გენერალური კონფერენცია
ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თვითუზრუნველყოფის სწავლება
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თვითუზრუნველყოფის სწავლება

მოდით, მივბაძოთ ჩვენს მხსნელს, იესო ქრისტეს და ვიცხოვროთ მისი სახარების მიხედვით და ამას მოვახერხებთ ცხოვრებაში თვითზრუნველყოფისკენ მისწრაფებით და ჩვენი ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის ამის სწავლებით.

მე ვისაუბრებ თვითუზრუნველყოფაზე და იმაზე, როგორ ვასწავლოთ იგი ჩვენს ბავშვებსა და ახალგაზრდებს. თვითუზრუნველყოფა შეიძლება აღიქვას როგორც ზრდასრულების საგანი. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ზრდასრული ადამიანები ყველაზე კარგად ადგებიან თვითუზრუნველყოფის გზას, როცა მათ იესო ქრისტეს სახარება ასწავლეს და ისინი ბავშვობიდან და მოზარდის ასაკში სახლში იყენებდნენ მის პრინციპებს.

ამის საუკეთესო ილუსტრაციაა რეალური ცხოვრებიდან აღებული მაგალითი. უილფრედ ვანი, მისი შვიდი და-ძმა და დედა შეუერთდნენ ეკლესიას აბიჯანში, სპილოს ძვლის კუნძულზე, როცა იგი ექვსი წლის იყო. რვა წლის ასკში იგი მოინათლა. მამამისი, ოჯახის მთავარი მარჩენალი, გარდაიცვალა, როცა ბიჭუნა თერთმეტი წლის იყო.

უილფრიდებმა, მიუხედავად ოჯახური სამწუხარო მდგომარეობისა, დედის გამხნევებითა და ეკლესიის მხარდაჭერით გადაწყვიტეს, გაეგრძელებინათ სწავლა. ბიჭმა საშუალო სკოლა დაამთავრა და განას კეპ კოსტის სრული დროის მისიაში იმსახურა, სადაც ინგლისური ისწავლა. მისიის შემდეგ მან უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ბუღალტერია და ფინანსები შეისწავლა და დიპლომიც აიღო. მიუხედავად იმისა, რომ მისი სპეციალობით დასაქმება ძნელი იყო, მან ტურისზმის სფეროში მოახერხა სამსახურის პოვნა.

ბიჭმა 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მიმტანად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ზრდის სურვილი არ ასვენებდა. ბეჯითი სწავლით მან, როგორც ორი ენის მცოდნემ, იქვე, მიმღებში მუშაობის დაწყება მოახერხა. ახალი სასტუმრო რომ გაიხსნა იგი ღამის აუდიტორის პოზიციაზე აიყვანეს. მოგვიანებით მან ბიუ-ს ფასვეი ვორლდვაიდზე ჩაირიცხა და ამჟამად სწავლობს „ტურიზმისა და სასტუმროებ“-ის დარგში სერტიფიკატის მისაღებად. მას სურვილი აქვს, ერთ დღეს მაღალი კლასის სასტუმროს მენეჯერი გახდეს. უილფრიდი ინახავს თავის მარადიულ მეწყვილესა და ორ შვილს, ამის გარდა, დედასა და ძმებს ეხმარება. ამჟამად იგი მსახურობს ეკლესიაში, პალოს უზენაესი საბჭოს წევრად.

თვითუზრუნველყოფა განიმარტება როგორც „უნარი, ვალდებულება და მცდელობა, ვუზრუნველყოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახისათვის აუცილებელი სულიერი და მიწიერი კეთილდღეობა“.1 თვითზრუნველყოფის მიღწევის მცდელობა არის აღთქმის გზაზე სიარულის ნაწილი და ამ გზას მივყავართ უკან, მამაზეციერისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, გარემოცვაში. იგი აძლიერებს ჩვენს რწმენას იესო ქრისტეში და გვაკავშირებს მასთან ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით. თვითუზრუნველყოფა არის იესო ქრისტეს სახარების დოქტრინა და არა პროგრამა. ეს არის არა მოვლენა არამედ პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

ჩვენ ცხოვრების მანძილზე ვხდებით თვითუზრუნველყოფილნი, როცა სულიერად ვძლიერდებით, ვიძენთ ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას, სულიერ ძალას, მივყვებით განათლებასა და დასაქმებას და ვართ მომზადებულნი მიწიერი ცხოვრებისთვის.2 განა ვასწრებთ ამ დავალების შესრულებას ცხოვრების განმავლობაში? არა, ეს არის სწავლის, ზრდისა და მუშაობის პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელედება. ის არასოდეს ჩერდება; ეს არის უწყვეტი, ყოველდღიური პროცესი.

