„ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან ამონარიდებისგამოყენება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023)
„ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან ამონარიდების გამოყენება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან ამონარიდებისგამოყენება
ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან გახლავთ ყველაზე აუცილებელი მითითებების ნაკრები სრული სახელმძღვანელოდან ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება. იგი განკუთვნილია ხელძღვანელებისთვის, რომლებსაც:
-
ჯერ არ აქვთ წვდომა სრულ სახელმძღვანელოზე მათთვის სასურველ ენაზე.
-
ვისთვისაც ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო-ს შემოკლებული ვარიანტი სასარგებლოა.
ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან-ში გამოყენებული თავების, ნაწილებისა და ქვენაწილების ნუმერაცია ემთხვევა ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო-ს სრული ვერსიის ნუმერაციას. ეს გვაძლევს ჯვარედინი მითითებებისა და შედარების მარტივ საშუალებას.
ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან-ის ნუმერაციაში ზოგჯერ გამოტოვებული იქნება სრული სახელმძღვანელოს ნაწილებისა და ქვენაწილების ნომრები. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმძღვანელოს შემოკლებული ვერსია მოიცავს სრული სახელმძღვანელოს მხოლოდ ყველაზე აუცილებელ ამონარიდებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან იძლევა პასუხებს ხელმძღვანელების მიერ მრავალ ხშირად დასმულ კითხვაზე, ხელმძღვანელებს, სავარაუდოდ, ექნებათ კითხვები, რომლებიც იქ არ არის განხილული ან სრულად არ განიხილება. ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელებს შეუძლიათ მიმართონ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო -ს სრულ ვერსიას, თუკი ის ხელმისაწვდომია მათთვის მისაღებ ენაზე. ხელმძღვანელებს, მითითებების მისაღებად, ასევე შეუძლიათ მიმართონ თავიანთ უშუალო თავმჯდომარე ორგანოს.
დაე, ღმერთმა დაგლოცოთ მისი შვილების ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწილეობის მიღებისას.
პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი