გენერალური კონფერენცია
შეიყვარე, გაუზიარე, მოიწვიე
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


შეიყვარე, გაუზიარე, მოიწვიე

შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე -ს მიდგომით ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ იმ დიად და ბრწყინვალე საქმეში, რომელიც დედამიწას მესიის დაბრუნებისთვის ამზადებს.

წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ დგახართ გალილეის მთაზე და ხართ მოწმენი აღმდგარი მხსნელისა, რომელიც ეწვია თავის მოწაფეებს. რაოდენ შთამაგონებელია, პირადად მოისმინო სიტყვები, რომელნიც მან მათ გაუზიარა, მისი საზეიმო დავალება: “ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“.1 რა თქმა უნდა, ეს სიტყვები აძლიერებს, შთააგონებს და ამოძრავებს ყოველ ჩვენგანს, ისევე როგორც თავის დროზე მის მოციქულებს. ჭეშმარიტად, მათ მხოლოდ ამას მიუძღვნეს დარჩენილი სიცოცხლე.

საინტერესოა, რომ არა მხოლოდ მოციქულებმა გულით მიიღეს იესოს სიტყვები. ეკლესიის ადრეული წევრები - დაწყებული ახალმოქცეულებიდან დამთავრებული ყველაზე გამოცდილებით, მონაწილეობდნენ მხსნელის დიად დავალებაში, უზიარებდნენ რა სახარების სასიხარულო ამბავს მათ, ვისაც ხვდებოდნენ და იცნობდნენ. ამ გადაწყვეტილებამ - გაუზიარონ სხვებს დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ, მოახდინა მისი ახლად დაარსებული ეკლესიის ფართო ზრდა.2

ჩვენც, როგორც ქრისტეს მოწაფენი, მოგვიწვიეს, ყურად ვიღოთ მისი დავალება დღეს ისე, თითქოს ჩვენც ვიყავით გალილეის მთაზე, როცა მან პირველად განაცხადა ამის შესახებ. ეს დავალება კვლავ განახლდა 1830 წ, როცა ჯოზეფ სმითმა თავისი ძმა, სამუელი, იესო ქრისტეს ეკლესიის ადრეულ მისიონერად აკურთხა.3 იმ დროიდან 1,5 მილიონზე მეტმა მისიონერმა მოიარა მსოფლიო, ასწავლიდნენ რა ყველა ერს და ნათლავდნენ მათ, ვინც აღდგენილი სახარების სასიხარულო ამბავი მიიღო.

ეს ჩენი დოქტრინაა. ჩვენი სანუკვარი სურვილი.

დაწყებული ბავშვებიდან დასრულებული ყველაზე ხანდაზმულებით ყველანი ველით იმ დროს, როცა გავიგონებთ უფლის ხმას და გავუზიარებთ სახარებას მსოფლიოს ერებს. დარწმუნებული ვარ, თქვენ, ახალგაზრდა ქალებო და ახალგაზრდა მამაკაცებო, იგრძენით მსგავსი ძალისმომცემი გამოწვევა ჩვენი წინასწარმეტყველისგან გუშინ, როცა მან მოგიწვიათ, მომზადებულიყავით სრული დროის მისიისთვის, ზუსტად ისე, როგორც მხსნელმა მიმართა თავის მოციქულებს.

სტარტზე მდგომი სპრინტერების მსგავსად ჩვენც ველოდებით ოფიციალურ მოწვევას წინასწარმეტყველის ხელმოწერით, რაც სტარტის აღების ნიშანია! ეს სურვილი კეთილშობილი და შთამაგონებელია, თუმცა, მოდით, განვიხილოთ შეკითხვა: ყველანი ახლავე რატომ არ ვიწყებთ ამის კეთებას?

შესაძლოა, იკითხოთ: „მე რა მისიონერი ვარ, სამკერდე ნიშანი არ მაქვს“? ან უთხრათ საკუთარ თავს: „ამისთვის სრული დროის მისიონერებს ნიშნავენ ხელდასხით. დახმარების სურვილი კი მაქვს, მაგრამ ახლა არა, ცოტა რომ დაწყნარდება ცხოვრება“.

დებო და ძმებო, ეს გაცილებით უფრო ადვილია! საბედნიეროდ, მხსნელის დიადი დავალების შესრულება შესაძლებელია მარტივი, ადვილად გასაგები პრინციპების სწავლებით, რომლებსაც ყოველ ჩვენგანს ბავშვობიდან ასწავლიან: შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე.

