გენერალური კონფერენცია
დიადი გეგმა
2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


დიადი გეგმა

ჩვენ, ვინც ვიცით ღვთის გეგმა და ვინც დავდეთ აღთქმა მასში მონაწილეობისთვის, გვაკისრია ვალდებულება, ვასწავლოთ ეს ჭეშმარიტებანი.

ამ განსაკუთრებული განსაცდელებისა და სირთულეების შეაგულშიც კი ჭეშმარიტად დალოცვილნი ვართ! ამ გენერალურმა კონფერენციამ უხვად გადმოღვარა ჩვენზე იესო ქრისტეს სახარების აღდგენის ფასეულობა და სიხარული. ჩვენ ვხარობთ მამისა და ძის ხილვით, რამაც აღდგენას დაუდო საფუძველი. ჩვენ შეგვახსენეს მორმონის წიგნის საოცარი გამოჩენის შესახებ, რომლის ძირითადი ნაწილია, იესო ქრისტესა და მისი სწავლების დამოწმება. ჩვენ დავტკბით აღდგენის რეალობის სიხარულით, პირადად თუ წინასწარმეტყველებთან ერთად. მოვისმინეთ ძვირფასი დამოწმებები იესო ქრისტეს უსასრულო გამოსყიდვასა და მის აღდგომაზე. ჩვენ ასევე გვასწავლეს უფლის სახარების სხვა ჭეშმარიტებანი, რომელნიც გაუმხილეს ჯოზეფ სმითს მას შემდეგ, რაც მამა ღმერთმა განუცხადა ამ ახლად მოხმობილ წინასწარმეტყველს: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე. უსმინე მას!„(ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:17–17).

ჩვენი ცოდნა სამღვდელოებისა და მის გასაღებების აღდგენის შესახებ განმტკიცდა. ჩვენ ხელახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვიქვათ უფლის აღდგენილი ეკლესია მისთვის შესაფერისი სახელით - უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია. ჩვენ ასევე მოგვიწვიეს, შევუერთდეთ ყველას ლოცვაში და მარხვაში, რათა შევამციროთ ამ გამანადგურებელი საერთაშორისო პანდემიის ამჟამინდელი და შესაძლო შედეგები. ამ დილით ჩვენ შთაგვაგონა უფლის ცოცხალმა წინასწარმეტყველმა, რომელმაც წარადგინა აღდგენის ისტორიული მოწოდება. ჩვენ ვამტკიცებთ იმ განცხადებას, რომ „ისინი, ვინც ლოცვით სწავლობენ აღდგენის გზავნილს და რწმენით მოქმედებენ, იქნებიან დალოცვილნი და იპოვიან საკუთარ მოწმობას მის ღვთიურობაზე და მის დანიშნულებაზე - მოამზადოს სამყვარო ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს დაპირებული მეორე მოსვლისთვის“.1

გეგმა

ყოველივე ეს არის ღვთიური გეგმის ნაწილი, რომლის მიზანია, დაეხმაროს ღვთის შვილებს, ამაღლდნენ და დაემსგავსონ უფალს. გამოცხადებული აღდგენაში, წმინდა წერილში ნახსენები როგორც „ბედნიერების დიადი გეგმა“, „გამოსყიდვის გეგმა“ და „ხსნის გეგმა“ (ალმა 42:8, 11,5), დაიწყო თათბირით ზეცაში. ჩვენ, როგორც სულებმა, მოვისურვეთ მარადიული ცხოვრების მიღწევა, რომლითაც ჩვენი ზეციური მშობლები ტკბებოდნენ. იმ დროს ჩვენ მივაღწიეთ შესაძლებლობების მაქსიმუმს ფიზიკური სხეულისა და მიწიერი ცხოვრების გამოცდილების გარეშე. ამ გამოცდილების უზრუნველსაყოფად მამა ღმერთმა დაგეგმა დედამიწის შექმნა. ამ დაგეგმილ მიწიერ ცხოვრებაში ჩვენ გავისვრებოდით ცოდვაში, რადგან სულიერი ზრდისთვის საჭირო წინააღმდეგობების წინაშე დავდგებოდით. ჩვენ ასევე გავხდებოდით ფიზიკური სიკვდილის საგანი. ჩვენი ცოდვისა და სიკვდილისგან ხსნისთვის მამაზეციერის გეგმით მხსნელი უნდა მოვლენილიყო. მისი აღდგომა ყველას გამოისყიდიდა სიკვდილისგან, მისი გამომსყიდველი მსხვერპლი კი გადაიხდიდა იმის საფასურს, რომ ყველა განწმენდილიყო ცოდვისგან, რაც არის ზრდისთვის აუცილებელი პირობების ნაწილი. იესო ქრისტეს ეს გამოსყიდვა მამაზეციერის გეგმის ცენტრალური ნაწილია.

