გენერალური კონფერენცია
აღდგენისა და აღდგომის გზავნილის გაზიარება
2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


აღდგენისა და აღდგომის გზავნილის გაზიარება

აღდგენა ეკუთვნის მსოფლიოს და დღეს მისი გზავნილი განსაკუთრებით საჩქაროა.

ამ გენერალური კონფერენციის მსვლელობისას ჩვენ ვისაუბრეთ და სიხარულით ვიმღერეთ1 „ქრისტეში ყოველივეს ერთად მოყრის“,2 სახარების სისრულის, მღვდლობისა და დედამიწაზე იესო ქრისტეს ეკლესიის დაბრუნებისა და „ყოველივეს აღდგენის შესახებ“, რაც ნაწინასწარმეყველები იყო დიდი ხნის წინ და რისი გაერთიანებაც შესაძლებელია სათაურით „აღდგენა“.

მაგრამ აღდგენა მხოლოდ მათთვის კი არ არის, ვინც დღეს ხარობს ამით. პირველ ხილვასთან დაკავშირებული გამოცხადება იყო არა მხოლოდ ჯოზეფ სმითისთვის, იგი იყო როგორც სინათლე და ჭეშმარიტება ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც „აკლდა სიბრძნე“.3 მორმონის წიგნი კაცობრიობის კუთვნილებაა. ხსნისა და ამაღლების მღვდლობის წეს-ჩვეულებები მომზადებული იყო ყოველი ადამიანისთვის, მათთვისაც კი, ვინც აღარ არის ამქვეყნად. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია და მისი კურთხევები განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც ისინი სურთ. სულიწმინდის ძღვენი ყველასთვის არის განკუთვნილი. აღდგენა ეკუთვნის მსოფლიოს და დღეს მისი გზავნილი განსაკუთრებით საჩქაროა.

ამიტომაც, რა დიდია ამ ცოდნის გაზიარების მნიშვნელობა დედამიწის მცხოვრებთათვის, რათა მათ იცოდნენ, რომ არ არსებობს ხორციელი, რომელიც შეძლებს იცხოვროს ღვთის გარემოცვაში, თუ არა წმინდა მესიის დამსახურებით, წყალობითა და მადლით, რომელიც სიცოცხლეს შესწირავს ხორციელისამებრ და კვლავ მიიღებს მას სულის ძალით, რათა განახორციელოს მკვდრეთით აღდგომა“.4

იმ დღიდან, რაც წინასწარმეტყველის ძმამ, სამუელ სმითმა, ახლადდაბეჭდილი მორმონის წიგნებით აავსო ჩანთა და ფეხით წავიდა ახალი წმინდა წერილის გასავრცელებლად, წმინდანები „გაუჩერებლად მუშაობდნენ იმისთვის, რომ „გაეზიარებინათ ეს ცოდნა დედამიწის მცხოვრებთათვის“.

1920 წ. უხუცესმა დევიდ ო. მაკქეიმ, იმ დროს თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრმა, დაიწყო ერთწლიანი ტური ეკლესიის მისიაში. 1921 წ. მაისისთვის იგი იდგა პატარა სასაფლაოზე ფაგალში, სამოას კუნძულზე, თომას და სარა ჰილტონების სამი შვილის - ქალიშვილისა და ორი ვაჟის, კარგად მოვლილი საფლავების წინ. ეს პატარები - უფროსი ორი წლის იყო, გარდაიცვალნენ 1800-იან წლებში, როცა თომასი და სარა, ახალგაზრდა წყვილი, მისიაში მსახურობდნენ.