როგორ შეგვიძლია, ვასწავლოთ თვითუზრუნველყოფის პრინციპები შვილებსა და ახალგაზრდებს? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხია - რეგულარულად გამოვიყენოთ ოჯახებში ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარების პროგრამის პრინციპები. მშობლები და შვილები სწავლობენ იესო ქრისეს სახარებას, მონაწილეობენ მსახურებაში და ღონისძიებებში, ასევე ერთად მუშაობენ პირადი განვითარების ოთხ სფეროში, რომელნიც ყოველი ბავშვის შემთხვევაში ინდივიდუალურია. აღარ არსებობს ყველასთვის ერთნაირი პროგრამა.

წიგნში მითითებების კრებული ბავშვებისთვის წერია: „როცა იესო შენს ასაკში იყო, იგი სწავლობდა და იზრდებოდა. თქვენც სწავლობთ და იზრდებით. წმინდა წერილი გვასწავლის: „ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე”.(ლუკა 2:52).”3 ეს ამონარიდი წმინდა წერილიდან გულისხმობს ზრდასა და სწავლას სულიერ ასპექტში ანუ მადლი ღვთისა; სოციალურ ასპექტში - ადამიანთა წინაშე; ფიზიკურ ასპექტში - ტანი და ინტელექტის მხრივ - სიბრძნე. განვითარების ეს სფეროები გვეხება ყველას, ასაკის მიუხედავად. როდის ვასწავლოთ ისინი? მეორე რჯული 6:6–7 -ში ვკითხულობთ:

„და იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში.

ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“.

ჩვენ ამას ვასწავლით ბავშვებს საკუთარი მაგალითით, მათთან ერთად მუშაობის, მსახურების, წმინდა წერილის შესწავლის დროს და იესო ქრისტეს სწავლების მიხედვით ცხოვრებისას, როგორც ამას გვასწავლიან წინასწარმეტყველები.

მე უკვე აღვნიშნე, რომ ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარების პროგრამაში ბავშვები ირჩევენ სხვადსხვა მიზნებს განვითარების ოთხივე სფეროდან. მნიშვნელოვანია, მათ ყოველ სფეროში საკუთარი მიზნები შექმნან. მშობლებსა და ხელმძღვანელებს შეუძლიათ ასწავლონ, დამოძღვრონ და მხარი დაუჭირონ.

მაგალითად, ჩვენი შვილიშვილი, მირანდა, ძალიან მოტივირებულია, რომ სულიერად გაიზარდოს და ამისთვის იგი სემინარიის ყოველდღიურ დილის გაკვეთილებს ესწრება. იგი ძალიან დაინტერესდა თავის მეურვეობაში სემინარიის სტუდენტებისგან პოზიტიური კომენტარების მოსმენით. დედას არ უწევს დილით ადრე მისი გაღვიძება. იგი დამოუკიდებლად დგება, დანიშნულ დროს ( დილის 6:20) ერთვება ვიდეოკონფერენციაში, რადგან მან კარგი ჩვევები განავითარა და ეს მას ეხმარება. ჩემმა მშობლებმა ცოტა ხნის წინ მითხრეს, რომ მირანდა ახლა უფრო მეტად ესაუბრება მათ, რადგან მისი თვითშეფასება გაიზარდა. ეს არის ცხოვრებისთვისა და ზრდისთვის განკუთვნილი ის გაკვეთილები, რომლებსაც შესამჩნევი შედეგი მოაქვთ.

