გენერალური კონფერენცია
წინასწარმეტყველების აღსრულება
2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


წინასწარმეტყველების აღსრულება

იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენით აღსრულდა მრავალი წინასწარმეტყველება.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ჩემთვის დიდი პატივია, ვისაუბრო ამ ისტორიულ გენერალურ კონფერენციაზე, რომელიც ეთმობა ჯოზეფ სმითის პირველ ხილვას, რომელშიც მან წმინდა ტყეში იხილა მამა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე. ეს ხილვა გახდა დასწყისი სახარების დიდებული აღდგენისა და ამასთან დაკავშირებული მორმონის წიგნიდან ჩვენთვის გადმოცემული მღვდლობის უფლებამოსილების, გასაღებების, უფლის წმინდა ეკლესიის აღდგენის, ღვთის ტაძრების, ასევე წინასწარმეტყველებისა და მოციქულების, რომლებიც ამ უკანასკნელ დღეებში უძღვებიან საქმეს, .

ღვთიური ჩანაფიქრის მიხედვით ღვთის ძველი დროის წინასწარმეტყველები, როცა სულიწმინდა ალაპარაკებდა მათ, წინასწარმეტყველებდნენ აღდგენაზე და იმაზედ, რა მოხდებოდა ჩვენს დროში ანუ ბოლო წყობაში და ჟამთა სისრულეში. უშუალოდ ეს საქმე ადრინდელ წინასწარმჭვრეტთა „სულებში ცეცხლს ანთებდა“.1 ჟამთა ვითარებაში ისინი წინასწარმეტყველებდნენ, ჰქონდათ ხილვები და წინასწარჭვრეტდნენ ღვთის სასუფევლის მომავალს დედამიწაზე, რასაც ესაია უწოდებდა „გასაოცარი საოცრება“.2

იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენით აღსრულდა მრავალი წინასწარმეტყველება, უკანასკნელ დღეთა წინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ჩათვლით. მაგრამ დღეს ხაზგასმით აღვნიშნავდი რამდენიმე ჩემს საყავარელ წინასწარმეტყველებას. ესენი არიან, რაც მასწავლეს ჩემმა საყვარელმა დაწყებითი საზოგადოების მასწავლებლებმა და რაც ანგელოზი დედის კალთის ქვეშ ვისწავლე.

გამოსახულება
დანიელი ლომების ბუნაგში

დანიელმა, რომელმაც იესო ქრისტეს რწმენითა და ღვთის მსახურ ანგელოზთა ჩარევით შეაჩერა ლომები, იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ხილვაში იხილა ჩვენი დრო. როცა დანიელმა ბაბილონის მეფეს, ნაბუქოდონოსორს, სიზმარი აუხსნა, მან იწინასწარმეტყველა, რომ უფლის ეკლესია უკანასკნელ დღეებში აღდგებოდა, როგორც „მთას ხელუკვრელად მოსწყდა “ პატარა ქვა.3 „ხელუკვრელად “ ნიშნავს ღვთიური ჩარევით ანუ უფლის ეკლესია განდიდდება, სანამ არ მოიცავს მთელს დედამიწას და „უკუნისამდე არ დაიქცევა …[და] უკუნისამდე იდგება “.4

გამოსახულება
დანიელი ხსნის სიზმარს

ეს უდაო ჭეშმარიტებაა, რომ დანიელის სიტყვები სრულდება, რადგან ეკლესიის წევრები მთელს მსოფლიოში უყურებენ და უსმენენ დღეს ამ კონფერენციას.

თავდადებულმა პეტრე მოციქულმა აღწერა „ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს … დასაბამიდან“.5 პავლე მოციქულმა დაწერა, რომ ჟამთა სისრულეში ღმერთი „ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ “,6 „სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი “.7 მე ისე ძლიერად ვიგრძენი ეს წინასწარმეტყველებანი, როცა მონაწილეობას ვიღებდი იტალიის რომის ტაძრის მიძღვნის ცერემონიაში. ყველა წინასწარმეტყველი და მოციქული იქ იმყოფებოდა და მოწმობდა იესო ქრისტეზე, სამყაროს მხსნელზე, როგორც ამას პეტრე და პავლე მოციქულები აკეთებდნენ. ეკლესია არის ამ აღდგენის ცოცხალი მაგალითი, დებო და ძმებო, და ჩვენი წევრები უკვე დიდი ხნის წინ იყვნენ ამ ღვთიური წინასწარმეტყველებების მოწმენი.

