საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
რა უნდა ვიცოდე საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის შესახებ?


„რა უნდა ვიცოდე საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის შესახებ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები ( 2020)

„რა უნდა ვიცოდე საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის შესახებ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები

რა უნდა ვიცოდე საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის შესახებ?

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

  • საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა (სსლ) ნიშნავს საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ემოციურ, ფიზიკურ, რომანტიკულ ან სექსუალურ მიზიდულობას. თუ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდით ლტოლვას, თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ ან უარი თქვათ საკუთარი თავის ასაღწერად სექსუალური ორიენტირების აღსანიშნავ იარლიყზე. ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა გახლავთ ტექნიკური ტერმინი, რომელიც აღწერს მდგომარეობას ყოველგვარი იარლიყის მიწებების გარეშე. ეს ვებგვერდი იყენებს ამ ტერმინს, რათა გაითვალისწინოს იმ ადამიანების სურვილი, რომლებიც არაკომფორტულად გრძნობენ თავს იარლიყის გამოყენების გამო და არა გეების, ლესბოსელებისა ან ბისექსუალების არსებობის უარყოფის მიზნით.

  • საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა ყველასთვის ერთი და იგივე არ არის. ზოგი ადამიანი აკეთებს არჩევანს, გამოიყენოს სექსუალური ორიენტაციის აღსანიშნავი იარლიყი, სხვებს ეს არ სურთ. ეს სტატია გთავაზობთ ჩვეული სექსუალური ორიენტაციის იარლიყების ძირითად განსაზღვრებებს.

  • სექსუალური ორიენტაცია შეიძლება გულისხმობდეს ემოციურ, რომანტიკულ ან სექსუალურ მიზიდულობას, ასევე იდენტიფიცირების გრძნობას. ზოგიერთ ადამიანს ძალიან დაეხმარება, თუ დავაცალკევებთ სექსუალურ მიზიდულობას, ემოციურ მიზიდულობასა და იდენტურობას იმის ნაცვლად, რომ შევკრიბოთ ისინი ერთ ჯგუფად სახელწოდებით „სექსუალური ორიენტაცია“.

  • ყველაზე გავრცელებული იარლიყებია ლესბოსელი (ქალს იზიდავს ქალი), გეი (მამაკაცს იზიდავს მამაკაცი) და ბისექსუალი (ქალს ან მამაკაცს იზიდავენ ორივე სქესის წარმომადგენლები). ზოგიერთი ქალი ასევე იყენებს ტერმინს გეი საკუთარი თავის დასახასიათებლად. ადამიანებს შეუძლიათ, გამოიყენონ სხვა იარლიყებიც, ზოგიერთ მათგანი, ვინც განიცდის საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვას, ირჩევს, არ გამოიყენოს იარლიყი საკუთარი თავის დასახასიათებლად. თუმცა ის, როგორ ახდენენ ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, შესაძლოა შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

  • მიზიდულობა არ ნიშნავს იდენტიფიცირებას. ადამიანებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ საკუთარი იდენტიფიცირება. არსებობენ აქტიური, სატაძრო რეკომენდაციის მქონე ეკლესიის წევრები, რომლებიც იცავენ უმანკოების კანონს და ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, როგორც გეი, ლესბოსელი ან ბისექსუალი. არსებობებ ეკლესიის აქტიური წევრები, რომლებიც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვას გრძნობენ და ირჩევენ, არ გამოიყენონ იარლიყი საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის. ჩვენი მთავარი იდენტიფიცირება ყოველთვის იქნება უცვლელი - ღვთის შვილი.

  • სექსუალური სურვილები რთულია და მრავალი ფაქტორის გავლენის გამო იქმნება. თუ რომანტიკული, ემოციური ან სექსუალური მიზიდულობა გაწვდით სექსუალური ორიენტაციის სიგნალს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ავტომატურად უნდა იგულისხმოთ ეს, როგორც ფაქტი. სექსუალური სურვილი შეიძლება იყოს ცვალებადი.

  • საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა და გენდერული დისფორია ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად: ისინი, ვინც განიცდიან გენდერულ დისფორიას, შესაძლოა განიცდიდნენ ან არ განიცდიდნენ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვას და მათ უმეტესობას, ვინც განიცდის საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვას, არ სურთ სქესის შეცვლა. ფსიქოლოგიურად და უწყებრივად ეს ორი მდგომარეობა განსხვავდება.