საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
მე მაქვს შეხვედრა წევრთან, რომელიც თავს თვლის ლესბოსელად, გეად, ბისექსუალად ან საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდის ლტოლვას. როგორ მოვიქცე ან რა ვთქვა?


„მე მაქვს შეხვედრა წევრთან, რომელიც თავს თვლის ლესბოსელად, გეად, ბისექსუალად ან საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდის ლტოლვას. რა უნდა ვქნა ან ვთქვა“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები ( 2020)

„მე მაქვს შეხვედრა წევრთან, რომელიც თავს თვლის ლესბოსელად, გეად, ბისექსუალად ან საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდის ლტოლვას. რა უნდა ვქნა ან ვთქვა? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები

მე მაქვს შეხვედრა წევრთან, რომელიც თავს თვლის ლესბოსელად, გეად, ბისექსუალად ან საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდის ლტოლვას. როგორ მოვიქცე ან რა ვთქვა?

გამოხატეთ სიყვარული და მოთმინება

„პირველი რეაქცია ძალზედ მნიშვნელოვანია. თუმცა ადამიანებს ხშირად აქვთ მიდრეკილება ან ცდუნება - გამოხატონ რისხვა ან უარყოფა. ზოგჯერ ეს არის საკითხის ორივე მხრიდან უარყოფა, რასაც არ უნდა უკავშირდებოდეს იგი. მნიშვნელოვანია, საკმარისი თვითკონტროლი იქონიო, რათა ყოველივე ეს გვერდზე გადადო და დაიწყო საუბარი, მოსმენა და შეეცადო, უკეთ გაუგო. ჩვენ არაფერს არ ვკარგავთ იმით, რომ ერთად ვატარებთ დროს, ვცდილობთ, გავუგოთ ამ პიროვნებას. მაშინაც კი, როცა იმ მომენტისთვის ვერ მოვაღწიეთ შეთანხმებას მომდევნო ქმედებებზე ან იმაზე, როგორ ვუპასუხოთ ან რა რეაგირება მოვახდინოთ, არ არის აუცილებელი, დღესვე მოვაგვაროთ ყველა ეს საკითხი. არ არის აუცილებელი, ყველაფერი მოაგვაროთ ერთ თვეში, ერთ კვირაში ან ერთ წელიწადში. ეს ის საკითხებია, რომლებიც დროთა განმავლობაში უნდა მოგვარდეს, უფლის ნების ძიებით და მისი მითითებით. ასე რომ, იმედი მაქვს, ჩვენ არ ავჩქარდებით და მოთმინებას გამოვიჩენთ, მოვუსმენთ და გავუგებთ პიროვნებას და დაჟინებით არ მოვითხოვთ იმას, რომ ყველაფერი მოგვარდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში“ (დ. ტოდ კრისტოფერსონი, „ამ ვებგვერდის მიზანი“, ChurchofJesusChrist.org).

დაადასტურეთ გრძნობების რეალობა

„ერთი რამ, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია, არის პიროვნების გრძნობების გათვალისწინება, რომ ისინი რეალური, ნამდვილია, რომ ჩვენ არ უარვყოფთ იმას, რომ ვიღაცას გარკვეული გრძნობები აქვს. ჩვენ ვიღებთ არსებულ რეალობას და აქედან ვიწყებთ. ჩვენ გვინდა, ადამიანებმა აქ თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ ოჯახში, რომ ჩვენ ბევრი, ბევრი რამ გვაქვს საერთო, გაცილებით მეტი იმასთან შედარებით, რითიც განვსხვავდებით. ამ ვებგვერდზე ჩვენ ვისაუბრებთ ზოგიერთ ამასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე. მე მწამს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვგრძნობდეთ ამას, გამოვხატავდეთ ამას, ვაღიარებდეთ ადამიანების გრძნობების რეალობას და ვითარებას და ამით დავიწყებთ“ (დ. ტოდ კრისტოფერსონი, „ამ ვებგვერდის მიზანი“, ChurchofJesusChrist.org).