უხუცესი მაკქეი, იუტადან გამგზავრებამდე, დაპირდა სარას, იმჟამად დაქვრივებულს, რომ მოინახულებდა მისი შვილების საფლავს სამოაზე, რადგან დედას არასდროს არ ჰქონია იქ დაბრუნების საშუალება. უხუცესმა მაკქეიმ მისწერა მას: „თქვენი პატარები, და ჰილტონ, ყველაზე მჭერმეტყველ სიჩუმეში … აგრძელებენ დაახლოებით ოცდაათი წლის წინ თქვენ მიერ დაწყებულ კეთილშობილურ მისიონერულ საქმეს“. შემდეგ დაურთო საკუთარი ლექსი:

მოსიყვარულე ხელებმა დაუხუჭეს მათ თვალები,

მოსიყვარულე ხელებმა დაუკრიფეს გულზე ხელები,

უცხოელის ხელებით მორთულია მათი საფლავები,

უცხოელები პატივს მიაგებენ მათ და დასტირიან.5

ეს არის ათასობიდან, ასობით ათასობიდან ერთ-ერთი ამბავი, რომელიც საუბრობს ბოლო 200 წლის მანძილზე აღდგენის გზავნილის გაზიარებისთვის მსხვერპლად გაღებული დროის, ძვირფასეულობისა და სიცოცხლის შესახებ. ჩვენი მისწრაფება - მივწვდეთ ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს დღესაც არ დაკნინებულა, რისი მოწმენიც არიან ათობით ათასი ახალგაზრდა კაცი, ქალი და შეუღლებული წყვილი, რომლებიც ამჟამად მსახურობენ მოწოდებებში სრული დროის მისიებში; ასევე ზოგადად ეკლესიის წევრებიც, რომლებიც გამოეხმაურნენ ფილიპეს მოწოდებას - მოდით და ნახეთ;6 და ყოველწლიურად მილიონობით დოლარი იხარჯება მთელს მსოფლიოში იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ამ მცდელობას.

ჩვენ ვიწვევთ და არა ვაიძულებთ და ვიმედოვნებთ, რომ ადამიანები დაინტერესდებიან. იმისთვის, რომ ეს ასე იყოს, ჩემი აზრით, სამი რამ არის აუცილებელი: პირველი - თქვენი სიყვარული; მეორე - თქვენი მაგალითი და მესამე - თქვენ მიერ მორმონის წიგნის გამოყენება.

ჩვენ არ უნდა გვამოძრავებდეს პირადი ინტერესი; ეს უფრო უანგარო სიყვარულის გამოხატვა უნდა იყოს.7 ეს სიყვარული, რომელიც ცნობილია როგორც გულმოწყალება, ქრისტეს წმინდა სიყვარული, ჩვენი იქნება, თუკი ამას მოვინდომებთ. ჩვენ გვიწვევენ, გვიბრძანებენ კიდევაც, „ვილოცოთ მამისადმი მთელი გულის ძალით, რათა აღვივსოთ ამ სიყვარულით“.8

მაგალითად მოვიყვან და ლანეტ ჰო ჩინგის შემთხვევას, რომელიც ამჟამად მსახურობს მეუღლესთან, პრეზიდენტ ფრენცის ჰო ჩინგთან, ერთად. იგი სამოას აპიას მისიის პრეზიდენტია. და ჰო ჩინგი იხსენებს:

„წლების წინ ჩვენი ახალგაზრდა ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად პატარა სახლში ლაიეში, ჰავაიზე. ჩვენი სახლის მიშენება სტუდიოს ტიპის ბინად ვაქციეთ, სადაც ცხოვრობდა კაცი სახელად ჯონათანი. ჯონათანი ადრე ჩვენი მეზობელი იყო, როცა სხვაგან ვცხოვრობდით. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ უბრალო დამთხვევა არ იყო ის, რომ უფალმა კვლავ შეგვახვედრა ერთმანეთს, ამიტომ გადავწყვიტეთ, უფრო ღიად გვესაუბრა ჩვენს ეკლესიაზე და ღონისძიებებზე. ჯონათანს სიამოვნებდა ჩვენთან ურთიერთობა და ძალიან მოსწონდა ჩვენთან ერთად ყოფნა. მას მოსწონდა სახარების მოსმენა მაგრამ არ უნდოდა საეკლესიო ვალდებულებების აღება.