გამოსახულება
წინასწარმეტყველები და მოციქულები იტალიაში, რომის ტაძართან

ეგვიპტელი იოსები წინასწარეტყველებდა, რომ უკანასკნელ დღეებში „წინასწარმჭვრეტს აღზრდის უფალი, ჩემი ღმერთი, რომელიც იქნება რჩეული წინასწარმჭვრეტი, ჩემი საზარდულის ნაყოფისათვის“.8 „და იგი აღასრულლებს [უფლის] საქმეს“.9 ჯოსეფ სმითი, აღდგენის წინასწარმეტყველი , იყო ეს წინასწარმჭვრეტი.

ასე წინასწარმეტყველებდა იოანე განმცხადებელი ყოვლისშემძლე ანგელოზის შესახებ, რომელიც თავს მოუყრიდა აღდგენის მნიშვნელოვან ელემენტებს ამ სიტყვებით: “ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, დედამიწის მკვიდრთათვის -- ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისთვის სახარებლად“.10 ის ანგელოზი მორონი იყო. მან იხილა ჩვენი დრო ისე, როგორც ეს ჩაწერილია მორმონის წიგნში. მსაგვს ვითარებაში მან ჯოზეფ სმითი მოამზადა მსახურებისთვის, ასევე მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ“ -ის თარგმნისთვის.

გამოსახულება
მორონის გამოცხადება ჯოზეფ სმითისადმი

სხვა წინასწარმეტყველებიც წინასწარმეტყველებდნენ ჩვენს დროზე. მალაქია საუბრობდა ილიაზე, „ის დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამის გულთან „.11 ილია მოევლინა, რის შედეგადაც დღეს გვაქვს 168 მოქმედი ტაძარი დედამიწის ზურგზე. ყოველი ტაძარი ემსახურება ღირსეულ წევრებს, რომლებიც დებენ წმინდა აღთქმებს და იღებენ კურთხეულ წეს-ჩვეულებებს საკუთარი თავისთვის და თავიანთი გარდაცვლილი წინაპრებისთვის. ეს მალაქიას მიერ აღწერილი წმინდა საქმე არის „შემქმნელის თავისი შვილებისადმი მარადიული დანიშნულების ადგილის გეგმის ცენტრალური ნაწილი“.12

ჩვენ ვცხოვრობთ ამ ნაწინასწარმეტყველებ დროში; ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც აკისრია იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის დაწყება; ჩვენ უნდა შევკრიბოთ ღვთის შვილები, რომელნიც გაიგებენ და მიიღებენ ჭეშმარიტებას, აღთქმებსა და მარადიული სახარების დაპირებებს. პრეზიდენტი ნელსონი ეძახის ამას „ყველაზე დიდ სირთულეს, ყველაზე დიდ მიზეზსა და ყველაზე დიდ საქმეს დღეს დედამიწაზე“.13 მე ვმოწმობ ამ სასწაულზე.

გამოსახულება
დურბანის ტაძრის მიძღვნა სამხრეთ აფრიკაში

მივიღე რა პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონისგან ამა წლის თებერვალში დავალება, ჩავატარე დურბანის სამხრეთ ამერიკის ტაძრის მიძღვნის ცერემონია. ეს იყო დღე, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მე ვიყავი წევრებთან, რომელნიც მოვიდნენ სახარებაში, როგორც ამას იერემია წინასწარმეტყველებდა დიდი ხნის წინ - „ერთი ქალაქიდან “, ორი გვარიდან“.14 იესო ქრისტეს დოქტრინა ყველას გვაერთიანებს მთელს მსოფლიოში როგორც ღვთის ძეებსა და ასულებს, დებსა და ძმებს სახარებაში. იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორ გამოვიყურებით ან ვიცვამთ, ჩვენ ვართ ერთნი, ერთი მამით ზეცაში, რომლის გეგმაც დასაბამიდან იყო და არის მისი ოჯახის გაერთიანება წმინდა სატაძრო აღთქმების დადებისა და დაცვის მეშვეობით.

წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა უწინასწარმეტყველა 1834 წ. ოჰაიოში, კირტლანდში, სკოლის შენობაში შეკრებილ მღვდლობის მატარებელთა ჯგუფს: „დღეს, ამ საღამოს, თქვენ ხედავთ ერთ მუჭა სამღვდელოებას, მაგრამ ეს ეკლესია აავსებს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას, იგი აავსებს მსოფლიოს“.15

ბოლო წლებში ეკლესიის წევრებთან შესახვედრად ვმოგზაურობდი მთელს მსოფლიოში. ჩემს ძმებს თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან ჰქონდათ მსგავსი დავალება. მაგრამ ვისი გრაფიკი შეედრება ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ ნელსონისას, რომელმაც ეკლესიის პრეზიდენტობის ორი წლის განმავლობაში წმინდანებთან შესახვედრად მოიარა „32 ქვეყანა და აშშ-ს ტერიტორიები“,16 რათა დაემოწმებინა ცოცხალი ქრისტეს შესახებ.

