ტრანსგენდერი
რა პოზიცია აქვს ეკლესიას გარდაქმნაზე?


„რა პოზიცია აქვს ეკლესიას გარდაქმაზე“? ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)

„რა პოზიცია აქვს ეკლესიას გარდაქმნაზე“? ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება

რა პოზიცია აქვს ეკლესიას გარდაქმნაზე?

„ეკლესიის ხელმძღვანელები გვირჩევენ, არ შევიცვალოთ თანდაყოლილი სქესი საპირისპიროზე სამედიცინო ან ქირურგიული ჩარევით („სქესის შეცვლა“). ხელმძღვანელები გვაფრთხილებენ, რომ ასეთი ზომების მიღებას მოჰყვება ეკლესიის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

„ხელმძღვანელები ასევე გვაფრთხილებენ, არ მოვახდინოთ სოციალური გარდაქმნა. სოციალური გარდაქმნა მოიცავს ჩაცმულობის ან ვარცხნილობის შეცვლას, ასევე სახელის ან ნაცვალსახელის, იმ მიზნით, რომ წარადგინონ თავი ბიოლოგიური სქესის საპირისპიროდ. ხელმძღვანელები გვაფრთხილებენ, რომ მათ მიმართ, ვინც მოახდენენ სოციალურ გარდაქმას, განხორციელდება ეკლესიის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვები, გამომდინარე ამ გარდაქმნის ხანგრძლივობიდან.

„შეზღუდვები მოიცავს მღვდლობის მიღებას ან მისი უფლებამოსილების გამოყენებას, სატაძრო რეკომენდაციის მიღებას ან გამოყენებას, ასევე ზოგიერთი საეკლესიო მოწოდებების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წევრობის ზოგიერთი უპირატესობა იზღუდება, ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის სხვა შესაძლებლობები დასაშვებია.

„ტრანსგენდერებს, რომლებიც არ ახდენენ სამედიცინო, ქირურგიულ ან სოციალურ გარდაქმნას საპირისპირო სქესში და არიან ღირსეულნი, შეუძლიათ საეკლესიო წოდებებისა და სატაძრო რეკომენდაციების მიღება, ასევე სატაძრო წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის მიღება.

„ზოგიერთ ბავშვს, ახალგაზრდას ან ზრდასრულ ადამიანს ენიშნება ლიცენზირებული პროფესიონალის მიერ დანიშნული ჰორმონალური თერაპია გენდერული დისფორიის ან თვითმკვლელობის აზრების შესამსუბუქებლად. ამგვარი თერაპიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია, რომ პიროვნებას (ან მის მშობლებს, არასრულწლოვანის შემთხვევაში) ესმოდეთ პოტენციალური რისკი და დადებითი მხარეები. თუ ასეთი წევრები არ ცდილობენ საპირისპირო სქესში გარდაქმას და არიან ღირსეულნი, მათ შეუძლიათ საეკლესიო წოდებების, სატაძრო რეკომენდაციების და სატაძრო წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის მიღება.

„თუ წევრი გადაწყვეტს სახელის ან ნაცვალსახელის შეცვლას, რომლითაც მას უნდა მიმართონ, შესაძლოა ამის დაფიქსირება საწევრო ჩანაწერების გრაფაში „სასურველი სახელი“. მეურვეობაში წევრს შესაძლოა დაუძახონ სასურველი სახელი” (“Transgender Individuals,” General Handbook: Serving in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, 38.6.21).

„ეკლესიას არ აქვს გარკვეული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ახდენენ ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიცირებას როგორც ტრანსგენდერები“ (General Handbook, 38.6.21).