გენერალური კონფერენცია
ცხოვრებისეული ქარიშხლებისგან თავშესაფრის პოვნა
2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ცხოვრებისეული ქარიშხლებისგან თავშესაფრის პოვნა

იესო ქრისტე და მისი გამოსყიდვა არის ყველასათვის ასე საჭირო თავშესაფარი, მიუხედავად იმ ქარიშხლებისა, რომლებიც გვიტევენ ცხოვრებაში.

90-იან წლებში, კოლეჯში რომ დავდიოდი, ვმუშაობდი ჩილეს სანტიაგოს სახანძრო მეოთხე განყოფილებაში. იქ მსახურებისას ღამე მორიგეობისას ადგილზე დარჩენა მიწევდა. წლის ბოლოს მითხრეს, რომ ახალი წლის ღამეს სახანძროში უნდა მემორიგევა, რადგან თითქმის ყოველთვის ამ დღეს რაღაც ხდებოდა. გაკვირვებულმა ვკითხე: „მართლა“?

მახსოვს, თანამშრომლებთან ერთად შუაღამეს ვმორიგეობდით, როცა სანტიაგოს ცენტრში ფეერვერკების გასროლა დაიწყეს. ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ და საუკეთსო სურვილებით ახალი წელი მივულოცეთ. უცებ სახანძროს ზარი ჩაირთო, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ გამოძახება გვქონდა. ჩვენ აღვიჭურვეთ და სახანძრო მანქანაში ჩავხტით. გზად გამოძახების ადგილისკენ ჩვენ ჩაუარეთ უამრავ ხალხს, რომლებიც ახალ წელს ზეიმობდნენ და შევნიშნე, რომ ისინი დაუდევრად იქცეოდნენ. ისინი უბრალოდ ისვენებდნენ და ტკბებოდნენ თბილი ზაფხულის ღამით. ამ დროს კი სადღაც ახლოს სერიოზულ გასაჭირში იყვნენ ადამიანები, რომლებთანაც ჩვენ მივიჩქაროდით.

ამ შემთხვევამ დამანახა, რომ მაშინაც კი, როცა ცხოვრება თითქოს და უპრობლემოა, ყოველ ჩვენგანს დაუდგება მოულოდნელი გასაჭირის ჟამი, როცა ქარიშხალი გვაიძულებს, ვიმოქმედოთ შესაძლებლობების ზღვარზე. ფიზიკური, მენთალური, ოჯახური, დასაქმებასთან დაკავშირებული სირთულეები; სტიქიები და სხვა სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებული შემთხვევები არის იმ ქარიშხლების რამდენიმე მაგალითი, რომლის წინაშეც დაგვაყენებს ცხოვრება.

როცა ამ ქარიშხლის წინაშე მოგვიწევს დადგომა, ჩვენ ხშირად შიშის ან სასოწარკვეთილების გრძნობა გვეუფლება. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა: „რწმენა შიშის ანტიდოტია“faith in our Lord Jesus Christ (“Let Your Faith Show,” Liahona, May 2014, 29). როცა ადამიანების ცხოვრებაში შემოსული ქარიშხლის მომსწრე ვხდებოდი დავასკვენი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ქარიშხალი დაგვატყდა თავს - არსებობს იქიდან გამოსავალი თუ ჩიხში ვართ მომწყვდეულები, არის მხოლოდ ერთი თავშესაფარი, ყველა ტიპის ქარიშხლისთვის მხოლოდ ერთი. და ამ ერთადერთ თავშესაფარს - უფალ იესო ქრისტესა და მის გამოსყიდვას, ჩვენთვის მამაზეციერი უზრუნველყოფს.

არცერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული ამ ქარიშხლებისგან. ჰელამანი, წინასწარმეტყველი მორმონის წიგნიდან, გვასწავლიდა: „გახსოვდეთ ჩვენი გამომსყიდველის კლდეზე, რომელიც არის ქრისტე, ძე ღვთისა, უნდა ააგოთ საძირკველი; რომ როდესაც ეშმაკი მოავლენს თავის ძლიერ ქარებს, დიახ, გრიგალში თავის ისრებს, დიახ, როდესაც მთელი მისი სეტყვა და ძლიერი ქარიშხალი თავს დაგატყდებათ, მას არ ექნება ძალა თქვენზედ, ჩაგითრიოთ უბედურებისა და მარადიული ვარამის უფსკრულში, იმ კლდის მადლით, რომელზეც აგებულნი ხართ, რომელიც არის მყარი საძირკველი, რომელზეც, თუ ადამიანი ააგებს, არ წაიქცევა.(ჰელამანი 5:12).

