„როგორ შემიძლია, ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება?“ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)
„როგორ შემიძლია, ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება?“ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება
როგორ შემიძლია, ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება?
გიწვევთ, დაესწროთ, იყოთ აქტიურები, ეძიოთ თქვენი ნიჭისა და უნარების გაზიარების საშუალებები თქვენს მეურვეობაში ან პალოში სხვათა მსახურებით.
„ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ბიოლოგიური სქესიდან გადადიან სხვა სქესზე, შეუძლიათ დაესწრონ ზიარების შეხვედრებს და მონაწილეობა მიიღონ ეკლესიაში ბევრი სხვა გზით. ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს მოვუწოდებთ, ეკლესიაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელმძღვანელებისგან მიიღონ რჩევები. ეკლესიის ხელმძღვანელები სახარების ჭეშმარიტებას ასწავლიან და მსახურობენ ქრისტესმიერი გზით. ისინი ყველა მონაწილის საჭიროებებს ითვალისწინებენ“ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება, 38.6.23).