გენერალური კონფერენცია
მოდით ღვთის ფარაში
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


მოდით ღვთის ფარაში

ღვთის ფარაში ჩვენ ვხდებით მწყემსი კეთილის მზრუნველობისა და მოვლის მოწმენი და კურთხეულნი ვართ, რომ ვგრძნობთ მის გამომსყიდველ სიყვარულს.

ახალგაზრდა მშობლებმა, და და ძმა სამადმა, იესო ქრისტეს სახარების შესახებ თავიანთ მოკრძალებულ ორ ოთახიან ბინაში, სემარანგში, ინდონეზიაში შეიტყვეს.1 პატარა მაგიდის ირგვლივ, ნავთის ლამპის შუქზე, რომელიც უფრო კოღოებით ვიდრე შუქით ავსებდა ოთახს, ორი ახალგაზრდა მისიონერი მათ მარადიულ ჭეშმარიტებას ასწავლიდა. გულწრფელი ლოცვითა და სულიწმინდის გაძღოლით მათ იწამეს, რასაც მათ ასწავლიდნენ და აირჩიეს ნათლობა და უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობა. და და ძმა სამადის ეს გადაწყვეტილება და მათი ცხოვრების მაგალითი მათთვის და მათი ოჯახისთვის დალოცვად იქცა ცხოვრების ყველა ასპექტში.2

ისინი ინდონეზიაში ადრეული პიონერების რიცხვს მიეკუთვნებიან. მოგვიანებით მათ მიიღეს სატაძრო წეს-ჩვეულებები; ძმა სამადი მრევლის პრეზიდენტად მსახურობდა, შემდეგ ოლქის პრეზიდენტად და ვალდებულებების შესასრულებლად მას მანქანით ჯავას ცენტრის გავლით უწევდა სიარული. ბოლო ათი წლის განმავლობაში იგი სურაკარტას ინდონეზიის პალოში პირველი პატრიარქის პოზიციაზე მსახურობდა.

გამოსახულება
უხუცესი ფანკი და და ძმა სამადთან ერთად.

როგორც 49 წლის წინ იმ მოკრძალებულ სახლში მყოფი ერთ-ერთი მისიონერი, მე გავხდი მოწმე იმისა, რასაც მეფე ბენიამინი ასწავლიდა მორმონის წიგნში: „ამის გარდა, მე მსურს, რომ იფიქროთ მათ კურთხეულ და ბედნიერ მდგომარეობაზე, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს. რადგან, აჰა, ისინი კურთხეულნი არიან ყველაფერში – ხორციელშიც და სულიერშიც“,3 ისინი, ვინც იესო ქრისტეს ბაძავენ და მისი სწავლების მიხედვით ცხოვრობენ, ვინც არჩია, აღირიცხოს მის მოწაფეთა შორის - იღებენ უამრავ, სასიხარულო და მარადიულ დალოცვას.4

ღვთის ფარა

ალმას ნათლობის აღთქმის მოწვევა მათ, ვინც შეიკრიბა მორმონის წყლებთან, იწყება ფრაზით: „ახლა, თქვენ გსურთ, შეხვიდეთ ღმერთის ფარაში“.5

გამოსახულება
Flock of sheep in the country side standing next to a rock fence.

ფარეხი არის ფარისთვის შემოღობილი დიდი სივრცე, ხშირად ქვის კედლებით, სადაც ღამით ცხვარი დაცულია. მას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს. დღის ბოლოს მწყემსი ცხვარს ეძახის. ცხვარმა იცის მისი ხმა და კარის გავლით უსაფრთხო ფარეხში შედის.

ალმას ხალხს ეცოდინებოდა, რომ ფარეხის ვიწრო შესასვლელთან მწყემსი დგას, რომელიც კარში შემავალ ცხვარს ითვლის6 და აკვირდება ჭრილობებს ან ავადმყოფობას და სათითაოდ უვლის მათ. ცხვრის უსაფრთხოება და კეთილდღეობა დამოკიდებულია მათ ფარეხში შესვლის სურვილზე და იქ დარჩენაზე.

ჩვენ შორის შეიძლება იყონ ისეთნი, ვინც ფიქრობს, რომ ფარის ბოლოშია, თვლის, რომ ნაკლებად საჭირო ან ფასეულია ან არ ეკუთვნის ფარას. და ისევე, როგორც ფარეხში, ღვთის ფარაშიც ჩვენ ზოგჯერ ერთმანეთს ფეხზე ვაბიჯებთ და ვსაჭიროებთ მონანიებას ან მიტევებას.

