჯოზეფმა გამოაქვეყნა მზარდი ეკლესიის 13 ფუნდამენტალური პრინციპი, მათ შორის ეს: „ჩვენ ვაცხადებთ უფლებას, საკუთარი სინდისის თანახმად თაყვანი ვცეთ ყოვლადძლიერ ღმერთს და ყველას ვრთავთ ნებას, ჰქონდეთ იგივე უფლება, თაყვანი სცენ რასაც სურთ, როგორც სურთ და სადაც სურთ“.4

მისი განცხადება არის ყოვლისმომცველი, განმათავისუფლებელი და პატივისცემით აღვსილი. ეს არის რელიგიის თავისუფლების არსი.

წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა განაცხადა:

„მე თამამად ვაცხადებ ზეცის წინაშე, რომ ისევე მზად ვარ, თავი გავწირო პრესვიტერიანის, ბაპტისტის ან ნებისმიერი სხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი კარგი ადამიანისთვის; რადგან იგივე პრინციპით, რომლითაც გათელავენ წმინდანთა უფლებებს, გათელავენ რომაულ კათოლიკურ ან სხვა ნებისმიერ რელიგიურ ჯგუფს, რომელიც არ იქნება პოპულარული ან საკმაოდ ძლიერი საკუთარი თავის დასაცავად.

„თავისუფლების სიყვარილი შთააგონებს ჩემს სულს – საზოგადოებრივი და რელიგიური თავისუფლება მთელი ადამიანთა რასის მიმართ“.5

და მაინც, ადრინდელი ეკლესიის წევრებს თავს ესხმოდნენ და დევნიდნენ ნიუ-იორკიდან ოჰაიოსა და მისურისკენ, სადაც გუბერნატორმა გასცა ბრძანება, რომ ეკლესიის წევრებს უნდა მოქცეოდნენ, როგორც მტრებს და ისინი უნდა გაენადგურებინათ ან განედევნათ შტატიდან“.6 ისინი ილინოისში გაიქცნენ, მაგრამ ტანჯვა გაგრძელდა. ბრბომ მოკლა წინასწარმეტყველი ჯოზეფი, ფიქრობდა რა რომ მისი მოკვლით განადგურდებოდა ეკლესია და გაიფანტებოდნენ მორწმუნეები. მაგრამ მორწმუნეები მტკიცედ იდგნენ. ჯოზეფის საქმის გამგრძელებელი, ბრიგამ იანგი, ათასობით ადამიანს გაუძღვა წინ 2100 კმ მანძილზე და მიიყვანა ისინი იძულებით გადასახლებაში ახლანდელი იუტას შტატის დასავლეთით.7 ამ ადრეულ პიონერებს შორის ჩემი წინაპრებიც იყვნენ.

იმ ძლიერი დევნის დროიდან უფლის ეკლესია გაიზარდა 17 მილიონ წევრამდე8და წევრთა ნახევარზე მეტი შეერთებული შტატების მიღმა ცხოვრობს.

2020 წ. აპრილში ეკლესიამ აღნიშნა სახარების აღდგენის 200 წლისთავის იუბილე, გამოაქვეყნა რა პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა მიერ მომზადებული მოწოდება მსოფლიოს. ის ასე იწყება: „ჩვენ საზეიმოდ ვაცხადებთ, რომ ღმერთს უყვარს თავისი შვილები მსოფლიოს ყველა ხალხში“.9

ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა, რასელ მ. ნელსონმა, შემდგომ თქვა:

„„ჩვენ გვჯერა თავისუფლების, სიკეთისა და სამართლიანობისა ღვთის ყველა შვილისთვის.

„ჩვენ ყველანი დები და ძმები ვართ, ყოველი ჩვენგანი არის მოსიყვარულე მამაზეციერის შვილი. მისი ძე, უფალი იესო ქრისტე, ყველას იწვევს, მოვიდნენ მასთან, „შავკანიანი თუ თეთრი, დატყვევებული თუ თავისუფალი, კაცი თუ ქალი“ (2 ნეფი 26:33).10

მოდით, ერთად განვიხილოთ ოთხი ხერხი, რომლითაც საზოგადოება და ცალკეული პირები რელიგიური თავისუფლებისგან სარგებელს იღებენ.

