საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
როგორ შემიძლია, დავეხმარო წევრებს, რომლებიც თავს თვლიან გეებად ან საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას, იგრძნონ ეკლესიაში სიყვარული, შთაგონება და სითბო?


„როგორ შემიძლია, დავეხმარო წევრებს, რომლებიც თავს თვლიან გეებად ან საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას, იგრძნონ ეკლესიაში სიყვარული, შთაგონება და სითბო“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები ( 2020)

„როგორ შემიძლია, დავეხმარო წევრებს, რომლებიც თავს თვლიან გეებად ან საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას, იგრძნონ ეკლესიაში სიყვარული, შთაგონება და სითბო“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები

როგორ შემიძლია, დავეხმარო წევრებს, რომლებიც თავს თვლიან გეებად ან საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას, იგრძნონ ეკლესიაში სიყვარული, შთაგონება და სითბო?

ზრდისა და ვალდებულების საშუალება

„ძალზედ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში გვესმოდეს, რომ ყოველი ადამიანი გზის სხვადასხვა მონაკვეთზე იმყოფება და ამიტომ უნდა გაგებით მოვეკიდოთ ჩვენს ირგვლივ მყოფთ.

„ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ყოველ კვირას ეკლესიაში მოდიან, რათა შთაგონება მიიღონ და ამაღლდნენ და ამის ნაცვლად მიდიან იქიდან უსიყვარულოდ, განსჯისა და არასაჭიროების შეგრძნებით, თითქოს მათთვის არ არის ადგილი ეკლესიაში. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენ ღრმად უნდა გავიაზროთ კვირაობით ეკლესიაში მოსვლის მიზანი და დავრწმუნდეთ, რომ ყოველი იქ მოსული ადამიანი იგრძნობს სიყვარულს, რომ იგი საჭირო, მიღებული და ამაღლებულია. ყველას აქვს ისეთი სირთულეები, რომლებიც ჩვენ არ წარმოგვიდგენია. და ძალიან მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ: ღმერთს უყვარს ყოველი ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანი და ჩვენ უნდა ვუყურებდეთ ამ ადამიანებს ქრისტეს თვალებით. ჩვენ არ უნდა „დავრთოთ ნება განკითხვას, გვიკარნახოს, როგორ მოვექცეთ ადამიანებს. ეს უბრალოდ არ არის სწორი. მე ვფიქრობ, ჩვენი ადგილსამყოფელი და ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები უფალმა გარკვეული მიზნით მოახდინა.

„რადგან ცხოვრება „მარტო ჩვენი წინსვლა კი არა, არამედ სხვების წინსვლაშიც დახმარებაა. უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ მოგვავლინეს იქ, სადაც ვართ, რათა გვიყვარდეს სხვები და ავამაღლოთ ისინი.

„ჩვენ ვერ ვიქნებით და ვერც კი ვუწოდებთ საკუთარ თავს ქრისტეს მიმდევრებს, თუ არ ვეხმარებით სხვებს ამ გზაზე სიარულში. „იესო ქრისტეს სახარება არ განაცალკევებს ადამიანებს. ადამიანები განაცალკევებენ ადამიანებს. და ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მგრძნობიარენი და გვიყვარდეს ისინი, უნდა მივცეთ მათ ზრდისა და აყვავების საშუალება, რათა ისინი საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად იქცნენ. მათ აქვთ ნიჭი, უნარები და პიროვნული თვისებები, რომლებიც საჭიროა ღვთის სასუფეველში“. და თუ ჩვენ ვაპირებთ დედამიწაზე ღვთის სასუფევლის შენებას, საჭიროა, ყველა მოვიდეს, მოვიდეს და შეიტანოს საკუთარი წვლილი. და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ. როცა ვინმეს ჩამქრალი ნათელის ჩრდილი სამლოცველოს კარს აბნელებს, ასეთმა ადამიანმა უნდა უმალვე იგრძნოს ჩვენგან სიყვარული და სითბო, შთაგონება და ამაღლება, რათა მან შეძლოს იმავე კარიდან გასვლა და უკეთესად ცხოვრება. რადგან მან იცის, რომ უფალს უყვარს იგი. და რომ მას თავისი რწმენის მეგობრები ჰყავს“ (ქეროლ ფ. მაკ კონკი, “Lifting Others,” ChurchofJesusChrist.org).