გენერალური კონფერენცია
იარეთ რწმენით
2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


იარეთ რწმენით

მე გლოცავთ სიმშვიდითა და უფალში გაზრდილი რწმენით.

ჩემო საყვარელი დებო და ძმებო, ამ ისტორიული კონფერენციის დასასრულს, მადლობას გამოვხატავთ უფლის მიმართ. მუსიკა ამაღლებული იყო, გზავნილები - შთამაგონებელი.

ამ კონფერენციის მსვლელობისას მრავალი განსაკუთრებული მომენტი განვიცადეთ. ამ ორასიწლისადმი მიძღვნილ იუბილეზე ჩვენ წარვადგინეთ „მოწოდება მსოფლიოს“ და ამით გამოვაცხადეთ იესო ქრისტეს სახარების აღდგენა მის სისრულეში.

ჩვენ გავიხსენეთ აღდგენა, ოსანას შეძახილით.

ჩვენ ფარდა ავხადეთ ახალ სიმბოლოს, რომელიც აგამოხატავს ჩვენი უფლის, იესო ქრისტესადმი რწმენას და ოფიციალური საეკლესიო ინფორმაციისა და მასალების ვიზუალურ აღიარებას.

ჩვენ გამოვაცხადეთ მარხვისა და ლოცვის საერთაშორისო დღე, რათა ამჟამინდელი პანდემია კონტროლის ქვეშ მოექცეს , მომვლელები იყვნენ დაცულნი, ეკონომიკა გამყარდეს და ცხოვრება დასტაბილურდეს. ეს მარხვა ჩატარდება წითელ პარასკევს, 10 აპრილს. და რა დიადი პარასკევი იქნება ეს!

მომდევნო კვირას აღდგომაა და ჩვენ კვლავ ვიზეიმებთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს გამოსყიდვასა და აღდგომას. მისი გამოსყიდვის გამო მისი აღდგომის ძღვენს მიიღებს ყოველი ადამიანი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია. მისი მარადიული ცხოვრების ძღვენი ეკუთვნის ყველას, ვინც ერთგულია მის წმინდა ტაძარში დადებული აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების.

2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენციის მრავალი შთამაგონებელი კომპონენტი და წმინდა კვირა, რომელიც ახლა იწყება, შეიძლება შევაჯამოთ ორი ღვთიური სიტყვით: „მოუსმინე მას“.1 ჩვენ ვლოცულობთ იმაზედ, რომ თქვენი ფოკუსირება მამაზეციერზე, რომელმაც წარმოთქვა ეს სიტყვები და მის საყვარელ ძეზე, იესო ქრისტეზე, გახდეს ყოველივე გაჟღერებულის მოგონებების ყველაზე დიდი ნაწილი. ჩვენ ვლოცულობთ იმაზე, რომ დაიწყოთ განახლებული ჭეშმარიტი მოისმინე, ყური დაუგდე და შეისმინე მხსნელის სიტყვები.2 და გპირდებით, რომ ამას მოჰყვება შიშის შემცირება და რწმენის გაზრდა.

მადლობას გიხდით სურვილისთვის, აქციოთ თქვენი სახლი ჭეშმარიტი რწენის თავშესაფრად, სადაც უფლის სული შეძლებს დასადგურებას. ჩვენი მოდი, მომყევი მე -ს სახარების სწავლების გრაფიკი კვლავ დალოცავს თქვენს ცხოვრებას. თქვენი უწყვეტი მცდელობები - იმ მომენტებშიც კი, როცა გრძნობთ, რომ დიდად წარმატებულები არ ხართ - შეცვლის თქვენსა და თქვენი ოჯახის ცხოვრებას და სამყაროსაც კი. ჩვენ უფრო გავძლიერდებით, როცა გავხდებით უფლის უფრო ღირსეული მოწაფენი, დავდგებით და ვილაპარაკებთ მისი სახელით, სადაც არ უნდა ვიყოთ.

ახლა ვისაუბროთ ტაძრებზე. ჩვენ გვაქვს 168 მიძღვნილი ტაძარი მთელს მოსოფლიოში. დანარჩენნი დაგეგმარებისა და აშენების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან. როცა ვაცხადებთ გეგმებს ახალი ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ეს ხდება ჩვენი წმინდა ისტორიის ნაწილი.

შეიძლება უცნაუროდ მოგეჩვენოთ ახალი ტაძრების გამოცხადება, როცა ამჟამად ყველა ტაძარი დროებით დახურულია.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ პრეზიდენტმა ვილფორდ ვუდრაფმა წინასწარ განსაზღვრა ჩვენი პირობები, როგორც ეს 1893 წ. სოლთ ლეიქ ტაძრის მიძღნით ლოცვაშია ჩაწერილი. ზოგიერთმა თქვენგანმა ბოლო ხანებში იხილა ამ საოცარი ლოცვის ნაწყვეტები სოციალურ მედიაში.