პირველი. რელიგიის თავისუფლება პატივს სცემს პირველსა და მეორე დიდ მცნებას და ამით ათავსებს ღმერთს ჩვენი ცხოვრების შუაგულში. მათეს სახარებაში ვკითხულობთ:

„შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით“.11

„და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.12

სამლოცველო სახლში, სინაგოგაში, მეჩეთში თუ თუნუქით გადახურულ ქოხში, ქრისტეს მოწაფეებსა და მსგავსად მოაზროვნე მორწმუნეებს შეუძლიათ, გამოხატონ ღმერთისადმი ერთგულება ღვთისთაყვანისცემით და მზაობით, ემსახურონ მის შვილებს.

იესო ქრისტე არის ასეთი სიყვარულისა და მსახურების სრულყოფილი მაგალითი. თავისი მსახურების ჟამს იგი ზრუნავდა ღატაკებზე,13 კურნავდა ავადმყოფებსა14 და ბრმებს15 აპურებდა მშივრებს,16 აქცევდა მკლავებში პატარებს17 და მიუტევებდა მათ, ვინც ცუდად მოექცა, მათაც კი, ვინც ჯვარს აცვა.18

წმინდა წერილი აღწერს, რომ იესო „დადიოდა, ქველმოქმედებდა“.19 ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.

მეორე. რელიგიური თავისუფლება ხელს უწყობს რწმენის, იმედისა და მშვიდობის გამოხატვას.

ჩვენ, როგორც ეკლესია, ვუერთდებით სხვა რელიგიებს, რომლებიც იცავენ ყველა რწმენისა და შეხედულების ადამიანებს და მათ უფლებას, გამოხატონ თავიანთი რწმენა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ მრწამსს ისინი კი ჩვენსას იზიარებენ, მაგრამ ჩვენ მათთან უფრო მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე მათთან, ვინც ცდილობს, გაგვაჩუმოს.

არცთუ ისე დიდი ხნის იტალიაში, ყოველწლიურ G20 კონფესიათა ფორუმზე, მე ჩვენს ეკლესიას წარვადგენდი. მთელი მსოფლიოდან მთავრობისა და რწმენის ლიდერებთან შეხვედრამ გამამხნევა, შთამაგონა კიდევაც. მე მივხვდი, რომ როცა პატივს ვცემთ ღმერთს, ყოველივე ჩვენგანის მამას და მის ძეს, იესო ქრისტეს, უთანხმოების მოგვარება და ჭრილობების მოშუშებაც კი შესაძლებელია. ჩვენი უფალი და მხსნელი, იესო ქრისტე, ყოველი ჩვენგანის დიდი მკურნალია.

გამოსვლის ბოლოს ერთი საინტერესო მომენტი იყო. წინა შვიდმა გამომსვლელმა არ დაასრულა გამოსვლა რწმენის რომელიმე ტრადიციით ან ღმერთის სახელით. სიტყვით გამოსვლისას ვფიქრობდი: „უბრალოდ მადლობა გადავუხადო ყურადღებისთვის და დავჯდე თუ იესო ქრისტეს სახელით დავასრულო“? მახსოვდა, ვინ ვიყავი და ვიცოდი, რომ უფალს სურდა, ჩემი გზავნილი მისი სახელით დამესრულებინა. ასეც მოვიქეცი. ახლა, უკან რომ ვიხედები, მესმის, რომ ამით მე ჩემი რწმენა გამოვხატე და უფლის წმინდა სახელის დასამოწმებლად მე რელიგიის თავისუფლება მქონდა.

მესამე. რელიგია შთააგონებს ადამიანებს, დაეხმარონ სხვებს.

როცა რელიგიას აძლევენ თავისუფლებასა და სივრცეს აყვავებისთვის, მორწმუნეები ასრულებენ მარტივ და ზოგჯერ გმირულ მსახურებას. ძველი ებრაული ფრაზა „ტიკუნ ოლამ“, რომელიც ნიშნავს „სამყაროს აღდგენას ან განკურნებას“, დღეს მრავალი ადამიანის ძალისხმევაში აისახება. ჩვენ ვთანამშრომლობთ კათოლიკურ კარიტასთან, რომელიც ცნობილია როგორც კარიტას ინთერნეშენალი, ისლამურ მოწყალებასთან და მთელ რიგ სხვა ებრაულ, ჰინდი, ბუდისტურ, სიკხ და ქრისტიანულ ორგანიზაციასთან როგორიცაა ხსნის არმია და ეროვნული ქრისტიანული ფონდი. ერთად ჩვენ მილიონობით გაჭირვებულს ვეხმარებით, ბოლო ხანებში დევნილებს კარვებით, საძილე ტომრებითა და საკვებითა20 და ვაქცინაციით, მათ შორის პოლიომიელიტისა21 და COVID-ის.22 სია გრძელია, თუმცა საჭიროებებიც ბევრია.

