ტრანსგენდერი
მივეკუთვნები ეკლესიას როგორც მისი წევრი?


„მივეკუთვნები ეკლესიას როგორც მისი წევრი“? ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)

„მივეკუთვნები ეკლესიას როგორც მისი წევრი“? ტრანსგენდერი; საკუთარი თავის გაგება

მივეკუთვნები ეკლესიას როგორც მისი წევრი?

დიახ. ეკლესიის წევრებს სჭირდებით. თუ საკუთარ თავს ტრანსგენდერად აღიქვამთ, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ რთული გამოწვევების წინაშე დგახართ. თქვენ, თქვენი ოჯახი და მეგობრები ისევე იმსახურებენ ქრისტეს სიყვარულს, როგორც ნებისმიერი ღვთის შვილი და მათ უნდა მოექცეთ ფაქიზად, კეთილად და თანაგრძნობით.

ეკლესია იმისთვის არსებოს, რომ „სრულ[ყოს] წმინდანები“ (ეფესელთა 4:12). წევრები ჯერ არ არიან სრულყოფილნი, მაგრამ ცდილობენ, უფრო დაემსგავსონ მხსნელს.

თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები ყველანი ვერ შეძლებენ სიყვარულის, თანაგრძნობის ან სიფაქიზის გამოხატვას. დღევანდელ სამყაროში ძალიან ადვილია, მიიღო წყენა ან სხვას აწყენინო. მნიშვნელოვან გამოწვევებს შეუძლია, გაგვხადონ მგრძნობიარენი უნებლიე წყენის მიმართ, უადგილო სიტყვების ან არასწორად გაგებული კომენტარების გამო. ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, ყველანი ვსწავლობთ და ვიზრდებით.