გენერალური კონფერენცია
უსმინე მას!
2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


უსმინე მას!

ჩვენმა მამაზეციერმა იცის, რომ როცა შიში და გაურკვევლობა შემოგვიტევს, ყველაზე მეტად დაგვეხმარება ღვთის ძის ხმის მოსმენა.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, რაოდენ მადლიერი ვარ, რომ ტექნიკის გამოყენებით ჩვენ შევძელით ერთმანეთთან შეხვედრა ამ კვირა დღეს, რათა თაყვანი ვცეთ ღმერთს. რა დალოცვილნი ვართ, რომ ვიცით: იესო ქრისტეს სახარება აღდგენილ იქნა დედამიწაზე!

ბოლო რამდენიმე კვირა მეტწილად ყველას პირად ცხოვრებაში პრობლემები გვქონდა. მიწისძვრები, ხანძრები, წყალდიდობები, დაავადებები და მათი შედეგები - ყოველივე ეს იწვევდა დღის წესრიგის დარღვევას, საკვების, სურსათის, სახსრების ნაკლებობას.

და ყოველივე ამის შუაგულში ყოფნისა მადლობას გიხდით, რომ არჩიეთ უფლის ხმის მოსმენა, რამეთუ შემოგვიერთდით გენერალურ კონფერენციაზე. სიბნელე, რომელიც იმატებს და თან სდევს არეულობას, იესო ქრისტეს სინათლეს კიდევ უფრო კაშკაშას ხდის. უბრალოდ დაფიქრდით იმ სიკეთეზე, რომლის კეთებაც შეუძლია ყოველ ჩვენგანს ამ გლობალური გადატრიალების დროს. თქვენი მხსნელისადმი სიყვარული და რწმენა შეიძლება გახდეს ვიღაცისთვის იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენის აღმოჩენის კატალიზატორი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მე და და ნელსონი ათასობით თქვენგანს შევხვდით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენ ვიკრიბებოდით გარეთ ან სასტუმროს დარბაზებში. სადაც კი არ ვიკრიბებოდით, ყველგან ვგრძნობდი, რომ ვიმყოფებოდი უფლის რჩეულ ხალხთან და რომ ჩემს თვალწინ ხდებოდა ისრაელის შეკრება.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, რომელსაც „ჩვენი წინაპრები ელოდნენ დიდი მღელვარებით“.1 ჩვენ წინა რიგებში ვსხედვართ, რათა გავხდეთ ცოცხალი მოწმენი იმისა, რაც წინასწარმეტყველმა ნეფიმ მხოლოდ ხილვაში იხილა, რომ „ღვთის კრავის ძალა“ მოეფინებოდა „უფლის აღთქმულ ხალხს, რომლებიც გაფანტულნი იყვნენ მთელი დედამიწის ზედაპირზე; და ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სამართლიანობით და ღმერთის ძალით, დიადი დიდებულებით“.2

თქვენ, ჩემო დებო და ძმებო, იმ მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების რიცხვში ხართ, ვინც ნეფიმ იხილა. დაფიქრდით ამაზე!

იმისგან დამოუკიდებლად, სად ცხოვრობთ ან რა პირობებში იმყოფებით, უფალი იესო ქრისტე თქვენი მხსნელია და ღვთის წინასწარმეტყველი, ჯოზეფ სმითი, თქვენი წინასწარმეტყველი. დედამიწის შექმნამდე წინასწარ იყო განსაზღვრული მისი ამ ბოლო წყობის წინასწარმეტყველობა, როცა წმინდანებისგან „არაფერი იქნება დაფარული“.3 გამოცხადება კვლავაც გადმოედინება უფლისგან აღდგენის ამ პროცესში.

რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ იესო ქრისტეს სახარება აღდგენილ იქნა დედამიწაზე?

