“36. ახალი ერთეულების შექმნა, შეცვლა და დარქმევა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023)
“36. ახალი ერთეულების შექმნა, შეცვლა და დარქმევა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
36.
ახალი ერთეულების შექმნა, შეცვლა და დარქმევა
36.0
შესავალი
ეკლესიის წევრები მიეკუთვნებიან მრევლს იმის მიხედვით, სად ცხოვრობენ (იხ. მოსია 25:17–24). ასეთი სამრევლოები საჭიროა, რათა შესაფერისი მღვდლობის უფლებამოსილებით ხდებოდეს ეკლესიის საქმიანობის ორგანიზება და შესრულება.
ეკლესიის მრევლი (ე.წ. ერთეულები) მოიცავს პალოებს, ოლქებს, მეურვეობებსა და სამრევლოებს. ისინი იქმნება, იცვლება ან უქმდება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
ხელმძღვანელები მუშაობენ წევრების სულიერი სიძლიერის ასამაღლებლად, სანამ შესთავაზებენ ახალი ერთეულის შექმნას ან ერთეულის საზღვრის შეცვლას. ახალი ერთეულები უნდა შეიქმნას მხოლოდ მაშინ, როცა არსებული ერთეულები საკმარისად ძლიერია.
შეერთებულ შტატებსა და კანადაში დახმარების მისაღებად დარეკეთ 1-801-240-1007. შეერთებული შტატებისა და კანადის მიღმა დარეკეთ რეგიონალურ ოფისში.