გენერალური კონფერენცია
რათა ხედავდნენ ისინი
2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


რათა ხედავდნენ ისინი

ეძიეთ და ილოცეთ იმ საშუალებებისთვის, რომლების მეშვეობითაც ისე გამოასხივებთ სინათლეს, რომ სხვებმაც დაინახონ იესო ქრისტესკენ მიმავალი გზა.

დებო და ძმებო, ჩვენი გულები დალოცვილ და განახლებულ იქნა სულიწმინდით, რომელიც ვიგრძენით ამ კონფერენციაზე.

გამოსახულება
სინათლის სვეტი

ორასი წლის წინ სინათლის სვეტი დაეშვა ახალგაზრდა კაცზე პატარა ტყეში. და იმ სინათლეში ჯოზეფ სმითმა იხილა მამაღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე. მათმა სინათლემ გაფანტა სიბნელე, რომლითაც დაფარული იყო დედამიწა და ჯოზეფ სმითისათვის, ისევე როგორც ყოველი ჩვენგანისთვის, გამოჩნდა გზა. იმ დღეს დაშვებული სინათლის გამო ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ დალოცვები, რომლებიც მოდის ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს გამოსყიდვიდან.

უფლის სახარების აღდგენის სათნოების წყალობით შეგვიძლია, ავივსოთ ჩვენი მხსნელის სინათლით. თუმცა, ეს სინათლე არ იყო განკუთვნილი მხოლოდ ჩემთვის და თქვენთვის. იესო ქრისტემ მოგვიწოდა: „ისე გაანათოს თქვენმა სინათლემ ამ ხალხის წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“.1 მე შემიყვარდა ფრაზა „რათა ხედავდნენ ისინი“. ეს არის გულწრფელი მოწვევა უფლისგან, უფრო მონდომებით დავეხმაროთ სხვებს, იხილონ ბილიკი და მაშასადამე მივიდნენ ქრისტესთან.

გამოსახულება
უხუცესი ლ.ტომ პერი

10 წლის ვიყავი, როცა ჩემს ოჯახს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა უხუცეს ლ. თომ პერისთვის თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, როცა იგი დავალებით იმყოფებოდა ჩემს მშობლიურ ქალაქში.

დღის ბოლოს ჩვენი ოჯახი უხუცეს პერის ოჯახთან ერთად იჯდა მისაღებ ოთახში და ყველანი სიამოვნებით მივირთმევდით დედაჩემის გამომცხვარ გემრიელ ვაშლის ღვეზელს, უხუცესი პერი კი იხსენებდა მთელს მსოფლიოში წმინდანებთან დაკავშირებულ ამბებს. მე აღფრთოვანებულები ვიყავი.

უკვე გვიანი იყო, როცა დედამ დამიძახა სამზარეულოში და დამისვა უბრალო შეკითხვა: „ბონი, ქათმებს აჭამე“?

გული გამიჩერდა; დამავიწყდა! ძალიან არ მინდოდა უფლის წინასწარმეტყველის გარემოცვის დატოვება, ამიტომ შევთავაზე დედას, ქათმებს დილამდე ემარხულათ.

დედამ მკაცრი უარი განაცხადა. ზუსტად იმ მომენტში უხუცესი პერი შემოვიდა სამზარეულოში და თავისი ძლიერი, ენთუზიაზმით სავსე ხმით იკითხა: „რაო, ვიღაცამ ქათმებს უნდა აჭამოს“? თუ შეიძლება, მე და ჩემი ვაჟიც შემოგიერთდეთ“?

ოჰ, როგორ სასიხარულ საქმედ გადაიქცა ახლა ქათმებისთვის საკენკის დაყრა! მე გავიქეცი ჩვენი დიდი ყვითელი ფანარის მოსატანად. გახარებული, წინ მივუძღოდი, საქათმისკენ მიმავალ კარგად ნაცნობ ბილიკს ხტუნვით მივყვებოდი. ხელზე ჩამოკიდებული ფანრით სტუმრები ჯერ სიმინდის, შემდეგ ხორბლის ნათესებზე გადავატარე.

როცა პატარა სარწყავ არხს მივუახლოვდით მე ინსტინქტურად გადავახტი მას, როგორც ამას ხშირად ვაკეთებდი. აზრადაც არ მომსვლია, რომ უხუცეს პერისთვის არც ისე ადვილი იყო ბნელ, უცნობ ბილიკზე სიარული. ხელზე ჩამოკიდული მოძრავი ფანარი არც თუ ისე კარგად ანათებდა გზას. ამიტომაც მან პირდაპირ წყალში ჩაყო ფეხი და ხმამაღლა დაიკვნესა. შეშინებულმა უკან მოვიხედე და დავინახე, რომ ჩემი ახალი მეგობარი არხიდან ამოდიოდა და მძიმე ტყავის ფეხსაცმელიდან წყალს ასხამდა.