ზეცაში თათბირისას ღვთის ყოველ სულიერ შვილს გააცნეს მამის გეგმა, მიწიერი შედეგებისა და სირთულეების, ზეციური დახმარებისა და დიდებული საბოლოო დანიშნულების მიღწევის ჩათვლით. ჩვენ თავიდანვე ვიხილეთ დასასრული. მოკვდავთა უთვალავმა სულმა, რომლებიც ოდესმე დაბადებულან ამ ქვეყნად, აირჩიეს მამის გეგმა და იბრძოდნენ მისთვის შემდგომ გამართულ შეჯიბრში. მრავალმა ასევე დადო აღთქმა მამასთან იმასთან დაკავშირებით, რას მოიმოქმედებდნენ მიწიერი ცხოვრების დროს. ჩვენ არ გაგვიმხილეს, როგორ, მაგრამ ჩვენი მოქმედებები სულების სამყაროში მოახდენდნენ გავლენას ჩვენს ვითარებაზე მიწიერ ცხოვრებაში.

მიწიერი ცხოვრება და სულების სამყარო

ახლა შევაჯამებ მამაზეციერის გეგმის რამდენიმე პრინციპულ საკითხს, რადგან ისინი ახდენენ ჩვენზე გავლენას მიწიერი მოგზაურობისას და შემდგომ სულების სამყაროში.

მიწიერი ცხოვრების მიზანი და შემდგომი შესაძლებელი ზრდა არის ღვთის მემკვიდრეთა ხვედრი, რათა ისინი დაემსგავსონ მას. ეს არის მამაზეციერის სურვილი ყოველი მისი შვილისთვის. ამ სასიხარულო დანიშნულების ადგილის მისაღწევად მარადიული კანონები მოითხოვს, განვიწმინდოთ იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით, რათა შევძლოთ მამისა და ძის გარემოცვაში ყოფნა და დავტკბეთ ამაღლების კურთხევებით. როგორც მორმონის წიგნი გვასწავლის, უფალი გვიწვევს „ყველას, მოვიდნენ მასთან და იგემონ მისი სიკეთე; და არავის არ ეუბნება უარას, ვინც მასთან მიდის, შავს თუ თეთრს, მონასა თუ თავისუფალს, მამრსა თუ მდედრს; და ახსოვს მას კერპთაყვანისმცემელნიც და ყველა ერთია ღვთისთვის“ (2 ნეფი 26:33; იხ. ასევე ალმა 5:49).

ღვთიური გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა გავხდეთ რანიც საბოლოო ჯამში უნდა ვიყოთ, მოითხოვს ჩვენგან, უარი ვთქვათ ბოროტის არჩევანზე, რომელიც აცდუნებს მოკვდავებს, იმოქმედონ ღვთის მცნებებისა და მისი გეგმის საწინააღმდეგოდ. იგი ასევე მოითხოვს, სხვა მიწიერმა წინააღდეგობამაც იქონიოს ჩვენზე გავლენა, როგორიცაა სხვების ცოდვები ან თანდაყოლილი დეფექტები. ზოგჯერ ჩვენთვის საჭირო ზრდას უკეთ ვახერხებთ ტანჯვისა და უბედურების გზით და არა კომფორტში და სიმშვიდეში. და არცერთი ამ მიწიერი წინააღმდეგობებიდან ვერ მიაღწევდა მარადიულ დანიშნულებას, ღვთური ჩარევის შედეგად რომ გავთავისუფლებულიყავით მიწიერების არასასურველი შედეგებისგან.

