გენერალური კონფერენცია
სულიერი იმპულსის ძალა
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


სულიერი იმპულსის ძალა

მინდა შემოგთავაზოთ ხუთი კონკრეტული მოქმედება, რომელიც დაგვეხმარება პოზიტიური სულიერი იმპულსის შენარჩუნებაში.

ძვირფასო დებო და ძმებო, მიყვარხართ. მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის, სიტყვით მოგმართოთ დღეს. ყოველდღიურად ვლოცულობ, რათა დაცულნი იყოთ მოწინააღდეგის სასტიკი თავდასხმებისგან და გქონდეთ ძალა, წინ იაროთ, რა გამოწვევების წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეთ.

ზოგი განსაცდელი პირადი ტვირთია, რომელსაც სხვა ვერავინ ატარებს. ზოგი - მსოფლიო მასშტაბის. აღმოსავლეთ ევროპაში შეიარაღებული კონფლიქტი ერთ-ერთი მათგანია. მე მრავალჯერ ვყოფილვარ უკრაინაშიც და რუსეთშიც. მიყვარს ეს ქვეყნები, ხალხი და მათი ენა. ვტირი და ვლოცულობ ყველასთვის, ვინც დაზარალდა ამ კონფლიქტის გამო. ჩვენ, როგორც ეკლესია, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ მათ, ვინც იტანჯება და იბრძვის გადარჩენისთვის. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, განაგრძონ მარხვა და ლოცვა ყოველი ადამიანისთვის, ვინც ამ უბედურებამ დააზარალა. ომი არის საშინელი გაუკუღმართება ყველაფრისა, რასაც უფალი იესო ქრისტე ასწავლიდა და მხარს უჭერდა.

არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია, გააკონტროლოს ერები, სხვა ადამიანების ან თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრების ქმედებები. მაგრამ ჩვენ საკუთარი თავის კონტროლი შეგვიძლია. ჩემი დღევანდელი მოწოდებაა, ძვირფასო ძმებო და დებო, დაასრულოთ თქვენს გულში, თქვენს სახლში, თქვენს ცხოვრებაში მძვინვარე კონფლიქტები. დამარხეთ ნებისმიერი მიდრეკილება, მიაყენოთ ტკივილი სხვას - იქნება ეს ფეთქებადი ხასიათი, მწარე ენა ან ბოღმა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც გული გატკენათ. მხსნელმა გვიბრძანა, მეორე ლოყა მივუშვიროთ,1 გვიყვარდეს მტერი და ვილოცოთ მათთვის, ვინც სიძულვილით გვეპყრობა.2

შესაძლოა, ძალიან მტკივნეული იყოს, გათავისუფლდე წყრომისგან, რომელიც ასე გამართლებულია. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ შეუძლებელია მათი პატიება, ვისი დამანგრეველი ქმედებების გამოც უდანაშაულოები დაშავდნენ. მაგრამ მხსნელმა მოგვიწოდა, ”აპატიოთ ყოველ ადამიანს“.3

გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მთავრის მიმდევრები. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, რომლის მოტანაც მხოლოდ მას შეუძლია ჩვენთვის. როგორ უნდა ველოდოთ იმას, რომ მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს, თუკი ჩვენ ინდივიდუალურად არ ვეძიებთ სიმშვიდესა და ჰარმონიას? დებო და ძმებო, ვიცი, რომ არ არის ადვილი ის, რასაც გთავაზობთ. მაგრამ იესო ქრისტეს მიმდევრებმა მთელი სამყაროსთვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცნენ. გევედრებით, ყველაფერი მოიმოქმედო თქვენს ცხოვრებაში ამჟამად არსებული პირადი კონფლიქტების დასასრულებლად.

ცოტა ხნის წინ, კალათბურთის თამაშის ყურებისას, გამახსენდა ერთი კონცეფცია. თქვენი ნებართვით განვიხილავ მას, რათა თქვენი ყურადღება ამ მოწოდებაზე მოქმედებისკენ გავამახვილო.

იმ თამაშის პირველი ტაიმი სულ თანაბარი ანგარიშით მიმდინარეობდა. შემდეგ, პირველი ტაიმის დამთავრებამდე ხუთ წამით ადრე, ერთი გუნდის მცველმა ლამაზი სამქულიანი გდება განახორციელა. მატჩის დასრულებამდე ერი წამით ადრე მისმა თანაგუნდელმა ფანდით პასი აიღო და სასტვენის ხმაზე ბურთი კალათაში მოაქცია! ასე რომ, ეს გუნდი გასახდელში წავიდა ოთხი ქულის უპირატესობითა და გაძლიერებული სულიერი იმპულსით. მათ შეძლეს ამ იმპულსის მეორე ტაიმში გადატანა და თამაშიც მოიგეს.