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ და თქვენს ოჯახს შეგიძლიათ, სამუდამოდ ჩაიბეჭდოს ერთად! ეს ნიშნავს იმას, რომ რადგან მოინათლეთ იმ პირის მიერ, რომელსაც იესო ქრისტესგან აქვს უფლებამოსილება და დაგამტკიცეს მისი ეკლესიის წევრად, შეგიძლიათ დატკბეთ სულიწმინდის მუდმივი თანამგზავრობით. იგი წინ გაგიძღვებათ და დაგიცავთ. ეს ნიშნავს, რომ არასოდეს არ დარჩებით ნუგეშის გარეშე ან ღვთის ძალის გარეშე, რომელსაც დასახმარებლად მიმართავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მღვდლობის ძალას შეუძლია დაგლოცოთ, თუკი მიიღეთ საჭირო წეს-ჩვეულებები, დადეთ აღთქმები ღმერთთან და იცავთ მათ. ეს ჭეშმარიტებანი ჩვენი სულისთვის ღუზაა, განსაკუთრებით ამ დროს, როცა ქარიშხალი მზვინვარებს.

მორმონის წიგნში აღწერილია ორი დიდი ცივილიზაციის კლასიკური აღმავლობა და დაცემა. მათი ისტორია არის დემონსტრირება იმისა, რაოდენ ადვილია ჩვენთვის, ადამიანთა უმეტესი ნაწილისთვის, დავივიწყოთ ღმერთი, უარვყოთ უფლის წინასწარმეტყველთა გაფრთხილებანი, ვეძიოთ ძალა, პოპულარობა და ხორციელი სიამოვნება.4 ძველი დროის წინასწარმეტყველები გამუდმებით უცხადებდნენ ადამიანებს „დიდ და საოცარ რამეს, რაც მათ არ იწამეს“.5

ჩვენს დროშიც იგივე ხდება. წლების განმავლობაში დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან მქადაგებლის კათედრიდან ისმოდა დიადი, საოცარი სიტყვები. მაგრამ ადამიანების უმრავლესობამ არ მიიღო ეს ჭეშმარიტებანი - მათ ან არ იციან, სად ეძიონ ისინი6 ან კიდევ უსმენენ მათ, ვისაც არ აქვს სრული ჭეშმარიტება ან კიდევ უარყვეს ჭეშმარიტება მიწიერის გამო.

მოწინააღმდეგე ჭკვიანია. ათასწლეულისთვის მან სიკეთე ბოროტად შენიღბა, ბოროტს კი კეთილის ფორმა მისცა.7 მისი გზავნილები ხმამაღალა, თავხედური და თავმომწონეა.

ამავე დროს მამაზეციერის გზავნილები საოცრად განსხვავებულია. იგი გვესაუბრება უბრალოდ, ჩუმად, ისეთი საკვირველი უბრალოებით, რომ შეუძლებელია, ვერ გაუგო მას.8

მაგალითად, ყოველთვის, როცა იგი წარუდგენდა მოკვდავებს თავის მხოლოდშობილ ძეს, ნიშანდობლივია, რომ იგი ამას აკეთებდა სულ რამდენიმე სიტყვით. ფერისცვალების მთაზე ღმერთმა უთხრა პეტრეს, იაკობსა და იოანეს: „ეს აეის ჩემი საყვარელი ძე, უსმინე მას“.9 უძველეს მიწაზე, ბარაქიანზე, მან მიმართა ნეფიელებს სიტყვებით: „აჰა, ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე, რომელშიც ვადიდე სახელი ჩემი – უსმინეთ მას“.10 ჯოზეფ სმითს კი, იმ სიღრმისეულ განცხადებაში, რომლითაც დაიწყო ეს წყობა, ღმერთა უბრალოდ უთხრა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე. უსმინე მას!11

ახლა, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ამ სამ შემთხვევაში, სანამ მამა წარადგენდა თავის შვილს, ამ პროცესში ჩართული ადამიანები იმყოფებოდნენ შიშისა და გარკვეულ წილად სასოწარკვეთილების მდგომარეობაში.

მოციქულებს შეეშინდათ, როცა იხილეს იესო ქრისტე ფერისცვალების მთაზე, ღრუბლით გარშემორტყმული.

ნეფიელები შეშინდნენ, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი სიბნელისა და ნგრევის მოწმენი გახდნენ.

ჯოზეფ სმითიც ბნელი ძალების კლანჭებში იმყოფებოდა, სანამ ზეცა გაიხსნებოდა.

ჩვენმა მამაზეციერმა იცის, რომ როცა შიში და გაურკვევლობა შემოგვიტევს, ყველაზე მეტად ღვთის ძის ხმის მოსმენა დაგვეხმარება.

