საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა ცოდვაა?


„საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა ცოდვაა“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები ( 2020)

„საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა ცოდვაა“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები

საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა ცოდვაა?

გრძნობები ცოდვა არ არის

საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ გრძნობა ცოდვა არ არის. პრეზიდენტმა მ. რასელ ბალარდმა განაცხადა:

„მოდით, ცხადვყოთ: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას სწამს, რომ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა მრავალი ადამიანისთვის რთული რეალობაა. თავად მიზიდულობა არ არის ცოდვა, თუმცა მისი მოქმედებაში მოყვანა - კი. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება არ ირჩევს მიზიდულობის გრძნობებს, იგი აკეთებს არჩევანს, იმოქმედოს ამ გრძნობების მიხედვით თუ არა. ეკლესია სწვდება ღვთის ყოველ შვილს სიყვარულითა და გაგებით, მათ შორის [მათ, ვინც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას]“ („უფალს ახლა სჭირდებით!Liahona, სექტემბერი, 2015, 15).

საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ მიზიდულობა ცოდვა არ არის, მაგრამ შეიძლება რთული აღმოჩნდეს. შეიძლება პიროვნება არ ირჩევს ამ გრძნობებს, მაგრამ მას შეუძლია, აიღოს ვალდებულება და დაიცვას ღვთის მცნებები. საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვის მქონე ან გეის მშობლებს უნდა უყვარდეთ ასეთი შვილი და მიიღონ იგი. ჩვენ, როგორც ქრისტეს თემმა, უნდა გავაკეთოთ არჩევანი, შევქმნათ კეთილგანწყობილი თემი.