იმპულსი ძლიერი კონცეფციაა. ჩვენ ეს ყველას გამოგვიცდია ამა თუ იმ ფორმით, მაგალითად: მანქანაში, რომელიც სიჩქარეს კრეფს ან უთანხმოებისას, რომელიც უეცრად ჩხუბში გადადის.

ახლა, მინდა გკითხოთ: „რა გააძლიერებს სულიერ იმპულსს? ჩვენ როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური იმპულსის მაგალითები ვიხილეთ. ჩვენ ვიცნობთ იესო ქრისტეს მიდევრებს, რომლებიც მოექცნენ და რწმენაში გაიზარდნენ. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცნობთ მორწმუნეებს, რომლებმაც გზას გადაუხვიეს. იმპულსი შეიძლება ორ საპირისპირო მხარეს გადაიხაროს.

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება პოზიტიური სულიერი იმპულსი, რათა შევეწინააღმდეგოთ იმ სისწრაფეს, რომლითაც ძლიერდება ბოროტება და ჟამთა ნიშნები. პოზიტიური სულიერი იმპულსი გვამოძრავებს პანდემიის, ცუნამის, ვულკანური ამოფრქვევისა და შეიარაღებული მოქმედებების შედეგად შექმნილი შიშისა და გაურკვევლობის ფონზე. სულიერი იმპულსი დაგვეხმარება, გავუძლოთ მოწინააღმდეგის დაუნდობელ, ბოროტ თავდასხმებს და ჩაშლოს მის მცდელობებს,ძირი გამოუთხაროს ჩვენს პირად, სულიერ საძირკველს.

მრავალ ქმედებას შეუძლია დადებითი სულიერი იმპულსის გაღვივება. აი რამდენიმე მათგანი: მორჩილება, სიყვარული, თავმდაბლობა, მსახურება და მადლიერება4

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ხუთი კონკრეტული მოქმედება, რომელიც დაგვეხმარება პოზიტიური სულიერი იმპულსის შენარჩუნებაში.

პირველი: დადექით აღთქმის გზაზე და დარჩით მასზე.

ცოტა ხნის წინ სიზმარი ვნახე: ადამიანების დიდ ჯგუფს შევხვდი. მათ უამრავი შეკითხვა დამისვეს, ყველაზე ხშირად მეკითხებოდნენ; რა არის აღთქმის გზა და რატომ არის რატომ არის იგი მნიშვნელოვანი.

სიზმარში მე ავუხსენი მათ, რომ ჩვენ ვდგებით აღთქმის გზაზე ნათლობისას და პირველ აღთქმას ვდებთ ღმერთთან.5 ყოველ ჯერზე ზიარების მიღებისას ჩვენ ვპირდებით ღმერთს, რომ კვლავ ვიღებთ საკუთარ თავზე მხსნელის სახელს, რომ გვემახსოვრება იგი და დავიცავთ მის მცნებებს.6 ამის სანაცვლოდ ღმერთი გვპირდება, რომ მისი სული ყოველთვის იქნება ჩვენთან.

შემდეგ ტაძარში ვდებთ დამატებით აღთქმებს, სადაც კიდევ უფრო დიდ დაპირებებს ვიღებთ. წეს-ჩვეულებები და აღთქმები გვაძლევს წვდომას ღვთიურ ძალაზე. აღთქმის გზა არის ერთადერთი გზა, რომელსაც მივყავართ ამაღლებისკენ და მარადიულ სიცოცხლისკენ.

იმ სიზმარში ერთმა ქალბატონმა მკითხა: როგორ შეუძლიათ მათ, ვინც აღთქმა დაარღვია, ისევ დაბრუნდნენ გზაზე. ამ კითხვაზე პასუხს მივყავართ მეორე შეთავაზებისკენ:

აღმოაჩინეთ სიხარული ყოველდღიურ მონანიებაში.

რაოდენ მნიშვნელოვანია მონანიება? ალმა გვასწავლიდა, რომ დიახ, მან ისიც უბრძანა მათ, „რომ არ ექადაგათ სხვა არაფერი მონანიებისა და უფალში რწმენის გარდა“.7 მონანიება საჭიროა ყოველი პასუხისმგებლობის ასაკში მყოფი ადამიანისთვის, რომელსაც მარადიული დიდება სურს.8 გამონაკლისი არ არსებობს. ჯოზეფ სმითისადმი მიცემულ გამოცხადებაში უფალი გაუწყრა ეკლესიის ადრეულ ხელმძღვანელებს იმისთვის, რომ არ ასწავლიდნენ შვილებს სახარებას.9 მონანიება არის წინსვლის გასაღები. წმინდა რწმენა გვამოძრავებს აღთქმის გზაზე.