რადგან როცა ვეძიებთ, გავიგონოთ, ოღონდ ჭეშმარიტად გავიგონოთ, მისი ძის ხმა, ჩვენ მივიღებთ მითითებებს ნებისმიერი სიტუაციისთვის.

მოძღვრება და აღთქმებში პირველი სიტყვაა ყური დაუგდეთ.12 რაც ნიშნავს მოუსმინო იმ განზრახვით, რომ შეასრულო“.13 ყურის დაგდება ნიშნავს „უსმინე მას“ - უსმინე, რას ამბობს მხსნელი და შემდეგ შეისმინე მისი რჩევა. ამ ორი სიტყვით - „უსმინე მას“, ღმერთი გვაძლევს წარმატების, ბედნიერებისა და სიხარულის ნიმუშს ამ ცხოვრებისთვის. ჩვენ უნდა მოვისმინოთ უფლის სიტყვები, ყური დავუგდოთ მათ და შევისმინოთ, რაც უფალმა გვითხრა!

ჩვენ, ვცდილობთ რა, ვიყოთ იესო ქრისტეს მოწაფენი, უფრო მეტი მცდელობით უნდა მოვუსმინოთ მას . ამისთვის საჭიროა შეგნებული და თანმიმდევრული მცდელობები, რათა ყოველდღიური ცხოვრება ავავსოთ მისი სიტყვებით, მისი სწავლებებით, მისი ჭეშმარიტებით.

ჩვვენ უბრალოდ ვერ დავეყრდნობით იმ ინფორმაციას, რომელსაც ვაწყდებით მედიაში. ინტერნეტში განთავსებული მილიარდობით სიტყვა, საბაზრო ეკონომიკით გაჟღენთილი სამყარო, რომელიც გამუდმებით ირღვევა მოწინააღმდეგის ხმაურიანი, საძაგელი მცდელობებით, სად შეგვიძლია უფლის მოსმენა?

ჩვენ შეგვიძლია, წმინდა წერილს მივმართოთ. იგი გვასწავლის იესო ქრისტეს, მის სახარების, მის გამოსყიდვის სიდიადისა და ჩვენი ზეციური მამის ბედნიერების გეგმისა და გამოსყიდვის შესახებ. ღვთის სიტყვაში ყოველდღიური ჩაძირვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სულიერი გადარჩენისთვის, განსაკუთრებით ამ არეულობისას, რომელიც უფრო და უფრო იმატებს. თუ ჩვენ ქრისტეს სიტყვებით ვნადიმობთ, ქრისტეს სიტყვები გვეტყვის, როგორ გავუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რომლებსაც გვეგონა, რომ ვერ დავძლევდით.

ჩვენ ასევე შეგვიძლია, მოვუსმინოთ მას ტაძარში. უფლის სახლი არის განკურნების სახლი. იქ უფალი თავისი მიდგომით ასწავლის. იქ ყოველი წეს-ჩვეულება ასწავლის მხსნელის შესახებ. იქ ჩვენ ვსწავლობთ, როგორ გავარღვიოთ საბურველი და უფრო მკაფიოდ ვესაუბროთ ზეცას. ვიქ ჩვენ ვსწავლობთ, როგორ უარვყოთ მოწინააღმდეგე და დავეყრდნოთ უფლის მღვდლობის ძალას ჩენი და ჩვენთვის საყვარელი ადამიანების გასაძლიერებლად. რაოდენ მონდომებულად უნდა ვეძიოთ იქ თავშესაფარი!

როცა მოიხსნება COVID-19 დაკავშირებული დროებითი შეზღუდვები გთხოვთ, დაგეგმეთ ტაძარში მსახურებისთვისა და ღვთისთაყვანისცემისთვის რეგულარული დრო. ამ დროის ყოველი წუთი დაგლოცავთ თქვენ და თქვენს ოჯახს ისე, როგორც სხვა არაფერი . იქ ყოფნისას დაუთმეთ დრო თქვენი გრძნობებისა და მოსმენილის გააზრებას. სთხოვეთ უფალს, გასწავლოთ, როგორ გახსნათ ცა იმისთვის, რომ დაილოცოს თქვენი და იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც გიყვართ და ემსახურებით.