შეიყვარე

პირველი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ქრისტეს მსგავსად სიყვარული.

ამ მღელვარე დროში გული დამძიმებული გვაქვს მთელ მსოფლიოში ადამიანების ტანჯვისა და დაძაბულობის გამო. თუმცა, ის თანაგრძნობა და ჰუმანიზმი, რომელიც ადამიანებმა ყველგან გამოავლინეს მათ მიმართ, ვინც დაკარგა სახლი, ახლობლები ან სხვა ტიპის მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში იმყოფება, შეიძლება ჩვენთვის შთამაგონებელი გახდეს.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჟურნალისტებისგან შევიტყვეთ, რომ პოლონეთში, რკინიგზის სადგურის ბაქანზე, დედების ჯგუფმა სასოწარკვეთილ დევნილთა ოჯახებს სრულად აღჭურვილი, დამწკრივებული საბავშვო ეტლები დაახვედრა. ისინი ომს გამოქცეულ დედებსა და ბავშვებს ელოდნენ, რათა მატარებლიდან ჩამოსვლისას მათ ისინი საზღვრამდე მისასვლელად დასჭიდებოდათ. რა თქმა უნდა, მამაზეციერი გვიღიმის მსგავსი უანგარო საქციელის დროს, რადგან ერთმანეთის ტვირთის ტარებით ჩვენ „აღ[ვ]ასრულებთ ქრისტეს რჯულს“.4

როდესაც მოყვასისადმი ქრისტეს მსგავს სიყვარულს ვავლენთ, ჩვენ ამით სახარებას ვქადაგებთ, სულაც ერთი სიტყვაც რომ არ წარმოვთქვათ.

სხვების მიმართ სიყვარული არის მეორე დიდი მცნების - გიყვარდეს მოყვასი შენი, მჭერმეტყველური გამოვლენა.5 იგი გვიჩვენებს სულიწმინდის გამწმენდ პროცესს, რომელიც ჩვენს სულებში მიმდინარეობს. სხვებისადმი ქრისტეს სიყვარულის გამოვლენით შესაძლოა მათ, ვინც ჩვენი სიკეთე დაინახა, „ადიდ[ონ] [ჩვენი] მამა, რომელიც ზეცაშია“.6

ჩვენ ამას ვაკეთებთ უანგაროდ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ისინი მიიღებენ ჩვენს სიყვარულსა და გზავნილს, თუმცა მათი რეაქციის მართვას ჩვენ ვერ შევძლებთ.

მაგრამ შეგვიძლია, ვმართოთ ის, რანი ვართ და რას ვაკეთებთ.

სხვების მიმართ ქრისტეს მსგავსი სიყვარულით ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს სახარების დიდებულ, ცხოვრების გარდამქმნელ თვისებებს და დიდ მონაწილეობას ვიღებთ მისი დიადი დავალების შესრულებაში.

გააზიარე

მეორე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის გაზიარება.

COVID-19-ის პანდემიის პირველ თვეებში ძმა ვისანმა ტაილანდიდან შთაგონება მიიღო, გაეზიარებინა სოც. ქსელებში თავისი გრძნობები და შთაბეჭდილებები, რომლებიც მას მორმონის წიგნის შესწავლის დროს ჰქონდა. ერთ-ერთ მის განსაკუთრებით პირად პოსტში მან გააზიარა მორმონის წიგნიდან ორი მისიონერის, ალმასა და ამულეკის, ამბავი.

ვისანის ძმაზე, ვინაიზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რწმენაში იყო, ამ პოსტმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მან მოულოდნელად იკითხა: „ეს წიგნი ტაილანდურ ენაზე გვაქვს“?

ვისანი გონივრულად მოიქცა - მან ორი მისიონერი და გააგზავნა მასთან, რომლებსაც მორმონის წიგნი უნდა მიეტანათ მისთვის.

ვისანი ვირტუალურ გაკვეთილში ჩაერთო და მორმონის წიგნთან დაკავშირებით თავისი გრძნობები გაუზიარა. ვინაიმ ისწავლა, როგორ უნდა ელოცა და ესწავლა ჭეშმარიტების ძიების სულით, რათა მთელი სულითა და გულით მიეღო ჭეშმარიტება. რამდენიმე თვის შემდეგ ვინაი მოინათლა!

