გენერალური კონფერენცია
რადგან იქამდე შეგვიყვარა ღმერთმა
2022 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


რადგან იქამდე შეგვიყვარა ღმერთმა

ღმერთმა იმდენად შეგვიყვარა, რომ გამოაგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე - არა ჩვენ დასაგმობად, არამედ გადასარჩენად.

„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). პირველად ეს ამონარიდი რომ გავიაზრე მე არც ეკლესიაში და არც ოჯახურ საღამოზე არ ვიმყოფებოდი. ტელევიზორში სპორტულ გადაცემას ვუყურებდი. განურჩევლად იმისა, რომელ არხს ვუყურებდი და რა თამაში იყო, სულ მცირე ერთ ადამიანს ეჭირა პლაკატი სიტყვებით: “იოანე 3:16“.

მე არანაკლებად შემიყვარდა მუხლი 17: „რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ“.

ღმერთმა გამოაგზავნა იესო ქრისტე, თავისი მხოლოდშობილი ძე, ხორციელად, რათა ყოველი ჩვენგანისთვის შეეწირა თავისი სიცოცხლე. მან ეს გააკეთა, რადგან ვუყვარვართ და ყოველი ჩვენგანისთვის მოამზადა მასთან, შინ, დასაბრუნებელი გეგმა.

მაგრამ ეს არ არის ზოგადი გეგმა პრინციპით: დაიჭირე ყველა და რაც გამოვა - გამოვა. ეს არის პირადი, მოსიყვარულე მამაზეციერის მიერ შედგენილი გეგმა, რომელმაც იცის ჩვენი გული, სახელი და რა სურს, რომ მოვიმოქმედოთ მისთვის. რატომ გვჯერა ეს? იმიტომ, რომ ამას წმინდა წერილი გვასწავლის:

მოსეს არაერთხელ ესმოდა მამაზეციერის მიერ ნათქვამი სიტყვები: „მოსე, ჩემო შვილო“ (იხ. მოსე 1:7, 40; იხ. ასევე მუხლები 7, 40). აბრაამმა შეიტყო, რომ იგი ღვთის შვილი იყო, რომელიც დაბადებამდე შეირჩა ამ მისიისთვის ( აბრაამი 3:12, 23). ესთერს, ღმერთის ხელით, თავისი ხალხის გადასარჩენად გავლენის საშუალება მიეცა ( ესთრი 4). და ღმერთი ენდო ახალგაზრდა ქალს, მხევალს, რომ დაემოწმებინა ცოცხალი წინასწარმეტყველის შესახებ, რათა ნაყამანი განკურნებულიყო (იხ. 4 მეფეთა 5:1-15).

მე განსაკუთრებით მიყვარს ის კარგი ადამიანი, მომცრო ტანის, რომელიც ხეზე აძვრა, რათა იესო ენახა. მხსნელმა იცოდა, რომ იგი იქ იყო, გაჩერდა, ზემოთ, ტოტებისკენ აიხედა და თქვა: „ზაქე, … ჩამოდი“.ლუკა 19:5). ასევე ვერ დავივიწყებთ 14 წლის ბიჭს, რომელიც პატარა ტყეში წავიდა და შეიტყო, რამდენად პირადი იყო გეგმა: „[ჯოზეფ], ეს არის ჩემი საყვარელი ძე. მოუსმინე მას!” (ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:17–17.

დებო და ძმებო, ჩვენ მამაზეციერის გეგმის ცენრალური ნაწილი და მხსნელის მისიის მიზეზი ვართ. ყოველი ჩვენგანი, ინდივიდუალურად, მათი საქმე და დიდებაა.

ჩემი აზრით არც ერთი წიგნი წმინდა წერილიდან არ ახდენს ამის ილუსტრირებას იმაზე უკეთ, ვიდრე ძველი აღთქმა. ყოველ თავში აღმოვაჩენთ მაგალითებს იმისა, როგორ არიან ჩართულნი ჩვენს ცხოვრებაში მამაზეციერი და იეჰოვა.

