“14. დასაოჯახებელი წევრები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“14. დასაოჯახებელი წევრი“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
14.
დასაოჯახებელი წევრები
14.0
შესავალი
დასაოჯახებელი, განქორწინებული ან დაქვრივებული მამაკაცები და ქალები შეადგენენ ეკლესიის წევრობის მნიშვნელოვან ნაწილს. ყველასთვის მნიშვნელოვანია, იპოვონ იმედი იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით (იხ. ეფერი 12:4). მარადიული ჭეშმარიტებანი, რომლებსაც შეუძლია ამ იმედის გაძლიერება:
-
წმინდა წერილი და უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველები ადასტურებენ, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც ერთგულად იცავს სახარების აღთქმებს, მიიღებს ამაღლების შესაძლებლობას.
-
ამაღლების ბოძების ზუსტი დრო და წესი ბოლომდე არ არის გაცხადებული. მაგრამ ისინი გარანტირებულია (იხ. მოსია 2:41).
-
უფლის მოლოდინი გულისხმობს მუდმივ მორჩილებას და სულიერ წინსვლას უფლისკენ (იხ. ესაია64:4).
-
ღმერთი სთავაზობს მარადიულ სიცოცხლეს ყოველ თავის შვილს. ყველანი, ვინც იმსახურებენ მხსნელის მიტევების მადლიან ძღვენს და ცხოვრობენ მისი მცნებებით, მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს. (იხ. მოსია 26:30; მორონი 6:8).
-
ამ გარანტიებისადმი ნდობა მოდის იესო ქრისტეს რწმენიდან. მისი მადლით ყოველივე, რაც ეხება მიწიერ ცხოვრებას, გამოსწორდება (იხ. ალმა 7:11-13).
უფალს სჭირდება, რომ ყოველმა წევრმა წვლილი შეიტანოს ხსნის საქმეში თავიანთ პალოებსა და მეურვეობებში (იხ. 1 კორინთელთა 12;12 -27). სულიწმინდის მითითებით დასაოჯახებელ წევრებს მოუხმობენ ხელმძღვანელისა და მასწავლებლის პოზიციებზე.
ამ თავში:
-
„დასაოჯახებელ წევრებში“ იგულისხმება ეკლესიის ყველა ზრდასრული დასაოჯახებელი წევრი.
-
„ახალგაზრდა დასაოჯახებელ ზრდასრულებში“ იგულისხმება 18-30 წლის პირები.
-
„დასაოჯახებელ ზრდასრულებში“ იგულისხმება 31 წლის და იმის ზემოთ პირები.
14.1
დასაოჯახებელი წევრები გეოგრაფიულ ერთეულებში
14.1.1
პალოს ხელმძღვანელობა
14.1.1.2
პალოს ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულები და დასაოჯახებელი ზრდასრულების კომიტეტები
პალოს პრეზიდენტობა ქმნის ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულების კომიტეტს.
პალოს პრეზიდენტობას ასევე შეუძლია დასაოჯახებელი ზრდასრულების კომიტეტის შექმნა.
კომიტეტები, მეგობრობის, ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწილეობის საშუალებით ცდილობენ დაეხმარონ წევრებს (იხ. 14,2).
14.1.2
მეურვეობის ხელმძღვანელობა
14.1.2.1
ეპისკოპოსობა
ეპისკოპოსობა არის ახალგაზრდა დასაოჯახებელი წევრების ხსნისა და ამაღლების საქმეში ჩართულობის გასაღები. ისინი მუშაობენ მეურვეობის საბჭოსთან დასაოჯახებელი წევრებისთვის მნიშვნელოვანი მოწოდებებისა და დავალებების გამოსავლენად. მათ ესმით მარტოხელა მშობლების საჭიროებები და ცდილობენ მათ დახმარებას.
-
ეპისკოპოსობის წევრი სულ მცირე წელიწადში ერთხელ ხვდება ყოველ ახალგაზრდა დასაოჯახებელ ზრდასრულს.
-
ეპისკოპოსობას შეუძლია მეურვეობის ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულების კომიტეტის შექმნა.
14.1.2.2
უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობის წევრების დანიშვნა ახალგაზრდა დასაოჯახებელ ზრდასრულებთან
უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტებს შეუძლიათ დანიშნონ თავიანთი პრეზიდენტობის წევრი ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულების მხარდასაჭერად. პრეზიდენტობის ეს წევრები ეცნობიან ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულების ძალას და ეხმარებიან მათ საჭიროებებს.
უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტებს შეუძლიათ წარადგინონ ანგარიში ამ მცდელობების შესახებ მეურვეობის საბჭოს შეხვედრაზე.
14.1.2.3
ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულების ხელმძღვანელები
მეურვეობაში, სადაც მრავალი ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულია, ეპისკოპოსს შეუძლია, მოიხმოს ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრული მამაკაცი და ქალი ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულების ხელმძღვანელებად. მათ ვალდებულებებში შედის:
-
ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულების დახმარება ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწილეობის მისაღებად (იხ. 14,2).
-
პალოს ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულების კომიტეტში მსახურება.
-
მეურვეობის ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულების კომიტეტის ხელმძღვანელობა.
-
უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობებთან რეგულარული შეხვედრები. ამ შეხვედრებზე ისინი განიხილავენ ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულების ძლიერ მხარეებს და საჭიროებების დახმარების გზებს. ისინი ასევე ფოკუსირებას ახდენენ ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულების მზრუნველობაზე.
14.2
ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწილეობის მიღება
14.2.1
იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება
14.2.1.1
ოჯახური საღამო და სახარების სწავლა
ხელმძღვანელებსა და წევრებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობის მიღება, შეუძლიათ ერთი ან მეტი ოჯახური საღამოს მოწყობა ახალგაზრდა ზრდასრულებისთვის და სხვა ჯგუფების ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულებისთვის.
14.2.1.3
ღონისძიებები
პალოს ან მეურვეობის ხელმძღვანელების მითითებით ახალგაზრდა დასაოჯახებელ ზრდასრულებს შეუძლიათ დაგეგმონ და მონაწილეობა მიიღონ სპეციალურად მათთვის დაგეგმილ ღონისძიებებში. მაგალითად:
-
ტაძარში წასვლა.
-
ოჯახური ისტორიის საქმე.
-
სახარების გაზიარება.
-
თემში მსახურება.
-
მუსიკა და კულტურა.
-
სპორტი.
პალოს ხელმძღვანელების მითითებით ახალგაზრდა დასაოჯახებელ ზრდასრულებს შეუძლიათ დაგეგმონ მსგავსი ღონისძიებები პალოს დონეზე.