მაგრამ მწყემსი კეთილი7— ჩვენი ჭეშმარიტი მწყემსი - ყოველთვის კეთილია. ღვთის ფარეხში ჩვენ ვხდებით მისი მზრუნველობისა და მოვლის მოწმენი და კურთხეულნი ვართ, რომ ვგრძნობთ მის გამომსყიდველ სიყვარულს. მან თქვა: მე ხომ ჩემს ხელის გულებზე გამოგხაზე, შენი ზღუდენი მუდამ ჩემ წინაშეა“.8 ჩვენმა მხსნელმა ხელისგულებზე „გამოხაზა“ ჩვენი ცოდვები, ტკივილი, ტანჯვა,9 და ყოველი უსამართლობა ცხოვრებაში.10 ყველას შეგიძლიათ ამ დალოცვების მიღება, თუკი „გსურთ, რომ შეხვიდეთ“11 და არჩიოთ ფარაში დარჩენა. თავისუფალი არჩევნის ძღვენი არ არის უბრალოდ არჩევნის უფლება; ეს არის სწორი არჩევნის გაკეთების საშუალება. და ფარეხის კედლები არა შეზღუდვა, არამედ სულიერი უსაფრთხოების წყაროა.

იესომ გვასწავლა, რომ „იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი“.12 მან თქვა:

„ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი. …

„ცხვარს ესმის მისი ხმა … ,

„ … და ცხვარიც მისდევს მას, რადგან სცნობს მის ხმას“.13

იესომ ბრძანა: „მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება“,14 და ცხადად ასწავლის, რომ ღვთის ფარეხში შედის მხოლოდ ერთი გზა და გადარჩენის მხოლოდ ერთი ერთი გზა.არსებობს. მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით.15

ღვთის ფარაში მყოფთათვის მოდის დალოცვები

ღმერთის სიტყვა გვასწავლის, როგორ მივიდეთ ღვთის ფარაში და ეს არის მოძღვრება, რომელსაც იესო ქრისტე და მისი წინასწარმეტყველები გვასწავლიან.16 როცა ქრისტეს დოქტრინის მიხედვით ვცხოვრობთ და იესო ქრისტეში რწმენის, მონანიების, ნათლობის, წევრად დამტკიცებისა და მუდმივი ერთგულების თანხლებით მივდივართ ფარაში,17 ალმა გვპირდება ოთხ კონკრეტულ პირად კურთხევას. თქვენ შეგიძლიათ (1) „გამოსყიდულ იქნეთ ღმერთის მიერ“ (2) „ჩაითვალოთ პირველი აღდგომის აღმსდგართა შორის“ (3) „იქონიოთ მარადიული სიცოცხლე“ და (4) უფალი „უფრო უხვად გადმოღვ[რის] თავის სულ[ს] თქვენზედ“.18

ალმამ ამ კურთხევების შემდეგ რომ დაასრულა საუბარი, ხალხმა ტაში დაუკრა სიხარულით. და აი, რატომ:

პირველი: გამოისყიდო ნიშნავს გადაიხადო ვალი ან ვალდებულება ან განთავისუფლდე იმისგან, რაც გაწუხებს ან ზიანს გაყენებს.19 იესო ქრისტეს გამოსყიდვის გარეშე ვერანაირი პიროვნული წინსვლა ვერ განგვწმენდს ჩადენილი ცოდვებისგან და ვერ მოგვიშუშებს ჭრილობებს, რომლებისგანაც ვიტანჯებოდით. იგი ჩვენი გამომსყიდველია.20

მეორე: რადგან ქრისტე აღდგა, ყველანი აღვდგებით.21 მას შემდეგ, რაც ჩვენი სული მიწიერ სხეულს განშორდება ჩვენ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მოუთმენლად დაველოდებით იმ დროს, როცა აღმდარი სხეულით კვლავ შევძლებთ, ჩავიკრათ გულში საყვარელი ადამიანები. ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით, როდის აღმოვჩნდებით პირველი აღდგომის აღმსდგართა შორის.

მესამე: მარადიული ცხოვრება ნიშნავს ღმერთთან და მის მსგავსად ცხოვრებას. ის ღმერთის ყველა ძღვენთა შორის უდიდესია“22 და სიხარულის სისრულის მომტანი.23 ეს ჩვენი ცხოვრების საბოლოო მიზანი და მისწრაფებაა.