ჩვენ ბოლო ხანებში ვსწავლობდით იაკობის შვილის, იოსების, შესახებ. პატარაობიდანვე იოსები რჩეული იყო უფლის თვალში, თუმცა მაინც დიდ განსაცდელში იმყოფებოდა ძმების გამო. ორი კვირის წინ მრავალ ჩვენგანს გული აუჩუყდა იმის გამო, როგორ მიუტევა იოსებმა თავის ძმებს. მოდი და გამომყევი -ში ვკითხულობთ: „იოსების ცხოვრების მრავალი მომენტი იესო ქრისტეს ცხოვრებას ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცოდვები მისი დიდი ტანჯვის მიზეზი გახდა, მხსნელი გვთავაზობს მიტევებას, იხსნის რა ყოველ ჩვენგანს იმ ბედიწერისგან, რომელიც შიმშილზე უარესია. განურჩევლად იმისა, უნდა მოგვიტევონ თუ ჩვენ უნდა მივუტევოთ სხვას - იქნება მომენტები, როცა ორივე უნდა მოვიმოქმედოთ - იოსების მაგალითი მიგვითითებს მხსნელზე, განკურნებისა და შემწყნარებლობის ჭეშმარიტ წყაროზე“.1

ამ ამონარიდში ყველაზე მეტად მიყვარს იოსების ძმის, იუდას, მონათხრობი, რომელმაც ღმერთის მიერ იოსებისთვის განკუთვნილ პირად გეგმაში გარკვეული როლი ითამაშა. როცა იოსებს ძმებმა უღალატეს, იუდამ დაარწმუნა ისინი, არ მოეკლათ იგი და მონობაში გაეყიდათ (იხ. დაბადება 37:26-27).

მრავალი წლის შემდეგ იუდასა და მის ძმებს დასჭირდათ უმცროსი ძმის, ბენიამინის, ეგვიპტეში წაყვანა. თავიდან მათი მამა უარზე იყო. მაგრამ იუდა შეპირდა იაკობს, რომ ბენიამინს შინ მოიყვანდა.

ეგვიპტეში იუდას საკუთარი სიტყვების გამოცდა მოუწია. ახალგაზრდა ბენიამინს ცრუ ბრალდება წაუყენეს. იუდამ, სიტყვა რომ არ გაეტეხა, შესთავაზა, ბენიამინის ნაცვალად ჩამჯდარიყო ციხეში. „რადგან“, - თქვა მან, „როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი არ იქნება ჩემთან“? ( იხ. დაბადება 44:33-34). იუდას გადაწყვეტილი ჰქონდა, სიტყვა არ გაეტეხა და ბენიამინი უსაფრთხოდ შინ დაებრუნებინა. თქვენ თუ ოდესმე გქონიათ ვინმეს მიმართ ისეთივე გრძნობა, როგორიც იუდას ჰქონდა ბენიამინის მიმართ?

განა ყოველ მშობელს არ აქვს ასეთი გრძნობები შვილების მიმართ? რას გრძნობენ მისიონერები იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ემსახურებიან? რას გრძნობენ დაწყებითი საზოგადოებისა და ახალგაზრდების ხელმძღვანელები მათ მიმართ, ვისაც ასწავლიან და ვინც უყვართ?

მიუხედავად იმისა, ვინ ხართ და რა ვითარებაში იმყოფებით, არსებობს ვინმე, ვისაც ზუსტად ასეთი განწყობა აქვს თქვენ მიმართ. ვინმეს სურს თქვენთან ერთად მამაზეციერთან დაბრუნება.

მადლიერი ვარ მათი, ვინც არასდროს არ გვთმობს, ვინც ლოცვაში სულს გადმოღვრის ჩვენ გამო და არ წყვეტს ჩვენ განსწავლასა და დახმარებას, რათა შინ, მამაზეციერთან, დაბრუნების ღირსნი ვიყოთ.