რადგან ამჟამად ტაძარში ღვთის თაყვანისცემა შეუძლებელია, მე გიწვევთ, მეტად ჩაერთოთ ოჯახურ ისტორიაში, მათ შორის ოჯახური ისტორიის ძიებასა და ინდექსირებაში. გპირდებით, რომ როცა ტაძარსა და ოჯახურ ისტორიას მეტ დროს დაუთმობთ, გაუმჯობესდება თვენი შესაძლებლობა, მოუსმინოთ უფალს.

ჩვენ ასევე უკეთესად მოვუსმენთ მას, თუ დავხვეწავთ სულიწმინდის ჩურჩულის ამოცნობის უნარს. არასდროს არ ყოფილა ასე მნიშვნელოვანი, როგორც ახლა, ვიცოდეთ, როგორ გვესაუბრება სულიწმინდა. სამებაში სულიწმინდას მიუძღვის მაცნის როლი. იგი ისეთ აზრებს შემოიტანს თქვენს გონებაში, რომელთა მიღებაც მამაზეციერსა და მის ძეს სურთ თქვენთვის. იგი ნუგეშისმცემელია. იგი თქვენ გულს სიმშვიდის გრძნნობას მოჰგვრის. იგი მოწმობს ჭეშმარიტებაზე და დაგიდასტურებთ იმას, რაც მართალია, როცა თქვენ გაიგონებთ და წაიკითხავთ უფლის სიტყვას.

მე კვლავ შეგევედრებით, ყველაფერი მოიმოქმედოთ იმისთვის, რომ გაზარდოთ პირადი გამოცხადების მიღების სულიერი შესაძლებლობა.

ასე რომ მოიქცევით უკეთ გეცოდინებათ, როგორ იცხოვროთ, რა მოიმოქმედოთ კრიზისის დროს და როგორ ამოიცნოთ და გვერდი აუაროთ მოწინააღმდეგის ცდუნებასა და ტყუილებს.

და ბოლოს, ჩვენ ვუსმენთ მას, როცა ყურს ვუგდებთ წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტლებსა და განმცხადებლებს. იესო ქრისტეს ხელდასხმული მოციქულები ყოველთვის მოწმობენ მასზე. ისინი მიგვითითებენ გზას, როცა ჩვენ დამოუკიდებლად ვცდილობთ, გავიკვლიოთ გზა მიწიერი ცხოვრების სულისშემძვრელ ლაბირინთში.

რა მოხდება, როცა თქვენ უფრო გამიზნულად მოუსმენთ, ყურს დაუგდებთ და შეისმენთ მხსნელის ნათქვამს და იმას, რასაც იგი ახლა ამბობს თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით? მე გპირდებით, რომ თქვენ დამატებითი დალოცვის სახით მიიღებთ ცდუნებასთან, სირთულეებთან და სისუსტეებთან ბღძოლის უფრო დიდ ძალას. მე გპირდებით სასწაულებს თქვენს ქორწინებაში, ოჯახურ ურთიერთობებში და ყოველდღიურ საქმიანობაში. და გპირდებით, რომ გაიზრდება თქვენი სიხარულის აღქმის უნარი, მაშინაც კი, როცა თქვენს ცხოვრებაში მღელვარება მოიმატებს.

ეს 2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია არის დრო, როდესაც ვიხსენებთ მოვლენას, რომელმაც მთელი სამყარო შეცვალა. ჯოზეფ სმითის პირველი ხილვის 200 წლისადმი მიძღვნილ იუბილეს მოლოდინში პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა საბჭო ფიქრობდა იმაზე, რა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ სათანადოდ აღგვენიშნა ეს არაჩვეულებრივი მოვლენა.

ამ თეოფანიის შედეგად დაიწყო იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენა და ჟამთა სისრულის შემობრძანება.

ჩვენ ძეგლის დადგმაზეც ვფიქრობდით. მაგრამ როცა განვიხილეთ პირველი ხილვის უნიკალური ისტორიული და საერთაშორისო გავლენა, გაგვიჩნდა ძლიერი გრძნობა, რომ ეს ძეგლი უნდა შექმნილიყო არა გრანიტისგან ან ქვისგან, არამედ სიტყვებისგან - საზეიმო, წმინდა მოწოდების სიტყვებისგან, რომელნიც დაიწერებოდა და არა ამოიტვიფრებოდა „ქვის ფიცრებზე“, უფრო მეტიც, აღიბეჭდებოდა ჩვენი გულების „ხორციელ ფიცრებზე“.14

ეკლესიის დაარსების დღიდან მხოლოდ ხუთი მოწოდება გამოქვეყნდა, მათ შორის ბოლო იყო „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“, რომელიც 1995 წ. წარადგინა პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ.