უხუცესმა რობერტ დ. ჰეილსმა, რომელსაც ქარიშხლების გამკლავების საკუთარი გამოცდილება ჰქონდა, თქვა: „ტანჯვა ზოგადი მოვლენაა; ჩვენი მასზედ რეაგირება კი ინდივიდუალური. ტანჯვას შეუძლია ჩვენი ორი მიმართულებით წაყვანა. ეს შეიძლება იყოს რწემენასთან შერწყმული გაძლიერებისა და განწმენდის გამოცდილება ან დამანგრეველი ძალა ჩვენს ცხოვრებაში, თუკი არ გვექნება უფლის გამომსყიდველი მსხვერპლის რწმენა“ (“Your Sorrow Shall Be Turned to Joy,” Ensign, Nov. 1983, 66).

იმისთვის, რომ დავტკბეთ იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის მიერ შეთავაზებული თავშესაფრით, ჩვენ უნდა ვიქონიოთ უფლის რწმენა - რწმენა, რომელიც მიწიერი, შეზღუდული პერსპექტივის ტკივილზე მაღლა დაგვაყენებს. უფალი დაგვპირდა, რომ შეამსუბუქებს ჩვენს ტვირთს, თუ ჩვენ ყოველ მოქმედებაში მას მივმართავთ.

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ, - გვითხრა მან.

„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.

„ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი“ (მათე 11:28–30; see also მოსია 24:14–15).

ნათქვამია: „მორწმუნეს არ სჭირდება ახსნა. ურწმუნოსთვის კი შეუძლებელია ახსნა“. (ამ გამონათქვამს ანიჭებენ თომას აკუინას, მაგრამ ეს ალბათ მისი ქადაგების აზრის პარაფრაზია. თუმცა ჩვენ გვაქვს შეზღუდული გაგება იმისა, რაც ხდება აქ, დედამიწაზე და ხშირად არ გვაქვს პასუხი კითხვაზე რატომ. რატომ ხდება ეს? რატომ მე? რას მასწავლის ეს მოვლენა? როცა პასუხები არ გვეძლევა, მაშინ ჩვენი მხსნელის მიერ ლიბერთის ციხეში ჯოზეფ სმითისადმი ნათქვამი სიტყვები გვესადაგება:

„შვილო ჩემო, მშვიდობა იყოს შენ სულში, რადგან შენი უბედურება და ტანჯვა იქნება ხანმოკლე;

„და შემდეგ, თუ გაუძლებ ბოლომდე, ღმერთი აგამაღლებს ზეცაში“(მოძღვრება და აღთქმები 121:7–8).

მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ადამიანს ჭეშმარიტად სწამს იესო ქრისტე, ძირითადი შეკითხვა მაინც ეს არის: ჩვენ თუ გვწამს იესო და თუ გვწამს ის, რასაც იგი ასწავლის და გვთხოვს, რომ ვაკეთოთ. შეიძლება ვინმემ იფიქროს: „რა იცის იესომ, მე რა მჭირს? მან რა იცის, რატომ უნდა მიხაროდეს? ჭეშმარიტად, წინასწარმეტყველი ესაია მიმართავდა ჩვენს მხსნელსა და შუამავალს, როცა თქვა:

„შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული .…

„მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა. …

მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი ჩვენი ურჯულოების გამო, ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ (ესაია 53:3–5).

პეტრე მოციქული ასევე გვასწავლიდა მხსნელის შესახებ: „რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; ვისი ჭრილობებითაც თქვენ განიკურნეთ“ (1 პეტრე 2:24).

მიუხედავად იმისა, რომ ახლოვდებოდა თავად პეტრეს მკვლელობა, მისი სიტყვები შიშითა და პესიმიზმით კი არ იყო სავსე, არამედ იგი ასწავლიდა წმინდანებს ელხინათ, მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ „მრავალგვარ განსაცდელში“. პეტრე მოციქული გვაძლევს რჩევას გვახსოვდეს, რომ უნდა „გამოჩნდეს [ჩვენი] გამოცდილი რწმენა, … ხრწნად ოქროზე ძვირფასი, რომელიც ცეცხლში იცდება, ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას“ „ჩვენი სულების ხსნისთვის“ (1 პეტრე 1:6-7,9).

პეტრე მოციქული აგრძელებს:

საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ დაგმართოდეთ“:

„არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს; რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას“ (1 პეტრე 4:12-13).