ეს გეგმა გვიმხელს ჩვენს საბოლოო დანიშნულებას მარადისობაში, მიწიერ ცხოვრებაში ჩვენი მოგზაურობის მიზანსა და პირობებს და ზეციურ დახმარებას, რომელსაც მივიღებთ. ღვთის მცნებები გვაფრთხილებს სახიფათო ვითარებაში ყოფნის შესახებ. შთაგონებული ხელმძღვანელების სწავლებანი წინ მიგვიძღვის და გვაძლევს გარანტიას, რაც გვეხმარება მარადიულ მოგზაურობაში.

ღვთის გეგმა გვაძლევს ოთხ დიდ გარანტიას, რომელიც გვეხმარება ჩვენს მოგზაურობაში მიწიერ ცხოვრებაში. ყოველი მათგანი გვეძლევა ამ გეგმის ცენტრალური ნაწილის, იესო ქრისტეს გამოსყიდვის, მეშვეობით. პირველი გარანტია არის ის, რომ უფლის ტანჯვის მეშვეობით შევძლებთ ცოდვებისგან განწმენდას, თუკი ამ ცოდვებს მოვინანიებთ. და ამის შემდეგ საბოლოო მსაჯული „აღარ [გაიხსენებს] მათ“ (მოძღვრება და აღთქმები 58:42).

მეორე გარანტიაა ის, რომ უფალმა აიღო თავის თავზე ყველა ჩვენი მიწიერი უძლურება, რაც მხსნელის გამოსყიდვის ნაწილია. ეს გვრთავს ნებას, მივიღოთ ღვთიური დახმარება და ძალა, ავიტანოთ მიწიერი ცხოვრების გარდაუვალი ტვირთი, პირადი თუ საერთო, როგორიცაა ომი და ეპიდემიები. მორმონის წიგნი ძალიან ნათლად აღწერს გამოსყიდვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ძალას. მხსნელმა აიღო საკუთარ თავზე „თავისი ხალხის ტკივილი და ავადმყოფობა [და უძლურობა]. … ის აიღებს თავის თავზე მათ უძლურებას, რათა მისი წიაღი მოწყალებით აღივსოს ხორციელისამებრ, რათა მან შეიცნოს ხორციელის შესაბამისად, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მისივე უძლურების შესაბამისად“ (ალმა 7:11–12).

მესამე: მხსნელი, თავისი უსაზღვრო გამოსყიდვის მეშვეობით, აბათილებს სიკვდილის გარდაუვალობას და გვაძლევს სასიხარულო გარანტიას იმისა, რომ ყველანი აღვსდგებით. მორმონის წიგნი გვასწავლის: „ეს აღდგენა ყველასთან მოვა, მოხუცთან და ახალგაზრდასთან, მონასთან და თავისუფალთან, მამრთან და მდედრთან, ბოროტთან და მართალთან; თმის ღერიც არ დაეკარგებათ მათ ; არამედ ყველაფერი აღდგება თავის სრულყოფილ სხეულში“. (ალმა 11:44).

ჩვენ ვზეიმობთ აღდგომის რეალობას ამ აღდგომის სეზონზე. ეს გვაძლევს ძალასა და ხედვას მიწიერი სირთულეების დასაძლევად, რომლების წინაშეც ყოველი ჩვენგანი და ჩვენთვის საყვარელი ადამიანი აღმოჩნდება; ეს შეიძლება იყოს ფიზიკური, მენთალური ან ემოციური ნაკლოვანებები, რომლებიც თანდაყოლია ან მივიღეთ მიწიერი ცხოვრებისას. აღდგომის გამო ჩვენ ვიცით, რომ ეს მიწიერი ნაკლოვანებები მხოლოდ დროებითია.