გთხოვთ, არ შეშინდეთ და არ გადადოთ მონანიება. სატანა ხარობს თქვენი უბედურებით. ნუ გაახარებთ მას. უარი თქვით მის გავლენაზე თქვენს ცხოვრებაზე! დღეს დაიწყეთ, რათა განიცადოთ ხორციელ ადამიანზე უარის თქმის სიხარული.10 მხსნელს ყოველთვის ვუყვარვართ, თუმცა განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინანიებთ. იგი დაგვპირდა, რომ „მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება შენგან“.11

თუ ფიქრობთ, რომ ძალიან შორს ან ძალიან დიდი ხნით გადაუხვიეთ აღთქმის გზიდან და ვერ დაბრუნდებით, ეს ასე არ არის.12 გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ეპისკოპოსს ან მრევლის პრეზიდენტს. იგი უფლის წარმომადგენელია და დაგეხმარებათ, განიცადოთ მონანიების სიხარული და შვება.

ყურადღება: აღთქმის გზაზე დაბრუნება არ ნიშნავს, რომ ცხოვრება ადვილი იქნება. ეს გზა რთულია და ზოგჯერ ციცაბო კლდეზე ასვლას ჰგავს.13 თუმცა, ეს აღმასვლა ჩაფიქრებულია ჩვენი გამოცდისა და სწავლისთვის, ჩვენი ბუნების დასახვეწად და რომ დაგვეხმაროს, დავემსგავსოთ წმინდანებს. ეს არის ის ერთადერთი გზა, რომელსაც ამაღლებისკენ მივყავართ. ერთ-ერთმა წინასწარმეტყველმა გვიამბო14 „მათ კურთხეულ და ბედნიერ მდგომარეობაზე, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს. „რადგან, აჰა, ისინი კურთხეულნი არიან ყველაფერში – ხორციელშიც და სულიერშიც; და თუ ისინი დარჩებიან ერთგულნი ბოლომდე, მათ მიიღებენ ზეცაში, რათა ამგვარად იყვნენ ღმერთთან, მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში“.15

აღთქმის გზაზე სიარული, ყოველდღიურ მონანიებასთან ერთად, აძლიერებს პოზიტიურ სულიერ იმპულსს.

მესამე შემოთავაზება: ისწავლეთ ღმერთისა და მისი მოქმედების შესახებ.

დღეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა - განვასხვავოთ სატანას ჭეშმარიტებისგან ღმერთის ჭეშმარიტება. ამიტომაც გვაფრთხილებს უფალი: „ყოველთვის ილოცე … რათა დაამარცხო სატანა და … დაეხსნა სატანის მსახურების ხელს, რომლებიც ხელს უწყობენ მის საქმეს“.16

მოსე არის ღმერთისგან სატანის განსხვავების შესანიშნავი მაგალითი. როცა სატანამ დაიწყო მოსეს ცდუნება, მან ამოიცნო ტყუილი, რადგან ზუსტად ამის წინ პირისპირ ელაპარაკა ღმერთს. მოსე უცებ მიხვდა, რომ მასთან სატანა მოვიდა და უბრძანა მას წასვლა.17 სატანა რომ არ შორდებოდა, მოსემ იცოდა, როგორ მიემართა ღმერთისთვის მეტი დახმარებისთვის. მოსემ მიიღო ღვთიური ძალა და კვლავუბრძანა ბოროტს: „გამშორდი, სატანა, ვინაიდან მხოლოდ ამ ერთ ღმერთს ვეთაყვანები“.18

ჩვენ უნდა მივბაძოთ ამ მაგალითს. უარი თქვით სატანას გავლენაზე თქვენს ცხოვრებაზე! გთხოვთ, ნუ გაჰყვებით მას „უბედურებისა და მარადიული ვარამის უფსკრულში“.19

დამოწმება, რომელსაც ყოველდღიურად არ კვებავთ „ღმერთის კეთილი სიტყვით“,20 დიდი სისწრაფით დაიმსხვრევა. ასე რომ, სატანის გეგმის ანტიდოტი ნათელია: საჭიროა, ყოველდღიურად თაყვანი ვცეთ უფალს და ვისწავლოთ მისი სახარება. გევედრებით, მიანდეთ ღმერთს პირველობა თქვენს ცხოვრებაში. დაუთმეთ უფალს თქვენი დროის სამართლიანი ნაწილი. და მაშინ იხილავთ, რა მოუვა თქვენს პოზიტიურ სულიერ იმპულსს.