დროთა განმავლობაში ჩვენმა ბავშვებმა ჯონათანს ზედმეტ სახელად „ბიძია ჯონათანი“ დაარქვეს. ჩვენი ოჯახი იზრდებოდა, მასთან ერთად იზრდებოდა ჯონათანის ინტერესი ჩვენი ცხოვრების მიმართ. ჩვენი მოპატიჟება დღესასწაულებზე, დაბადების დღეებზე, სასკოლო ღონისძიებებზე გაფართოვდა ოჯახურ საღამომდე და ბავშვების ნათლობამდე.

„ერთხელ ჯონათანმა დამირეკა. მას დახმარება ესაჭიროებოდა. ჯონათანს დიაბეტი ჰქონდა და ტერფზე ძლიერი ინფექციის გამო მას ამპუტაცია სჭირდებოდა. ჩვენი ოჯახი, მეზობლები და მეურვეობის წევრები მას ამ რთულ დროში გვერდში ამოუდგნენ. ჩვენ საავადმყოფოში რიგრიგობით ვიმყოფებოდით, ვთავაზობდით მას სამღვდელოების კურთხევას. სანამ ჯონათანი რეაბილიტაციას გადიოდა, ჩვენ, მოწყალების საზოგადოების დებთან ერთად, მას ბინა დავულაგეთ. სამღვდელოებამ პანდუსი აუშენა, აბაზანაში კი მაოჯირი გაუკეთეს. როცა ჯონათანი სახლში დაბრუნდა, ის ემოციებით აღივსო.

„ჯონათანმა კვლავ დაიწყო მისიონერების გაკვეთილების გავლა. ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე მან დამირეკა და მკითხა: ახალი წლის ღამეს რას აკეთებთ? მე მას ჩვენი ყოველწლიური წვეულების შესახებ შევახსენე. მან კი მიპასუხა: მინდა, რომ ჩემს ნათლობაზე მოხვიდე! მე მინდა, სწორად დავიწყო ეს ახალი წელი’. 20 წლის „მოდი ნახე“-ს, „მოდი დაეხმარე“ და „მოდი და დარჩი“-ს შემდეგ ეს ძვირფასი სული მზად იყო ნათლობისთვის“.

2018 წ. როცა ჩემი მეუღლე მისიის პრეზიდენტად, მე კი მის მეწყვილედ მისიაში მოგვიწვიეს, ჯონათანის ჯანმრთლობა გაუარესდა. ჩვენ ვევედრებოდით მას, ძალა მოეკრიბა და ჩვენს დაბრუნებას დალოდებოდა. მან დაახლოებით ერთ წელი გაძლო, მაგრამ უფალი მას შნ დასაბრუნებლად ამზადებდა. ჯონათნი მშვიდად გარდაიცვალა 2019 წ. აპრილში. ჩემი ქალიშვილი „ბიძია ჯონათანის“ დაკრძალვას დაესწრო და იგივე სიმღერა შეასრულა, რაც მის ნათობაზე იმღერა.

მე მინდა, განვიხილო მეორე მოთხოვნა აღდგენის გზავნილის წარმატებული გაზიარებისთვის და დავსვა კითხვა: რა გახდის თქვენს მოწვევას მიმზიდველს? განა ეს თქვენ და თქვენი ცხოვრების მაგალითი არ არის? მრავალმა ადამიანმა, ვინც აღდგენის გზავნილი მოისმინა და წაიკითხა, თავიდანვე იმით მოიხიბლა, რაც იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებში შეუნიშნავთ. შეიძლება ეს იყო მათი ქცევა სხვების მიმართ, რაღაც, რაც მათ თქვეს ან არ თქვეს, მათი შეუდრეკლობა რთულ სიტუაციაში ან უბრალოდ მათი გარეგნობა.9

