სახელმძღვანელოები და მოწოდებები
13. საკვირაო სკოლა


“13. საკვირაო სკოლა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“13. საკვირაო სკოლა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან

ოჯახი სწავლობს წმინდა წერილს

13.

საკვირაო სკოლა

13.1

მიზანი

საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები, მასწავლებლები და კლასები:

  • „სასუფევლის მოძღვრების“ სწავლებით გააძლიერეთ რწმენა მამაზეციერში და იესო ქრისტეში (მოძღვრება და აღთქმები 88:77).

  • მხარი დაუჭირეთ ეკლესიის მხარდაჭერით ოჯახზე ორიენტირებულ სახარების სწავლასა და სწავლებას.

  • დაეხმარეთ წევრებს, ასწავლონ მხსნელის მსგავსად.

13.2

მეურვეობის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელობა

13.2.1

ეპისკოპოსობა

ეპისკოპოსობა ზედამხედველობს საკვირაო სკოლას. როგორც წესი, ამ პასუხისმგებლობას ეპისკოპოსი აკისრებს თავის ერთ-ერთ მრჩეველს, რომელიც მისი ზედამხედველობით აღასრულებს მას.

13.2.2

საკვირაო სკოლის პრეზიდენტი

13.2.2.1

საკვირაო სკოლის პრეზიდენტის მოხმობა

ეპისკოპოსი მოიხმობს და ხელდასხმით აკურთხებს მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ პირს მეურვეობის საკვირაო სკოლის პრეზიდენტის პოზიციაზე. მრჩევლების საჭიროების შემთხვევაში (თუ საკმარისი მამაკაცია ამ პოზიციაზე მსახურებისთვის) საკვირაო სკოლის პრეზიდენტს შეუძლია ერთი ან ორი მრჩევლისთვის რეკომენდაციის გაწევა.

13.2.2.2

პასუხისმგებლობა

  • მეურვეობის საბჭოში მსახურება.

  • სახარების სწავლისა და სწავლების ძალისხმევის ზედამხედველობა ოჯახში და ეკლესიაში.

  • ეპისკოპოსობისთვის ზრდასრული წევრებისთვის რეკომენდაციის გაწევა საკვირაო სკოლის მასწავლებლის პოზიციაზე.

  • საკვირაო სკოლის მასწავლებლების მხარდაჭერა, გამხნევება და მითითებების მიცემა.

  • ეპისკოპოსის მითითებით მასწავლებლების საბჭოს შეკრებების ხელმძღვანელობა (იხ. მხსნელის მსგავსად სწავლება,3).

13.2.3

საკვირაო სკოლის მასწავლებლები

სწავლებისთვის მზადებისას საკვირაო სკოლის მასწავლებლები იყენებენ წმინდა წერილს, მოდი და გამომყევი - ცალკეული პირებისთვის და ოჯახებისთვისდა მოდი და გამომყევი - საკვირაო სკოლისთვის.

13.3

საკვირაო სკოლის კლასები

საკვირაო სკოლის კლასები ტარდება ყოველი თვის პირველ და მესამე კვირას.

ეპისკოპოსის თანხმობით საკვირაო სკოლის პრეზიდენტი ახდენს ზრდასრულებისა და ახალგაზრდებისთვის კლასების ორგანიზებას.

ახალგაზრდების ყოველ კლასში უნდა იმყოფებოდეს სულ მცირე ორი პასუხისმგებელი ზრდასრული.

ყველა ზრდასრულმა, ვინც ახალგაზრდებთან მუშაობს, მხარდაჭერის შემდეგ ერთი თვის პერიოდში უნდა გაიაროს ბაშვებისა და ახალგაზრდების დაცვის ტრენინგი (ProtectingChildren.ChurchofJesusChrist.org).

13.4

მეურვეობაში სწავლისა და სწავლების გაუმჯობესება

მეურვეობის ხელმძღვანელები პასუხისმგებელნი არიან, გააუმჯობესონ თავიანთ ორგანიზაციებში სწავლისა და სწავლების პროცესი. საჭიროებისას მათ შეუძლიათ მეურვეობის საკვირაო სკოლის პრეზიდენტს სთხოვონ დახმარება.

13.5

ოჯახში სწავლისა და სწავლების გაუმჯობესება

მშობლები პასუხისმგებელნი არიან, ასწავლონ შვილებს სახარება. მათ შეუძლიათ სთხოვონ საკვირაო სკოლის პრეზიდენტს, დაეხმაროს მათი სწავლების უნარების გაუმჯობესებაში.