გენერალური კონფერენცია
შეძახილი: ოსანა
2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


შეძახილი: ოსანა

ახლა, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, აღვნიშნავთ რა ჯოზეფ სმითის მიერ მამისა და ძის პირველ ხილვას, შესაფერისი იქნებოდა, ერთად გაგვეხარა ოსანას შეძახილით.

ეს წმინდა შეძახილი ამ წყობაში პირველად გაჟღერდა კირტლანდის ტაძრის მიძღვნის ცერემონიაზე 1836 წ. 27 მარტს. ახლა იგი გვესმის ყოველი ტაძრის მიძღვნაზე. ეს არის მამისა და ძისათვის მიძღვნილი წმინდა ხარკი, არის რა სიმბოლო რეაქციისა, რომელიც შეკრებილმა ხალხმა გამოხატა მხსნელის ტრიუმფალური შესვლის დროს იერუსალიმში. იგი ასევე ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ჯოზეფმა გამოსცადა ეს დღე წმინდა ტყეში, კონკრეტულად კი, რომ მამა და ძე არის ორი დიდებული არსება, რომელსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ და ვადიდებთ.

ახლა გაჩვენებთ, როგორ ვაჟღერებთ ოსანას შეძახილს. მე ვთხოვ ჩვენს კოლეგებს მედიადან პატივისცემით და მოწიწებით მოეკიდონ ამას.

ყოველი მონაწილე იღებს სუფთა თეთრ ცხვირსახოცს, ერთ კუთხეში კიდებს მას ხელს და იქნევს მას, ამავდროულად ყველანი ერთად ამბობენ „ოსანა, ოსანა ღმერთო, დაგვიხსენ“. ამას იმეორებენ სამჯერ, შემდეგ ამბობენ „ამინ, ამინ, ამინ“. თუ თეთრი ცხვირსახოცი არ გაქვთ, შეგიძლიათ ხელი იქნიოთ.

დებო და ძმებო, ახლა გიწვევთ, ადგეთ და მიიღოთ მონაწილეობა ოსანას შეძახილში, რის შემდეგაც შევასრულებთ ჰიმნს ოსანა და „ღმერთის სული“1 .

დირიჟორის ნიშანზე გთხოვთ, შემოგვიერთდეთ „ღმერთის სულის“ შესრულებაში.

ოსანა, ოსანა, ღმერთო, დაგვიხსენ.

ოსანა, ოსანა, ღმერთო, დაგვიხსენ.

ოსანა, ოსანა, ღმერთო, დაგვიხსენ.

ამინ, ამინ, ამინ.

შენიშვნა

  1. Hymns, no. 2.