რაც არ უნდა იყოს ეს, ჩვენ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ საჭიროა, გვესმოდეს აღდგენილი სახარების პრინციპები და მაქსიმალურად ვცხოვრობდეთ მათი მიხედვით თუ გვინდა, რომ ჩვენი მოსაწვევი მიმზიდველი იყოს. დღეს ამას ხშირად გულწრფელობას უწოდებენ. თუ ჩვენში ქრისტეს სიყვარულია, სხვებს ეცოდინებათ, რომ ჩვენი სიყვარული მათდამი გულწრფელია. თუ ჩვენში სულიწმინდის სინათლე ანთია, ის მათში კვლავ აანთებს ქრისტეს ნათელს.10 ის, რანიც ხართ, მატებს გულწრფელობას თქვენს მოწვევას, მოვიდნენ და განიცადოთ იესო ქრისტეს სახარების სისრულის სიხარულს.

მესამე აუცილებელი პუნქტი, რომელსაც დავასახელებდი, არის მოქცევის იარაღის თავისუფალი გამოყენება, რომელიც უფალმა ჩაიფიქრა სახარების ამ ბოლო წყობისთვის ანუ მორმონის წიგნი. ეს არის ჯოზეფ სმითის წინასწარმეტყველური მოწოდების რეალური მოწმობა და იესო ქრისტეს აღდგომის ღვთიურობის მტკიცებულება. მის მიერ ჩვენი მამაზეციერის გამოსყიდვის გეგმის ახსნა შეუდარებელია. მორმონის წიგნის გაზიარებისას თქვენ აღდგენას აზიარებთ.

როცა ჯეისონ ოლსენი მოზარდი იყო, მას გამუდმებით აფრთხილებდნენ ოჯახის წევრები და სხვებიც, რომ არ გაქრისტიანებულიყო. თუმცა მას ჰყავდა ორი კარგი მეგობარი, ორივე უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი და ისინი ხშირად მსჯელობდნენ რელიგიაზე. მისი მეგობრები, შეი და დეივი, პატივისცემით ხვდებოდნენ სხვების არგუმენტებს, რომლებიც ჯეისონს იესო ქრისტეში რწმენის წინააღმდეგ დაუსახელეს. ბოლოს მათ ჯეისონს მორმონის წიგნი მისცეს და უთხრეს: „ეს წიგნი შეკითხვებზე პასუხებს გაგცემს. გთხოვთ, წაიკითხო იგი“. მან დიდი ენთუზიაზმის გარეშე აიღო წიგნი და ზურგჩანთაში ჩაიდო, სადაც რამდენიმე თვის მანძილზე იდო. მას არ უნდოდა წიგნის სახლში მიტანა, რომ ოჯახის წევრებს არ ენახათ იგი, თუმცა არც შეისა და დეივის განაწყენება არ სურდა, ამიტომაც არ აბრუნებდა მას. ბოლოსდაბოლოს მან წიგნის დაწვა გადაწყვიტა.

ერთხელ ღამე მან, ერთ ხელში სანთებელით და მეორეში მორმონის წიგნით, გადაწყვიტა ამ წიგნის დაწვა. ის-ის იყო, ცეცხლი უნდა წაეკიდებინა მისთვის, როცა გონებაში ხმა გაიგონა: არ დაწვა ჩემი წიგნი“. გაოგნებული, იგი შეჩერდა. შემდეგ, იფიქრა რა რომ მას ეს მოეჩვენა, კვლავ სცადა სანთებელის ანთება. კვლავ ჩაესმა ხმა გონებაში: „წადი ოთახში და წაიკითხე ჩემი წიგნი“. ჯეისონმა სანთებელა გვერდზე გადადო, საძინებელში დაბრუნდა, მორმონის წიგნი გადაშალა და კითხვა დაიწყო. იგი გადაბმულად კითხულობდა მას დღების განმავლობაში, ხშირად გათენებამდე. როცა იგი ბოლოში ჩავიდა და ილოცა, მან ჩაიწერა: „მე თხემით ტერფამდე სულიწმინდამ ამავსო. … სინათლით ავივსე. … ეს იყო ყველაზე სასიხარულო გამოცდილება, რომელიც ცხოვრების განმავლობაში მქონია“. მან მონათვლა მოინდომა და შემდეგ თავადაც მისიონერი გახდა.

