სახელმძღვანელოები და მოწოდებები
15. რელიგიის სემინარიები და ინსტიტუტები


“15. რელიგიის სემინარიები და ინსტიტუტები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“15. რელიგიის სემინარიები და ინსტიტუტები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან

ახალგაზრდა ქალი აწეული ხელით გაკვეთილზე

15.

რელიგიის სემინარიები და ინსტიტუტები

15.0

შესავალი

რელიგიის სემინარიები და ინსტიტუტები (ს&ი) ეხმარება მშობლებს და ეკლესიის ხელმძღვანელებს, რომ ახალგაზრდებმა გააძლიერონ რწმენა იესო ქრისტეში და მის აღდგენილ სახარებაში.

ყოველ პალოში ინიშნება ს&ი წარმომადგენელი რომელიც ეხმარება ს&ი პროგრამის მართვაში.

15.1

სემინარია

სემინარია არის ოთხწლიანი პროგრამა, რომელშიც ახალგაზრდები სწავლობენ იესო ქრისტეს სახარებას იმ სახით, რა სახითაც ის მოცემულია წმინდა წერილში და უკანასკნელ დღეთა წინაწარმეტყველების სწავლებებში. სემინარიის სტუდენტები, როგორც წესი, 14-18 წლის არიან.

ეპისკოპოსობა, ახალგაზრდა ხელმძღვანელები, ქვორუმისა და კლასის პრეზიდენტობები აგულიანებენ ყოველ ახალგაზრდას, სრულად ჩაერთოს სემინარიაში.

15.1.1

მასწავლებლები

სემინარიის მასწავლებლები უნდა იყვნენ ეკლესიის წევრები იესო ქრისტეში რწმენითა და მისი აღდგენილი სახარების დამოწმებით. ისინი უნდა ცხოვრობდნენ იმ პრინციპების მიხედვით, რომლებსაც ასწავლიან და კარგად უნდა მუშაობდნენ ახალგაზრდებთან. თუკი შესაძლებელია, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სატაძრო რეკომენდაცია.

პალოს პრეზიდენტი ან პირველი მრჩეველი მოიხმობს, ხელდასხმით ნიშნავს და ანთავისუფლებს პალოს სემინარიის მასწავლებლებსა და პალოს ზედამხედველებს.

მასწავლებლებისა და სტუდენტების უსაფრთხოების მიზნით შენობაში ან სახლში, სადაც სემინარიის გაკვეთილები ტარდება, ორი ზრდასრული ადამიანი უნდა იმყოფებოდეს.

15.2.1

სემინარიის ჩატარების ვარიანტები

სემინარია ყველაზე სასარგებლოა, როდესაც სტუდენტები მასწავლებელს ყოველ სამუშაო დღეს ხვდებიან. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს შეუძლებელი იყოს უსაფრთხოების საკითხის, დისტანციისა და სხვა ფაქტორების გამო.

ეკლესიის ხელმძღვანელები თათბირობენ თავიანთ ს&ი წარმომადგენლებთან რათა გადაწყვიტონ, რომელი ვარიანტი საუკეთესოდ დაეხმარება სტუდენტებს:

  • სახარების სწავლაში და სულიერ ზრდაში.

  • უსაფრთხოების საკითხებში.

  • არ დატვირთონ ოჯახები.

გაკვეთილები არ უნდა ტარედებოდეს კვირაობით.

15.3.1

შენობა, აღჭურვილობა და მასალები

პალოს და მეურვეობის ხელმძღვანელები რწმუნდებიან იმაში, რომ სემინარიის გაკვეთილებისთვის გამოყოფილი სამლოცველოები ან წევრთა სახლები ხელმისაწვდომია.

ს&ი წარმომადგენლები ყოველი კლასისთვის უზრუნველყოფენ მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის მასალების მიწოდებას. სტუდენტებს ევალებათ საკუთარი წმინდა წერილის მოტანა - დაბეჭდილი ან ციფრული.

15.5.1

ჩათვლა და დასრულება

სემინარიის სტუდენტებს შეუძლიათ უფრო ეფექტურად ისწავლონ და გააღრმაონ თავიანთი მოქცევა, თუ ისინი რეგულარურად დაესწრებიან გაკვეთილებს, მიიღებენ მონაწილეობას და კლასის გარეთ ისწავლიან წმინდა წერილს. ამასობაში ისინი ყოველ წელს აბარებენ ჩათვლებს და შეუძლიათ დაამთავრონ სემინარია.

სემინარიის დასამთავრებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს ოთხი წლის ჩათვლები და მიიღოს ეკლეზიასტური თანხმობა ეპისკოპოსის წევრისგან.

15.2

ინსტიტუტი

ინსტიტუტი უზრუნველყოფს ყოველკვირეულ სახარების სწავლების გაკვეთილებს, რომლებიც აძლიერებს რწმენას იესო ქრისტეში და მის აღდგენილ სახარებაში. შეაგულიანეთ ყოველი 18-30 წლის ასაკის დასაოჯახებელი ახალგაზრდა, იაროს ინსტიტუტის გაკვეთილებზე, განურჩევლად იმისა, დადის იგი სკოლაში თუ არა.

15.3

ეკლესიის სკოლები და ეკლესიის განათლების სისტემა

ინფორმაცია ეკლესიის დაწყებითი და საშუალო სკოლების, BYU–Pathway Worldwide და უმაღლესი განათლების შესახებ იხილეთ CES.ChurchofJesusChrist.org. იქ ასევე იხილავთ ამ სკოლების დასასწრებად აუცილებელ ინფორმაციას სტუდენტების მიერ ეკლეზიასტური თანხმობის მიღების შესახებ.

ამის გარდა, ინფორმაცია CES -ის მეშვეობით დასაქმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე help.ChurchofJesusChrist.org.