შეთავაზება 4: ეძიეთ და ელოდეთ სასწაულებს.

მორონიმ დაგვარწმუნა, რომ „ღმერთი კვლავ არის სასწაულმოქმედი ღმერთი“.21 ყოველი წიგნი წმინდა წერილიდან გვიჩვენებს, რამდენად სურს უფალს, ჩაერიოს მათ ცხოვრებაში, ვისაც სწამს იგი.22 მან მოსესთვის წითელი ზღვა შუაზე გაყო, დაეხმარა ნეფის სპილენძის ფირფიტების მოპოვებაში და წინასწარმეტყელ ჯოზეფ სმითის მეშვეობით აღადგინა თავისი ეკლესია. ყოველ ამ სასწაულს დრო დასჭირდა და შეიძლება არ იყო ზუსტად ის, რასაც ეს ცალკეული პირები თავდაპირველად ელოდებოდნენ უფლისგან.

და ზუსტად ასე უფალი დაგლოცავთ საჭირო სასწაულებით, თუ გწამთ მისი და „არ ჭოჭმანობთ“.23 იმუშავეთ სულიერიებაზე, რათა სასწაულები ეძიოთ. ლოცვით სთხოვე ღმერთს, დაგეხმაროთ ასეთი რწმენის გამოვლენაში. გპირდებით, რომ თავად შეგიძლიათ, განიცადოთ, რომ იესო ქრისტე „აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს“.24 არცთუ ისე ბევრი რამ დააჩქარებს თქვენს სულიერ იმპულსს იმაზე მეტად, ვიდრე იმის გაცნობიერება, რომ უფალი გეხმარებათ მთის გადაადგილებაში თქვენს ცხოვრებაში.

შეთავაზება 5: დაასრულეთ კონფლიქტი თქვენს პირად ცხოვრებაში.

მე გავიმეორებ ჩემს მოწოდებას, დაასრულოთ კონფლიქტი თქვენს ცხოვრებაში. გამოავლინეთ მიტევებისა და მიტევების ძიებისთვის საჭირო თავმდაბლობა, სიმამაცე და ძალა. მხსნელი დაგვპირდა, რომ „ვინაიდან, თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, [ჩვენც] მოგიტევებთ [ჩვენი] ზეციერი მამა“.25

ორი კვირის შემდეგ ჩვენ აღდგომას ვზეიმობთ. ამასობაში გიწვევთ, ეძიოთ პირადი კონფლიქტის დასრულება, რომელიც გამძიმებთ. განა იქნება იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვისთვის ამაზე მეტად შესაფერისი მადლიერების აქტი? თუ მიტევება ამჟამად შეუძლებელია, ევედრეთ იესო ქრისტეს გამოსყიდვის სისხლის ძალის მიღებისთვის. და გპირდებით პირად სიმშვიდესა და სულიერი იმპულსის გაღვივებას.

როცა მხსნელმა საკუთარი თავი შესწირა კაცობრიობისთვის, მან გაუხსნა გზა ყველას, ვინც მას ბაძავს, მიიღოს წვდომა მის განკურნების, გაძლიერებისა და გამოსყიდვის ძალაზე. ეს სულიერი პრივილეგიები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც ეძიებს, მას უსმინოს და იაროს მის კვალზე.

ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, მთელი გულით გევედრებით, მოგიწოდებთ, დაადგეთ აღთქმის გზას და დარჩეთ მასზედ. აღმოაჩინეთ სიხარული ყოველდღიურ მონანიებაში. შეიცანით ღმერთი და ის, როგორ მოქმედებს იგი. ეძიეთ და ელოდეთ სასწაულებს. ეცადეთ, აღმოფხვრათ კონფლიქტი თქვენი ცხოვრებიდან.

როდესაც ამ მიზნების მისაღწევად იმოქმედებთ გპირდებით, რომ აღთქმის გზაზე თქვენი წინსვლის იმპულსი გაიზრდება, რა დაბრკოლების წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეთ. და მე გპირდებით ცდუნების დასაძლევად უფრო დიდ ძალას, მშვიდ გონებას, შიშისგან თავისუფლებას და ოჯახებში უფრო მეტ ერთობას.

ღმერთი ცოცხალია! იესო არის ქრისტე! იგი ცოცხალია! ჩვენ მას ვუყვარვართ და გვეხმარება. მე ამას ვმოწმობ ჩვენი გამომსყიდველის, იესო ქრისტეს, წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. 3 ნეფი 12:39.

