საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
როგორ დავეხმარო წევრებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც შესაძლოა, დეპრესიაში არიან ან თვითმკვლელობის აზრები აწუხებთ?


„როგორ დავუჭირო მხარი წევრებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც შესაძლოა, დეპრესიაში არიან ან თვითმკვლელობის აზრები აწუხებთ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები ( 2020)

„როგორ დავუჭირო მხარი წევრებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც შესაძლოა, განიცდიან დეპრესიას ან თვითმკვლელობის აზრები აწუხებთ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები

როგორ დავუჭირო მხარი წევრებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც შესაძლოა, განიცდიან დეპრესიას ან თვითმკვლელობის აზრები აწუხებთ?

თანაგრძნობა და ნდობა

მათ, ვინც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ გრძნობენ ლტოლვას ან ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას როგორც გეი, დეპრესიისა ან თვითმკვლელობის რისკ-ჯგუფში მოხვედრის უფრო მაღალი შანსი აქვთ. დეპრესიაში მყოფმა ადამიანებმა ან მათ, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობენ, უნდა იცოდნენ, რომ ისინი უყვართ და უნდა გადაამისამართოთ კომპეტენტურ მენტალური ჯანმრთლობის სპეციალისტთან. დეპრესიის გრძნობები რეალურია და ისინი შეიძლება იყოს დამთრგუნველი და გამომფიტავი.

უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი თანაგრძნობით საუბრობს დეპრესიაზე:

„რა ბრძოლასაც არ უნდა გადიოდეთ, ჩემო დებო და ძმებო - მენტალურს თუ ემოციურს, ფსიქიურს თუ რომელიმე სხვაგვარს, ნუ დაუჭერთ მხარს ფასდაუდებელი სიცოცხლის ხელყოფას მისი დასრულებით! გწამდეთ ღმერთი. დამკვიდრდით მის სიყვარულში. იცოდეთ, რომ დადგება დღე, როცა განთიადი გაანათებს და მიწიერი ცხოვრების ყოველი ჩრდილი გაიფანტება“. გინდაც „გატეხილ ჭურჭლად“ ვიგრძნოთ თავი, როგორც ეს მეფსალმუნემ თქვა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჭურჭელი ღვთიური მეთუნის ხელშია“ („გატეხილი ჭურჭელი“, ლიახონა, 2013 წ. ნოემერი, 42).

იარაღები და დახმარება

როცა დეპრესია თვითმკვლელობის აზრებში გადადის, აუცილებელია ვინმესთან საუბარი. თვითმკვლელობის რისკის ჯგუფის ადამიანები განიცდიან მნიშვნელოვან ფიზიკურ, მენტალურ ან ემოციურ ტკივილს; ისინი ხშირად იზოლირებულები არიან; შეიძლება, უიმედობას გრძნობენ მომავალთან დაკავშირებით. შეიძლება ისე იგრძნონ თავი, რომ მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფით დასრულდება ეს აუტანელი ტკივილი. ძალიან ხშირად თვითმკვლელობის აზრებს განიხილავენ, იაზრებენ და არაერთხელ უბრუნდებიან მათ, სანამ რამე მცდელობას მოიმოქმედებენ. ამ განხილვის პერიოდში ჩარევამ შესაძლოა სიცოცხლე გადაურჩინოს ადამიანს.

  • კრიზისის დროს დახმარება.

  • პროფესიონალის კონსულტაცია და სამედიცინო დახმარების გაწევა ასევე შესაძლოა, დაეხმაროს დეპრესიაში მყოფ ადამიანებს.

  • თვითმკვლელობასთან დაკავშირებული რესურსები, როგორიცაა თვითმკვლელობასთან დაკავშირებული აზრები, შეგიძლიათ, იხილოთ განყოფილებაში „სიცოცხლის დასახმარებლად და თვითუზრუნველყოფისთვის“ საიტზე ChurchofJesusChrist.org ან სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციაში.

  • ნახეთ ვიდეო „თვითმკვლელობის გაგება“ რათა შეიტყოთ, რა მოიმოქმედოთ თვითმკვლელობის პრევენციისთვის და როგორ უპასუხოთ დანაკარგს.

  • თვითმკვლელობის პრევენცია იწყება მაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობით. მაფრთხილებელი ნიშნების სია იხილეთ თვითმკვლელობის პრევენციის ამერიკული ფონდი.

  • თუ ისე მოხდა, რომ ვიღაც რისკის ჯგუფში აღმოჩნდა, საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ამ პიროვნებისთვის - დაელაპარაკოთ მას. შეიძლება ეს უხერხულად და თავხედურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დეპრესიაში მყოფ ადამიანებს ხშირად ესაჭიროება ვინმესთან საუბარი, ვინმე, ვინც დაეხმარება მათ გრძნობებისა და აზრების გააზრებაში. ეს საუბარი შეიძლება რთული აღმოჩნდეს, მაგრამ ეს აუცილებელია თვითმკვლელობისკენ წამყვანი იზოლაციისა და უიმედობის შეგრძნების შემცირებისთვის. თუ აღმოჩნდა, რომ პიროვნება უშუალოდ თვითმკვლელობის ჩადენის წინაშე დგას, დაუკავშირდით თვითმკვლელობის პრევენციის ეროვნულ ორგანიზაციას ტელეფონზე 1-800-273-TALK (8255)