მეოთხე: ღვთაების წევრის, სულიწმინდის, თანხლება გვაწვდის ასე საჭირო მითითებებსა და ნუგეშს ამ მიწიერ ცხოვრებაში.24

განვიხილოთ უბედურების რამდენიმე მიზეზი: ცოდვას მოჰყვება უბედურება,25 სევდას და მარტოობას იწვევს საყვარელი ადამიანების დაკარგვა, გაურკვევლობას მოაქვს შიში, როცა არ ვიცით, რა მოგვივა სიკვდილის შემდეგ. მაგრამ, როცა ღვთის ფარეხში შევდივართ და მასთან დადებულ აღთქმებს ვიცავთ ჩვენ სიმშვიდეს ვგრძნობთ, რადგან ვიცით, რომ ქრისტე ცოდვებისგან გამოგვისყიდის, რომ სულისა და სხეულის განცალკევება უფრო მალე დასრულდება და რომ მარადიულად ვიცხოვრებთ ღმერთთან ყველაზე დიდ ბრწყინვალებაში.

გწამდეს ქრისტე და იმოქმედე რწმენით

დებო და ძმებო, წმინდა წერილში მხსნელის საოცარი ძალის და მისი მოწყალებისა და მადლის უამრავი მაგალითია. უფლის მიწიერი მსახურების დროს მისი განკურნების კურთხევას იღებდნენ ისინი, ვინც ენდობოდა მას და რწმენით იქცეოდა. მაგალითად, სნეულმა ბეთ-ხაზდას აუზთან გაიარა, როცა რწმენით შეასრულა მხსნელის ბრძანება: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე.“26 სნეულნი და უძლურნი მიწა ბარაქიანში განიკურნენ, როცა „ერთად“ „მიიყვანეს“27

ამის მსგავსად, იმისთვის, რომ მიიღოთ საოცარი დალოცვები, რომლებიც დაპირდნენ მათ, ვინც ღვთის ფარეხში მოვა, ღმერთი მოითხოვს მხოლოდ ერთს - გააკეთოთ არჩევანი და მოხვიდეთ. ალმა უმცროსი ასწავლიდა: „და ახლა, მე გეუბნებით, რომ მწყემსი კეთილი გეძახით და თუ თქვენ ყურს დაუგდებთ მის ხმას, ის თავის ფარაში მიგიყვანთ“.28

რამდენიმე წლის წინ ძვირფასი მეგობარი სიმსივნით გარდამეცვალა. როცა მისმა მეუღლემ, შერონმა, პირველად დაწერა მისი დიაგნოზის შესახებ, მან თქვა: „ჩვენ ვირჩევთ რწმენას. რწმენას ჩვენს მხსნელსა და გამომსყიდველში. რწმენას მამაზეციერის გეგმაში და რწმენას, რომ მან იცის ჩვენი საჭიროებების შესახებ და ასრულებს თავის დაპირებებს“.29

შერონის მსგავსი უამრავი უკანასკნელ დღეთა წმინდანი შემხვედრია, რომლებიც შინაგან სიმშვიდეს გრძნობენ, რადგან ღვთის უსაფრთხო ფარეხში არიან, განსაკუთრებით ცდუნების, დაპირისპირებისა ან განსაცდელის ჟამს.30 მათ აირჩიეს, იქონიონ იესო ქრისტეს რწმენა და დაუჯერონ მის წინასწარმეტყველს. ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ.ნელსონი, გვასწავლიდა: „ყოველივე კეთილი ცხოვრებაში, ყოველი მარადიული მნიშვნელობის პოტენციური კურთხევა იწყება რწმენით“.31

მოდით სრულად ღვთის ფარაში

ჯეიმს საიერ ჰოლმანი, პაპაჩემის დიდი პაპის პაპა, იუტაში 1847 წელს ჩამოვიდა, თუმცა არა ივლისში, ბრიგამ იანგის ჯგუფთან ერთან. ოჯახური ჩანაწერების მიხედვით იგი იმავე წელს, მოგვიანებით ჩამოვიდა და მას ცხვრის ჩამოყვანა ევალებოდა. იგი სოლთ-ლეიქის ველში ოქტომბრამდე ვერ ჩავიდა, მაგრამ ცხვრის ჩაყვანა მაინც მოახერხა.32

გადატანით მნიშვნელობით, ზოგიერთი ჩვენგანი ჯერ კიდევ მინდვრებშია. ყველა ვერ მოვა პირველ ჯგუფთან ერთად. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, გააგრძელოთ ეს მოგზაურობა და დაეხმარეთ სხვებს, სრულად მოვიდნენ ღვთის ფარაში. იესო ქრისტეს სახარების კურთხევები უთვლადია, რადგან ისინი მარადიულია.