ცხადია - მორწმუნე ადამიანებს, ერთობლივი მუშაობით, შეუძლიათ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა. იმავდროულად, ერთი-ერთზე მსახურების შესახებ ხშირად წინასწარ არ აცხადებენ, მაგრამ იგი ჩუმად ცვლის ცხოვრებას.

მე ვფიქრობ ლუკას მაგალითზე, როცა იესო ქრისტემ ნაინის ქვრივს მიმართა. იესო, მიმდევრების ჯგუფთან ერთად, მივიდა ქვრივის ერთადერთი ვაჟის დაკრძალვაზე. ქალი ემოციურად, სულიერად და ფინანსურად განადგურებული იყო. იესომ, იხილა რა მისი ნამტირალევი სახე, თქვა: „ნუ სტირი“.23 შემდეგ შეეხო გამსვენებელს და პროცესია შეყოვნდა.

„ჭაბუკო,“ - უბრძანა მან, „შენ გეუბნები, ადექ!“

„მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი, და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას“.24

მკვდრეთით აღდგენა სასწაულია, მაგრამ ყოველი კეთილი საქმე და ზრუნვა გასაჭირში მყოფ ადამიანზე არის ის ერთადერთი ხერხი, რომელსაც ყოველ ჩვენგანს შეუძლია, მიმართოს „ქველმოქმედებისთვის“, რადგან ვიცით, რომ ღმერთი ჩვენთან არის“.25

და მეოთხე რელიგიის თავისუფლება მოქმედებს როგორც ღირებულებებისა და მორალის ფორმირებისთვის საწირო გამაერთიანებელი ძალა.

ახალ აღთქმაში არის მრავალი მაგალითი ადამიანებისა, რომლებმაც ზურგი შეაქციეს იესო ქრისტეს, დრტვინავდნენ მისი სწავლების გამო: „მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია ამის მოსმენა?“26

ეს შეძახილი ახლაც ისმის მათგან, ვინც ცდილობს, განდევნოს რელიგია, როგორც განხილვისა და გავლენის საგანი. მაგრამ თუ რელიგია არ იქნება, რათა დაეხმაროს ხასიათის ჩამოყალიბებაში და რთული პერიოდის გადალახვაში, ვინ იქნება? ვინ ასწავლის პატიოსნებას, მადლიერებას, მიტევებასა და მოთმინებას? ვინ გამოავლენს მოწყალებას, თანაგრძნობასა და სიკეთეს მათ მიმართ, ვინც დავიწყებული და დათრგუნულია? ვინ ჩაიკრავს გულში მათ, ვინც განსხვავებულია, მაგრამ იმსახურებს ამას, როგორც ღვთის ყოველი შვილი? ვინ დახვდება გაშლილი ხელებით გაჭირვებულებს და არ ეძიებს ამისთვის ჯილდოს? ვინ სცემს თაყვანს მშვიდობას და დაემორჩილება კანონებს, რომლებიც დღევანდელ ტრენდებზე გაცილებით მეტია? ვინ გამოეხმაურება მხსნელის ვედრებას: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“?27

ჩვენ! დიახ, დებო და ძმებო, ჩვენ.

გიწვევთ, გახდეთ რელიგიური თავისუფლების საქმის დამცველნი. ეს ღვთის მიერ ბოძებული თავისუფალი არჩევნის პრინციპის გამოხატვაა.

რელიგიის თავისუფლება აწონასწორებს კონკურენტ ფილოსოფიებს. რელიგიის სიკეთე, მისი წვდომა და რელიგიით შთაგონებული სიყვარულის ყოველდღიური ქმედებები მრავლდება, როდესაც ჩვენ ვიცავთ ძირითადი შეხედულებების გამოხატვისა და მათზედ დაფუძნებით მოქმედების თავისუფლებას.

მე ვმოწმობ, რომ რასელ მ. ნელსონი ღვთის ცოცხალი წინასწარმეტყველია. მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე ხელმძღვანელობს და თავში უდგას ამ ეკლესიას. მან გამოისყიდა ჩვენი ცოდვები, იგი ჯვარზე გააკრეს და მესამე დღეს აღდგა.28 მისი წყალობით ჩვენ შეგვეძლება, კვლავ ვიცხოვროთ მარადისობაში; და ისინი, ვინც ამას მოისურვებენ, შეძლებენ მამაზეციერთან ყოფნას. ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც ვუცხადებ მთელ მსოფიოს. მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მაქვს ამის თავისუფლება. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.