საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
როგორ ჩავრთო ჩემს მრევლში ან პალოში ისინი, რომლებიც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას ან როგორ მივწვდე მათ?


„როგორ ჩავრთო ჩემს მრევლში ან პალოში ისინი, რომლებიც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას ან როგორ მივწვდე მათ“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები ( 2020)

„როგორ ჩავრთო ჩემს მრევლში ან პალოში ისინი, რომლებიც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას ან როგორ მივწვდე მათ“? საკუთარი სქესის მქონე ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები

როგორ ჩავრთო ჩემს მრევლში ან პალოში ისინი, რომლებიც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდიან ლტოლვას ან როგორ მივწვდე მათ?

უხელმძღვანელეთ სხვებს საკუთარი მაგალითის საფუძველზე

„ჩვენ, როგორც ეკლესია, უნდა ვიყოთ ყველაზე მოსიყვარულენი და თანაგრძნობის მქონენი. … მოდით, ყოველთვის ვიდგეთ სიყვარულის, თანაგრძნობისა და სითბოს გამცემთა წინა რიგებში. მოდით, ნუ გამოვრიცხავთ და უპატივცემლოდ ნუ მოვექცევით მათ, ვინც საკუთარ სქესთან დაკავშირებული გრძნობების გამო აირჩია სხვა ტიპის ცხოვრება.

„ყველაზე რთული რამ, რაც გამომიცდია პალოს პრეზიდენტობისას, [იყო] მაშინ, როცა სამედიცინო სამყარომ შიდსი აღმოაჩინა და ჩვენი მამაკაცების დიდ რაოდენობას შიდსი აღმოაჩნდა. ზოგი მათგანი, უმეტესობა - არ დადიოდა ეკლესიაში, რამდენიმეს (ჩვენ აღმოვაჩინეთ 17 მამაკაცი) შიდს-ი ჰქონდა. იმ დროს ეს არ იკურნებოდა. 17-ვე საბოლოო ჯამში შიდსით გარდაიცვალა ჩემი პალოს პრეზიდენტობისას.

„მე ამ პროცესის დროს რამდენიმე შესანიშნავი გაკვეთილი ვისწავლე: ჩვენ [უკანსკნელ დღეთა წმინდანთა თემი] ვართ სიყვარულისა და თანაგრძნობის თემი. მე ვხედავდი ეპისკოპოსებს, რომლებმაც არნახული მსხვერპლი გაიღეს ამ მომაკვდავი ახალგაზრდა მამაკაცების მოვლისას. მე ვიყავი მოწმე იმისა, რამდენს შრომობდნენ ისინი, რათა დაეკავშირებინათ ეს მამაკაცები თავიანთ ოჯახებთან, რომ მათ ეზრუნათ ამ ახალგაზრდებზე. და კვლავ შეგახსენებთ, რომ იმ დროს ეს არ იკურნებოდა და არც მისი შეჩერება არ შეიძლებოდა. მე ვხედავდი, როგორ უვლიდნენ ისინი ერთმანეთს. ზოგიერთ მათგანს ვაკვირდებოდი - განსაკუთრებით მახსენდება ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც დაბრუნებულ მისიონერთან ერთად აიღო თავის თავზე ზრუნვა ურთულეს სიტუაციებზე და ყველაზე მძიმე ავადმყოფებზე და იგი ყველაზე ბოლოს გარდაიცვალა.

„ვფიქრობ, გაკვეთილი, რომელიც აქედან ვისწავლე, არის შემდეგი: ეკლესია უნდა იყოს ყველაზე მოსიყვარულე და თანაგრძნობის მქონე ადამიანები. არცერთმა ოჯახმა, სადაც არსებობს საკუთარი სქესის ადამიანებისკენ ლტოლვის პრობლემა, არ უნდა გარიცხოს ისინი ოჯახის წრიდან. ისინი უნდა დარჩნენ ოჯახის წრეში“ (ქუენტინ ლ. კუკი, „მოდით, ვიყოთ წინა რიგებში“, ChurchofJesusChrist.org

გამოხატეთ სიყვარული, თანაგრძნობა და სითბო

„ჩვენ ვასწავლით ოჯახი: მოწოდება მსოფლიო-დან? ჩვენ ვასწავლით მამაზეციერის გეგმას? ჩვენ ვასწავლით პირველ თავს მეორე სახელმძღვანელოდან? დიახ, ვასწავლით. ჩვენ გვაქვს ხსნის გეგმა. და ბავშვების მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში მამაზეციერის გეგმის ნაწილია. მოდით, ყოველთვის ვიდგეთ სიყვარულის, თანაგრძნობისა და სითბოს გამცემთა წინა რიგებში.… მოდით, ნუ გამოვრიცხავთ და უპატივცემლოდ ნუ მოვექცევით მათ, ვინც საკუთარ სქესთან დაკავშირებული გრნობების გამო აირჩია სხვა ტიპის ცხოვრება. … მე ძალიან მწამს ეს, როგორც ხედავთ. ვფიქრობ, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პრინციპია“ (ქუენტინ ლ. კუკი, „მოდით, ვიყოთ წინა რიგებში“, ChurchofJesusChrist.org).