ძალზედ მადლიერი ვარ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობისთვის. მე ვმოწმობ ჩვენი მამაზეციერისა და ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს სიყვარულის შესახებ, ასევე სიმშვიდეზე, რომელიც მხოლოდ მათი მეშვეობით მოდის - ის შინაგანი სიმშვიდე და კურთხევები, რომლებიც ღვთის ფარაში მოიპოვება. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ისევე როგორც მრავალ ინდონეზიელს მისი თაობიდან, ძმა სამადს აქვს მხოლოდ ერთი სახელი. მისი მეუღლე, კატონინგსი, ასევე მისი შვილები, სამადს იყენებენ როგორც გვარს.

  2. და და ძმა სამადის მოხსენებით, სულ მცირე 44 მათი ნათესავი ახლა ეკლესიის წევრია. მრავალი სხვა ასევე ტკბება სახარების კურთხევებით, მათი მაგალითისა და მსახურების გამო.

  3. მოსია 2:41.

  4. იხ. მოძღვრება და აღთქმები 59:23.

  5. იხ.მოსია 18:8.

  6. იხ. მორონი 6:4.

  7. იხ. იოანე 10:14; იხ. ასევე ჯერიტ ვ. გონგი “მწყემსი კეთლი, ღვთის კრავი,” Liahona, May 2019, 97.

  8. ესაია 49:16.

  9. იხ. ალმა 7:11-13.

  10. See Dale G. Renlund, “Infuriating Unfairness,” Liahona, May 2021, 41–44.

  11. იხ.მოსია 18:8.

  12. იოანე 10:16.

  13. იოანე 10:2-4.

  14. იოანე 10:9.

  15. იხ. 2 ნეფი 31:21; ჰელამანი 5:9.

  16. იხ. ჰენრი ბ. აირინგი, “The Power of Teaching Doctrine,” Liahona, July 1999, 85. როცა ვეძიებთ, მოვიდეთ ქრისტესთან, ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ამას ქრისტეს სიტყვების მიხედვით: „რადგან მთელ დედამიწაზე ერთია ღმერთი და ერთია მწყემსი“ (იხ. 1 ნეფი 13:40–41).

  17. ქრისტეს დოქტრინა, უბრალოდ რომ ვთქვათ, იმაშ მდებაეობს, რომ ხალხი ყველგან უნდა ავლენდეს რწმენას იესო ქრისტეში და მის გამოსყიდვაში, ინათებოდეს, იღბდეს სულიწმინას და ბოლომდე უძლებდეს ანუ როგორც მხსნელი ასწავლიდა 3 ნეფი 11:38, „თორემ სხვაგვარად, ვერაფრით ვერ დაიმკვიდრებთ ღვთის სასუფეველს“.

  18. იხ.მოსია 18:9, 10.

  19. See Merriam-Webster.com Dictionary, “redeem”; see also D. Todd Christofferson, “Redemption,” Liahona, May 2013, 109.

  20. იხ. ალმა 11:40.

  21. იხ. 2 ნეფი 8:268; 9:12.

  22. მოძღვრება და აღთქმები 14:7.

  23. იხ. 2 ნეფი 9:18.

  24. იხ. 1 ნეფი 4:6; მორონი 8:26.

  25. იხ. მოსია 5:-25; ალმა 41:10.

  26. იოანე 5:8.

  27. იხ.3 ნეფი 17:9.

  28. ალმა 5:60. მოსე 7:53, მესიამ ასევე თქვა, რომ ვინც შედის კარში და ჩემს სიახლოვედ არის არ დაიღუპება.

  29. Sharon Jones, “Diagnosis,” wechoosefaith.blogspot.com, Mar. 18, 2012.

  30. იქადაგე ჩემი სახარება ასე განმარტავს „ბოლომდე გაძლებას: „დარჩე ღვთის მცნებების, შემოსვისა და ჩაბეჭდვის ერთგული მიუხედავად ცდუნების, წინააღდეგობისა და სირთულეებისა შენს ცხოვრებაში“ ([2019], 73). ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ცხოვრებაში გვექნება ცდუნება, წინააღმდეგობა და გასაჭირი.

  31. Russell M. Nelson, “Christ Is Risen; Faith in Him Will Move Mountains,” Liahona, May 2021, 102.

  32. იხ. ჯეიმს სოიერ ჰოფმანისა და ნაომი როქსინა ლებაონის მოკლე ბიოგრაფია, რომელიც მათმა შვილიშვილმა, გრეის ჰ. საინსბურიმ დაწერა (Charles C. Rich diary, Sept. 28, 1847, Church History Library, Salt Lake City; Journal History of The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, June 21, 1847, 49, Church History Library). Holman was a captain in the 1847 Charles C. Rich company.