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა: „წმინდანებს შეუძლიათ იყვნენ ბედნიერნი ნებისმიერ ვითარებაში. … „როცა ჩვენი ცხოვრება ფოკუსირებულია ღმერთის ხსნის გეგმაზე … იესო ქრისტეზე და მის სახარებაზე, ჩვენ შეგვიძლია, ვიგრძნოთ სიხარული, მიუხედავად იმისა, ხდება რამე ჩვენს ცხოვრებაში თუ არა. სიხარული მოდის მისგან და მის გამო. იგი არის ყოველი სიხარულის წყარო“ (“Joy and Spiritual Survival,” Liahona, Nov. 2016, 82).

რა თქმა უნდა, ამის თქმა და ცხოვრებაზე მორგება უფრო ადვილია მაშინ, როცა ქარიშხლის შუაგულში არ ვიმყოფებით ვიდრე იმ დროს, როცა ქარიშხალი მოგვევლინება. მაგრამ ვარ რა თქვენი ძმა ვიმედოვნებ, რომ გრძნობთ: მე გულწრფელად მინდა გაგიზაროთ, რაოდენ ძვირფასია იცოდე, რომ იესო ქრისტე და მისი გამოსყიდვა არის ყველასთვის ასე საჭირო თავშესაფარი, მიუხედავად იმ ქარიშხლებისა, რომლებიც გვიტევენ ცხოვრებაში.

მე ვიცი, რომ ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ, რომ ჩვენ მას ვუყვარვართ და არ ვართ მარტონი. გიწვევთ, მოხვიდეთ და დარწმუნდეთ, რომ მას შეუძლია თქვენი ტვირთის შემსუბუქება და თქვენთვის ასე ნანატრი თავშესაფრის შეთავაზება. მოდით და დაეხმარეთ სხვებს, იპოვონ თავშესაფარი, რომლისკენაც ისინი ასე ილტვიან. მოდით და დარჩით ჩვენთან ამ თავშესაფარში, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრებისეული ქარიშხლების გამკვლავებაში. გულში ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ მოხვალთ, - იხილავთ, დაეხმარებით და დარჩებით.

წინასწარმეტყველი ალმა მოწმობდა თავისი შვილის, ჰელამანისადმი: „მე ვიცი, ვინც ღმერთს მიანდობს საკუთარ სასოებას, მას მხარს დაუჭერენ გამოცდის, მწუხარებისა და გაჭირვების ჟამს. და ამაღლდება იგი უკანასკნელ დღეს“ (ალმა 36:3).

თავად უფალმა თქვა:

„დაიმშვიდეთ გული … ; რადგან ყოველი ხორციელი ჩემს ხელშია; იყავით მშვიდად და იცოდეთ, რომ ვარ ღმერთი. …

„ასე რომ, ნუ გეშინიათ, სიკვდილის წინაშეც კი; რადგან ამქვეყნად თქვენი სიხარული არ არის სრული, მაგრამ ჩემში თქვენი სიხარული სრული იქნება“ (მოძღვრება და აღთქმება 101:16, 36).

ჰიმნმა „მშვიდად იყავ“ მრავალჯერ ამიჩუყა გული. მასში ჩვენი სულებისთვის ნუგეში დევს. სიტყვები კი ასეთია:

მშვიდად იყავ, ჩემო სულო: ახლოვდება საათი

როცა უფალთან გადავალთ მარადისობაში,

როცა იმედგაცრუება, მწუხარება და შიში გაქრება,

დაივიწყე წუხილი, სიყვარულის წმინდა სიხარული აღდგა.

მშვიდად იყავ, ჩემო სულო: როცა გადაივლის ცვლილება და ცრემლები,

ჩვენ ბოლოს ყველანი უვნებლად და დალოცვილნი შევიკრიბებით. (ჰიმნები, no. 124)

როცა ცხოვრებისეული ქარიშხლების წინაშე დავდგებით, მე ვიცი, რომ თუ ძალიან ვეცდებით და დავეყრდნობით იესო ქრისტესა და მის გამოსყიდვას როგორც თავშესაფარს, ჩვენ მივიღებთ შვების, ნუგეშის, ძალის, გამძლეობისა და სიმშვიდის კურთხევას, რასაც ასე ვეძიებთ. ამ დროს გულში გვექნება იმის რწმენა, რომ ჩვენი მიწიერი ცხოვრების ბოლოს გავიგონებთ მოძღვრის სიტყვებს: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ: შედი შენი ბატონის სიხარულში“ (მათე 25:21). იესო ქრისტეს სახელით, ამინ.