ცოტა ხნის წინ ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა 233 დღე გაატარა საავადმყოფოში COVID-19-ის გამო. ამ დროს მას ეწვია გარდაცვლილი მამა, რომელმაც სთხოვა, შვილიშვილებისთვის გზავნილი გადაეცა. საბურველის მეორე მხრიდანაც კი ამ კარგ პაპას სურდა, დახმარებოდა შვილიშვილებს ზეციურ სახლში დაბრუნებაში.

ქრისტეს მოწაფეებს ახსოვთ „ბენიამინები“ საკუთარ ცხოვრებაში. მთელ მსოფლიოში მათ გაგონილი აქვთ ღვთის ცოცხალი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის, ხმა. ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები გაწევრიანებულნი არიან უფლის ახალგაზრდულ ბატალიონში. ცალკეული პირები და ოჯახები მიისწრაფებიან მზრუნველობის სულით - სიყვარულით, გაზიარებით, მეგობრებისა და ახლობლების მოწვევით, მოვიდნენ ქრისტესთან. ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს ახსოვთ აღთქმები და ცდილობენ მათ დაცვას - დადიან ღვთის ტაძრებში, იძიებენ გარდაცვლილი ოჯახის წევრების სახელებს და ატარებენ მათთვის ჩანაცვლებით წეს-ჩვეულებებს.

რატომ არის ინდივიდუალურად მორგებულ მამაზეციერის გეგმაში გათვალისწინებული სხვების დახმარება, რათა მათაც შეძლონ მასთან დაბრუნება? იმიტომ რომ ასე ჩვენ ვემსგავსებით იესო ქრისტეს. საბოლოო ჯამში იუდასა და ბენიამინის მონათხრობი გვასწავლის მხსნელის მიერ ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის შესახებ. გამოსყიდვის მეშვეობით მან სიცოცხლე შეწირა, რათა შინ დაგვაბრუნოს. იუდას სიტყვები გამოხატავს მხსნელის სიყვარულს: „როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ [შენ] არ იქნები ჩემთან“? ეს სიტყვები ჩვენც გვეხება, როგორც ისრაელის შემკრებებს.

ძველი აღთქმა მოიცავს სასწაულებისა და უფლის დიდსულოვანი მოწყალების უამრავ მაგალითს, რაც მამაზეციერის გეგმის დამახასიათებელი ნიშანია. 4 მეფეთა 4-ში ფრაზა „ერთ დღესაც“ სამჯერ არის გამოყენებული, რათა ხაზი გაუსვას, რომ მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ღვთის მიერ შერჩეულ დროს და არაფერი არ არის მისთვის უმნიშვნელო.

ჩემი ახალი მეგობარი, პოლი, მოწმობს ამ ჭეშმარიტებაზე. პოლი გაიზარდა ოჯახში, რომელიც ყოველთვის რელიგიის მიმართ შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა, ზოგჯერ კი შეურაცმყოფამდეც მიდიოდა საქმე. როცა გერმანიაში სამხედრო ბაზის სკოლაში დადიოდა, მან ორი და შენიშნა, რომლებიც თითქოს და სულიერ სინათლეს ატარებდნენ. როცა დაინტერესდა, რატომ იყვნენ ასეთი განსხვავებულები მიპასუხეს, რომ ისინი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები იყვნენ.

მალე პოლი მისიონერებს შეხვდა და იგი ეკლესიაში მოიპატიჟეს. მომდევნო კვირას, როცა იგი ავტობუსიდან ჩამოდიოდა, მან ორი მამაკაცი შენიშნა, თეთრი პერანგებითა და ჰალსტუხებით. მან იკითხა, ეკლესიის უხუცესები თუ იყვნენ. მათ უპასუხეს: „კი“ და პოლი მათ გაჰყვა.