მოგვიანებით ვისანი იტყვის: „ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, ვიყოთ იარაღი ღვთის ხელში და ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, შევასრულოთ მისი საქმე ისე, როგორც მას სურს“. ამ ოჯახში სასწაული მოხდა, რადგან ვისანმა უბრალოდ გააზიარა სახარება ჩვეულებრივი, ბუნებრივი ხერხით.

ჩვენ ყველანი ვუზიარებთ რაიმეს სხვებს. და ამას ხშირად ვაკეთებთ. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ფილმებს, რომლებიც მოგვწონს, საკვებს, სახალისო ადგილებს, ხელოვნებას, შთამაგონებელ ციტატებს.

როგორ დავამატოთ იმას, რასაც ისედაც ვაზიარებთ ის, რაც იესო ქრისტეს სახარებაში მოგვწონს?

უხუცესმა უხტდორფმა აგვიხსნა: „თუ ვინმე გკითხავთ, როგორ გაატარეთ უქმი დღეები, ნუ ყოყმანობთ, მოუყევით, რა იგრძენით ეკლესიაში. უამბეთ ბავშვებზე, რომლებიც მრევლის წინაშე მონდომებით მღეროდნენ, თუ როგორ ცდილობენ, დაემსგავსონ იესოს. მოუყევით ახალგაზრდების შესახაებ, რომლებიც მოხუცებს ეხმარებოდნენ პირადი ისტორიის შედგენაში“.7

სახარების გაზიარება არ ნიშნავს მის რეკლამას. არ არის აუცილებელი, დაწერო ქადაგება ან შეუსწორო ვინმეს არასწორი აღქმა.

როცა საქმე მისიონერულ სამუშაოს ეხება, ღმერთს არ სჭირდება თქვენი უფროსობა; თუმცა, იგი გთხოვთ, იყოთ გამზიარებლები.

სახარებასთან დაკავშირებული დადებითი გამოცდილების გაზიარებით ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ მხსნელის დიადი დავალების შესრულებაში.

მოიწვიეთ.

მესამე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ - გაზიარება.

და მაირა გახლავთ ახლადმოქცეული ქალბატონი ეკვადორიდან. სიხარული, რომელიც მან სახარებაში იპოვა, პირდაპირ ნათლობის შემდეგ არნახულად გაიზარდა, რადგან მან მეგობრები და ახლობლები სოციალური მედიის ანგარიშების საშუალებით მოიწვია. მრავალმა ოჯახის წევრმა და მეგობარმა, რომლებმაც იხილეს მისი პოსტები, კითხვები დაუსვეს მას. მაირა ყველას დაუკავშირდა, ხშირად იწვევდა მათ სახლში მისიონერებთან შესახვედრად.

მაირას მშობლები, მისი და-ძმა, დეიდა, ორი ბიძაშვილი და რამდენიმი მისი მეგობარი მოინათლა, რადგან მან თამამად მოიწვია ისინი „მოდი ნახე“, „მოდი იმსახურე“ და „მოდი და დარჩის“-ს პრინციპით. ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოწვევის წყალობით 20-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მისი მოწვევა, მოინათლონ და გახდნენ იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები. ეს მოხდა უბრალოდ იმიტომ, რომ და მაირამ მოიწვია სხვები, ეგრძნოთ სიხარული, რომელიც მან იგრძნო ეკლესიის წევრობით.

გამოსახულება
და მაირა და ისინი, ვინც მან დაპატიჟა სახარების სიხარულის მისაღებად

ჩვენ შეგვიძლია, ასობით სხვადასხვა მოწვევა შევთავაზოთ ადამიანებს. ჩვენ შეგვიძლია, სხვები მოვიწვიოთ „მოდი და ნახე“-ს ზიარების შეკრებაზე, მეურვეობის ღონისძიებაზე და ონლაინ ვიდეოზე, რომელიც ხსნის იესო ქრისტეს სახარებას. „მოდი და ნახე“ შეიძლება მოიცავდეს მოწვევას, წაიკითხოთ მორმონის წიგნი ან ეწვიოთ ახალ ტაძარს მის მიძღვნამდე. ზოგჯერ მოწვევა შინაგანია - როცა საკუთარ თავს ვეპატიჟებით, გავიაზროთ და უკეთესად დავინახოთ ჩვენს ირგვლივ არსებული შესაძლებლობები და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

ჩვენს ციფრულ ხანაში წევრები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს გზავნილებს სოციალური მედიის საშუალებით. შეგიძლიათ, გააზიაროთ ასობით, თუ არა ათასობით ღირსეული რამ. ეს გთავაზობთ მოწვევას „მოდი და ნახე“, „მოდი და იმსახურე“ და „მოდი და დარჩი“.