  2. იხ. 3 ნეფი 12:44.

  3. მოძღვრება და აღთქმები 64:10; მუხლი 9.

  4. როგორც პავლე მოციქულმა თქვა: „მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის“1 თესალონიკელთა 5:18). სასოწარკვეთილების, იმედგაცრუების და სულიერი ლეტარგიის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ანტიდოტი მადლიერებაა. რისთვის შეიძლება, ვიყოთ მადლიერნი ღმერთისა? მადლობა გადაუხადეთ მას დედამიწის სილამაზისთვის, აღდგენილი სახარებისთვისა და იმ უამრავი ხერხისთვის, რომლითაც ღმერთი და მისი ძე ხელმისაწვდომს ხდიან თავიანთ ძალას აქ, დედამიწაზე. მადლობა მას წმინდა წერილისთვის, ანგელოზებისთვის, რომლებიც პასუხობენ ჩვენს ვედრებას ღმერთისადმი დახმარების, გამოცხადებისა და მარადიული ოჯახებისთვის. და ყველაზე მეტად, მადლობა გადაუხადეთ ღმერთს მისი ძის ძღვენისთისა და იესო ქრისტეს გამოსყიდვისთვის, რაც შესაძლებელს ხდის ჩვენთვის იმ მისიის შესრულებას, რისთვისაც დედამიწაზე გამოგვაგზავნეს.

  5. აღთქმის გზის გასაგებას მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ აღთქმა მოითხოვს ორმხრივ დაპირებას ღმერთისა და ერთ-ერთი მისი შვილის შორის. აღთქმაში ღმერთი პირობებს გვიყენებს, ჩვენ კი მათ ვთანხმდებით. ამის სანაცვლოდ ღმერთი ჩვენ გვაძლევს დაპირებებს. მრავალი აღთქმას მოჰყვება გარე ნიშნები - წმინდა წეს-ჩვეულებები , რომლებშიც ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ მოწმეებთან ერთად. მაგალითად: ნათლობა არის ნიშანი უფლისადმი, რომ პიროვნებამ დადო აღთქმა - დაიცვას ღვთის მცნებები.

  6. იხ. მორონი 4:3; 5:2; მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79.

  7. მოსია 18:20.

  8. იხ. მოსე 6:5057.

  9. იხ. მოძღვრება და აღთქმები 93:40-48.

  10. იხ. მოსია 3:19.

  11. ესაია 54:10; 3 ნეფი 22:10. სიკეთე ითარგმნება ებრაული სიტყვიდან ჰესედ, ძლიერი სიტყვა, ღრმა აზრით, რომელიც სცდება სიკეთეს, მოწყალებას, აღთმას, სიყვარულს და ა.შ.

  12. შესაძლოა ზოგო ცოდვის გამოსყიდვა, ზოგის კი არა. თუ ერთი ადამიანი მეორეზე იძალადებს ან სიცოცხლეს წაართმევს, სრული აღდგენა ვერ მოხდება. ამ შემთხვევაში ცოდვილს მხოლოდ გარკვეული რამის გაკეთება შეუძლია და ლომის წილი პირად მონანიებას ეკუთვნის. ვინაიდან უფალი მზადაა, მოახდინოს სათანადო წონასწორობა, ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ მასთან, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შორს შევტოპეთ. როცა გულწრფელად ვინათლებით, იგი მოგვიტევებს. ნებისიერი ბალანსი ჩვენი ცოდვებისა და შესაძლებლობების შორის - გამოვასწოროთ ჩადენილი, შეიძლება დამყარდეს მხოლოდ იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია, გვიბოძოს შებრალება. მისი მზადყოფნა, გვაპატიოს ნაშთი - ფასდაუდებელი ძღვენია.

  13. იხ. 2 ნეფი 31:18-20.

  14. ნეფიელთა წინასწარმეტყველი მეფე ბენჯამინი.

  15. მოსია 2:41.

  16. მოძღვრება და აღთქმები 10:5;

  17. იხ. მოსე 1:16; მუხლები 1–20.

  18. მოსე 1:20.

  19. ჰელამანი 5:12.

  20. მორონი 6:4

  21. მორმონი 9:15; იხ. მუხლი19.

  22. იოანე მოციქულმა განაცხადა, რომ მან ჩაიწერა მხსნელის სასწაულები, რათა „და[ვ]იჯეროთ, რომ იესო არის ქრისტე“იოანე 20:31).

  23. მორმონი 9:21.

  24. ესაია 40:29.

  25. მათე 6:14.