ტრანსგენდერი
ვინ ვარ მე?


„ვინ ვარ მე?“ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)

„ვინ ვარ მე?“ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება

ვინ ვარ მე?

გახსოვდეთ, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შენ ზეციური მშობლების შვილი ხარ. გაიგეთ, რას ნიშნავს, იყო ღვთის შვილი. ის, რასაც საკუთარ თავზე ფიქრობთ, შეიძლება, შეიცვალოს თქვენი ცხოვრების მანძილზე.

პრეზიდენტი ჯოი დ. ჯონსი გვასწავლიდა:

„სულიწმინდა თითოეულ ჩვენგანს ცალ-ცალკე დაგვიდასტურებს ჩვენს ღვთიურ ღირებულებას. ჭეშმარიტად იმის ცოდნა, რომ ხართ ღვთის [შვილი] მოახდენს გავლენას თქვენი ცხოვრების ყოველ ასპექტზე და წინ გაგიძღვებათ თქვენს ყოველდღიურ მსახურებაში. პრეზიდენტმა სპენსერ ვ. კიმბელმა აგვიხსნა ეს ამ დიდებული სიტყვებით:

„ღმერთი არის თქვენი მამა. თქვენ მას უყვარხართ. იგი და თქვენი დედა ზეცაში განუზომლად გაფასებენ. … თქვენ განუმეორებელი ხართ. ერთადერთი, მარადიული გონის მიერ შექმნილი, რაც გაძლევთ უფლებას, განაცხადოთ პრეტენზია მარადიულ ცხოვრებაზე.

„’დაე, არ გაგიჩნდეთ გონებაში იმის კითხვა, რა ფასი გაქვთ, როგორც ინდივიდს. სახარების გეგმის მთლიანი ჩანაფიქრია, ყოველ თქვენგანს მიეცეს საშუალება, მოახდინოთ თქვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია, რაც არის მარადიული წინსვლა და ღვთიურობის მიღწევის შესაძლებლობა’ [„Privileges and Responsibilities of Sisters“, Ensign, ნოემბერი, 1978, 105]. …

„ … როცა მხსნელი აგვიყვანს უფრო მაღლა დედამიწის ზედაპირიდან, ჩვენ უფრო ნათლად დავინახავთ არა მხოლოდ იმას, ვინ ვართ, არამედ იმასაც, რომ ჩვენ მხსნელთან იმაზე ბევრად ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა“ („Value beyond Measure“, Liahona, ნოემბერი, 2017, 14–15; აქცენტი მოხსნილია).