ტრანსგენდერი
რა უნდა ვქნა, თუ დეპრესია მაქვს, ვშფოთავ ან თვითმკვლელობის აზრები მაწუხებს?


„რა უნდა ვქნა, თუ დეპრესია მაქვს, ვშფოთავ ან თვითმკვლელობის აზრები მაწუხებს?“ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)

„რა უნდა ვქნა, თუ დეპრესია მაქვს, ვშფოთავ ან თვითმკვლელობის აზრები მაწუხებს?“ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება

რა უნდა ვქნა, თუ დეპრესია მაქვს, ვშფოთავ ან თვითმკვლელობის აზრები მაწუხებს?

კრიზისის დახმარების ხაზები

თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, საკუთარ თავს ზიანი მიაყენოთ, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ დახმარება. დარეკეთ სასწრაფო დახმარების ნომერზე ან თქვენი რაიონის კრიზისის დახმარების უფასო ნომერზე.

გარკვეული დახმარებას ნახავთIn Crisis?-ზე  “ (ChurchofJesusChrist.org).

დეპრესიის გრძნობები რეალურია და ისინი შეიძლება იყოს დამთრგუნველი და გამომფიტავი. თუ დეპრესიაში ხართ ან მოგდით აზრები, საკუთარ თავს მიაყენოთ ზიანი, გთხოვთ, გაესაუბროთ ვინმეს, ვისაც ენდობით. თუ შეერთებულ შტატებში იმყოფებით, დარეკეთ თვითმკვლელობის პრევენციის ეროვნულ ნომერზე იხ. ეკლესიის რესურსები თვითმკვლელობაზე, მაგ. Thoughts of Suicide, სიცოცხლის გადასარჩენად და თვითუზრუნველყოფისთვის საიტზე ChurchofJesusChrist.org ან სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციაში. პროფესიონალის კონსულტაცია და სამედიცინო დახმარების გაწევა ასევე შესაძლოა, დაგეხმაროთ.

დეპრესია და თვითმკვლელობა

გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ თუ გაქვთ ტრანსგენდერული გრძნობები, თქვენ დეპრესიისა და თვითმკვლელობის უფრო მაღალ რისკ-ჯგუფში ხართ. თუ დეპრესია გაქვთ ან თვითმკვლელობაზე ფიქრობთ, გთხოვთ, მიაკითხოთ მენტალური ჯანმრთელობის კომპეტენტურ სპეციალისტს. მოძღვრება და აღთქმები და სხვა რესურსები შეიძლება, მოიძიოთ „Life Help and Self-Reliance“-ის თვითმკვლელობის სექციაში ChurchofJesusChrist.org -ზე ან სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციაში.

2019 წლის ოქტომბრის გენერალურ კონფერენციაზე და რეინა ი. აბურტომ გაგვიზიარა გამოცდილება საკუთარი ცხოვრებიდან, რომელიც დეპრესიასა და თვითმკვლელობასთან თანმდევ ტკივილს უკავშირდებოდა. მან აგვიხსნა, რომ „დეპრესიას, შფოთვას, მენტალური და ემოციური ტანჯვის სხვა ფორმებს … შეუძლიათ, გაამრუდონ საკუთარი თავის, სხვებისა და ღმერთის აღქმაც კი. …

„… ისევე, როგორც სხეულის სხვა ნაწილები, ტვინიც არის ავადმყოფობის, ტრავმის და ქიმიური უწონასწორობის საგანი. …

„ზოგიერთ შემთხვევაში, დეპრესიის ან შფოთვის წყაროს დადგენა შესაძლებელია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამის გამოვლენა უფრო რთულია. … შესაძლოა, დაგჭირდეთ თერაპია ან მედიკამენტების დანიშვნა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

„უყურადღებოდ მიტოვებულ მენტალურ ან ემოციურ დაავადებებს შეუძლიათ, ადამიანი მიიყვანონ გარიყულობის გრძნობამდე, გაუგებრობამდე, ურთიერთობების გაფუჭებამდე, თვითდაზიანებამდე და თვითმკვლელობამდეც კი. …

„სამწუხაროდ, მრავალი ადამიანი, რომელიც მძიმე დეპრესიისგან იტანჯება, შორდება თანამოძმე წმინდანებს, რადგან ფიქრობს, რომ არ ჯდება რაღაც გამოგონილ ყალიბში. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ, იცოდნენ და შეიგრძნონ, რომ ისინი ჭეშმარიტად ჩვენი ნაწილი არიან. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დეპრესია არ არის არც სისუსტის და, როგორც წესი, არც ცოდვის შედეგი. იგი „ხარობს საიდუმლოებაში და იკუმშება თანაგრძნობაში“ [ჯეინ კლეისონ ჯონსონი, Silent Souls Weeping (2018), 197]“ („Thru Cloud and Sunshine, Lord, Abide with Me!“, „Liahona“, ნოემბერი, 2019, 57–58).

გწამდეთ ღმერთი

პრეზიდენტი ჯეფრი რ. ჰოლანდი თანაგრძნობით საუბრობს დეპრესიასთან გამკლავებაზე: როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ბრძოლა, ჩემო დებო და ძმებო - გონებრივი თუ ემოციური, ფიზიკური თუ სხვაგვარი - ნუ დააკნინებთ სიცოცხლის ღირებულებას მისი დასრულებით! გწამდეთ ღმერთი. დამკვიდრდით მის სიყვარულში. იცოდეთ, რომ ერთ დღეს ამოვა კაშკაშა მზე და მოკვდავობის ყველა ჩრდილი გაიფანტება (“Like a Broken Vessel”, Liahona, ნოემბერი, 2013, 42).