სველი ფეხსაცმლით, ჭყაპუნით, უხუცესი პერი მეხმარებოდა ქათმებისთვის საკენკის დაყრაში. როცა დავამთავრეთ, მან სიყვარულით მითხრა: „ბონი, გზას გამინათებ? უნდა ვხედავდე, სად ვადგამ ფეხს“.

მანამდეც კი ვუნათებდი, მაგრამ ისე არა, რომ ეს უხუცეს პერის დახმარებოდა. ახლა, ვიცოდი რა, რომ მას ჩემი ფანრის შუქი სჭირდებოდა გზის გასანათებლად, მე შუქს მის სავალ გზაზე მივმართავდი და ჩვენ გაბედულად მივდიოდით შინ.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, წლების მანძილზე ვფიქრობდი იმ პრინციპზე, რომელიც ვისწავლე უხუცეს პერისგან. უფლის მოწვევა - ანათებდეს ჩვენი ნათელი, არ ნიშნავს, უბრალოდ მოძრავი სხივით ზოგადად უფრო ნათელი გავხადოთ სამყარო. ეს ნიშნავს, ისე მოვახდინოთ სინათლის ფოკუსირება, რომ სხვებს შეეძლოთ ქრისტესკენ მიმავალი გზის დანახვა. ეს ნიშნავს ისრაელის შეკრებას საბურველის აქეთ მხარესანუ დავეხმაროთ სხვებს, იხილონ წინ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯი ღვთის აღთქმების დადებისა და დაცვის გზაზე.2

მხსნელი მოწმობდა, “მე ვარ სინათლე; თვალსაჩინო მაგალითი მოგეცით.”3 მოდით, განვიხილოთ მისი ერთ-ერთი მაგალითი.

ქალი ჭასთან იყო სამარიელი, რომელიც არ იცნობდა იესო ქრისტეს და მრავალი უყურებდა მას როგორც განრიყულს თავისივე თემში. იესო შეხვდა მას და წამოიწყო საუბარი. იგი მას წყლის შესახებ ესაუბრებოდა. შემდეგ მან იგი უფრო დიდი ნათელისკენ წაიყვანა, განაცხადა რა, რომ იყო „ცოცხლაი წყალი“.4

ქრისტემ იცოდა მის შესახებ და იცოდა მისი საჭიროებები. ქრისტე შეხვდა მას იქ, სადაც ეს ქალი იმყოფებოდა და დაიწყო მასთან საუბარი მისთვის ნაცნობ თემაზე. ქრისტე რომ აქ გაჩუმებულიყო, ეს უბრალოდ დადებითი შეხვედრა იქნებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ქალი არ წავიდოდა ქალაქში და არ განაცხადებდა: „[მოდით], ნახეთ, ის ხომ არ არის ქრისტე“?5 თანდათან საუბარში მან აღმოაჩინა, რომ ეს იესო ქრისტე იყო და მიუხედავად თავისი წარსულისა, ეს ქალი გახდა ნათელის იარაღი, რომელიც სხვებს უნათებდა გზას.6

მოდით ახლა ვისაუბროთ ორი ადამიანის შესახებ, რომელნიც მიჰყვნენ მხსნელის სინათლის გაზიარების მაგალითს. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი კევინი ბიზნესმენის გვერდით იჯდა სადილზე. იგი დარდობდა იმაზე, რაზე უნდა ესაუბრა ორი საათის განმავლობაში. კევინმა, მიჰყვა რა კარნახს, ჰკითხა მას: „მომიყევით თქვენი ოჯახის შესახებ“. საიდან არიან თქვენი წინაპრები?

ბატონმა ბევრი რამ არ იცოდა თავისი მემკვიდრეობის შესახებ, ამიტომ კევინმა ამოიღო ტელეფონი და თქვა: „მე ჩატვირთული მაქვს აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს ადამიანებს თავის ოჯახებთან. მოდით ვნახოთ, რას ვიპოვით“.

გრძელი საუბრის შემდეგ კევინის ახალმა მეგობარმა იკითხა: „რატომ არის ოჯახი ასე მნიშვნელოვანი თქვენი ეკლესიისთვის“?

კევინმა უბრალოდ უპასუხა: „იმიტომ, რომ ცხოვრება სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. თუ ჩვენ დავადგენთ წინაპრებს, წარვადგენთ მათ სახელებს წმინდა ადგილში სახელად ტაძარი, ჩვენ შევძლებთ მათთვის საქორწინო წეს-ჩვეულებების ჩატარებას და ასე ჩვენი ოჯახები ერთად იქნებიან სიკვდილის შემდეგაც კი.7

კევინმა დაიწყო იმით, რაც მას და მის ახალ მეგობარს საერთო ჰქონდათ. შემდეგ მან მოახერხა, დაემოწმა მხსნელის სიყვარულისა და სინათლის შესახებ.

