ტრანსგენდერი
თუ ერთგული ვიქნები, ჩემი გენდერული შეუსაბამობის გამოცდილება გაქრება?


„თუ ერთგული ვიქნები, ჩემი გენდერული შეუსაბამობის გამოცდილება გაქრება“? ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)

„თუ ერთგული ვიქნები, ჩემი გენდერული შეუსაბამობის გამოცდილება გაქრება“? ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება

თუ ერთგული ვიქნები, ჩემი გენდერული შეუსაბამობის გამოცდილება გაქრება?

გენდურული შეუსაბამობის გამოცდილებით არ განიზომება თქვენი ერთგულება. მრავალი ადამიანი წლების მანძილზე ლოცულობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს მორჩილი, რათა შეამციროს შეუსაბამობის გრძნობა, თუმცა ისინი მაინც გრძნობენ შეუსაბამობას. ეს არ არის უჩვეულო რამ. ეს გამოცდილება გამოირჩევა ფართო სპექტრით თავისი ინტენსიურობით სხვადასხვა ადამიანებში; ერთსა და იმავე ადამიანს შეიძლება სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად გამოუვლინდეს. ეს გამოცდილება შესაძლოა ასევე სხვადასხვანაირად ვლინდებოდეს ბავშვებში, ახალგაზრდებში და ზრდასრულებში.

ამ გამოცდილების ხანგრძლივობა და სიძლიერე შეიძლება არ დაექვემდებაროს თქვენს კონტროლს; თუმცა, თქვენ შეგიძლიათ, გააკეთოთ არჩევანი, თუ რა რეაგირება მოახდინოთ მასზე. ზოგ ადამიანს შველის ფოკუსირება იმაზე, როგორ ეხმარება მას ეს გამოცდილება სწავლასა და ზრდაში. ჩვენი ნების სწორება ღმერთის ნებაზე რწმენის მნიშვნელოვანი აქტია, რომელსაც მოაქვს დიდი დალოცვები ახლა და ამაზე უფრო დიდი - მომავალში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 59:23).