ახლა, როცა განვიხილავთ ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ მონაკვეთს მსოფლიო ისტორიაში და უფლის დავალებას - იესო ქრისტეს მეორე მოსვლამდე შევაგროვოთ გაფანტული ისრაელი, ჩვენ, პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა საბჭო, ვაქვეყნებთ შემდეგ მოწოდებას სათაურით „იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენა: ამ მოვლენის ორასი წლისადმი მიძღვნილი მოწოდება მსოფლიოს“. ავტორები: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა საბჭო. დათარიღბული: 2020 წ. აპრილი დღევანდელი გამოსვლისვის წინასწარ ჩავწერე ეს მოწოდება წმინდა ტყეში, სადაც ჯოზეფ სმითმა პირველად იხილა მამა და ძე.

„ჩვენ საზეიმოდ ვაცხადებთ, რომ ღმერთს უყვარს თავისი შვილები მსოფლიოს ყველა ხალხში. მამაღერთმა გვიბოძა ღვთიური დაბადება, შეუდარებელი სიცოცხლე და თავისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს უსაზრვრო გამომსყიდველი მსხვერპლი. მამის ძალის მეშვეობით იესო კვლავ აღდგა და გაიმარჯვა სიკვდილზე. ის არის ჩვენი გამომსყიდველი, მაგალითი და მხსნელი.

„ორასი წლის წინ, 1820 წ. გაზაფხულის ლამაზ დილას ახალგაზრდა ჯოზეფ სმითი წავიდა სახლთან ახლოს მდებარე ტყეში, აშშ-ს ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ მხარეს, რათა ელოცა და გაეგო, რომელ ეკლესიას შეერთებოდა. მას ჰქონდა საკუთარი სულის ხსნასთან დაკავშირებული კითხვები და სწამდა, რომ ღმერთი მიუთითებდა გზას.

„მორჩილებით ვაცხადებთ, რომ პასუხად ამ ლოცვაზე მამა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, მოევლინნენ ჯოზეფს და დაიწყო ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები „ყველაფრის აღდგენა“ (საქმენი 3:21). ამ ხილვაში მან შეიტყო, რომ თავდაპირველი წინასწარმეტყველების სიკვდილის შემდეგ ქრისტეს აზალი აღთქმის ეკლესია აღარ არსებობდა დედამიწაზე. ჯოზეფი იქნებოდა მისი დაბრუნების იარაღი.

„ჩვენ ვამტკიცებთ, მამისა და ძის ხელმძღვანელობით ჯოზეფს მოევლინნენ ზეციური მაცნეები მითითებების მისაცემად და იესო ქრისტეს ეკლსიის აღსადგენად. აღმდგარმა იოანე ნათლისმცემელმა აღადგინა წყალში სრული ჩაძირვით, ცოდვების მისატევებელი ნათლობის უფლებამოსილება. პირველთაგან სამმა მოციქულმა - პეტრემ, იაკობმა და იოანემ აღადგინეს მოციქულობა და მღვდლობის გასაღებები. ასევე მოევლინნენ სხვებიც, ილიას ჩათვლით, რომლებმაც აღადგინეს ოჯახების სამუდამოდ გაერთიანების უფლებამოსილება მარადიულ ურთიერთობებში, რაც სცდება სიკვდილის ჩარჩოებს.