აღდგენილი სახარება გვაძლევს გარანტიას, რომ აღდგომა მოგვიტანს ჩვენი ოჯახის წევრებთან ანუ მეუღლეებთან, შვილებთან და მშობლებთან, ყოფნის საშუალებას. ეს ძლიერ გვამხნევებს, შევასრულოთ ჩვენი ოჯახური ვალდებულებები მიწიერ ცხოვრებაში. ეს გვეხმარება, ერთად ვიცხოვროთ სიყვარულში ამ მიწიერ ცხოვრებაში და ველოდოთ სასიხარულო გაერთიანებას და ურთიერთობებს მომავალ ცხოვრებაში.

მეოთხე და ბოლო გარანტია: თანამედროვე გამოცხადება გვასწავლის, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ჩვენი წინსვლა დასრულდეს მიწიერ ცხოვრებასთან ერთად. ამ მნიშვნელოვანი გარანტიის შესახებ ბევრი რამ არ გამხელილა. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს ცხოვრება არის დრო ადამიანისთვის, მოემზადოს ღმერთთან შესახვედრად და ჩვენ არ უნდა გადავდოთ მონანიება (იხ. ალმა 34:32–33). და მაინც, ჩვენ გვასწავლიან, რომ სულების სამყაროში სახარებას უქადაგებენ „ბოროტებს და ურჩებს, რომლებმაც უარყვეს ჭეშმარიტება“ (მოძღვრება და აღთქმები 138:29) და რომ ვისაც ასწავლიან ამას, შეუძლიათ მოინანიონ საბოლოო განკითხვის მოსვლამდე (იხ. მუხლები 31-34, 57-59).

აი რამდენიმე ძირითადი პრინციპი მამაზეციერის გეგმიდან:

იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება გვაძლევს არნახულ პერსპექტივას უმანკოების, ქორწინებისა და შვილების გაჩენის საკითხებში. იგი გვასწავლის, რომ ქორწინება აუცილებელია ღვთის გეგმის მიზნის აღსასრულებლად, მიწიერი დაბადებისთვის ღვთიური დანიშნულების პირობების უზრუნველყოფისთვის და ოჯახის წევრების მარადიული სიცოცხლისათვის მოსამზადებლად. „ქორწინება ღმერთმა ადამიანს დაუწესა“, - თქვა უფალმა, „… რომ დედაიწამ შეასრულოს თავისი შექმნის დანიშნულება „(მოძღვრება და აღთქმები 49:15-16). ეს გეგმაში, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება ზოგიერთ ამ ქვეყნიურ კანონს და სიტყვიერ ფორმას.

მიწიერი სიცოცხლის შექმნის ძალა არის ყველაზე ამაღლებული, რაც ღმერთმა უბოძა თავის შვილებს. მისი გამოყენება აღწერილი იყო ადამისა და ევასადმიმიცემულ პირველ მცნებაში, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი მცნება მოგვეცა მისი უკუგამოყენების საწინააღმდეგოდ. ქორწინების მიღმა ამ შექმნის ძალის გამოყენება ასე თუ ისე წარმოადგენს ცოდვას და ქალისა და მამაკაცის ყველაზე ღვთიური თვისების დამახინჯებას. აღდგენილი სახარება აკეთებს აკცენტს ამ უმანკოების კანონზე, რადგან ჩვენ გვაქვს შექმნის ძალა ღვთის გეგმის შესრულებაში.

შემდეგ რა?

პირველი ხილვით დაიწყო აღდგენა. ახლა ვზეიმობთ მისი 200 წლისთავის იუბილეს; ვიცით უფლის გეგმა და მისი აღდგენილი ეკლესიის ორ საუკუნოვანი დალოცვები გვამხნევებს. წელს, 2020-ში, ჩვენ ვხედავთ წარსულს, როგორც ამას ხშირად უწოდებენ, 20/20 მხედველობით.