მახსოვს, როგორ მივიღე ახალგაზრდობაში მოწოდება მისიაში. მინდოდა, გერმანიაში მემსახურა, როგორც მამაჩემს, ჩემს ძმასა და სიძეს. საფოსტო ყუთისკენ გავიქეცი, არავის არ დაველოდე და კონვერტი გავხსენი. იქ ეწერა, რომ მომიწოდეს აღმოსავლეთი შტატების მისიაში, სათაო ოფისით ნიუ-იორკში. გული დამწყდა, ამიტომ შინ შევედი, წმინდა წერილი გადავშალე და ნუგეშის მოსაპოვებლად დავიწყე კითხვა. მოძღვრება და აღთქმებში ეწერა: „need a translation here , we only have up to section 83“.17 1833 წ. ჯოზეფ სმითისადმი მიცემული ეს წინასწარმეტყველება ჩემთვის გამოცხადება იყო. მაშინ დავრწმუნდი, რომ მომიწოდეს ზუსტად იმ მისიაში, სადაც უფალს უნდოდა, მემსახურა. ვასწავლიდი აღდგენისა და მისი მნიშვნელოვანი დასაწყისის შესახებ, როცა ჩვენმა მამაზეციერმა მიმართა ჯოზეფ სმითს და თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე. უსმინე მას“!18

ეკლესიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც გაკეთდა იესო ქრისტეს შობამდე 700 წლით ადრე: „და იქნება, უკანასკნელ დღეებში განმტკიცდება მთა უფლის სახლისა, მთების სათავესი დადგინდება, და … დინებას დაიწყებს მისკენ ყველა ერი.“19

წარმომიდგენია მილიონობით წევრი და მეგობარი, რომელნიც დღეს შემოგვიერთდნენ ტელევიზიის, ინტერნეტისა და სხვა საშუალებების მეშვეობით. ჩვენ თითქოს ერთად ვსხედვართ „მთის სათავეში“.20 ბრიგამ იანგმა თქვა ეს წინასწარმეტყელური სიტყვები: „ეს სწორი ადგილია“.21 წმინდანები, ზოგიერთი მათგანი ჩემი პიონერი წინაპრები, „მისი ნებითა და სურვილით, რომელიც აძლევს დედამიწის ხალხებს მითითებებს“, მუშაობდნენ როქი მაუნთინში სიონის ჩამოყალიბებაზე.22

გამოსახულება
სოლთ ლეიქის ტაძარი 2002 წ. ოლიმპიური თამაშების დროს

დღეს ვდგავარ ამ წმინდა მიწაზე, რომელმაც მილიონობით მნახველი მოიზიდა. 2002 წ. სოლთ ლეიქ სითი მასპინძლობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. ტაბერნაკალური გუნდი მღეროდა გახსნით ცერემონიაზე, ეკლესია სთავაზობდა მონაწილეებსა და სტუმრებს საკონცერტო პროგრამებს მრავალი ერის სახელით. ყოველთვის მეხსომება ტაძარი საღამოს ახალი ამბების კადრებში, რომლებსაც მთელი მსოფლიო უყურებდა.

გამოსახულება
ეკლესია და NAACP-ს ლიდერები

წლების განმავლობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტები, მეფეები, მოსამართლეები, პრემიერ მინისტრები, ელჩები და ოფიციალური პირები მრავალი სხვადასხვა კუნძულიდან ეწვივნენ სოლთ ლეიქ სითის და შეხვდნენ ჩვენს ხელმძღვანელებს. პრეზიდენტი ნელსონი მასპინძლობდა შეერთებული შტატების ორგანიზაციას - ფერადკანიანი ადამიანების განვითარების ეროვნულ ასოციაციას, რომელიც იბრძვის ყველა რასის თანაბარი უფლებებისთვის, დისკრიმინაციის გარეშე. მახსოვს, როგორ ვიდექი გვერდიგვერდ ამ მეგობრებთან და ხელმძღვანელებთან, როცა პრეზიდენტი ნელსონი შეუერთდა მათ და მოუწოდა „მეტი ცივილურობისა და რასობრივი ჰარმონიისკენ მსოფლიოში“.23