მსახურებისას მქადაგებელმა მრევლს მიმართა და მოიწვია, დამოწმებით გამოსულიყვნენ. ყოველი დამოწმების ბოლოს მედოლე დოლს ურტყამდა და მრევლი ამბობდა: „ამინ“.

როცა მქადაგებელმა პოლი მოიწვია, იგი ადგა და თქვა: „მე ვიცი, რომ ჯოზეფ სმითი წინასწარმეტყველი იყო და რომ მორმონის წიგნი ჭეშმარიტია“. ამას არც დოლის ხმა და არც „ამინ“-ი მოჰყოლია. ბოლოსდაბოლოს პოლი მიხვდა, რომ იგი სულ სხვა ეკლესიაში მოხვდა. მალე პოლმა იპოვა სასურველი ადგილი და მოინათლა.

პოლის ნათლობის დღეს უცნობმა ადამიანმა უთხრა მას: „შენ სიცოცხლე გადამირჩინე“. რამდენიმე კვირის წინ ამ ადამიანმა გადაწყვიტა, სხვა ეკლესია მოეძებმა და იმ დოლებითა და „ამინ“-ებით მსახურებას დაესწყო. როცა მამაკაცმა გაიგონა პოლის დამოწმება ჯოზეფ სმითისა და მორმონის წიგნის შესახებ იგი მიხვდა, რომ ღმერთი იცნობდა მას, იცოდა მისი სირთულეების შესახებ და გეგმა ჰქონდა მისთვის. ორივესთვის - პოლისთვისაც და იმ მამაკაცისთვისაც ეს ნამდვილად ბიბლიური „ერთ დღესაც“ იყო.

ჩვენც ვიცით, რომ მამაზეციერს ყოველი ჩვენგანისთვის აქვს ბედნიერების პირადი გეგმა. იმის გამო, რომ ღმერთმა გამოგვიგზავნა თავისი საყვარელი ძე, იმ „ერთ დღესაც“ მოხდება ის სასწაული, რომელიც საჭიროა მისი გეგმის შესასრულებლად.

მე ვმოწმობ, რომ წელს ჩვენ შეგვიძლია, მეტი შევიტყოთ ძველი აღთქმიდან ღვთის გეგმის შესახებ. ეს წმინდა ტომი გვასწავლის წინასწარმეტყველის როლის მნიშვნელობას შესახებ გაურკვეველ დროში, ასევე ღვთის ხელის შესახებ დაბნეულ, ხშირად კამათით სავსე სამყაროში. ეს ასევე ეხება მორჩილ მორწმუნეებს, რომლებიც ერთგულად ელოდნენ მხსნელის მოსვლას, ზუსტად როგორც ჩვენ ველით და ვემზადებით მისი მეორედ მოსვლისთვის - დიდი ხნის წინ ნაწინასწარმეტყველებ მის დიდებულ დაბრუნებას.

იმ დღემდე ჩვენ, შესაძლოა, ვერც ვიხილავთ ბუნებრივი თვალებით ღვთის ჩანაფიქრს ჩვენი ცხოვრების ყოველი ასპექტისთვის (იხ. მოძღვრება და აღთქმები 58:3). მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ ნეფის პასუხი, როცა მისთვის რაღაც გაუგებარი იყო: მან ყოველივეს მნიშვნელობა არ იცოდა მაგრამ იცოდა, რომ ღმერთს უყვარს თავისი შვილები (იხ. 1 ნეფი 11:17).

ეს არის ჩემი მოწმობა ამ კვირა დღის დილას. დაე, დავწეროთ ჩვენი გულის ფიცარზე: ღმერთმა ისე შეგვიყვარა, რომ გამოაგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, არა ჩვენ დასაგმობად, არამედ გადასარჩენად და შევივსოთ სული სიმშვიდით, იმედითა და მარადიული სიხარულით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნა

  1. Come, Follow Me—For Individuals and Families: Old Testament 2022, 51.