თუმცა როცა მომავალში ვიყურებით, ჩვენი მხედველობა ნაკლებად მკვეთრია. ჩვენ ვიცით, რომ აღდგენიდან ორი საუკუნის შემდეგ სულების სამყაროს ახლა ჰყავს მრავალი გამოცდილი მუშაკი მიწიერი ცხოვრების გამოცდილებით, რომლებიც შეასრულებენ იქ ქადაგების საქმეს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ამჟამად გვაქვს მარადისობის წეს-ჩვეულებების შესასრულებლად გაცილებით უფრო მეტი ტაძარი მათთვის, ვინც მოინანიებს და მიიღებს უფლის სახარებას სიკვდილის საბურველის ერთსა თუ მეორე მხარეს. ყოველივე ეს წინ წევს მამაზეციერის გეგმას. იმდენად დიდია ღვთის სიყვარული, მცირეოდენის გამონაკლისით, რომლებიც შეგნებულად გახდნენ დაღუპვის შვილები, რომ მან მოუმზადა ყოველ შვილს დიდებულების საბოლოო დანიშნულების ადგილი.(see მოძღვრება და აღთქმები 76:43).

ჩვენ ვიცით, რომ მხსნელი დაბრუნდება და იქნება მისი მეფობის ათასწლეული, რაც დაასრულებს ღვთის გეგმის მიწიერ ნაწილს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ იქნება სხვადასხვა აღდგომა, მართალთათვის და ბოროტთათვის, ყოველი ადამიანის საბოლოო განკითხვით, რომელიც ყოველთვის მოჰყვება პიროვნების აღდგომას.

ჩვენ განვიკითხებით ჩვენი საქმეების, გულის წადილისა და იმის მიხედვით, თუ რანაირი პიროვნება გავხდით. ამ განკითხვის შედეგად ღვთის ყოველი შვილი გადაინაცვლებს დიდების იმ სასუფევლში, რომელსაც იგი შეეფერება და სადაც იგი კომფორთულად იგრძნობს თავს. ყოველივე ამის მსაჯული არის ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტეა (იხ. იოანე 5:22; 2 ნეფი 9:41). და რადგან იგი ყოვლის მცოდნეა, მან ყველაფერი იცის ჩვენი საქციელისა და სურვილების შესახებ, მოსანანიებელზე, შესაცვლელზე ან მონანიებულსა და მართალზე. ასე რომ, მისი განკითხვის შემდეგ ჩვენ ყველანი ვაღიარებთ, „რომ ეს განკითხვა სამართლიანია“ (მოსია 16:1).

და ბოლოს, გაგიზიარებთ, რაშიც დარწმუნებული ვარ, რადგან მივიღე მრავალი წერილი და განვიხილე უამრავი თხოვნა ეკლესიაში დასაბრუნებლად, განდგომის ან საეკლესიო ჩანაწერებიდან სახელის ამოშლის შემდეგ. მრავალ ჩვენს წევრს არ ესმის ხსნის გეგმა, რომელიც გვაძლევს პასუხებს მეტწილად ყველა კითხვაზე, რაც ეხება აღდგენილი ეკლესიის დოქტრინასა და შთაგონებულ წესებს. ჩვენ, ვინც ვიცით ღვთის გეგმა და ვინც დავდეთ აღთქმა მასში მონაწილეობისთვის, გვაკისრია ვალდებულება, ვასწავლოთ ეს ჭეშმარიტებანი და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა სხვებისთვისაც და ჩვენთვისაც, ჩვენს მიწიერ ვითარებაში, გავხადოთ ისინი უფრო გასაგები. მე ვმოწმობ იესო ქრისტეზე, ჩვენს მხსნელზე და გამომსყიდველზე, რომლის გამოც ყოველივე ეს შესაძლებელია, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნა

  1. “The Restoration of the Fulness of the Gospel of Jesus Christ: A Bicentennial Proclamation to the World,” in Russell M. Nelson, “Hear Him,” Liahona, May 2020, 91.