საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
უნდა შევთავაზო პროფესიონალის დახმარება გეი წევრს ან მისი ოჯახის წევრებს?


„უნდა შევთავაზო პროფესიონალის დახმარება გეი წევრს ან მის ოჯახის წევრებს“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები ( 2020)

„უნდა შევთავაზო პროფესიონალის დახმარება გეი წევრს ან მისი ოჯახის წევრებს“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები

უნდა შევთავაზო პროფესიონალის დახმარება გეი წევრს ან მისი ოჯახის წევრებს?

თერაპიას შეუძლია, განამტკიცოს ჯანსაღი ცხოვრების წესი

მშობლები, ხელმძღვანელები ან პროფესიონალი მრჩევლები არ უნდა ელოდებოდნენ ან მოითხოვდნენ ორიენტაციის შეცვლას, როგორც შედეგს. თუმცა პროფესიონალი მრჩევლის შთაგონების ძიება ძალისა და მორჩილების ნიშანია. თუ პიროვნება ეძიებს ასეთ დახმარებას, სხვები უნდა პატივისცემით უყურებდნენ მის უფლებას, თავად განსაზღვროს სასურველი შედეგი.

ზოგჯერ რთულია საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება. პროფესიონალისგან შთაგონების ძიება შეიძლება ცხოვრების მრავალ ასპექტს დაეხმაროს - დაწყებული დეპრესიისა და შფოთვის სხვადასხვა ტიპების დაძლევიდან დამთავრებული ქორწინების გაძლიერებით. როგორც უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა შენიშნა, პროფესიონალის დახმარება ზოგჯერ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სულიერი დახმარება (იხ „გატეხილი ჭურჭლის მსგავსად“, ლიახონა, ნოემბერი, 2013 წ, 40-42).

როცა ვინმე თერაპიას ეძიებს, ეკლესია ურჩევს მიდგომას პრინციპით „კლიენტის გადაწყვეტილებით“. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პიროვნებას აქვს უფლება, განსაზღვროს თავისთვის სასურველი შედეგი და თერაპევტები და მრჩევლები პატივსცემით უნდა მოეკიდონ მათ სურვილებს. პიროვნებას, რომელიც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდის ლტოლვას ან თავს თვლის გეად, რჩევის მიღება დაეხმარება, უფრო შედეგიანად მიუდგეს თავის სექსუალობას. თუმცა, ყველას არ სჭირდება რჩევა და თერაპია.

მართალია, ზოგიერთ ადამიანს უვლინდება სექსუალური ორიენტაციის შეცვლა, მაგრამ არაეთიკურია პროფესიონალური მკურნალობის შედეგად იმის მოლოდინი, რომ სექსუალური ორიენტაციის შეცვლა მოხდება ან აუცილებლად უნდა მოხდეს. პიროვნებას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს სასურველი შედეგი.