მეორე ამბავი ეხება ელას, უნივერსიტეტის კალათბურთელს. იგი მოიხმეს მისიაში, როცა უნივერსიტეტში სწავლობდა. მან გუნდის წინაშე არჩია კონვერტის გახსნა. მათ არაფერი იცოდნენ იესო ქრისტეს ეკლესიის შესახებ და არ ესმოდათ ელას მსახურების სურვილი. იგი ბევრს ლოცულობდა რათა გაეგო, როგორ აეხსნა გუნდისთვის მისიაში მოწვევა ისე, რომ თანაგუნდელებს სულიწმინდა ეგრძნოთ. მისი პასუხი:

„მე მოვამზადე PowerPoint-ის პრეზენტაცია, იმიტომ რომ მაგარი ვარ“. მან უამბო ნაკრებს შესაძლებლობისთვის, ემსახურა 400-ზე მეტი ქვეყნიდან რომელიმე ერთ-ერთში და თანაც უცხო ენა ესწავლა. მან გამოაჩინა ათასობით მისიონერი, რომელიც იმჟამად უკვე მსახურობდა მისიაში. ელამ დაამთავრა პრეზენტაცია მხსნელის სურათით და ამ მოკლე მოწმობით: „კალათბურთი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. მე ქვეყნის მეორე მხარეს გადმოვცხოვრდი და ოჯახი დავტოვე, რათა ამ ნაკრებში, ამ მწვრთნელთან მეთამაშა. კალათბურთზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მხოლოდ ორი რამ არის: ჩემი რწმენა და ოჯახი“.8

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფიქრობთ: „ეს 1000 ვატიანი მაგალითებია, მე კი 20 ვატიანი ნათურა ვარ“, გაიხსენეთ, რომ მხსნელი მოწმობდა: „მე ვარ ნათელი, რომელიც მაღლა უნდა აღმართოთ“.9 იგი გვახსენებს, რომ გვიბოძებს ნათელს, თუკი სხვებს მივმართავთ უფლისკენ.

მე და თქვენ გვაქვს საკმარისი სინათლე იმისთვის, რომ გავაზიაროთ იგი ამ წუთას. ჩვენ შეგვიძლია, გავუნათოთ შემდეგი საფეხური ვინმეს, ვინც ქრისტესთან მიდის და შემდეგ კიდევ ერთი და ამის შემდეგ კიდევ ერთი.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვის სჭირდება თქვენი სინათლე საჭირო ბილიკის საპოვნელად, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ ხედავენ“?

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, გამოვასხივოთ სინათლე? უფალმა გვითხრა, რომ „დედამიწაზე არის კიდევ მრავალი ადამიანი … რომელიც ვერ პოულობს ჭეშმარიტებას მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცის, სად იპოვოს იგი“.10 ჩვენ შეგვიძლია დახმარება. ჩვენ შეგვიძლია, შეგნებულად გამოვასხივოთ ჩვენი სინათლე, რათა სხვები ხედავდნენ მას. ჩვენ შეგვიძლია, მოვიწვიოთ ისინი.11 ჩვენ შეგვიძლია, ვიაროთ მათთან ერთად, ვინც აკეთებს ნაბიჯს, თუნდაც ძალიან მერყევს, მხსნელის მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია ისრაელის შეკრება.

მე ვმოწმობ, რომ უფალი განადიდებს ყოველ პატარა მცდელობას. სული წმინდა გვიკარნახებს, რა ვთქვათ და რა გავაკეთოთ. ასეთმა მცდელობებმა შეიძლება მოითხოვოს ჩვენგან კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ უფალი დაგვეხმარება ჩვენი სინათლის გამოსხივებაში.

რაოდენ მადლიერი ვარ მხსნელის სინათლისთვის, რომელიც კვლავაც მართავს ეკლესიას გამოცხადების მეშვეობით.

გამოსახულება
მხსნელი ლამპით

მე ვიწვევ ყოველ ჩვენგანს, მივყვეთ იესო ქრისტეს მაგალითს და არ დავივიწყოთ ჩვენს ირგვლივ მყოფნი. ეძიეთ და ილოცეთ იმ საშუალებებისთვის, რომლების მეშვეობითაც ისე გამოასხივებთ სინათლეს, რომ სხვებმაც დაინახონ იესო ქრისტესკენ მიმავალი გზა. მისი დაპირება დიადია: ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სოცოცხლის ნათელი ექნება მას“.12 მე ვმოწმობ, რომ ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე, არის გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე, სინათლე და სიყვარული ამასოფლისა. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.