როცა სხვებს ვიწვევთ, მეტი შეიტყონ იესო ქრისტეს სახარების შესახებ, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ მხსნელის მოწოდებაში - ჩავერთოთ მის დავალებაში.

დასასრული

ჩემო საყვარელო დაებო და ძმებო, დღეს განვიხილეთ სამი მარტივი, უბრალო რამ, რისი გაკეთებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ის, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ! იქნებ თქვენ ამას უკვე ისედაც აკეთებთ და სრულად ვერც კი აცნობიერებთ!

მე გიწვევთ, განიხილოთ, როგორ შეგიძლიათ შეიყვაროთ, გააზიაროთ და მოიწვიოთ. როცა ასე მოიქცევით, იგრძნობთ დიდ სიხარულს, გეცოდინებათ რა, რომ ყურად იღეთ ჩვენი საყვარელი მხსნელის სიტყვები.

ის, რისი გაკეთებისკენაც გიბიძგებთ, არ არის ახალი პროგრამა. ჩვენ ეს პრინციპები ადრეც გვსმენია. ეს არ არის „კიდევ ერთი დიდი რამ“, რის გაკეთებასაც გთხოვთ ეკლესია. ეს სამი რამ არის გაგრძელება იმისა, რანიც უკვე ვართ, როგორც იესო ქრისტეს მოწაფენი.

და არ არის საჭორო სამკერდე ნიშანი ან წერილი.

ოფიციალური მოწოდება საჭირო არ არის.

როცა ეს სამი რამ გახდება იმის ბუნებრივი ნაწილი, რანი ვართ და როგორ ვიცხოვრებთ, ეს გახდება გულწრფელი სიყვარულის ავტომატური, ნებაყოფლობითი გამოხატვა.

როგორც ქრისტეს ის მოწაფეები, რომლებიც შეიკრიბნენ ერთად, რათა ესწავლათ მისგან გალილეაში 2 000 წლის წინ, ჩვენც შეგვიძლია, მივიღოთ მხსნელის დავალება და მთელ მსოფლიოს ვუქადაგოთ სახარება.

შეიყვარე, გააზიარე და მოიწვიე -ს პრინციპით ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ იმ დიად და ბრწყინვალე საქმეში, რომელიც დედამიწას ამზადებს მესიის დაბრუნებისთვის.

დაე, ყურად ვიღოთ მხსნელის მოწოდება და ვეცადოთ, ჩავერთოთ მის დიად დავალებაში. მე ამაზედ ვლოცულობ იესო ქრისეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. მათე 28:19.

  2. რა იყო ადრეული ეკლესიის ზრდის მიზეზი? ერთი ისტორიკოსის მოსაზრება: „პირველი, რაც გამოიწვევს სერიოზულ ინტერესს რწმენის ბუნებასთან დაკავშირებით, არის პირადი კონტაქტი სხვა მორწმუნეებთან. … იესოს მიმდევრებთან ცხოვრება და მუშაობა, მათი საქციელის დანახვა სიახლოვეში და მათი მოსმენა, როცა ისინი საუბრობენ სახარებაზე მათი ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობისას, ნიშნავს, იყო შეცვლილი ცხოვრების წინაშე დადგომას. ამ თვალსაზრისით, ქრისტიანული რწმენის მიმზიდველი ძალა ხშირად უნდა შედგებოდეს არა იმდენად მისი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლების საჯარო განცხადებებისგან, რამდენადაც იესოს რიგითი თაყვანისმცემლების მშვიდი ჩვენებებისგან, რომლებიც მოწმობდნენ თავიანთი ერთგულების სანდოობაზე მათი მთლიანობით, უცვლელობითა და სხვებისთვის გახსნილობით“ The Birth of the Church: From Jesus to Constantine, AD 30–312 [2005], 108–9).

  3. See Lucy Mack Smith, History, 1845, page 169, josephsmithpapers.org.

  4. გალატელთა 5:222.

  5. იხილეთ მათე 22:39.

  6. მათე 5:16.

  7. Dieter F. Uchtdorf, “Missionary Work: Sharing What Is in Your Heart,” Liahona, May 2019, 17.