ალბათ ამას არც სჭირდება თქმა, რომ გულწრფელი სიყვარულისა და სიალალის მიუხედავად მრავალი, თუ არა უმეტესობა, გვერდზე გაწევს ჩვენ მიერ მათთვის გაზიარებულ აღდგენის გზავნილს. მაგრამ გახსოვდეთ: ყველა იმსახურებს ამ მოწვევას. „ ყველა ერთია ღვთისთვის“,11 უფალი ხარობს ყოველი ჩვენი მცდელობით, მიუხედავად მისი შედეგისა; მოწვევაზე უარის მიღება არ არის ჩვენი ურთიერთობის დასრულების მიზეზი; დღევანდელი უინტერესობა შეიძლება ხვალ ინტერესში გადაიზარდოს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი სიყვარული უცვლელია.

ნურასოსეს დავივიწყებთ, რომ აღდგენა არის მძიმე განსაცდელისა და მსხვერპლის შედეგი. ეს ცალკე სასაუბრო თემაა. ჩვენ დღეს ვხარობთ აღდგენის ნაყოფით, რომლის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამ არის დედამიწაზე და ზეცაში შეკვრის ძალა.12 როგორც წლების წინ აგვიხსნა პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ, „აღდგენას, ამდენი მწუხარებისა და მძიმე შრომით მხოლოდ წმინდა მღვდლობის ჩაბეჭდვის ძალა რომ მოეტანა, რომლითაც ოჯახების სამარადისოდ ერთად შეკვრა გახდა შესაძლებელი, ეს ამად მაინც ღირდა“.13

აღდგენის საბოლოო დაპირებაა იესო ქრისტეს მეშვეობით გამოსყიდვა. იესო ქრისტეს აღდგომა არის მტკიცებულება იმისა, რომ მას აქვს ძალა, გამოისყიდოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოვა მასთან - გამოისყიდოს იგი მწუხარებისგან, უსამართლობისგან, სინანულისგან და სიკვდილისგანაც კი. დღეს ბზობაა; ერთი კვირის შემდეგ - აღდგომა. ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ქრისტეს ტანჯვა და სიკვდილი ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად და ჩვენ ვზეიმობთ ყველა კვირათა შორის ყველაზე შესანიშნავ კვირას - უფლის დღეს, როცა იგი მკვდრეთით აღდგა. იესო ქრისტეს აღდგომის გამო აღდგენას ეძლევა აზრი, ჩვენს მიწიერ ცხოვრებას აქვს აზრი და საბოლოო ჯამში, ჩვენს არსებობასაც აზრი ენიჭება.

ჯოზეფ სმითი, აღდგენის დიდი წინასწარმეტყველი, გვთავაზობს ჩვენი დროისთვის ყოვლისმომცველ დამოწმებას აღმდგარი, ცოცხალი ქრისტეს შესახებ: „იგი ცოცხლაია! ვინაიდან, ვიხილეთ იგი, თვით ღმერთის მარჯვენა მხარეს“.14 მე მორჩილად ვამატებ ჩემს მოწმობას ჯოზეფისას და მანამდე არსებულ ყველა მოციქულისა და წინასწარმეტყველის მოწმობას, რომ იესო ნაზარეველი არის დაპირებული მესია, ღვთის მხოლოდშობილი ძე და მთელი კაცობრიობისთვის აღმდგარი გამომსყიდველი.

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ისინი, ვინც ლოცვით სწავლობენ აღდგენის გზავნილს და რწმენით მოქმედებენ, იქნებიან დალოცვილნი და იპოვიან საკუთარ მოწმობას მის ღვთიურობაზე და მის დანიშნულებაზე - მოამზადოს სამყვარო ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს დაპირებული მეორე მოსვლისთვის“.15 ქრისტეს აღდგომა მის დაპირებებს ადასტურებს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.