მშობლები, პაპა-ბებიები, ხელმძღვანელები და მეგობრები ეხმარებიან ბავშვების ზრდასა და განვითარებაში. მზრუნველობაში სრულად ჩართულნი დები და ძმები, სამღვდელოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად, უზრუნველყოფენ მხარდაჭერას. „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ გვამცნობს: „ღვთაებრივი გეგმის მიხედვით მამებმა უნდა უხელმძღვანელონ თავიანთ ოჯახებს სიყვარულით და სამართლიანად, ისინი პასუხისმგებლები არიან თავიანთი ოჯახის დაცვაზე და ცხოვრებისეული საჭიროებების უზრუნველყოფაზე. დედების უმთავრესი მოვალეობა არის შვილების აღზრდა. ამ წმინდა ვალდებულებებში მამები და დედები პასუხისმგებელნი არიან, დაეხმარონ ერთმანეთს, როგორც თანაბარი პარტნიორები. ნათესავებმა უნდა შესთავაზონ მხარში დგომა საჭიროების ჟამს“.4 ეს ბოლო წინადადება ეხება პაპა-ბებიებსაც.

ახლა დასავლეთ აფრიკაში ვმსახურობთ და ჩემმა მეუღლემ, ნურიამ, მზრუნველობის შესანიშნავი საქმე ჩაატარა. იგი ჩვენს ოჯახთან და შვილიშვილებთან ოკეანის მიღმა სულ კავშირში იყო. ის ამას ტექნიკის გამოყენებით ახერხებს. იგი პატარა შვილიშვილებს წიგნებს უკითხავს. მოზარდ შვილიშვილებს ასწავლის ჩვენი ოჯახის ისტორიას, ბუნებისმეტყველებას, პუერტო-რიკოს ისტორიას, რწმენის სიმბოლოებს და იესო ქრისტეს სახარებას. ახლა მანძილი აღარ გვიშლის ხელს ოჯახის ახალგაზრდა თაობასთან დაკავშირებაში, გაერთიანებაში, მზრუნველობაში და განსწავლაში. შეძლებისდაგვარად მეც ვუერთდები ნურიას, რათა ვასწავლო ჩვენს ძვირფას შვილიშვილებს, მოვესიყვარულო მათ, ვანებივრო და ვაცინო.

თქვენ უნდა შენიშნოთ შთამაგონებელი მსგავსება ბავშვებისა და ახალგაზრდებისა და თვითუზრუნველყოფის პროგრამის შორის. განვითარების ოთხი სფერო ორივე მათგანში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თვითუზრუნველყოფის სულიერი ძალა უკავშირდება ახალგაზრდებისა და ბავშვების სულიერ ძალას. თვითუზრუნველყოფის ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა უკავშირდება ახალგაზრდებისა და ბავშვების ფიზიკურ და სოციალურ ჯანმრთელობას. განათლება, დასაქმება და თვითუზრუნველყოფაში მიწიერი მზადება ჰგავს ბავშვებისა და ახალგაზრდების ინელექტუალურ მზადებას.

და ბოლოს, მოდით, მივბაძოთ ჩვენს მხსნელს, იესო ქრისტეს და მის სახარებას და ამას მოვახდენთ ცხოვრებაში ჩვენი ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის ამის სწავლებისა და თვითუზრუნველყოფისკენ მიმავალ გზაზე. ამას საუკეთესოდ შევასრულებთ, თუ:

  1. ვიქნებით სხვებისთვის მსახურების კარგი მაგალითი,

  2. ვიცხოვრებთ თვითუზრუნველყოფის პრინციპებით და ვასწავლით მის დოქტრინას და

  3. დავიცავთ ბრძანებას - მივაღწიოთ თვითუზრუნველყოფას როგორც იესო ქრისტეს სახარების ნაწილს.

მოძღვრება და აღთქმები 104:15-16 - ში ნათქვამია:

„და ჩემი მიზანია, ჩემი წმინდანები ვუზრუნველყო, ვინაიდან ყოველივე არის ჩემი.

„მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ჩემი გზით; და აჰა, ეს არის გზა, რომელიც მე, უფალმა, ვბრძანე, რათა ვუზრუნველყო ჩემი წმინდანები, რათა ღარიბი ამაღლდეს, რითაც მდიდარი იქნება დამდაბლებული“.

ეს არის იესო ქრისტეს ეკლესია. მისი სახარება აკურთხებს ოჯახებს აქ, დედამიწაზე და მარადისობაში. იგი წინ მიგვიძღვის ცხოვრებაში როცა ვცდილობთ, გავხდეთ მარადიული ოჯახი. მე ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. General Handbook: Serving in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, 22.0, ChurchofJesusChrist.org.

  2. See General Handbook, 22.1.

  3. Personal Development: Children’s Guidebook (2019), 4.

  4. The Family: A Proclamation to the World,” ChurchofJesusChrist.org.