კიდევ ბევრი სხვა ადამიანი მოსულა ტაძრის მოედანზე და ისინი შეხვდენ ეკლესიის ხელმძღვანელებს სათათბიროდ. მაგალითად, გასულ წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ (დაგისახელებთ სულ რამდენიმეს) გაერთიანებული ერების 68-ე სამოქალაქო საზოგადოებრივ კონფერენციას, საერთაშორისო შეკრებას, რომელიც ამ ტიპის პირველი შეკრება იყო ნიუ-იორკის გარეთ. ჩვენ შევხვდით ვიეტნამის კომიტეტს რელიგიის საკითხებში, კუბის, ფილიპინების, არგენტინის, რუმინეთის, სუდანის, კატარისა და საუდის არაბეთის ელჩებს. ჩვენ ასევე შევხვდით მუსლიმთა სამყაროს ლიგის გენერალურ მდივანს.

რასაც აღვწერ არის ესაიას წინასწარმეტყველების აღსრულება, რომ უკანასკნელ დღეებში ერები მიედინებიან „უფლის სახლის მთისკენ“.24 სოლთ ლეიქის დიადი ტაძარი დგას ამ დიდებულებისა და მშვენიერების ცენტრში.

გამოსახულება
სოლთ ლეიქის ტაძარი, განათებული

ლანდშაფტმა კი არ მოიზიდა ადამიანები, თუმცა იგი დიდებულია; არამედ სუფთა რელიგიის არსმა, რაც ვლინდება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის სულში, ზრდაში, სიკეთეში, სულგრძელობაში და მის ადამიანებში; ჩვენს ღვთის მსგავსად სიყვარულში; ჩვენს ვალდებულებაში, ვიაროთ უფრო მაღალი გზით, რასაც ჯოზეფ სმითმა დაარქვა „ქრისტეს გზა“.25

ჩვენ არ ვიცით, როდის დაბრუნდება მხსნელი, მაგრამ ვიცით, რომ დაბრუნდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის გულით, გონებით, რათა ვიყოთ ღირსნი, დავხვდეთ მას და გვქონდეს პატივი, ვიყოთ ნაწილი იმისა, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო ამდენი ხნის წინ.

მე ვმოწმობ, რომ პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი არის უფლის წინასწარმეტყველი დედამიწაზე და მას გვერდში უდგანან ღვთის მიერ მოხმობილი მოციქულები, რომლებსაც მხარი დაუჭირეს როგორც წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტლებსა და განმცხადებლებს. ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, აღდგენა გრძელდება.

მე მინდა დავასრულო ჯოზეფ სმითის წინასწარმეტყველებით, სიტყვებით, რომლების ჭეშმარიტებასაც მე ვმოწმობ: „ვერც ერთი უწმიდური ხელი ვერ შეაჩერებს ამ საქმის წინსვლას; შეიძლება იყოს დევნა, ბრბო გაერთიანდეს, ჯარი შეიკრიბოს ერთად, სტიქია დაგვატყდეს თავს, მაგრამ ღვთის ჭეშმარიტება ივლის წინ თამამად, ღირსეულად და დამოუკიდებლად, სანამ არ შეაღწევს ყოველ კონტინენტზე, მოინახულებს ყოველ მხარეს, მოივლის ყველა ქვეყანას და გაიჟღერებს ყოველ ყურში, სანამ ღვთის მიზნები არ შესრულდება და დიადი იეღოვა არ იტყვის, რომ საქმე შესრულდა.26 მე ვმოწმობ, რომ ჯოზეფ სმითის ეს წინასწარმეტყველებანი იწყებს აღსრულებას.

მე გპირდებით, რომ თუ მიჰყვებით ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის შთაგონებულ რჩევას, მოციქულებისა და ეკლესიის სხვა ხელმძღვანელებს და ყურს დაუგდებთ ძველი დროის წინასწარმეტყველებს, რომლებმაც იწინასწარმეტყველეს ჩვენი დრო, თქვენ, ღრმად გულში და სულში, აღივსებით სულიწმინდითა და აღდგენის საქმით. მე გპირდებით, რომ იხილავთ ღვთის ხელს თქვენს ცხოვრებაში და იგრძნობთ მის სიყვარულს. იესო ქრისტეს სახელით, მადლიერებით აღდგენისთვის, მისი სახარებისთვისა და მისი ეკლესიისთვის, მისი შეუდარებელი სიყვარულის მტკიცებულებით, ამინ.