„ჩვენ ასევე ვმოწმობთ, რომ ჯოზეფ სმითს ებოძა ღვთის ძალა და ძღვენი, ეთარგმნა უძველესი ჩანაწერი - მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ. ამ წმინდა ტექსტის ფურცლები მოიცავს აღდგომიდან მალევე დასავლეთ ნახევარსფეროში იესო ქრისტეს პირადი მსახურების ჩანაწერს . იგი ასწავლის ცხოვრების აზრის შესახებ და გვიხსნის ქრისტეს სწავლებას, რაც ამ მიზნის ცენტრალური ნაწილია. მორმონის წიგნი, არის რა ბიბლიის თანმხლები, მოწმობს, რომ ყოველი ადამიანი არის მოსიყვარულე ზეციური მამის ძე ან ასული, რომ მას აქვს ღვთიური გეგმა ჩვენი ცხოვრებისთვის და რომ მისი ძე, იესო ქრისტე, დღესაც გვესაუბრება ისევე, როგორც ძველ დროში.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია, რომელიც დაარსდა 1830 წ. 6 აპრილს, არის ქრისტეს ახალი აღთქმის აღდგენილი ეკლესია. ეკლესიამ მყარად დაისადგურა თავისი ქვაკუთხედის, იესო ქრისტეს, სრულყოფილ ცხოვრებაში, მის გამოსყიდველ ძალასა და მის აღდგენაში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იესო ქრისტემ კიდევ ერთხელ მოიხმო მოციქულები და უბოძა მათ მღვდლობის უფლებამოსილება. იგი გვიწვევს ყველას, მივიდეთ მასთან და მის ეკლესიასთან, რათა მივიღოთ სულიწმინდა, ხსნის წეს-ჩვეულებები და ხანგრძლივი სიხარული.

„ორასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მამაღმერთმა და მისმა საყვარელმა ძემ, იესო ქრისტემ, დაიწყეს აღდგენა. მილიონობით ადამიანმა მთელს მსოფლიოში მიიღო ამ ნაწინასწარმეტყველები მოვლენების ცოდნა.

„ჩვენ სიხარულით ვაცხადებთ, რომ დაპირებული აღდგენა გრძელდება უწყვეტი გამოცხადებების მეშვეობით. დედამიწა აღარ იქნება ისეთივე, რადგან ღმერთი „ქრისტეში მოუყრის თავს ყოველივეს“ (ეფესელთა 1:10).

„მადლიერებითა და მოწიწებით ჩვენ, უფლის მოციქულები, გიწვევთ ყველას, შეიტყოთ, რამეთუ ჩვენ ეს ვიცით, რომ ზეცა გახსნილია. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ღმერთი აცხადებს თავის ნებას თავის საყვარელ ძეთა და ასულთა მიმართ. „ჩვენ ვმოწმობთ, რომ ისინი, ვინც ლოცვით სწავლობენ აღდგენის გზავნილს და რწმენით მოქმედებენ, იქნებიან დალოცვილნი და იპოვიან საკუთარ მოწმობას მის ღვთიურობაზე და მის დანიშნულებაზე - მოამზადოს სამყვარო ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს დაპირებული მეორე მოსვლისთვის“.15

საყვარელო დებო და ძმებო, ეს არის ჩვენი ორასი წლისადმი მიძღვნილი მოწოდება მსოფლიოს იესო ქრისტეს სახარების სისრულეში აღდგენასთან დაკავშირებით. იგი ითარგმნა 12 ენაზე. მალე სხვა ენებიც დაემატება. იგი მაშინვე იქნება ხელმისაწვდომი ეკლესიის ვებგვერდზე, საიდანაც შეძლებთ მის დაკოპირებას. შეისწავლეთ იგი დამოუკიდებლად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. დაფიქრდით ჭეშმარიტებაზე და იმ გავლენაზე, რომელსაც იქონიებს ეს ჭეშმარიტება თქვენს ცხოვრებაზე, თუკი თქვენ მოისმენთ მას, ყურს დაუგდებთ და შეისმენთ იმ მცნებებსა და აღთქმებს, რომელნიც მას მოჰყვება.

მე ვიცი, რომ ჯოზეფ სმითი წინასწარ განსაზღვრული წინასწარმეტყველია, რომელიც უფალმა აირჩია ამ ბოლო წყობის დასაწყებად. მისი მეშვეობით უფლის ეკლესია აღდგენილ იქნა დედამიწაზე. ჯოზეფმა სისხლით ჩაბეჭდა თავისი მოწმობა. როგორ მიყვარს იგი და პატივს ვცემ!

ღმერთი ცოცხალია! იესო არის ქრისტე! მისი ეკლესია აღდგენილ იქნა! იგი თავის მამასთან, ჩვენს მამაზეციერთან ერთად, ზრუნავს ჩვენზე. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.