ტრანსგენდერი
ღმერთს ვუყვარვარ?


„ღმერთს ვუყვარვარ“? ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)

„ღმერთს ვუყვარვარ“? ტრანსგენდერი:

ღმერთს ვუყვარვარ?

დიახ, ღმერთს უყვარხართ. იგი იცნობს ყოველ თავის შვილს და უყვარს ყოველი თავისი შვილი; მან იცის იმ სირთულეების შესახებ, რომლების წინაშეც დგახართ. პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა აგვიხსნა: „ეს სიყვარული არასოდეს არ იცვლება. … ის თქვენთან არის, როცა მოწყენილი, ბედნიერი, იმედგაცრუებული ან იმედებით სავსე ხართ. ღმერთის სიყვარული თქვენთან არის მაშინ, როცა თვლით, რომ მას იმსახურებთ და მაშინაც, როცა თვლით, რომ არ იმსახურებთ [მას]. იგი ყოველთვის აქ არის“ („We Never Walk Alone,” Liahona, Nov. 2013, 123–24).

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა: „ყველაზე მეტად მამაზეციერს სურს, რომ მისმა შვილებმა არჩიონ შინ, მასთან, დაბრუნება. ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს, მოტივირებულია მისი ძლიერი სურვილით“ („The Love and Laws of God” [Brigham Young University devotional, Sept. 17, 2019], speeches.byu.edu).

არაფერი არ გამოხატავს იმაზე კარგად იესო ქრისტეს სიყვარულს, ვიდრე მისი სურვილი, გაიღოს საკუთარი სიცოცხლე კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად, ყოველივე ტანჯვისა და უსამართლობის დასაფარად და სიკვდილის მარწუხებისგან გასანთავისუფლებლად (იხ. ალმა 7:11-13).

და შერონ იუბენკი გვასწავლიდა: „მე ვმოწმობ, რომ თქვენ მას უყვარხართ. უფალმა იცის, როგორ ბეჯითად ცდილობთ. თქვენ წინსვლას ახდენთ. გააგრძელეთ. იგი ხედავს ყოველ თქვენს ფარულ მსხვერპლს და ითვლის მათ თქვენი საყვარელი ადამიანებისა და თქვენს სასიკეთოდ. თქვენი საქმე ამაო არ არის. „თქვენ მარტონი არ ხართ“ (“Christ: The Light That Shines in Darkness,” Liahona, May 2019, 75–76).