მოისმინეთ ღვთის ძლიერი წინასწარმეტყველის ვედრება: „როცა შენს ხალხს არ ექნება ამ წმინდა სახლში შესვლის საშუალება … და შევიწროვებული, გასაჭირში იქნება, სირთულეებში ჩაფლული … და შემობრუნდება სახით შენი წმინდა სახლისკენ და გთხოვს ხსნას, დახმარებას, შენი ძალის ჩარევას, გევედრებით, გადმოხედო მოწყალებით შენი წმინდა სამყოფელიდან … და შეისმინო მათი ტირილი. ან როცა შენი ხალხი, მომავალში, ნებისმიერი მიზნით, გაემიჯნება ამ ადგილს … და შეგღაღადებს თავისი ტანჯვისა და მწუხარების შუაგულიდან და მოგთხოვს შვებასა და ხსნას, ჩვენ მორჩილად გთხოვთ, … შეისმინო მათი ტირილი და უბოძო დალოცვები, რომლებსაც გთხოვენ“.3

დებო და ძმებო, ჩვენი განსაცდელის ჟამს, როცა ტაძრები დაკეტილია, თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ თქვენი სატაძრო აღთქმებისა და შემოსვის ძალას, თუკი თქვენ მათ იცავთ. გთხოვთ, გამოიყენოთ ეს დრო, როცა ტაძრები დაკეტილია და გააგრძელოთ ტაძრისთვის ღირსეული ცხოვრება ან გახდით ტაძარში შესვლის ღირსნი.

ისაუბრეთ ტაძარზე თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან. იესო ქრისტე არის ცენტრალური ნაწილი ყოველივევე იმისა, რაც ხდება ტაძარში, ამიტომ ფიქრობთ რა მეტს ტაძარზე, მეტს ფიქრობთ უფალზე. ისწავლეთ და ილოცეთ, რათა მეტი შეიტყოთ იმ ძალისა და ცოდნის შესახებ, რომლითაც უკვე შეიმოსეთ ან შეიმოსებით.

დღეს სიამოვნებით ვაცხადებთ 8 ახალი ტაძრის მშენებლობის შესახებ შემდეგ ადგილებში: ბაია ბლანკა, არგენტინა; ტალაჰესი, ფლორიდა; ლუბანბაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა; პიტსბერგი, პენსილვანია; ბენინ სითი, ნიგერია; სირაკუზი, იუტა; დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები; შანხაი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

რვავე ადგილზე ეკლესიის არქიტექტორები ითანამშრომლებენ ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან, რათა ტაძარი იყოს ჰარმონიაში გარემოსთან და ლამაზად ერწყმოდეს თითოეულ ადგილს.

დუბაიში ტაძრის აშენების გეგმა არის თავაზიანი შემოთავაზების შედეგი, რომელიც მადლიერებით მივიღეთ.

სიტუაცია შანხაის ტაძართან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. 20 წელიწადზე მეტია ტაძრის ღირსეული წევრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დადიოდნენ ჰონკონგის ტაძარში. თუმცა 2019 წ, ივლისში ეს ტაძარი დაიხურა დიდი ხნის წინ დაგეგმილი საჭირო სარემონტო სამუშაოების გამო.

შანხაის მოკრძალებული, მრავალფუნქციური შენობა კვლავაც მისცემს წევრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან იმის საშუალებას, რომ მიიღონ მონაწილეობა სატაძრო წეს-ჩვეულებებში მათთვისაც და მათი წინაპრებისთვისაც.4

ყოველ ქვეყანაში ეს ეკლესია ასწავლის თავის წევრებს, პატივი სცენ, დაემორჩილონ და მხარი დაუჭირონ კანონს.5 ჩვენ ვასწავლით ოჯახის მნიშვნელობას, გვსურს, ვიყოთ კარგი მშობლები და სამაგალითო მოქალაქენი. იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონებსა და რეგულაციებს, ეკლესია არ აგზავნის იქ მისიონერებს ქადაგების მიზნით და არც ახლა არ ვაპირებთ ამის გაკეთებას.

ექსპატრიოტები და ჩინეთის მრევლი კვლავ ცალ-ცალკე შეიკრიბებიან. ეკლესიის ლეგალური სტატუსი იქ უცვლელირჩება. საწყის ეტაპზე შენობაში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოსაწვევებით. უფლის სახლი შანხაიში არ იქნება განკუთვნილი სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის.

ეს რვა ახალი ტაძარი დალოცავს მრავალი ადამიანის ცხოვრებას სიკვდილის საბურველის ორივე მხარეს. ტაძრები იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენის დამაგვირგვინებელი ნაწილია. ღმერთს ყველგან,თავისი სიკეთითა და დიდსულოვნებით, უფრო ახლოს მოაქვს თავის შვილებთან ტაძრის კურთხევები.

აღდგენა გრძელდება და ამიტომ ვიცი, რომ ღმერთი გააგრძელებს დედამიწაზე მის სასუფეველთან დაკავშირებული მრავალი დიადი და მნიშვნელოვანი საკითხის გამხელას.6 ეს სასუფეველი არის უკანასკნელ დღთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია.

ძვირფასო დებო და ძმებო, გამოვხატავ ჩემს სიყვარულს თქვენ მიმართ. ამ გაურკვევლობისა და დაძაბულობის ჟამს მე მივმართავ ჩემთვის ბოძებულ უფლებამოსილებას და გადმოგცემთ მოციქულის დალოცვას.

მე გლოცავთ სიმშვიდითა და უფალში გაზრდილი რწმენით.7

გლოცავთ სურვილით, მოინანიოთ და ყოველ დღე ცოტა მაინც უფრო მეტად დაემსგავსოთ უფალს.8

გლოცავთ, შეიტყოთ, რომ ჯოზეფ სმითი არის იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენის წინასწარმეტყველი.

თუ თქვენ შორის ან თქვენ საყვარელ ადამიანებს შორის არიან სნეულნი, მე გიტოვებთ განკურნების დალოცვას, თუ ამაზე არის უფლის ნება.

მე გლოცავთ და ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს სიყვარულს ყოველი თქვენგანის მიმართ, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.